პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას
"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას

მას შემ­დეგ, რაც ლუ­დო­მა­ნი­ა­ზე სტა­ტი­ე­ბი და­ი­ბეჭ­და, რე­დაქ­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი არ წყდე­ბა.­ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ თა­ვი­ანთ გა­სა­ჭირს, თუ როგ­ორ ცდი­ლო­ბენ ჭა­ო­ბი­დან ამოს­ვლას და რა ძნე­ლია ეს სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით ცდუ­ნე­ბის­გან დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს; სა­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო და ინ­ტერ­ნეტ­რეკ­ლა­მა­ წვე­თის ეფექ­ტი­ვით მუ­შა­ობს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე; სა­დაც ძნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა; სა­დაც პრობ­ლე­მებ­ში­ ჩა­ძი­რულ ადა­მი­ა­ნებს­ აღარ შეს­წევთ ძალა, სხვი­სი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რონ და, სულ ცოტა, თა­ნა­უგ­რძნონ მა­ინც.­

გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან ცო­ლე­ბი, რო­მელ­თაც ოჯა­ხე­ბი და­ენგრათ, რად­გან მათი ქმრე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მა­ნი­ამ შე­ი­პყრო. დე­დე­ბი გვთხო­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­ამ­ბოთ მათი უდ­რო­ოდ და­ღუ­პუ­ლი თვით­მკვლე­ლი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რათა ამ უკი­დუ­რე­სი­ ხერ­ხით სხვებ­მაც აღარ სცა­დონ აზარტ­ული თა­მა­შე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. დე­დებს სურთ, სა­კუ­თა­რი შვილ­ების მა­გა­ლი­თით სხვი­სი შვი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნონ.

სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია მა­მუ­კა ნა­ნი­კაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი. დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ლუ­ი­ზამ, მისი დღი­უ­რე­ბი გად­მომ­ცა. მა­მუ­კა ლუ­დო­მა­ნი­ის მსხვერ­პლი იყო. თუმ­ცა,­ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხვდე­ბო­და, რაც სჭირ­და, მაგ­რამ გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბი­სას მარ­ტო აღმ­ოჩ­ნდა და პრობ­ლე­მის მთე­ლი სიმ­ძი­მე სა­კუ­თარ თავს აჰ­კი­და - მა­მუ­კამ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით გა­ი­გუ­და თავი. სიკ­ვდი­ლის წინ წე­რი­ლი და­წე­რა: "მა­პა­ტი­ეთ ყვე­ლამ, ვინც მიც­ნობ­დით და გიყ­ვარ­დით. დედა და კახა - ბო­დი­ში.

ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. მე ასე უნდა გა­ვა­კე­თო, უნდა გავ­ჩერ­დე, თო­რემ უფრო მეტ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებ ჩემ ირ­გვლივ მყოფთ, ყვე­ლას ბო­დი­ში. დედა მე ჩემს თავს ვსჯი, მაგ­რამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მარ­თლა ბევ­რჯერ გატ­კი­ნე­ და მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი... იმე­დია, ღმერ­თი მა­პა­ტი­ებს".

ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რულ მა­მუ­კას შინ ჩიტი ჰყო­ლია. ვიდ­რე სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას შე­უდ­გე­ბო­და, ჩიტი ბი­ნი­დან გა­იყ­ვა­ნა, კარი შიგ­ნი­დან ჩა­კე­ტა, ყვე­ლა­ფე­რი დაგ­მა­ნა, გა­ზ­ქუ­რა ჩარ­თო და... და­ი­ძი­ნა. დე­დამ და ძმამ კარი რომ ვერ გა­ა­ღეს, იფიქ­რეს, მა­მუ­კა სა­დღაც წა­ვი­და და გა­სა­ღე­ბი გაჰ­ყვაო. ის ღამე ახ­ლო­ბელ­თან გა­ა­თე­ნეს. მე­ო­რე დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, კარი მაშ­ვე­ლებ­მა შე­ამ­ტვრი­ეს...

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით თით­ქოს ერთი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მა შე­წყდა, თუმ­ცა, არ დას­რუ­ლებ­ულა უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბა, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხი გა­ნიც­დის და რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვაც მა­მუ­კამ, ისე­ვე, რო­გორც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზარ­ტულ­ თა­მა­შებ­ზე ამ­გვა­რი "გა­მარ­ჯვე­ბით" სცა­და. მა­მუ­კას დედა და ძმა თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ. მა­მუ­კას ძმა ორი თვეა უმუ­შე­ვა­რია. ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­ი­ზა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი­სა და კა­ზი­ნო­ე­ბის და­ხურ­ვას სთხოვს. ამ თხოვ­ნით მი­მარ­თავ­და­ მთავ­რო­ბას, რო­დე­საც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო.

"თუ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა კა­ზი­ნო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის იმით გა­მარ­თლე­ბას, რომ ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქმნი­ან და ბი­უ­ჯეტ­ში დიდი ფული შე­დის, შე­ვახ­სე­ნებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას: არ შე­იძ­ლე­ბა თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლოს მრა­ვალ­თა კე­თილ­დღე­ო­ბამ. კა­ზი­ნო­ე­ბის მსხვერ­პლი კი უამ­რა­ვია. მშობ­ლე­ბი მა­ლა­ვენ, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა დი­დძა­ლი ფუ­ლის წა­გე­ბის­ გამო მო­იკ­ლეს თავი. ნუ დუმ­ხართ, ჩვენს შვი­ლებს აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ სხვე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ! მო­ვუ­წო­დოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აღ­კვე­თოს ეს ბო­რო­ტე­ბა, თო­რემ აღარ იარ­სე­ბებს ჩვე­ნი ერი! ისი­ნი­, ვინც ქვეყ­ნის ერთი­ანო­ბის­თვის ბრძო­ლას, ერის გამ­რავ­ლე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რონ, ეშ­მაკ­თან ბრძო­ლა­ში არაფ­რის­თვის იღუ­პე­ბი­ან. თუ ამის­გან არ შე­გიძ­ლი­ათ იხ­სნათ ქვე­ყა­ნა, აბა, რა არის თქვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?! მე

ხომ ისე­დაც ვერ მეხ­მა­რე­ბით. ხუთი თვის პენ­სია წი­ნას­წარ ავი­ღე, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რა გა­ვი­ტა­ნოთ თავი მე და ჩემ­მა შვილ­მა, რო­მელ­საც, დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ასაქ­მებთ" - აცხა­დებს ლუ­ი­ზა ნა­ნი­კაშ­ვი­ლი.

მათ­თვის, ვინც უკვე იცის, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რი ჩათ­რე­უ­ლია გემბლინ­გში, ან ამ პრობ­ლე­მის მსხვერ­პლი ხდე­ბა, მა­მუ­კა ნა­ნი­კაშ­ვი­ლის დღი­უ­რე­ბი, ალ­ბათ, უკეთ და­ა­ნა­ხებს, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ მათ. მა­მუ­კა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მარ­ტომ­ყოფს, სამ­წუ­ხა­როდ, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძალა არ ეყო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჰოლ­დინ­გის არც ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მა აღარ გა­შუქ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას

"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას

მას შემდეგ, რაც ლუდომანიაზე სტატიები დაიბეჭდა, რედაქციაში სატელეფონო ზარები არ წყდება. მოქალაქეები გვიამბობენ თავიანთ გასაჭირს, თუ როგორ ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას და რა ძნელია ეს სახელმწიფოში, სადაც აზარტული თამაშებით ცდუნებისგან დამცავი მექანიზმი არ არსებობს; სადაც სატელევიზიო და ინტერნეტრეკლამა წვეთის ეფექტივით მუშაობს ცნობიერებაზე; სადაც ძნელია ფსიქოლოგიური დახმარების მიღება; სადაც პრობლემებში ჩაძირულ ადამიანებს აღარ შესწევთ ძალა, სხვისი ტკივილი გაიზიარონ და, სულ ცოტა, თანაუგრძნონ მაინც.

გვიკავშირდებიან ცოლები, რომელთაც ოჯახები დაენგრათ, რადგან მათი ქმრები აზარტული თამაშების მანიამ შეიპყრო. დედები გვთხოვენ, საზოგადოებას ვუამბოთ მათი უდროოდ დაღუპული თვითმკვლელი შვილების შესახებ, რათა ამ უკიდურესი ხერხით სხვებმაც აღარ სცადონ აზარტული თამაშებისგან თავის დაღწევა. დედებს სურთ, საკუთარი შვილების მაგალითით სხვისი შვილები გადაარჩინონ.

სულისშემძვრელია მამუკა ნანიკაშვილის ამბავი. დედამ, ქალბატონმა ლუიზამ, მისი დღიურები გადმომცა. მამუკა ლუდომანიის მსხვერპლი იყო. თუმცა, შესანიშნავად ხვდებოდა, რაც სჭირდა, მაგრამ გამოსავლის ძიებისას მარტო აღმოჩნდა და პრობლემის მთელი სიმძიმე საკუთარ თავს აჰკიდა - მამუკამ ბუნებრივი აირით გაიგუდა თავი. სიკვდილის წინ წერილი დაწერა: "მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა და კახა - ბოდიში.

ყველა ძალიან მიყვარხართ. მე ასე უნდა გავაკეთო, უნდა გავჩერდე, თორემ უფრო მეტ ზიანს მივაყენებ ჩემ ირგვლივ მყოფთ, ყველას ბოდიში. დედა მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მართლა ბევრჯერ გატკინე და მართლა ძალიან განვიცდიდი... იმედია, ღმერთი მაპატიებს".

ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულ მამუკას შინ ჩიტი ჰყოლია. ვიდრე საბედისწერო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუდგებოდა, ჩიტი ბინიდან გაიყვანა, კარი შიგნიდან ჩაკეტა, ყველაფერი დაგმანა, გაზქურა ჩართო და... დაიძინა. დედამ და ძმამ კარი რომ ვერ გააღეს, იფიქრეს, მამუკა სადღაც წავიდა და გასაღები გაჰყვაო. ის ღამე ახლობელთან გაათენეს. მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, კარი მაშველებმა შეამტვრიეს...

მისი გარდაცვალებით თითქოს ერთი ადამიანის პრობლემა შეწყდა, თუმცა, არ დასრულებულა უკიდურესი გაჭირვება, რომელსაც მისი ოჯახი განიცდის და რისგან თავის დაღწევაც მამუკამ, ისევე, როგორც უამრავმა ადამიანმა საქართველოში, აზარტულ თამაშებზე ამგვარი "გამარჯვებით" სცადა. მამუკას დედა და ძმა თბილისის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამუკას ძმა ორი თვეა უმუშევარია. ქალბატონი ლუიზა ხელისუფლებას ტოტალიზატორებისა და კაზინოების დახურვას სთხოვს. ამ თხოვნით მიმართავდა მთავრობას, როდესაც ქვეყნის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" იყო.

"თუ ვინმე შეეცდება კაზინოების არსებობის იმით გამართლებას, რომ ასეთი ორგანიზაციები სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბიუჯეტში დიდი ფული შედის, შევახსენებ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას: არ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს მრავალთა კეთილდღეობამ. კაზინოების მსხვერპლი კი უამრავია. მშობლები მალავენ, რომ მათმა შვილებმა დიდძალი ფულის წაგების გამო მოიკლეს თავი. ნუ დუმხართ, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს ბოროტება, თორემ აღარ იარსებებს ჩვენი ერი! ისინი, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, ერის გამრავლებას უნდა ემსახურონ, ეშმაკთან ბრძოლაში არაფრისთვის იღუპებიან. თუ ამისგან არ შეგიძლიათ იხსნათ ქვეყანა, აბა, რა არის თქვენი დანიშნულება?! მე

ხომ ისედაც ვერ მეხმარებით. ხუთი თვის პენსია წინასწარ ავიღე, რომ რამდენიმე კვირა გავიტანოთ თავი მე და ჩემმა შვილმა, რომელსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ასაქმებთ" - აცხადებს ლუიზა ნანიკაშვილი.

მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მისი ოჯახის წევრი ჩათრეულია გემბლინგში, ან ამ პრობლემის მსხვერპლი ხდება, მამუკა ნანიკაშვილის დღიურები, ალბათ, უკეთ დაანახებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. მამუკა ნიჭიერი ადამიანი იყო. მარტომყოფს, სამწუხაროდ, გადარჩენისთვის ძალა არ ეყო განაგრძეთ კითხვა

"პალიტრა მედიის" გადაწყვეტილებით, ჰოლდინგის არც ერთი მედიასაშუალებით ონლაინ კაზინოების რეკლამა აღარ გაშუქდება

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა