პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| "მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მე­ცა მეხი"- "იმე­დი" სა­კუ­თა­რი "სა­ხე­ე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ და ინგა გრი­გო­ლი­ას პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას გა­კე­თე­ბულ გა­მო­ნათ­ქვა­მებს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედს სურს და­ა­ფიქ­სი­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც გა­ის­მა იმე­დის ეთერ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. პა­რას­კევს, ჟურ­ნა­ლის­ტმა ინგა გრი­გო­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს, არ გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ "რე­აქ­ცი­ა­ში" 21 მარ­ტის აქ­ცი­ის თემა.

ასე­ვე, "იმე­დის კვი­რა­ში" წამ­ყვან­მა ეკა ხო­ფე­რი­ამ გა­მოთ­ქვა აზრი, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი "იმე­დი". ამ გან­ცხა­დე­ბებ­მა შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერე­ვა არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში და ცდი­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლას.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ცალ­სა­ხად აცხა­დებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს. არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" და არც რა­ი­მე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხრი­დან ად­გი­ლი არ ქო­ნია "რე­აქ­ცი­ის" თე­მა­ტი­კა­ში ან ზო­გა­დად არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში რა­ი­მე ფორ­მით ჩა­რე­ვას. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი იცავს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­რე­შე ჩა­რე­ვი­სა­გან.

რე­ა­ლუ­რად, "რე­აქ­ცი­ა­ში" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან შე­პი­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი­დან ეთერ­ში მო­ვი­და მხო­ლოდ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ლე­ვან იზო­რია. ხოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა უარი გა­ნა­ცხა­და 21 მარ­ტის აქ­ცი­ის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა­ში პო­ლე­მი­კა­ზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ­ხი­სათ­ვის არ არის სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლა ეთე­რის წინ, თუმ­ცა ასე­თი ფაქ­ტე­ბი არ იძ­ლე­ვა უფ­ლე­ბას გა­კეთ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის გან­ცხა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­და­ცე­მის თე­მა­ტი­კის შე­ზღუდ­ვას­თან ან ტე­ლე­არ­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ქონ­და ად­გი­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბის მხრი­დან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი, არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მი­აჩ­ნია, რომ წამ­ყვა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და არა­მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ემო­ცი­ურ ფონ­ზე. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ასეთ რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო გან­ცხა­დე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და გა­მოთ­ქვამს წუ­ხილს ეთერ­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გამო.

ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი მუდ­მი­ვად რჩე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი"- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო განახლება| "მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

ტელეკომპანია "იმედი" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გაკეთებულ გამონათქვამებს ეხმაურება:

"ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.

რეალურად, "რეაქციაში" ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.

რასაკვირველია არხისათვის არ არის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლა ეთერის წინ, თუმცა ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები, განსაკუთრებით გადაცემის თემატიკის შეზღუდვასთან ან ტელეარხის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით, რასაც ქონდა ადგილი ამ შემთხვევაში აღნიშნული წამყვანების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნულ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი განცხადებები არასწორად იქნა გაგებული, არხის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ წამყვანების განცხადებები გაკეთდა არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე. ტელეკომპანია იმედი აცნობიერებს, რომ ასეთ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებს შეიძლება მოყვეს არასწორი ინტერპრეტაციები და გამოთქვამს წუხილს ეთერში გაცხადებული შეფასებების გამო.

ტელეკომპანია იმედი მუდმივად რჩება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების და დამოუკიდებელი მედიის პრინციპების ერთგული"- ნათქვამია წერილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია