მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება
"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება

თბი­ლის­ში სა­ქა­ლა­ქო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლებს კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა" ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი გა­უ­ზარ­და. ამის მთა­ვარ მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის ვარ­დნა სა­ხელ­დე­ბა. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ვე­ლი­ვე ამას აპ­რი­ლი­დან თბი­ლის­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რო­ბის გაძ­ვი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, - იუ­წყე­ბა გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით - "აპ­რი­ლი­დან "მარ­შრუტ­კით" მგზავ­რო­ბა ძვირ­დე­ბა".

თა­ვად "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში" მძღო­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდას ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა კი­თხვა - გაძ­ვირ­დე­ბა თუ არა მგზავ­რო­ბა - უპა­სუ­ხოდ ტო­ვე­ბენ. მძღო­ლე­ბი კი გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ფიც­ვას გეგ­მა­ვენ. აცხა­დე­ბენ, რომ მგზავ­რო­ბის გაძ­ვი­რე­ბა არ უნ­დათ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ხალ­ხი "მარ­შრუტ­კებ­ში" აღარ ავა.

გა­და­სა­ხადს თი­თო­ე­უ­ლი სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზი­სათ­ვის "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ად­გენს იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს ამა თუ იმ ხა­ზით. ამ გა­და­სა­ხადს ემა­ტე­ბა "მარ­შუტ­კის" იჯა­რა - 43 ლარი ყო­ველ­დღი­რად, ცვე­თის გა­და­სა­ხა­დი 25 ლარი და საწ­ვა­ვის თან­ხა. მძღოლს კი დღის ბო­ლოს ოჯახ­ში იმ ოდე­ნო­ბის თან­ხა მი­აქვს, რაც ამ ყვე­ლაფ­რის გა­დახ­დის შემ­დეგ დარ­ჩე­ბა. გარ­და ამი­სა, მან­ვე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით უნდა იზ­რუ­ნოს მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა­ზეც.

მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დის გამო მძღო­ლე­ბი პრო­ტესტს მუდ­მი­ვად გა­მოთ­ქვამ­დნენ და რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ფიც­ნენ კი­დეც, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე დღით ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯეტ­ში შე­სა­ტა­ნი თან­ხა მძღო­ლებს კი­დევ უფრო გა­ე­ზარ­დათ. ესეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოხ­და - ზო­გი­ერთ მარ­შრუტ­ზე გა­და­სა­ხად­მა 7 ლა­რით იმა­ტა, ზო­გი­ერ­თზე 10 ლა­რით, ზოგ­ზე კი 15-20 ლა­რით.

"მთე­ლი კვი­რი­სათ­ვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მძღო­ლე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას და აქ­ცი­ებს გეგ­მა­ვენ. აქვე მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბოლო გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­ვე­დით, სა­დაც ერ­თად შეკ­რე­ბილ მძღო­ლებს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

"გა­მო­სა­ვა­ლი მგზავ­რო­ბის გაძ­ვი­რე­ბაა, მაგ­რამ მერე "მარ­შუტ­კა­ში" ვინ­ღა ამო­ვა?! მალე მუ­შა­ო­ბას და­ვა­ნე­ბებთ თავს. მე პი­რა­დად, თა­ვი­დან 32 ლარი მქონ­და დღის ბო­ლოს კომ­პა­ნი­ა­ში შე­სა­ტა­ნი, ახლა კი 50 ლარი მაქვს. სა­დაა სა­მარ­თა­ლი... ხალ­ხი თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბის გზა­ზეა. კომ­პა­ნი­ამ თან­ხა, რაც გვრჩე­ბო­და, ფაქ­ტი­უ­რად გაგ­ვი­ნა­ხევ­რა," - გვი­თხრა მძღოლ­მა, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი და გვა­რი არ გაგ­ვიმ­ხი­ლა და მხო­ლოდ ის გვი­თხრა, რომ 221-ე სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე მუ­შა­ობს, მისი რე­ი­სი სად­გუ­რის მო­ე­და­ნი-ლი­ლოს და­სახ­ლე­ბაა.

მძღო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს მცი­რედ შე­მო­სა­ვალ­ზე მუ­შა­ო­ბას ვა­ლე­ბი აი­ძუ­ლებს, რომ­ლე­ბიც დიდ­წი­ლად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და შე­კე­თე­ბის გამო ედე­ბათ.

"ყო­ველ­დღი­უ­რად წე­სით ცვე­თის ფული უნდა გა­დავ­დოთ 25 ლარი, მაგ­რამ ვერ ვდებთ, რად­გან საწ­ვა­ვის, იჯა­რი­სა და დღი­უ­რი გეგ­მის ხარ­ჯებს ეგეც რომ მი­ვუ­მა­ტოთ, სახ­ლში მარ­თლა ვე­ღა­რა­ფერს წა­ვი­ღებთ. ამი­ტო­მაც მაგ თან­ხით ვარ­ჩენთ ოჯა­ხებს. მძღოლს ვერ ნა­ხავთ ამ მან­ქა­ნე­ბის გამო ბან­კის ვალი რომ არ ჰქონ­დეს, რად­გან თუკი გა­ფუჭ­და, შე­კე­თე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. ამის­თვის თან­ხის ნელ-ნელა გა­და­დე­ბას რომ ვერ ვა­ხერ­ხებთ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვხდე­ბით ბან­კი­დან სეს­ხი გა­მო­ვი­ტა­ნოთ და შე­ვა­კე­თოთ.

"თა­ნაც, აუ­ცი­ლებ­ლად კომ­პა­ნი­ის ფა­რეხ­ში უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. იქ კი ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად ძვი­რია, ვიდ­რე ჩვე­ულბ­რივ პრო­ფი­ლაქ­ტი­კებ­ში. ფაქ­ტი­უ­რად ორ­მაგს ვიხ­დით. მე, მა­გა­ლი­თად, ნა­თე­სა­ვი მყავს პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში და იმას­თან უფა­სოდ შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო "მარ­შუტ­კა", მაგ­რამ უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ. მა­ინ­ცა­და­მა­ინც იქ უნდა მი­ვი­დე და ფული გა­და­ვი­ხა­დო. გა­აპ­რო­ტეს­ტებ რა­მეს? ეგ­რე­ვე გე­ტყვი­ან - არ მოგ­წონს და წა­დიო," - შე­მოგვჩივ­ლა ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა.

სა­უ­ბარ­ში იქვე მე­ო­რე ჩა­ერ­თო - ვა­ლებს გა­და­ვიხ­დი თუ არა მუ­შა­ო­ბას თავს და­ვა­ნე­ბებ, აზრი აღარ აქ­ვსო.

"მარ­შუტ­კა­ში" კა­მე­რე­ბი დაგ­ვი­მოტ­ნა­ჟეს ვი­თომ იმ მიზ­ნით, რომ და­ეთ­ვა­ლათ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­დაგ­ვყავს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­და­სა­ხა­დი იმის მი­ხედ­ვით და­ე­წე­სე­ბი­ნათ. ვეხ­ვე­წე­ბი, რომ ჩარ­თონ ეს კა­მე­რე­ბი და მარ­თლაც დათ­ვა­ლონ, მაგ­რამ არ რთა­ვენ, იმი­ტომ, რომ არ აწყობთ. მერე მა­ინც მო­უ­წევთ აღი­ა­რონ, რომ იმა­ზე ბევ­რად მა­ღალ გა­და­სა­ხადს ვიხ­დით ვიდ­რე უნდა ვიხ­დი­დეთ," - აღ­ნიშ­ნავს იგი.

მძღო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რიც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა გვაკ­ლი­აო - აქვე დას­ძი­ნეს.

"კომ­პა­ნი­ი­დან ელა­პა­რა­კე­ბი­ან მძღო­ლებს, ზოგს რას დაჰ­პირ­დე­ბი­ან, ზოგს - რას და აღარ გვიდ­გე­ბი­ან გვერ­დში. ერთი-ორ­ჯერ გა­ვი­ფი­ცეთ, მაგ­რამ რა მი­ვი­ღეთ? რა­ღაც სა­ინ­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, ვი­თომ ჩვე­ნი, მძღო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­ნი სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობ­დნენ ისე, რომ არა­ფერს გვი­თან­ხმებ­დნენ. ის ხალ­ხი კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­ბა­რეს, ერთი ფა­რე­ხის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს, მე­ო­რე - მის მო­ად­გი­ლედ, სხვე­ბიც მოქ­რთა­მეს და ასე გა­ა­ჩუ­მეს. ჩვენ კი ისევ იგი­ვე დღე­ში ჩაგ­ვყა­რეს," - აცხა­დე­ბენ მძღო­ლე­ბი.

აქ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლე­ბის გვერ­დით დგო­მას აპი­რებს ტრან­სპორ­ტის პროფ­კავ­ში­რე­ბი, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე ლავ­რენ­ტი ალა­ნია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში არი­ან და ახლა იმას სწავ­ლო­ბენ, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ეს.

"მარ­შუტ­კებს" იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­სა და ზა­ფხულ­ში ანუ მა­შინ, როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა წყდე­ბა, გა­და­სა­ხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით 10 ლა­რით უმ­ცირ­დე­ბათ. მერე კი ისევ ემა­ტე­ბათ. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ მარ­ტი­დან მძღო­ლებს ეს შემ­ცი­რე­ბუ­ლი თან­ხა ისევ გა­ე­ზარ­დათ და პლუს რამ­დე­ნი­მე ლა­რიც მო­უ­მა­ტეს.

"კომ­პა­ნი­ამ უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თეს ეს. თუკი ვნა­ხავთ, რომ ეს გაზ­რდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნია, მძღო­ლებს ავუხ­სნით, ხოლო თუ უსა­ფუძ­ვლოა, მა­შინ მათ გვერ­დით დავ­დგე­ბით," - აღ­ნიშ­ნავს ალა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფის გაზ­რდა მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა არაა და ეს მხო­ლოდ მძღო­ლე­ბის ან კომ­პა­ნი­ის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ვერ მოხ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ამ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი მე­რი­ა­ში უნდა შე­ი­ტა­ნოს და მის ნე­ბარ­თვას და­ე­ლო­დოს.

ჩვენს კი­თხვა­ზე, თუ სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი ლარი რჩე­ბათ დღის ბო­ლოს მძღო­ლებს, იგი პა­სუ­ხობს, რომ მძღოლს მი­ნი­მუ 50-60 ლარი უნდა დარ­ჩეს დღე­ში. ამა­ზე ნაკ­ლე­ბი თუ რჩე­ბათ, - არ იმუ­შა­ვე­ბენ.

მისი ნათ­ქვა­მი სა­სა­ცი­ლოდ არ ეყოთ მძღო­ლებს და გვი­თხრეს, რომ ეს სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

"მო­დით მა­შინ დღის ბო­ლოს ჩვენ 50 ლარი მოგ­ვცენ და რაც დარ­ჩე­ბა, თა­ვად წა­ი­ღონ, ვნა­ხოთ აბა, თუ იქ­ნე­ბი­ან თა­ნახ­მა. თუნ­დაც 30 ლარი მომ­ცენ, მა­გა­ზეც სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდე­ბი. მე პი­რა­დად გუ­შინ 40 ლარი ვალი და­მე­დო. რო­მელ მო­გე­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით?" - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი და გვა­რი, სხვე­ბის მსგავ­სად არ გვი­თხრა - სამ­სა­ხურს დავ­კარ­გა­ვო.

იმის გა­სა­გე­ბად, იგეგ­მე­ბა თუ არა მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფის მა­ტე­ბა, კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს" მივ­მარ­თეთ. პი­არ­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლიკა ორ­ჯო­ნი­კი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მხო­ლოდ ის და­ა­დას­ტუ­რა, რომ მძღო­ლებს გა­და­სა­ხა­დი მარ­თლაც გა­უ­ზარ­დეს, და­ნარ­ჩე­ნი კი­თხვე­ბით კი გვირ­ჩია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის მიგ­ვე­მარ­თა. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ასა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ. მან ჩვენს ზა­რებ­სა და წე­რი­ლებს არ უპა­სუ­ხა.

ასე­ვე მივ­მარ­თეთ მე­რი­ას, რათა გაგ­ვერ­კვია შე­ტა­ნი­ლი აქვს თუ არა "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს" გა­ნა­ცხა­დი ტა­რი­ფის მა­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება

"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება

თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ყოველდღიური გადასახადი გაუზარდა. ამის მთავარ მიზეზად ლარის კურსის ვარდნა სახელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველივე ამას აპრილიდან თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება მოჰყვება, - იუწყება გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სახელწოდებით - "აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება".

თავად "თბილისის მიკროავტობუსში" მძღოლებისათვის გადასახადის გაზრდას ადასტურებენ, თუმცა კითხვა - გაძვირდება თუ არა მგზავრობა - უპასუხოდ ტოვებენ. მძღოლები კი გაზრდილი გადასახადის შემცირების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ. აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირება არ უნდათ, რადგან ამ შემთხვევაში ხალხი "მარშრუტკებში" აღარ ავა.

გადასახადს თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის "თბილისის მიკროავტობუსი" ინდივიდუალურად ადგენს იმის მიხედვით, თუ რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ამა თუ იმ ხაზით. ამ გადასახადს ემატება "მარშუტკის" იჯარა - 43 ლარი ყოველდღირად, ცვეთის გადასახადი 25 ლარი და საწვავის თანხა. მძღოლს კი დღის ბოლოს ოჯახში იმ ოდენობის თანხა მიაქვს, რაც ამ ყველაფრის გადახდის შემდეგ დარჩება. გარდა ამისა, მანვე საკუთარი ხარჯებით უნდა იზრუნოს მანქანის შეკეთებაზეც.

მაღალი გადასახადის გამო მძღოლები პროტესტს მუდმივად გამოთქვამდნენ და რამდენჯერმე გაიფიცნენ კიდეც, რის შედეგადაც რამდენიმე დღით ქალაქში მოძრაობა პარალიზებული იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიის ბიუჯეტში შესატანი თანხა მძღოლებს კიდევ უფრო გაეზარდათ. ესეც ინდივიდუალურად მოხდა - ზოგიერთ მარშრუტზე გადასახადმა 7 ლარით იმატა, ზოგიერთზე 10 ლარით, ზოგზე კი 15-20 ლარით.

"მთელი კვირისათვის" ცნობილი გახდა, რომ მძღოლები ამ ყველაფრის გაპროტესტებას და აქციებს გეგმავენ. აქვე მგზავრობის საფასურის გაზრდასაც არ გამორიცხავენ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სადგურის მოედანზე სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მივედით, სადაც ერთად შეკრებილ მძღოლებს გავესაუბრეთ.

"გამოსავალი მგზავრობის გაძვირებაა, მაგრამ მერე "მარშუტკაში" ვინღა ამოვა?! მალე მუშაობას დავანებებთ თავს. მე პირადად, თავიდან 32 ლარი მქონდა დღის ბოლოს კომპანიაში შესატანი, ახლა კი 50 ლარი მაქვს. სადაა სამართალი... ხალხი თავის ჩამოხრჩობის გზაზეა. კომპანიამ თანხა, რაც გვრჩებოდა, ფაქტიურად გაგვინახევრა," - გვითხრა მძღოლმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ 221-ე სამარშრუტო ხაზზე მუშაობს, მისი რეისი სადგურის მოედანი-ლილოს დასახლებაა.

მძღოლები ამბობენ, რომ თითოეულ მათგანს მცირედ შემოსავალზე მუშაობას ვალები აიძულებს, რომლებიც დიდწილად მიკროავტობუსების მოვლა-პატრონობისა და შეკეთების გამო ედებათ.

"ყოველდღიურად წესით ცვეთის ფული უნდა გადავდოთ 25 ლარი, მაგრამ ვერ ვდებთ, რადგან საწვავის, იჯარისა და დღიური გეგმის ხარჯებს ეგეც რომ მივუმატოთ, სახლში მართლა ვეღარაფერს წავიღებთ. ამიტომაც მაგ თანხით ვარჩენთ ოჯახებს. მძღოლს ვერ ნახავთ ამ მანქანების გამო ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს, რადგან თუკი გაფუჭდა, შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. ამისთვის თანხის ნელ-ნელა გადადებას რომ ვერ ვახერხებთ, იძულებულები ვხდებით ბანკიდან სესხი გამოვიტანოთ და შევაკეთოთ.

"თანაც, აუცილებლად კომპანიის ფარეხში უნდა მივიყვანოთ. იქ კი ყველაფერი ბევრად ძვირია, ვიდრე ჩვეულბრივ პროფილაქტიკებში. ფაქტიურად ორმაგს ვიხდით. მე, მაგალითად, ნათესავი მყავს პროფილაქტიკაში და იმასთან უფასოდ შემიძლია გავაკეთო "მარშუტკა", მაგრამ უფლებას არ მაძლევენ. მაინცადამაინც იქ უნდა მივიდე და ფული გადავიხადო. გააპროტესტებ რამეს? ეგრევე გეტყვიან - არ მოგწონს და წადიო," - შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მძღოლმა.

საუბარში იქვე მეორე ჩაერთო - ვალებს გადავიხდი თუ არა მუშაობას თავს დავანებებ, აზრი აღარ აქვსო.

"მარშუტკაში" კამერები დაგვიმოტნაჟეს ვითომ იმ მიზნით, რომ დაეთვალათ რამდენი ადამიანი გადაგვყავს დღის განმავლობაში და გადასახადი იმის მიხედვით დაეწესებინათ. ვეხვეწები, რომ ჩართონ ეს კამერები და მართლაც დათვალონ, მაგრამ არ რთავენ, იმიტომ, რომ არ აწყობთ. მერე მაინც მოუწევთ აღიარონ, რომ იმაზე ბევრად მაღალ გადასახადს ვიხდით ვიდრე უნდა ვიხდიდეთ," - აღნიშნავს იგი.

მძღოლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების შესახებ საუბარიც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ერთსულოვნება გვაკლიაო - აქვე დასძინეს.

"კომპანიიდან ელაპარაკებიან მძღოლებს, ზოგს რას დაჰპირდებიან, ზოგს - რას და აღარ გვიდგებიან გვერდში. ერთი-ორჯერ გავიფიცეთ, მაგრამ რა მივიღეთ? რაღაც საინციატივო ჯგუფი შეიქმნა, ვითომ ჩვენი, მძღოლების წარმომადგენლები ჩვენი სახელით ლაპარაკობდნენ ისე, რომ არაფერს გვითანხმებდნენ. ის ხალხი კომპანიაში დაიბარეს, ერთი ფარეხის დირექტორად დანიშნეს, მეორე - მის მოადგილედ, სხვებიც მოქრთამეს და ასე გააჩუმეს. ჩვენ კი ისევ იგივე დღეში ჩაგვყარეს," - აცხადებენ მძღოლები.

აქციების შემთხვევაში მძღოლების გვერდით დგომას აპირებს ტრანსპორტის პროფკავშირები, რომლის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის შესახებ საქმის კურსში არიან და ახლა იმას სწავლობენ, თუ რის საფუძველზე მოხდა ეს.

"მარშუტკებს" იანვარ-თებერვალსა და ზაფხულში ანუ მაშინ, როცა უნივერსიტეტებში სწავლა წყდება, გადასახადი დაახლოებით 10 ლარით უმცირდებათ. მერე კი ისევ ემატებათ. თუმცა, ვიცით, რომ მარტიდან მძღოლებს ეს შემცირებული თანხა ისევ გაეზარდათ და პლუს რამდენიმე ლარიც მოუმატეს.

"კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ეს. თუკი ვნახავთ, რომ ეს გაზრდა საფუძვლიანია, მძღოლებს ავუხსნით, ხოლო თუ უსაფუძვლოა, მაშინ მათ გვერდით დავდგებით," - აღნიშნავს ალანია.

მისივე თქმით, მგზავრობის ტარიფის გაზრდა მარტივი პროცედურა არაა და ეს მხოლოდ მძღოლების ან კომპანიის სურვილის მიხედვით ვერ მოხდება, ვინაიდან კომპანიამ დასაბუთებული განაცხადი მერიაში უნდა შეიტანოს და მის ნებართვას დაელოდოს.

ჩვენს კითხვაზე, თუ საშუალოდ რამდენი ლარი რჩებათ დღის ბოლოს მძღოლებს, იგი პასუხობს, რომ მძღოლს მინიმუ 50-60 ლარი უნდა დარჩეს დღეში. ამაზე ნაკლები თუ რჩებათ, - არ იმუშავებენ.

მისი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ მძღოლებს და გვითხრეს, რომ ეს სრული სიცრუეა.

"მოდით მაშინ დღის ბოლოს ჩვენ 50 ლარი მოგვცენ და რაც დარჩება, თავად წაიღონ, ვნახოთ აბა, თუ იქნებიან თანახმა. თუნდაც 30 ლარი მომცენ, მაგაზეც სიხარულით დავთანხმდები. მე პირადად გუშინ 40 ლარი ვალი დამედო. რომელ მოგებაზე მელაპარაკებით?" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც სახელი და გვარი, სხვების მსგავსად არ გვითხრა - სამსახურს დავკარგავო.

იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა მგზავრობის ტარიფის მატება, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" მივმართეთ. პიარსამსახურის უფროსმა ლიკა ორჯონიკიძემ ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მძღოლებს გადასახადი მართლაც გაუზარდეს, დანარჩენი კითხვებით კი გვირჩია ხელმძღვანელობისთვის მიგვემართა. კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ასანიძესთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა, უშედეგოდ. მან ჩვენს ზარებსა და წერილებს არ უპასუხა.

ასევე მივმართეთ მერიას, რათა გაგვერკვია შეტანილი აქვს თუ არა "თბილისის მიკროავტობუსს" განაცხადი ტარიფის მატების თაობაზე, თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია