კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"
რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"

თბი­ლი­სი – ქა­ლა­ქი, სა­დაც ძაღ­ლე­ბი უყ­ვართ, ყო­ველ დი­ლით ასე­ირ­ნე­ბენ, სა­ლონ­ში დაჰ­ყავთ, აბა­ნა­ვე­ბენ, ასუფ­თა­ვე­ბენ, თუმ­ცა ცხო­ვე­ლე­ბის ფე­კა­ლი­ე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ ქა­ლა­ქის და­ბინ­ძუ­რე­ბას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ და არც კი აინ­ტე­რე­სებთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სელ­მა სხვე­ბის და­სა­ხა­ნად სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის ფე­კა­ლია აი­ღოს და ურ­ნა­ში გა­და­აგ­დოს. მარ­თა­ლია ისე, რამ­დე­ნი საფრ­თხე გე­მუქ­რე­ბა ამით – შე­იძ­ლე­ბა, ხელი და­გეს­ვა­როს, სხვამ და­გი­ნა­ხოს, ცუდი სუნი იგ­რძნო... ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ფე­ხებ­ზე უნდა და­ი­კი­დო ის, რომ სხვამ ძაღ­ლის "კუ­კებ­ში" ფეხი არ ჩად­გას... არა მგო­ნია, ცოტა იყოს მკი­თხველს შო­რის, ვი­საც ერთხელ მა­ინც არ აქვს ფეხი ჩად­გმუ­ლი ამ მა­სა­ში. ამ პოს­ტით ძაღ­ლებს კი არა, ადა­მი­ა­ნებს ვერ­ჩი. ძაღ­ლებ­მა რა ქნან, ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა…

ჩემს მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ევ­რო­პას ძა­ლი­ან გვა­შო­რებს. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი ამ სა­კი­თხის მი­მართ ევ­რო­პე­ლე­ბის მიდ­გო­მით. ქუ­ჩებ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ურ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სწო­რედ ძაღ­ლის ფე­კა­ლი­ე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. თან ასე­თი ურნა ძა­ლი­ან ბევ­რია. ასე­ვე, ყვე­ლა ძაღ­ლით მო­სე­ირ­ნეს აქვს რამ­დე­ნი­მე ცალი ხელ­თათ­მა­ნი და რო­დე­საც ძაღ­ლი მო­ი­საქ­მებს, არ­ცერთ მათ­განს, მი­უ­ხე­და­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ სტა­ტუ­სი­სა, არ ეთა­კი­ლე­ბა, რომ ამ ხელ­თათ­მა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­სუფ­თა­ოს მისი ძაღ­ლის "მი­ქა­რუ­ლი".

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­ი­მუ­რაზ ფხა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 103-ე მუხ­ლით, მე­პატ­რო­ნე ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სუფ­თა­ვოს მისი ცხო­ვე­ლის მიერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სივ­რცე, დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი გან­სა­ზღვრუ­ლია ჯა­რი­მა მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მე­ხუ­თედ მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე კი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­ხე­ვარ მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბამ­დე. ფხა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 103-ე მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებს ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის ყო­ლის წესს და მისი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. მისი თქმით, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, თუმ­ცა უფრო ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბის უფ­ლე­ბა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრსაც მი­ე­ნი­ჭოს. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­გენ­ტოს აქვს იმის რე­სურ­სი, რომ გა­ა­კონ­ტრო­ლოს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში წარ­დგე­ნი­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ქა­ლაქ თბი­ლის­ში ძაღ­ლე­ბის და კა­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის დღემ­დე მოქ­მე­დი წე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას და დახ­ვე­წას.

ინი­ცი­ა­ტი­ვის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა ძაღ­ლე­ბის და კა­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია. თე­ი­მუ­რაზ ფხა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, რე­გის­ტრა­ცია უფა­სოდ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრში, ხოლო სპე­ცი­ა­ლურ კლუ­ბე­ბი და ვეტ-კლი­ნი­კე­ბი ფასს თა­ვად გან­სა­ზღვრა­ვენ.

"ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით მე­პატ­რო­ნეს, რომ არ და­ე­კარ­გოს ცხო­ვე­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­პატ­რო­ნე გა­მო­აგ­დებს ცხო­ველს, უნდა ვი­ცო­დეთ, თუ სად ცხოვ­რობ­და ეს ცხო­ვე­ლი, ვინ იყო მისი პატ­რო­ნი, რომ მო­ვახ­დი­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვი­სად­მი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხში­რია ცხო­ვე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი, შემ­დეგ კი ვერ ხდე­ბა პატ­რო­ნის მო­ძი­ე­ბა. ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია ცხო­ველ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩავ­თვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გის­ტრა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც ყავს პატ­რო­ნი. პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ებ­ში და­ა­რე­გის­ტრი­როს ცხო­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც უნდა ჰქონ­დეთ რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტში სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა, მიკ­რო­ჩი­პი ან ყურ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ე.წ. ბირ­კა ან ტა­ტუ­ი­რე­ბა, რაც პატ­რო­ნის ასარ­ჩე­ვია", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მიკ­რო­ჩი­პის, ე.წ. ბირ­კას ან ტა­ტუ­ი­რე­ბის გა­კე­თე­ბა­ში პატ­რონს გარ­კვე­უ­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევს. მისი თქმით, ეს თან­ხა ძა­ლი­ან მცი­რეა. მი­სი­ვე თქმით, თუ არ მოხ­და რე­გის­ტრა­ცია, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასე­ვე 103-ე მუხ­ლი, სა­დაც წე­რია, რომ ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა ის­ჯე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით.

წესი არე­გუ­ლი­რებს გა­სე­ირ­ნე­ბა­საც. ფხა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღ­ლე­ბის (გარ­და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი­სა) გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში (ქუ­ჩე­ბი, სტა­დი­ო­ნე­ბი, პარ­კე­ბი) 09:00 სა­ა­თი­დან 21:00 სა­ა­თამ­დე ნე­ბა­დარ­თუ­ლია მოკ­ლე საბ­მე­ლით ან საბ­მე­ლით და ალი­კა­პით. თუ ძაღლს ექ­ნე­ბა მოკ­ლე საბ­მე­ლი, ალი­კა­პი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე ნაკ­ლე­ბია აქ­ტი­ვო­ბა ბავ­შვე­ბის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ალი­კა­პით საბ­მე­ლის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძაღ­ლის გაყ­ვა­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­დაყ­ვა­ნის წესი კი ასე­თია, რომ ძაღლს უნდა ეკე­თოს ალი­კა­პი. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ტრან­სპორ­ტში სიმ­ჭიდ­რო­ვეა და და­ცუ­ლი უნდა იყოს მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძაღ­ლი ჩას­მუ­ლი იყოს შე­სა­ბა­მის გა­და­საყ­ვან კონ­ტე­ი­ნერ­ში, რა შემ­თხვე­ვა­შიც ალი­კა­პი სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ცხო­ვე­ლის მოკ­ვდი­ნე­ბა თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ მათი ტან­ჯვის შე­სა­წყვე­ტად, თუ მძი­მე ტრავ­მა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუ სიკ­ვდი­ლის პი­რას არის და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს, ფხა­ლა­ძის თქმით, გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყე­ბა მათი დათ­ვლა.

"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ თუ დად­გინ­და, რომ ცხო­ვე­ლი ჯან­მრთე­ლია და აგ­რე­სი­უ­ლი არ არის, ამ შემ­თხვე­ვა­ში უკეთ­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცია ან კას­ტრა­ცია, ყურ­ზე უკეთ­დე­ბა ბირ­კა, რო­მე­ლიც და­ნომ­რი­ლია და ცოფ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია. ეს ცხო­ვე­ლი გა­ჩუქ­დე­ბა, ან გა­ვუშ­ვებთ კონ­კრე­ტულ პირ­თან ან ჯგუფ­თან ან მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის მი­ხედ­ვით გა­ვუშ­ვებთ ბუ­ნებ­რივ არე­ალ­ში, რომ ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვა და კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ფხა­ლა­ძემ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"

რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"

თბილისი – ქალაქი, სადაც ძაღლები უყვართ, ყოველ დილით ასეირნებენ, სალონში დაჰყავთ, აბანავებენ, ასუფთავებენ, თუმცა ცხოველების ფეკალიებისგან გამოწვეულ ქალაქის დაბინძურებას ყურადღებას არ აქცევენ და არც კი აინტერესებთ. როგორ შეიძლება თბილისელმა სხვების დასახანად საკუთარი ძაღლის ფეკალია აიღოს და ურნაში გადააგდოს. მართალია ისე, რამდენი საფრთხე გემუქრება ამით – შეიძლება, ხელი დაგესვაროს, სხვამ დაგინახოს, ცუდი სუნი იგრძნო... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფეხებზე უნდა დაიკიდო ის, რომ სხვამ ძაღლის "კუკებში" ფეხი არ ჩადგას... არა მგონია, ცოტა იყოს მკითხველს შორის, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ფეხი ჩადგმული ამ მასაში. ამ პოსტით ძაღლებს კი არა, ადამიანებს ვერჩი. ძაღლებმა რა ქნან, ბუნებრივი მოვლენაა…

ჩემს მიერ დასახელებული პრობლემა ერთ-ერთია, რომელიც ევროპას ძალიან გვაშორებს. გაკვირვებული დავრჩი ამ საკითხის მიმართ ევროპელების მიდგომით. ქუჩებში გამოყოფილია სპეციალური ურნები, რომელიც სწორედ ძაღლის ფეკალიებისთვის არის განკუთვნილი. თან ასეთი ურნა ძალიან ბევრია. ასევე, ყველა ძაღლით მოსეირნეს აქვს რამდენიმე ცალი ხელთათმანი და როდესაც ძაღლი მოისაქმებს, არცერთ მათგანს, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსისა, არ ეთაკილება, რომ ამ ხელთათმანის საშუალებით დაასუფთაოს მისი ძაღლის "მიქარული".

როგორც ჩვენთან საუბარში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, მეპატრონე ვალდებულია დაასუფთავოს მისი ცხოველის მიერ დაბინძურებული სივრცე, დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმა მოქალაქეთათვის შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირებზე კი შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ფხალაძის ინფორმაციით, 103-ე მუხლი არეგულირებს ძაღლებისა და კატების ყოლის წესს და მისი დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საპატრულო პოლიცია. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც რეაგირება მოხდა საპატრულო პოლიციის მხრიდან, თუმცა უფრო ეფექტური რეაგირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლება ცხოველთა მონიტორინგის ცენტრსაც მიენიჭოს. მისივე თქმით, სააგენტოს აქვს იმის რესურსი, რომ გააკონტროლოს ქალაქში არსებული ვითარება.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოში წარდგენილია ინიციატივია, რომელიც გულისხმობს ქალაქ თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის დღემდე მოქმედი წესის გაფართოებას და დახვეწას.

ინიციატივის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო გახდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. თეიმურაზ ფხალაძის განმარტებით, რეგისტრაცია უფასოდ იქნება შესაძლებელი ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში, ხოლო სპეციალურ კლუბები და ვეტ-კლინიკები ფასს თავად განსაზღვრავენ.

"ჩვენ ვეხმარებით მეპატრონეს, რომ არ დაეკარგოს ცხოველი. იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი მეპატრონე გამოაგდებს ცხოველს, უნდა ვიცოდეთ, თუ სად ცხოვრობდა ეს ცხოველი, ვინ იყო მისი პატრონი, რომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისადმი. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირია ცხოველების მიტოვების ფაქტები, შემდეგ კი ვერ ხდება პატრონის მოძიება. ასევე შეუძლებელია ცხოველთა იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებაროს ყველა ცხოველი, რომელსაც ყავს პატრონი. პატრონი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში დაარეგისტრიროს ცხოველები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ რეგისტრაციის მომენტში საიდენტიფიკაციო საშუალება, მიკროჩიპი ან ყურზე შესაბამისი ე.წ. ბირკა ან ტატუირება, რაც პატრონის ასარჩევია", - განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მიკროჩიპის, ე.წ. ბირკას ან ტატუირების გაკეთებაში პატრონს გარკვეული, თუმცა ძალიან მცირე თანხის გადახდა მოუწევს. მისი თქმით, ეს თანხა ძალიან მცირეა. მისივე თქმით, თუ არ მოხდა რეგისტრაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულია ასევე 103-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული წესით.

წესი არეგულირებს გასეირნებასაც. ფხალაძის ინფორმაციით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, პარკები) 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ნებადართულია მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. თუ ძაღლს ექნება მოკლე საბმელი, ალიკაპი აუცილებელი არ არის. საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე ნაკლებია აქტივობა ბავშვების და აქედან გამომდინარე ალიკაპით საბმელის გარეშე შესაძლებელია ძაღლის გაყვანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის წესი კი ასეთია, რომ ძაღლს უნდა ეკეთოს ალიკაპი. მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ ტრანსპორტში სიმჭიდროვეა და დაცული უნდა იყოს მგზავრების უსაფრთხოება. ასევე შესაძლებელია ძაღლი ჩასმული იყოს შესაბამის გადასაყვან კონტეინერში, რა შემთხვევაშიც ალიკაპი საჭირო არ იქნება.

ასევე, რეგულაციების მიხედვით, ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეშე დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, თუ მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, თუ სიკვდილის პირას არის და ვეტერინარული დახმარება არაეფექტურია.

რაც შეეხება უპატრონო ძაღლებს, ფხალაძის თქმით, გაზაფხულზე დაიწყება მათი დათვლა.

"ლაბორატორიული კვლევების შემდეგ თუ დადგინდა, რომ ცხოველი ჯანმრთელია და აგრესიული არ არის, ამ შემთხვევაში უკეთდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, ყურზე უკეთდება ბირკა, რომელიც დანომრილია და ცოფზე ვაქცინაცია. ეს ცხოველი გაჩუქდება, ან გავუშვებთ კონკრეტულ პირთან ან ჯგუფთან ან მიზანშეწონილობის მიხედვით გავუშვებთ ბუნებრივ არეალში, რომ ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი განხორციელდეს", - აღნიშნა ფხალაძემ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია