თბილისის 3 ყველაზე მოთხოვნადი უბანი: სად ყიდულობენ და ქირაობენ სახლებს დედაქალაქში

თბილისის 3 ყველაზე მოთხოვნადი უბანი: სად ყიდულობენ და ქირაობენ სახლებს დედაქალაქში

სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია შემცირებულია. ლარის დევალვაციის ფონზე, ბინის მყიდველები ბანკებიდან სესხის აღებაზე თავს იკავებენ, თუმცა მათ, ვინც მაინც რისკავს, სესხი ხშირ შემთხვევაში არ უმტკიცდება.

როგორც განცხადებების პორტალის, Saqme.ge-ს განვითარების მენეჯერი ნიკა ჯაფარიძე აცხადებს, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია.

"ვალუტის კურსის ცვლილებამ დღეს შექმნა ის ვითარება, რომ ვისაც სჭირდება ბინის გაყიდვა, ის მისთვის სასურველ ფასად ვეღარ ყიდის. რეალურად, ყიდის უფრო ნაკლებად, ვიდრე შეფასებული აქვს.

ფაქტია, რომ ფასმა დაიწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა. იმის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისია, უჭირს ადამიანს გარისკვა და სესხის გამოტანა. კაცმა არ იცის, მერე რა ვალებში ჩავარდება. თუ ვიღაც მაინც ყიდულობს ბინას, წინა წლებთან შედარებით, ახლა ფასი ნაკლებია", - განაცხადა ნიკა ჯაფარიძემ.

Saqme.ge-ს მონაცემებით, მიუხედავად შემცირებული გაყიდვებისა, დღეს, ისევე როგორც სხვა პერიოდებში, ყველაზე მოთხოვნადი უბნის სტატუსს საბურთალო ინარჩუნებს. ყველაზე მოთხოვნადი სამი უბანი კი ასე გადანაწილდა:

  • 1 საბურთალო
  • 2 გლდანი
  • 3 ვარკეთილი
რაც შეეხება ბინების გაქირავების კუთხით ყველაზე მოთხოვნად უბნებს, Saqme.ge-ს მონაცემები ასეთია:

  • 1 საბურთალო
  • 2 ვაკე
  • 3 დიდუბე-ჩუღურეთი.
თეა ბითაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ