პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ
"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი იყო 0,62%

იმე­დის კვი­რა 13,38%

ტყუ­ი­ლა გე­ში­ნო­დათ კო­ლე­გე­ბო:) გა­და­ცე­მა ზედ­მე­ტად ურე­ი­ტინ­გოა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი GDS-ის ეთერ­ში გა­და­ცე­მა "20/30"-ის გას­ვლას.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის რეპ­ლი­კა უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია "კვი­რის 20/30"-ის წამ­ყვან არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას. მან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს "ფე­ის­ბუქ­ზე­ვე" უპა­სუ­ხა.

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: ვგრძნობთ შენს სიყ­ვა­რულს. ეჰ... ისე, მაგ ფიფლმეტ­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს დიდი ხა­ნია ყვე­ლა დავ­ცი­ნით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გარ­და, მაგ­რამ... დაე... ითა­მა­შონ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რებ­მა... გა­ერ­თო­ბით..

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მა­შინ რა­ტომ არ და­ცი­ნო­დით მე­ცხრე არხს რომ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და?:)

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: მე მაგ ფიფლმეტ­რებს სულ დავ­ცი­ნო­დი, რად­გან ვიცი რო­დის, რო­გორ და რა ფორ­მა­ტი­თაა დად­გმუ­ლი...

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: კარ­გი არ­ჩილ:) შენ იცი­ნე და ჩვენ გვი­ყუ­რონ:)

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: ისე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ რე­ი­ტინ­გებს დე­ბენ, ოდ­ნავ მა­ინც თუ ერ­კვე­ვა რო­მე­ლი­მე მე­დი­ა­მე­ნე­ჯმენ­ტში, კი უნდა იცო­დეს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ: მაგ. მო­ცე­მუ­ლი ფიფლმეტ­რე­ბის სი­ყალ­ბე­ზე ვლა­პა­რა­კობთ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია და გარ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი­სა, პრაქ­ტი­კუ­ლად სპე­ცი­ა­ლის­ტი ან რი­გი­თი ადა­მი­ა­ნიც კი არ არის, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს რუს­თა­ვი ორზე მორ­გე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გის დათ­ვლის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს. ასე­ვე, რო­დე­საც ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­სარ­თობ არხზე და თუ რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი ან მე­დი­ა­ში მო­მუ­შა­ვე პირი მცი­რე­დად მა­ინც ერ­კვე­ვა მე­დი­ა­მე­ნე­ჯმენ­ტში, კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ გა­სარ­თო­ბი არხი, რო­გორც გამ­ტა­რი, თა­ვის­თა­ვად სხვა სა­მიზ­ნე ჯგუ­ფებ­ზე მუ­შა­ობს. მი­უ­მა­ტე მა­გას მოც­ვის სა­კი­თხი, რაც სხვა­დას­ხვა გვა­რად ვრცელ­დე­ბა, ანონ­სის გას­ვლის სა­კი­თხი, წინა დღეს რომ გა­ვი­და მხო­ლოდ და ა.შ. და მეს­მის თქვე­ნი გუ­ლის ხეთ­ქვა, რომ ამ­დე­ნი ფაქ­ტო­რის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­ცე­მამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა და ღა­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მთე­ლი დღეა არ­ჩევთ შენც, ჩემო ნა­ნუ­კა და სხვე­ბიც.... და­მი­ჯე­რე, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ჩვენს მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: არ­ჩილ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი მე­სა­უბ­რე­ბა? მა­ინც რომ ვი­ცო­დე? 0,64% კი ძაან გული გაგ­ვის­კდა. სა­ო­ცა­რი რე­ი­ტინ­გი

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: შენ გე­სა­უბ­რე­ბი მე, ანა­ლი­ტი­კო­სი და გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი არ­ჩილ გამ­ზარ­დია და ძა­ლი­ან კარ­გად იცი, ვინც ვარ. ისიც კარ­გად იცი, რა დო­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა გა­და­ცე­მას და აგერ, აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ ამ ტე­მა­ზე და ვერ ჩერ­დე­ბი, ხომ ხე­დავ.. მე მეს­მის შენი, ნა­ნუ­კა, არ გძრა­ხავ. მარ­თლა მეს­მის.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: არ­ჩილ შენ არ ხარ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი?:)) წამ­ყვა­ნად რა მი­ზე­ზით შე­გარ­ჩი­ეს?:) გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნი ხარ თუ...)

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: მე გა­მოც­დი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი ვარ ნა­ნუ­კა. გე­ნაც­ვა­ლე. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად კი სწო­რედ ანა­ლი­ტი­კო­სი იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი და არა ნი­უს­მე­ი­კე­რი, გე­ნაც­ვა­ლე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ააა გა­მოც­დი­ლი?:)) ოკ არ­ჩილ.

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: დიახ, გე­ნაც­ვა­ლე, მეს­მის, რომ არ ვჯდე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პრო­პა­გან­დის­ტულ სიმ­პა­ტი­ებ­ში, მაგ­რამ რას იზამ, შე­მო­გევ­ლე. რო­დეს­მე თუ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბით ჩემს შე­სა­ხებ, ეგებ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბაც კი მო­გაქ­ცი­ოთ თქვე­ნი ამ­დე­ნი ყუ­რა­დღე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: შენ და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში რომ არ ჯდე­ბი ფაქ­ტია. მაგ­რამ რო­გორც გა­მოც­დილ ანა­ლი­ტი­კოსს კი­თხვე­ბი მხო­ლოდ ის გქონ­და რაც დას­ვი?

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: მე მეს­მის შენი, რომ თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა აგე­ბუ­ლი იყო ძი­რი­თა­დად ამ­ბე­ბის გა­და­ფარ­ვა-გა­და­მალ­ვა­ზე და ამი­ტომ დღემ­დე, რა­საც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გიბ­რძა­ნებთ, იმას აკე­თებთ, ასე­ვე სა­ზღვრავთ სხვებ­ზე. მეს­მის თქვე­ნი. ერთი პოსტსაბ­ჭო­უ­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს თქვე­ნი სივ­რცეა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: არ­ჩილ მეს­მის რომ გეს­მის. ახლა მი­პა­სუ­ხე. მეტი კი­თხვა არ გქონ­და და­მო­უ­კი­დე­ბელ ანა­ლი­ტი­კოსს?:)) მა­გა­ლი­თად კა­ხე­ლებ­ზე. და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, უფა­სო ფულ­ზე და ბევრ სხვა თე­მა­ზე. კი­თხვა არ გქონ­და?:))

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: რა­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, იმ შე­კი­თხვებს დავ­სვამ. არ იდარ­დო.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:და­გე­ლო­დე­ბი:) და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო ანა­ლი­ტი­კო­სო

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: მი­ყუ­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო ჟურ­ნა­ლის­ტო.პ.ს. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2030-ის წევ­რი ვარ. გე­ნაც­ვა­ლე, მოს­მე­ნი­ლის აღ­ქმა უნდა დახ­ვე­წოთ, გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2030-ს ეკუთ­ვნის.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ღმერ­თო რამ­დე­ნიმ თან­ხმო­ვა­ნია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ცერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი არაა ვი­საც ფულს უხ­დი­ან და ნუ გა­ვი­წყდე­ბა რომ შენ ხელ­ფასს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გიხ­დის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო ანა­ლი­ტი­კო­სო

არ­ჩილ გამ­ზარ­დია: მე ხელ­ფასს მი­შაც მიხ­დი­და, შე­მო­გევ­ლე, ილი­ა­უ­ნი­ში, და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დღე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის არა­ერ­თი წევ­რია, თქვე­ნი თა­ვი­დან კი ნუ გან­სჯით სხვებ­საც. ახლა ისიც თქვი, რომ ნა­ცე­ბი რომ მიხ­დიდ­ნენ ხელ­ფასს, ნაცი ხარო.. გე­ნაც­ვა­ლე ლო­გი­კა­ში..

Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დის­კუ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"ბიძინა ივანიშვილის გადაცემის რეიტინგი იყო 0,62%

იმედის კვირა 13,38%

ტყუილა გეშინოდათ კოლეგებო:) გადაცემა ზედმეტად ურეიტინგოა", - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი GDS-ის ეთერში გადაცემა "20/30"-ის გასვლას.

ჟორჟოლიანის რეპლიკა უპასუხოდ არ დაუტოვებია "კვირის 20/30"-ის წამყვან არჩილ გამზარდიას. მან ნანუკა ჟორჟოლიანს "ფეისბუქზევე" უპასუხა.

არჩილ გამზარდია: ვგრძნობთ შენს სიყვარულს. ეჰ... ისე, მაგ ფიფლმეტრების მონაცემებს დიდი ხანია ყველა დავცინით ნაციონალური მოძრაობის გარდა, მაგრამ... დაე... ითამაშონ მანიპულატორებმა... გაერთობით..

ნანუკა ჟორჟოლიანი: მაშინ რატომ არ დაცინოდით მეცხრე არხს რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა?:)

არჩილ გამზარდია: მე მაგ ფიფლმეტრებს სულ დავცინოდი, რადგან ვიცი როდის, როგორ და რა ფორმატითაა დადგმული...

ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი არჩილ:) შენ იცინე და ჩვენ გვიყურონ:)

არჩილ გამზარდია: ისე, "ნაციონალური მოძრაობის" ჟურნალისტები რომ რეიტინგებს დებენ, ოდნავ მაინც თუ ერკვევა რომელიმე მედიამენეჯმენტში, კი უნდა იცოდეს რამდენიმე ფაქტორის შესახებ: მაგ. მოცემული ფიფლმეტრების სიყალბეზე ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ხანია და გარდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა, პრაქტიკულად სპეციალისტი ან რიგითი ადამიანიც კი არ არის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს რუსთავი ორზე მორგებული რეიტინგის დათვლის სისტემის მუშაობას სერიოზულად აღიქვამს. ასევე, როდესაც ანალიტიკური გადაცემა წარმოდგენილია გასართობ არხზე და თუ რომელიმე ჟურნალისტი ან მედიაში მომუშავე პირი მცირედად მაინც ერკვევა მედიამენეჯმენტში, კარგად უნდა იცოდეს, რომ გასართობი არხი, როგორც გამტარი, თავისთავად სხვა სამიზნე ჯგუფებზე მუშაობს. მიუმატე მაგას მოცვის საკითხი, რაც სხვადასხვა გვარად ვრცელდება, ანონსის გასვლის საკითხი, წინა დღეს რომ გავიდა მხოლოდ და ა.შ. და მესმის თქვენი გულის ხეთქვა, რომ ამდენი ფაქტორის მიუხედავად, გადაცემამ სერიოზული გამოხმაურება ჰპოვა და ღამიდან მოყოლებული მთელი დღეა არჩევთ შენც, ჩემო ნანუკა და სხვებიც.... დამიჯერე, თქვენი ყურადღების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ ქართული ოცნების ჟურნალისტი მესაუბრება? მაინც რომ ვიცოდე? 0,64% კი ძაან გული გაგვისკდა. საოცარი რეიტინგი

არჩილ გამზარდია: შენ გესაუბრები მე, ანალიტიკოსი და გადაცემის წამყვანი არჩილ გამზარდია და ძალიან კარგად იცი, ვინც ვარ. ისიც კარგად იცი, რა დონის გამოხმაურება მოჰყვა გადაცემას და აგერ, აქტიურად საუბრობ ამ ტემაზე და ვერ ჩერდები, ხომ ხედავ.. მე მესმის შენი, ნანუკა, არ გძრახავ. მართლა მესმის.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ შენ არ ხარ ქართული ოცნების ჟურნალისტი?:)) წამყვანად რა მიზეზით შეგარჩიეს?:) გამოცდილი წამყვანი ხარ თუ...)

არჩილ გამზარდია: მე გამოცდილი ანალიტიკოსი ვარ ნანუკა. გენაცვალე. გადაცემის წამყვანად კი სწორედ ანალიტიკოსი იყო გააზრებული და არა ნიუსმეიკერი, გენაცვალე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ააა გამოცდილი?:)) ოკ არჩილ.

არჩილ გამზარდია: დიახ, გენაცვალე, მესმის, რომ არ ვჯდები ნაციონალების პროპაგანდისტულ სიმპატიებში, მაგრამ რას იზამ, შემოგევლე. როდესმე თუ დავინტერესდები თქვენი მოსაზრებებით ჩემს შესახებ, ეგებ უფრო მეტი ყურადღებაც კი მოგაქციოთ თქვენი ამდენი ყურადღების სანაცვლოდ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: შენ და ნაციონალებში რომ არ ჯდები ფაქტია. მაგრამ როგორც გამოცდილ ანალიტიკოსს კითხვები მხოლოდ ის გქონდა რაც დასვი?

არჩილ გამზარდია: მე მესმის შენი, რომ თქვენი მუშაობა აგებული იყო ძირითადად ამბების გადაფარვა-გადამალვაზე და ამიტომ დღემდე, რასაც ყოფილი პრეზიდენტი გიბრძანებთ, იმას აკეთებთ, ასევე საზღვრავთ სხვებზე. მესმის თქვენი. ერთი პოსტსაბჭოური პროპაგანდისტული კომუნიკაცია. ეს თქვენი სივრცეა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ მესმის რომ გესმის. ახლა მიპასუხე. მეტი კითხვა არ გქონდა დამოუკიდებელ ანალიტიკოსს?:)) მაგალითად კახელებზე. დაპირებების შესრულებაზე, უფასო ფულზე და ბევრ სხვა თემაზე. კითხვა არ გქონდა?:))

არჩილ გამზარდია: რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმ შეკითხვებს დავსვამ. არ იდარდო.

ნანუკა ჟორჟოლიანი:დაგელოდები:) დამოუკიდებელო ანალიტიკოსო

არჩილ გამზარდია: მიყურე დამოუკიდებელო ჟურნალისტო.პ.ს. მე საზოგადოება 2030-ის წევრი ვარ. გენაცვალე, მოსმენილის აღქმა უნდა დახვეწოთ, გადაცემა საზოგადოება 2030-ს ეკუთვნის.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ღმერთო რამდენიმ თანხმოვანია. დამოუკიდებელი არცერთი ჟურნალისტი არაა ვისაც ფულს უხდიან და ნუ გავიწყდება რომ შენ ხელფასს ბიძინა ივანიშვილი გიხდის დამოუკიდებელო ანალიტიკოსო

არჩილ გამზარდია: მე ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე, ილიაუნიში, და ადმინისტრაციაში დღესაც ნაციონალური მოძრაობის არაერთი წევრია, თქვენი თავიდან კი ნუ განსჯით სხვებსაც. ახლა ისიც თქვი, რომ ნაცები რომ მიხდიდნენ ხელფასს, ნაცი ხარო.. გენაცვალე ლოგიკაში..

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია