პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას
"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი 21 მარტს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას უერ­თდე­ბა. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ და­ი­ა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა ჯერ გა­ჩერ­და, ახლა კი უკან მი­დის და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდეს.

"ვიცი, ეს სტა­ტუ­სი ბევ­რს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ მე, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ანს და მო­ქა­ლა­ქეს, ჩემი პო­ზი­ცია გა­მაჩ­ნია. არა­ვის არ მინ­და მო­ვახ­ვიო თავს ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა, მაგ­რამ დამ­ღა­ლა ქვეყ­ნის უკუს­ვლამ, დამ­ღა­ლა სი­ჩუ­მემ, დამ­ღა­ლა ინერ­ტუ­ლო­ბამ, ლო­დინ­მა, რომ რა­ღაც გა­მოს­წორ­დე­ბა და წინ ივ­ლის ჩემი ქვე­ყა­ნა. ვუ­ყუ­რებ, ვაკ­ვირ­დე­ბი და შეგ­რძნე­ბა გა­მიჩ­ნდა, რომ ქვე­ყა­ნა ჯერ გა­ჩერ­და და მერე უკუს­ვლა(და­გო­რე­ბა) და­ი­წყო.

მე მივ­დი­ვარ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, ალა­ლად, ღიად და თა­მა­მად... დაე, გა­ვი­კი­ცხო, მაგ­რამ მე მგო­ნია ამ დღეს მარ­თა­ლი ვიქ­ნე­ბი...", - და­წე­რა გელა და­ი­ა­ურ­მა.

Ambebi.ge გელა და­ი­ა­ურს და­უ­კავ­შირ­და, რათა პო­ეტს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად ესა­უბ­რა.

- ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით რა გა­წუ­ხებთ?

- პენ­სი­ო­ნე­რე­ბის პრობ­ლე­მა მა­წუ­ხებს გან­სა­კუთ­რე­ბით, უამ­რა­ვი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, რო­მელ­საც არ აგ­ვა­რე­ბენ. სო­ფელ­ში წყლის გაყ­ვა­ნა­ზე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა და სო­ფელს წყა­ლი მა­ინც არ აქვს. ეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბის ბრა­ლია.

- თა­ვი­დან­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბა­ში, თუ გქონ­დათ მათი იმე­დი?

- იმე­დი მეც მქონ­და და თქვენც, მაგ­რამ კი ვნა­ხეთ, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ მივ­დი­ვარ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უჭერთ მხარს?

- მე ჩემს ქვე­ყა­ნას ვუ­ჭერ მხარს.

- ამ აქ­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მარ­თავს...

- სხვამ არა­ვინ ამო­ი­ღო ხმა. ჩემ­თვის სულ ერ­თია, მე ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვარ.

- რა­ტომ არ იღე­ბენ ხმას თქვე­ნი აზ­რით, ეში­ნი­ათ?

- არ ვიცი, ეში­ნი­ათ თუ ინერ­ტუ­ლე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა არა­ვის უნდა პირ­ველ­მა გა­კა­ფოს ხე­ლით ეკა­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

პოეტი გელა დაიაური 21 მარტს დაგეგმილ აქციას უერთდება. განცხადება ამის შესახებ დაიაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანა ჯერ გაჩერდა, ახლა კი უკან მიდის და ამიტომ გადაწყვიტა, "ნაციონალური მოძრაობის" აქციას შეუერთდეს.

"ვიცი, ეს სტატუსი ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ მე, როგორც დამოუკიდებელ ადამიანს და მოქალაქეს, ჩემი პოზიცია გამაჩნია. არავის არ მინდა მოვახვიო თავს ჩემი შეხედულება, მაგრამ დამღალა ქვეყნის უკუსვლამ, დამღალა სიჩუმემ, დამღალა ინერტულობამ, ლოდინმა, რომ რაღაც გამოსწორდება და წინ ივლის ჩემი ქვეყანა. ვუყურებ, ვაკვირდები და შეგრძნება გამიჩნდა, რომ ქვეყანა ჯერ გაჩერდა და მერე უკუსვლა(დაგორება) დაიწყო.

მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო, მაგრამ მე მგონია ამ დღეს მართალი ვიქნები...", - დაწერა გელა დაიაურმა.

Ambebi.ge გელა დაიაურს დაუკავშირდა, რათა პოეტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად ესაუბრა.

- ქვეყანაში შექმნილი პრობლემებიდან განსაკუთრებით რა გაწუხებთ?

- პენსიონერების პრობლემა მაწუხებს განსაკუთრებით, უამრავი მტკივნეული საკითხია, რომელსაც არ აგვარებენ. სოფელში წყლის გაყვანაზე ნახევარი მილიონი დაიხარჯა და სოფელს წყალი მაინც არ აქვს. ეს ამ ხელისუფლების უნიათობის ბრალია.

- თავიდანვე დარწმუნებული იყავით ამ ხელისუფლების უნიათობაში, თუ გქონდათ მათი იმედი?

- იმედი მეც მქონდა და თქვენც, მაგრამ კი ვნახეთ, რაც ხდება ქვეყანაში. ამიტომ მივდივარ 21 მარტის აქციაზე.

- "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერთ მხარს?

- მე ჩემს ქვეყანას ვუჭერ მხარს.

- ამ აქციას "ნაციონალური მოძრაობა მართავს...

- სხვამ არავინ ამოიღო ხმა. ჩემთვის სულ ერთია, მე ხალხის გვერდით ვდგავარ.

- რატომ არ იღებენ ხმას თქვენი აზრით, ეშინიათ?

- არ ვიცი, ეშინიათ თუ ინერტულები არიან. შეიძლება არავის უნდა პირველმა გაკაფოს ხელით ეკალი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?