მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­სა და ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 4 შვი­ლის დე­დის ამ­ბა­ვი

კი­კბოქ­სინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, 37 წლის თეა სი­რა­ძე სას­ჯელს ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის. 4 შვი­ლის დედა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გი­სო­სებს მიღ­მა 5 ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცის ცე­მის გამო აღ­მოჩ­ნდა. უკვე 6 წე­ლია, ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი. 2010 წელს იგი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. თე­ას­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო: ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­სა და ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. სა­სა­მარ­თლომ ახალ­გაზ­რდა ქალი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით, უმ­ძი­მე­სი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა - 28 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­დეს. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას დღემ­დე არ ეთან­ხმე­ბა. ამ­ბობს, რომ ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­გან ის თავს იცავ­და.

თეა სი­რა­ძე:

- 5 ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცი მაგ­რად ვცე­მე და ამი­ტომ და­მა­კა­ვეს. მა­შინ სა­სა­მარ­თლომ 28 წელი მო­მი­სა­ჯა. ამ­ნის­ტი­ის წყა­ლო­ბით, ეს წლე­ბი ჩა­მო­მაკ­ლდა, სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბაც გა­უქ­მდა და სა­ბო­ლო­ოდ, 13 წელი უნდა მო­ვი­ხა­დო. მარ­თა­ლია, ჩემს ბრალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, თით­ქოს გა­ვი­ტა­ცე ინ­დო­ე­ლე­ბი ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით და ჩა­ვი­დი­ნე ხუ­ლიგ­ნო­ბაც, მაგ­რამ ამ ბრალს არ ვე­თან­ხმე­ბი. ინ­დო­ე­ლებს ჩემი მე­გობ­რის ვალი ჰქონ­დათ, მე მათ ამ ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვთხოვ­დი. 4. 500 დო­ლა­რი ჩემს მე­გო­ბარ გო­გო­ნას ვა­სეს­ხე, სწო­რედ მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ ინ­დო­ე­ლე­ბი. უცხო­ეთ­ში გა­სას­ვლელ ვი­ზებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ფული წა­ი­ღეს და უკან აღარ უბ­რუ­ნებ­დნენ. მე­გო­ბარ­მა შე­მომ­ჩივ­ლა, - შენი ფული მათ მი­ვე­ცი და გა­და­მაგ­დეს, ფულს აღარ მიბ­რუ­ნე­ბე­ნო. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე მათ­თან შეხ­ვედ­რა. მოვ­თხო­ვე, თან­ხა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. თა­ვი­დან უარს ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ მერე მი­თხრეს, რომ 10 დღე­ში მომ­ცემ­დნენ კუთ­ვნილ თან­ხას. იმ დღეს ვარ­კე­თილ­ში ამ ფუ­ლის წა­მო­სა­ღე­ბად მი­ვე­დი. სახ­ლში 5 ინ­დო­ე­ლი დამ­ხვდა. ძა­ლი­ან უხე­შად მომ­მარ­თეს, აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ დროს მათ­გან თავს ვი­ცავ­დი. ხუ­თი­ვე ბიჭს მაგ­რად ვცე­მე. რა მექ­ნა, თავი ხომ უნდა და­მეც­ვა?

- არ გა­გი­ჭირ­დათ მა­მა­კა­ცებ­თან გამ­კლა­ვე­ბა? მათ­თან შე­სახ­ვედ­რად მარ­ტო წახ­ვე­დით?

- აბა, რა­ტომ ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი? საკ­მა­ოდ კარ­გად ნა­ცე­მე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი, ჩემი ფუ­ლიც ავი­ღე და მათ­გან წა­მო­ვე­დი. მათ თურ­მე პო­ლი­ცი­ა­ში მი­ჩივ­ლეს. მე­ო­რე დღეს ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი, როცა მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­მა­ჩე­რეს და და­მა­კა­ვეს. ბრა­ლიც წა­მი­ყე­ნეს. ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია. მხო­ლოდ უფ­ლის შიში მაქვს და ერ­თა­დერ­თი, რა­საც შევ­თხოვ უფალს, ისაა, რომ კარ­გად მიმ­ყო­ფოს ჩემი შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 28 წელი მო­მი­სა­ჯეს, არ დავ­ცე­მულ­ვარ. და­მი­ჯე­რეთ, არ შემ­ში­ნე­ბია არა­სო­დეს და მო­მავ­ლის იმე­დი არ და­მი­კარ­გავს. რა­ტომ­ღაც სულ მჯე­რო­და და მწამ­და, რომ 28 წე­ლი­წადს ცი­ხე­ში არ გა­ვა­ტა­რებ­დი.

- ეს სურ­ვი­ლი აგიხ­დათ, შე­გე­ხოთ ამ­ნის­ტია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, გა­ნა­ჩე­ნის დღეს ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­დეთ ამ­ხე­ლა სას­ჯე­ლი.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე არ ყო­ფი­ლა. მო­მი­სა­ჯეს 28 წელი, გა­მო­მიყ­ვა­ნეს დარ­ბა­ზი­დან და ჩა­მიყ­ვა­ნეს სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ სარ­თულ­ზე. იქ სხვა ქა­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი პრო­ცე­სე­ბიც მი­დი­ო­და იმ დღეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, ვის რამ­დენს მი­უს­ჯი­და მო­სა­მარ­თლე. როცა და­მი­ნა­ხეს, მკი­თხეს, - რამ­დე­ნი მო­გი­სა­ჯე­სო? ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით ვუ­პა­სუ­ხე, - 28 წელი-მეთ­ქი. როცა ჩემს სა­ხე­ზე ღი­მი­ლი შე­ნიშ­ნეს, გა­ოც­დნენ. ეგო­ნათ, შოკ­ში ვი­ყა­ვი და იმი­ტომ ვი­ცი­ნო­დი. არა­და, ასე არ იყო. როცა სხვე­ბი ტი­როდ­ნენ, მე ვამ­შვი­დებ­დი, - ნუ გე­ში­ნი­ათ, ცხოვ­რე­ბა ასე არ მთავ­რდე­ბა, მო­მავ­ლის იმედს ნუ და­კარ­გავთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. მარ­თლაც ასე მოხ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გა­მო­ვი­და ამ­ნის­ტია და გა­უქ­მდა სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბაც. ეს დიდი შვე­ბაა ცი­ხე­ში მყო­ფე­ბის­თვის. ამას კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი და­ე­მა­ტა, - პრე­ზი­დენ­ტმა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი ქა­ლე­ბი შე­ი­წყა­ლა. ამ სას­წა­უ­ლის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ პი­რა­დად მე, მალე სახ­ლში ვიქ­ნე­ბი.

- თუ მხო­ლოდ სცე­მეთ მა­მა­კა­ცებს, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის ბრა­ლი რა­ტომ წა­გი­ყე­ნეს?

- ბრა­ლი არას­წო­რია. იმ დღეს დი­ღომ­ში, რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვი, ვქე­ი­ფობ­დით, იმ სუფ­რი­დან ავ­დე­ქი და წა­ვე­დი ვარ­კე­თილ­ში, ინ­დო­ე­ლებ­თან, ჩემი ფუ­ლის ასა­ღე­ბად. ვცე­მე ისი­ნი და ისევ დი­ღომ­ში, რეს­ტო­რან­ში დავ­ბრუნ­დი. პო­ლი­ცია მე­და­ვე­ბო­და, თით­ქოს ისი­ნი სო­ფელ დი­ღომ­ში მყავ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მერ­წმუ­ნეთ, ეს აბ­სურ­დია. არა­ვის გა­ტა­ცე­ბა არ დამ­ჭირ­დე­ბო­და, თუ მო­ვინ­დო­მებ­დი, იმა­ვე ად­გი­ლას ავას­რუ­ლებ­დი ჩა­ნა­ფიქ­რს, მაგ­რამ მე ისი­ნი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლად არ მი­ცე­მია, გი­ნე­ბას ვე­რა­ვის შე­ვარ­ჩენ­დი. როცა პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა, თან მქონ­და ის 4.500 დო­ლა­რი და ჩემი თან­ხა გა­მო­ძა­ლულ თან­ხად ჩა­მით­ვა­ლეს. ამი­ტომ მი­წე­რია გა­ნა­ჩენ­ში თან­ხის გა­მო­ძალ­ვა, ცემა კი ხუ­ლიგ­ნო­ბად შე­ფას­და. ამ საქ­მე­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვაც არ მომ­ხდა­რა, შეკ­ვე­ცი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ტარ­და.

- და­ნა­შა­უ­ლი არ გი­ღი­ა­რე­ბი­ათ?

- ნა­წი­ლობ­რივ მაქვს აღი­ა­რე­ბუ­ლი. როცა ყელ­ში გი­ჭე­რენ და გე­უბ­ნე­ბი­ან, აღი­ა­რეო, რას იზამ? მივ­ხვდი, მათ­თან ბრძო­ლას და რა­ი­მეს მტკი­ცე­ბა­სა და ფიცს აზრი აღარ ჰქონ­და. 143-ე მუხ­ლმა და­მიმ­ძი­მა სას­ჯე­ლი. რად­გან 5 იყ­ვნენ ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით, ყვე­ლა­ზე სა­თი­თა­ოდ მო­მი­სა­ჯეს სას­ჯე­ლი. ეს სას­ჯე­ლე­ბი შე­მიკ­რი­ბეს და ამი­ტომ გა­მო­ვი­და ამ­დე­ნი. ახ­ლაც შეკ­რე­ბი­თო­ბა ნა­წი­ლობ­რივ მაქვს მოხ­სნი­ლი. მთლი­ა­ნად რომ მო­ეხ­სნათ, დამ­რჩე­ბო­და 8 წელი. აგ­ვის­ტო­ში 6 წელი გახ­დე­ბა, რაც აქ ვარ.

- რო­დის და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში?

- კი­კბოქ­სი ჩემი ცხოვ­რე­ბაა, მის გა­რე­შე ალ­ბათ ვერ გავძლებ. პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვვარ­ჯი­შობ­დი. მა­მა­ჩე­მი სულ ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბი­დან გა­ხა­რე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და, რად­გან ყო­ველ­თვის ვაღ­წევ­დი წარ­მა­ტე­ბას. სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი ვარ. პირ­ვე­ლად 1999 წელს გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, მერე - 2002 წელს და ბო­ლოს - 2008 წელს. ჩემი შვი­ლე­ბი და სპორ­ტი, - ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა. როცა პირ­ველ გა­მარ­ჯვე­ბას აღ­წევ, აზარ­ტი გიჩ­ნდე­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, გინ­და უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. გინ­და, შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხალ­ხს და­ა­ნახ­ვო და ოჯახ­მა ია­მა­ყოს შე­ნით.

- ად­რე­ულ წლებ­ში შენი ძალა თუ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია? ბი­ჭებს ხომ არ სცემ­დი?

- ხში­რად არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, თუმ­ცა, მქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბი­ჭებ­თან მი­წევ­და ჩემი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა. გო­გოს ხომ არ და­უ­წყებ ჩხუბს? გოგო სა­თუ­თია, ქა­ლებ­თან ჩხუბს აზრი არ აქვს, რად­გან იცი, რომ თავს ვერ იცა­ვენ, მაგ­რამ როცა მა­მა­კაცს ეჩხუ­ბე­ბი, ძალა უფრო გე­მა­ტე­ბა, შენც უფრო მე­ტად ხარ ფორ­მა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედის ამბავი

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო აღმოჩნდა. უკვე 6 წელია, ციხეშია გამოკეტილი. 2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.

თეა სირაძე:

- 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?

- არ გაგიჭირდათ მამაკაცებთან გამკლავება? მათთან შესახვედრად მარტო წახვედით?

- აბა, რატომ ვარ საქართველოს ჩემპიონი? საკმაოდ კარგად ნაცემები იყვნენ ყველანი, ჩემი ფულიც ავიღე და მათგან წამოვედი. მათ თურმე პოლიციაში მიჩივლეს. მეორე დღეს ქალაქში მანქანით ვმოძრაობდი, როცა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელებმა გამაჩერეს და დამაკავეს. ბრალიც წამიყენეს. ცხოვრებაში არასოდეს არაფრის შემშინებია. მხოლოდ უფლის შიში მაქვს და ერთადერთი, რასაც შევთხოვ უფალს, ისაა, რომ კარგად მიმყოფოს ჩემი შვილები, მშობლები და მეუღლე. იმის მიუხედავად, რომ 28 წელი მომისაჯეს, არ დავცემულვარ. დამიჯერეთ, არ შემშინებია არასოდეს და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. რატომღაც სულ მჯეროდა და მწამდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი.

- ეს სურვილი აგიხდათ, შეგეხოთ ამნისტია, მაგრამ ვფიქრობ, განაჩენის დღეს ძალიან განიცადეთ ამხელა სასჯელი.

- წარმოიდგინეთ, ასე არ ყოფილა. მომისაჯეს 28 წელი, გამომიყვანეს დარბაზიდან და ჩამიყვანეს სასამართლოს პირველ სართულზე. იქ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ. მათი პროცესებიც მიდიოდა იმ დღეს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, ვის რამდენს მიუსჯიდა მოსამართლე. როცა დამინახეს, მკითხეს, - რამდენი მოგისაჯესო? ღიმილიანი სახით ვუპასუხე, - 28 წელი-მეთქი. როცა ჩემს სახეზე ღიმილი შენიშნეს, გაოცდნენ. ეგონათ, შოკში ვიყავი და იმიტომ ვიცინოდი. არადა, ასე არ იყო. როცა სხვები ტიროდნენ, მე ვამშვიდებდი, - ნუ გეშინიათ, ცხოვრება ასე არ მთავრდება, მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. რამდენიმე წელიწადში გამოვიდა ამნისტია და გაუქმდა სასჯელთა შეკრებითობაც. ეს დიდი შვებაა ციხეში მყოფებისთვის. ამას კიდევ ერთი სასწაული დაემატა, - პრეზიდენტმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალები შეიწყალა. ამ სასწაულის შემდეგ ნამდვილად ვიცი, რომ პირადად მე, მალე სახლში ვიქნები.

- თუ მხოლოდ სცემეთ მამაკაცებს, ადამიანის გატაცების ბრალი რატომ წაგიყენეს?

- ბრალი არასწორია. იმ დღეს დიღომში, რესტორანში ვიყავი, ვქეიფობდით, იმ სუფრიდან ავდექი და წავედი ვარკეთილში, ინდოელებთან, ჩემი ფულის ასაღებად. ვცემე ისინი და ისევ დიღომში, რესტორანში დავბრუნდი. პოლიცია მედავებოდა, თითქოს ისინი სოფელ დიღომში მყავდა გატაცებული. მერწმუნეთ, ეს აბსურდია. არავის გატაცება არ დამჭირდებოდა, თუ მოვინდომებდი, იმავე ადგილას ავასრულებდი ჩანაფიქრს, მაგრამ მე ისინი წინასწარ დაგეგმილად არ მიცემია, გინებას ვერავის შევარჩენდი. როცა პოლიციამ დამაკავა, თან მქონდა ის 4.500 დოლარი და ჩემი თანხა გამოძალულ თანხად ჩამითვალეს. ამიტომ მიწერია განაჩენში თანხის გამოძალვა, ცემა კი ხულიგნობად შეფასდა. ამ საქმეზე არსებითი განხილვაც არ მომხდარა, შეკვეცილი სასამართლო პროცესი ჩატარდა.

- დანაშაული არ გიღიარებიათ?

- ნაწილობრივ მაქვს აღიარებული. როცა ყელში გიჭერენ და გეუბნებიან, აღიარეო, რას იზამ? მივხვდი, მათთან ბრძოლას და რაიმეს მტკიცებასა და ფიცს აზრი აღარ ჰქონდა. 143-ე მუხლმა დამიმძიმა სასჯელი. რადგან 5 იყვნენ ე.წ. დაზარალებულის სტატუსით, ყველაზე სათითაოდ მომისაჯეს სასჯელი. ეს სასჯელები შემიკრიბეს და ამიტომ გამოვიდა ამდენი. ახლაც შეკრებითობა ნაწილობრივ მაქვს მოხსნილი. მთლიანად რომ მოეხსნათ, დამრჩებოდა 8 წელი. აგვისტოში 6 წელი გახდება, რაც აქ ვარ.

- როდის დაიწყეთ ვარჯიში?

- კიკბოქსი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ალბათ ვერ გავძლებ. პირველი კლასიდან ვვარჯიშობდი. მამაჩემი სულ ჩემი გულშემატკივარი იყო, ყველა შეჯიბრებიდან გახარებული ბრუნდებოდა, რადგან ყოველთვის ვაღწევდი წარმატებას. სამგზის ჩემპიონი ვარ. პირველად 1999 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, მერე - 2002 წელს და ბოლოს - 2008 წელს. ჩემი შვილები და სპორტი, - ეს არის ჩემი ცხოვრება. როცა პირველ გამარჯვებას აღწევ, აზარტი გიჩნდება, მოტივირებული ხდები, გინდა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო. გინდა, შენი შესაძლებლობა ხალხს დაანახვო და ოჯახმა იამაყოს შენით.

- ადრეულ წლებში შენი ძალა თუ გამოგიყენებია? ბიჭებს ხომ არ სცემდი?

- ხშირად არ გამომიყენებია, თუმცა, მქონია შემთხვევები, როცა ბიჭებთან მიწევდა ჩემი ძალის დემონსტრირება. გოგოს ხომ არ დაუწყებ ჩხუბს? გოგო სათუთია, ქალებთან ჩხუბს აზრი არ აქვს, რადგან იცი, რომ თავს ვერ იცავენ, მაგრამ როცა მამაკაცს ეჩხუბები, ძალა უფრო გემატება, შენც უფრო მეტად ხარ ფორმაში.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია