პრორუსული ბანერის გამო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა, "ჯეოსელი" ბოდიშს იხდის

პრორუსული ბანერის გამო,  რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა, "ჯეოსელი" ბოდიშს იხდის

სოციალურ ქსელებში საზოგადოება "ჯეოსელის" ბანერზე განთავსებულმა გზავნილმა და "გეორგიევსკის ლენტმა" აღაშფოთა. ბანერზე გამოსახული იყო "გეორგიევსკის ლენტი" და რუსული წარწერები: Народная акция "Георгиевская ленточка", Помню! Я горжусь! - ანუ სახალხო აქცია "გეორგიევსკის ლენტი; მახსოვს! ვამაყობ!" ბანერი აღნიშნული სიმბოლოებით სოციალურ ქსელში დათო გოგიშვილმა გამოაქვეყნა სათაურით - "რა ხდება, შემოვიდნენ ვაკეში?" 

აღსანიშნავია, რომ 3 მარტს გამოიწვია აღშფოთება ბანერმა, რომლის შინაარსიც საზოგადოებამ ქალისა და დედების დამაკნინებლად მიიჩნია.

"გეორგიევსკის ლენტის" ბანერი უკვე წაშლილია, თუმცა სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი პასუხს ელოდება, თუ რატომ არ კონტროლდება აღნიშულ ბანერებზე გაქვეყნებული განცხადებების შინაარსი, რომელიც "ჯეოსელისა" და "დიჰაბსის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაჩნდა თბილისის ქუჩებში.

კომპანია "ჯეოსელში" აცხადებენ, რომ პროექტი სოციალურ ქსელ "დიჰაბსთან" ერთად მიმდინარეობს და ფილტრაციას სწორედ "დიჰაბსი" ახორციელებს. თუმცა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ გზავნილების შინაარსი არ გამოხატავენ "ჯეოსელის" დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

"უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია "დიჰაბსთან" ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე ჩნდება მხოლოდ 20 წმ-ით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე. პირველივე დღიდან პროექტში ჩაება უამრავი ადამიანი და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია ხდება პროექტის ავტორის - "დიჰაბსის"  მიერ. მიუხედავად ამისა, ჯეოსელი პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო. ვაფიქსირებთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს ჯეოსელის დამოკიდებულებას და განწყობას", - აცხადებენ კომპანიაში.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია