პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს
როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს

სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ძო სექ­ტორ­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ თე­მურ ჭყო­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ორი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე შე­მოყ­ვა­ნა. სხვა­დას­ხვა გათ­ვლე­ბით, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მი­ლი­ონ დო­ლა­რად ფას­დე­ბა და თუ გა­უ­ფა­სუ­რე­ბულ ლარ­ში გა­და­ვიყ­ვანთ, შე­საძ­ლოა, "კოკა-კო­ლას" პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა მი­ლი­არ­დი ლა­რიც კი იყოს. რო­გორ და­ი­წყო თე­მურ ჭყო­ნი­ამ ბიზ­ნე­სი და კი­დევ რა ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას გეგ­მავს მო­მა­ვალ­ში, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "კოკა-კო­ლას" პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­ცე­მა­ში "ბიზ­ნეს PRESS" ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც პა­ლიტ­რა TV-ს ეთერ­ში 2 მარტს გა­ვი­და. Bpn.ge ბიზ­ნეს­მე­ნის ინ­ტერ­ვი­უს ბეჭ­დურ ვერ­სი­ას გთა­ვა­ზობთ.

-არის თუ არა თქვე­ნი ქო­ნე­ბა თით­ქმის მი­ლი­არ­დი ლა­რის ტოლ­ფა­სი?

-ლარი ისე მოძ­რა­ობს ახლა, შე­იძ­ლე­ბა ხან მი­ლი­არ­დი იყოს, ხან - ნა­ხე­ვა­რი. ასე რომ, არ ვიცი.

-თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ მთა­ვა­რი ფული არ არის. თქვენ რო­გორ აფა­სებთ?

-მე არ ვე­თან­ხმე­ბი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის შე­დე­გი და შე­დე­გი არის თან­ხა. რაც უფრო მე­ტია, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი ხარ, უფრო ძლი­ე­რი ხარ, უფრო მეტი ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხარ.

-მა­ინც რამ­დე­ნად აფა­სებთ ...

-მე ალ­ტრუ­ის­ტი არ ვარ.

-არც ისი­ნი არი­ან ალ­ტრუ­ის­ტე­ბი. უბ­რა­ლოდ, ამ­ბო­ბენ ხოლ­მე - ჩვენ­თვის ფული მთა­ვა­რი არ არის.

-ჩემ­თვის მთა­ვა­რია.

-რამ­დე­ნად მთა­ვა­რია?

-მთა­ვა­რი - მინ­და, სწო­რად გა­ი­გოთ. მთა­ვა­რი იმი­ტომ კი არა, რომ ბევ­რი დავ­ლიო, ბევ­რი ვჭა­მო და ჩა­ვიც­ვა, მთა­ვა­რია იმი­ტომ, რომ გო­ნე­ბის, იმ პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც მე მა­წუ­ხებს, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც მინ­და. ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რე არის ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­შია. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის და­უთ­ვლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი ქარ­ხა­ნაა, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის არის ეს ქარ­ხნე­ბი, რამ­დე­ნი ბიზ­ნე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რე, რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში...

-პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი... არ ვიცი. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც მაქვს და­წყე­ბუ­ლი. არ მახ­სოვს. სა­ერ­თოდ, წარ­სულ­ზე არ მიყ­ვარს სა­უ­ბა­რი. იმი­ტომ, რომ წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი ბევრ დროს წაგ­ვარ­თმევს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად ასეა, ჩვენ ყვე­ლა ვსა­უბ­რობთ წარ­სულ­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე, სიმ­ღე­რებს ვწერთ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე და მოგ­ვხე­დე და­ვი­თო, მივ­ტი­რით მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში გარ­დაც­ვლილ მე­ფეს.

-ამას არ ვგუ­ლის­ხმობ. ამას იმი­ტომ გე­კი­თხე­ბით, რომ შე­საძ­ლოა, თქვე­ნი წარ­სუ­ლი და თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში ვი­ღა­ცის­თვის იყოს მა­გა­ლი­თი. ხომ შე­იძ­ლე­ბა, დღე­საც ვი­ღა­ცამ გა­ი­მე­ო­როს თქვენს მიერ გავ­ლი­ლი გზა ან არ გა­ი­მე­ო­როს თქვე­ნი შეც­დო­მე­ბი?

-შეც­დო­მე­ბი? არ გე­თან­ხმე­ბით. ცხოვ­რე­ბა შედ­გე­ბა შეც­დო­მე­ბის­გან და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის­გან, ეს არის ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია. სულ ბედ­ნი­ე­რი ვინ ყო­ფი­ლა, არ არ­სე­ბობს ეგე­თი რამე. მე ის შეც­დო­მე­ბიც მომ­წონს, რო­მე­ლიც და­ვუშ­ვი, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­შიც და­ვუშ­ვებ, ამა­საც ვე­ლო­დე­ბი. ადა­მი­ა­ნი შედ­გე­ბა შეც­დო­მე­ბის­გა­ნაც, წარ­მა­ტე­ბის­გა­ნაც და ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა.

-მა­შინ მი­თხა­რით, რო­გორ კეთ­დე­ბა ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

-ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში - აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა შეც­დო­მაა. არ არ­სე­ბობს ასე­თი ცნე­ბა. ქარ­თუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა არ­სე­ბობს? შე­იძ­ლე­ბა იყოს ქარ­თუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა, რო­მე­ლიც არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იმ ფორ­მუ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბამ შექ­მნა. ჩვენ ცალ­კე ნუ ვე­ყო­ფით. ისე­დაც გვე­ყო­ფა, ცალ­კე რომ ვართ გა­მო­ყო­ფი­ლი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვართ რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ში, კომ­პლექ­სე­ბი გვაქვს. ვფიქ­რობ, რომ ის სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რაც ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი თუ სა­ხელ­მწი­ფო­სი, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის მსგავ­სია.

-ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ რომ გა­ვი­ა­როთ, თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქვს კარ­გი იდეა და არ გაქვს კა­პი­ტა­ლი, ფული, შე­გიძ­ლია ეს ფული იშო­ვო?

-რა თქმა უნდა.

-სად?

-რა ვიცი, გა­აჩ­ნია, რო­გო­რი იდეა გაქვთ. ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი იდე­ე­ბი არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია ან აგე­ბუ­ლია მარ­თლა იდე­ა­ზე და არ არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით. ყვე­ლამ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის შექ­მნი­ლი სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი. სა­დაც, რო­გორც ჩვე­ნამ­დე პრე­სით არის მო­სუ­ლი, არის 6 მი­ლი­არ­დი. არის მო­წო­დე­ბა - პრო­ექ­ტე­ბი მო­ი­ტა­ნეთ, და­ვა­ფი­ნან­სებთ. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, რამ­დე­ნი ხა­ნია დევს იქ ეს 6 მი­ლი­არ­დი და რო­დის შე­იქ­მნა, მაგ­რამ ჯერ ბომ­ბი არა­ვის გა­უ­ხეთ­ქავს. ჩვენ­თან სა­უბ­რო­ბენ - ფული რომ იყოს, იდე­ე­ბის მეტი რა მაქვს, ხალ­ხი რომ იტყვის, იდე­ე­ბის მეტი რა მაქ­ვსო, ე.ი. იდეა არ აქვს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

გა­და­ცე­მის ნახ­ვა

როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს

როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს

საქართველოს კერძო სექტორში მიიჩნევა, რომ თემურ ჭყონია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენია. სწორედ მის სახელს უკავშირდება მსოფლიოში ორი ცნობილი ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანა. სხვადასხვა გათვლებით, ქართველი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად ფასდება და თუ გაუფასურებულ ლარში გადავიყვანთ, შესაძლოა, ”კოკა-კოლას” პრეზიდენტის ქონება მილიარდი ლარიც კი იყოს. როგორ დაიწყო თემურ ჭყონიამ ბიზნესი და კიდევ რა ბიზნესის წამოწყებას გეგმავს მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე ”კოკა-კოლას” პრეზიდენტმა გადაცემაში ”ბიზნეს PRESS” ისაუბრა, რომელიც პალიტრა TV-ს ეთერში 2 მარტს გავიდა. Bpn.ge ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.

-არის თუ არა თქვენი ქონება თითქმის მილიარდი ლარის ტოლფასი?

-ლარი ისე მოძრაობს ახლა, შეიძლება ხან მილიარდი იყოს, ხან - ნახევარი. ასე რომ, არ ვიცი.

-თქვენი კოლეგები ამბობენ ხოლმე, რომ მთავარი ფული არ არის. თქვენ როგორ აფასებთ?

-მე არ ვეთანხმები. ჩემთვის მთავარი არის შედეგი და შედეგი არის თანხა. რაც უფრო მეტია, უფრო კომფორტული ხარ, უფრო ძლიერი ხარ, უფრო მეტი ფიქრის საშუალება გაქვს და უფრო მოტივირებული ხარ.

-მაინც რამდენად აფასებთ ...

-მე ალტრუისტი არ ვარ.

-არც ისინი არიან ალტრუისტები. უბრალოდ, ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის ფული მთავარი არ არის.

-ჩემთვის მთავარია.

-რამდენად მთავარია?

-მთავარი - მინდა, სწორად გაიგოთ. მთავარი იმიტომ კი არა, რომ ბევრი დავლიო, ბევრი ვჭამო და ჩავიცვა, მთავარია იმიტომ, რომ გონების, იმ პროექტების რეალიზაციის საშუალება მეძლევა, რომლებიც მე მაწუხებს, რომლის გაკეთებაც მინდა. ქვეყნის სიმდიდრე არის ის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც ქვეყანაშია. სხვათა შორის, საქართველოში არავის დაუთვლია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი ქარხანაა, რა ღირებულების არის ეს ქარხნები, რამდენი ბიზნესია საქართველოში და ქვეყნის სიმდიდრე, რა ღირს საქართველო.

- თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში...

-პირველი ნაბიჯები... არ ვიცი. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს დაწყებული. არ მახსოვს. საერთოდ, წარსულზე არ მიყვარს საუბარი. იმიტომ, რომ წარსულზე საუბარი ბევრ დროს წაგვართმევს. დღეს საქართველოში ზუსტად ასეა, ჩვენ ყველა ვსაუბრობთ წარსულზე, ისტორიაზე, სიმღერებს ვწერთ დავით აღმაშენებელზე და მოგვხედე დავითო, მივტირით მე-12 საუკუნეში გარდაცვლილ მეფეს.

-ამას არ ვგულისხმობ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ შესაძლოა, თქვენი წარსული და თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში ვიღაცისთვის იყოს მაგალითი. ხომ შეიძლება, დღესაც ვიღაცამ გაიმეოროს თქვენს მიერ გავლილი გზა ან არ გაიმეოროს თქვენი შეცდომები?

-შეცდომები? არ გეთანხმებით. ცხოვრება შედგება შეცდომებისგან და ბედნიერი დღეებისგან, ეს არის ადამიანის ისტორია. სულ ბედნიერი ვინ ყოფილა, არ არსებობს ეგეთი რამე. მე ის შეცდომებიც მომწონს, რომელიც დავუშვი, რომელსაც მომავალშიც დავუშვებ, ამასაც ველოდები. ადამიანი შედგება შეცდომებისგანაც, წარმატებისგანაც და ეს არის ბედნიერება.

-მაშინ მითხარით, როგორ კეთდება ბიზნესი საქართველოში?

-ჩვეულებრივად, როგორც ყველა ქვეყანაში - აქ განსაკუთრებული არაფერია. ხშირად საუბრობენ, რომ ქართული ეკონომიკა შეცდომაა. არ არსებობს ასეთი ცნება. ქართული მათემატიკა არსებობს? შეიძლება იყოს ქართული მათემატიკური სკოლა, რომელიც არის დაფუძნებული იმ ფორმულებზე, რომელიც კაცობრიობამ შექმნა. ჩვენ ცალკე ნუ ვეყოფით. ისედაც გვეყოფა, ცალკე რომ ვართ გამოყოფილი, იზოლირებული ვართ რაღაც-რაღაცებში, კომპლექსები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ის სიძნელეები, რაც ბიზნესის განვითარებას სჭირდება, პიროვნული თუ სახელმწიფოსი, ყველა ქვეყანაში თითქმის მსგავსია.

-ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავიაროთ, თუკი საქართველოში გაქვს კარგი იდეა და არ გაქვს კაპიტალი, ფული, შეგიძლია ეს ფული იშოვო?

-რა თქმა უნდა.

-სად?

-რა ვიცი, გააჩნია, როგორი იდეა გაქვთ. ხშირად საქართველოში ისეთი იდეები არსებობს ადამიანებში, რომლის განხორციელებაც თითქმის შეუძლებელია ან აგებულია მართლა იდეაზე და არ არის გამაგრებული პრაქტიკული ნაბიჯებით. ყველამ იცის, რომ საქართველოში არის შექმნილი საპარტნიორო ფონდი. სადაც, როგორც ჩვენამდე პრესით არის მოსული, არის 6 მილიარდი. არის მოწოდება - პროექტები მოიტანეთ, დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენი ხანია დევს იქ ეს 6 მილიარდი და როდის შეიქმნა, მაგრამ ჯერ ბომბი არავის გაუხეთქავს. ჩვენთან საუბრობენ - ფული რომ იყოს, იდეების მეტი რა მაქვს, ხალხი რომ იტყვის, იდეების მეტი რა მაქვსო, ე.ი. იდეა არ აქვს.

იხილეთ სტატია სრულად

გადაცემის ნახვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია