პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთიკომი" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს - პალიტრა TV- ს განცხადება
"მაგთიკომი" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს - პალიტრა TV- ს განცხადება

"პა­ლიტ­რა TV", კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" მიერ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პა­ლიტ­რა TV" სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს გა­ნა­ცხა­დოს, რომ 3 მარტს პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში "მაგ­თი­კო­მი პა­ლიტ­რა TV-ს კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს" მაგ­თი­კო­მი პირ­ვე­ლი­ვე აბ­ზაც­ში ცდი­ლობს შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად, (ცი­ტა­ტა): "მაგ­თი­სა­ტი ყო­ველ­თვის იცავს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნას და Must Carry პრინ­ცი­პის დაც­ვით, თა­ვის სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში ათავ­სებს ყვე­ლა იმ სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბელს, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-40-1 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით ახ­დენს სა­მა­უ­წყებ­ლო სიგ­ნა­ლის თა­ნამ­გზავრზე მი­წო­დე­ბას".

"მაგ­თი­კო­მი" ამ გან­ცხა­დე­ბით ამა­ხინ­ჯებს რე­ა­ლო­ბას. მაგ­თი­კო­მის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მაგ­თი­სა­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პა­კეტ­ში ჩარ­თუ­ლი 23 ქარ­თუ­ლი არ­ხი­დან მხო­ლოდ 9 არ­ხია ჩარ­თუ­ლი თა­ნამ­გზავ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. და­ნარ­ჩე­ნი არ­ხე­ბი სიგ­ნალს გა­დას­ცე­მენ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის 4 ტე­ლე­კომ­პა­ნია - "რუს­თა­ვი 2", "ტა­ბუ­ლა", "კო­მე­დი არხი" და "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა" სიგ­ნალს აწ­ვდი­ან ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლით. პა­ლიტ­რა TV სწო­რედ ამ სა­შუ­ა­ლე­ბით იყო და არის მზად სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით მი­ა­წო­დოს სიგ­ნა­ლი მაგ­თი­სატს.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, მაგ­თი­კო­მი გა­მოთ­ქვამ­და მზა­ო­ბას ჩა­ერ­თო პა­ლიტ­რა TV ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლით. ჯერ კი­დევ 2013 წლის ბო­ლოს, "მაგ­თი­კო­მი" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით აცხა­დებ­და მზად­ყოფ­ნას ჩა­ერ­თო პა­ლიტ­რა სა­კუ­თარ ბა­დე­ში, რო­გორც კი და­ას­რუ­ლებ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და, მაგ­თი­კო­მს ეს პი­რო­ბა დღემ­დე არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

ვა­ცხა­დებთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად მაგ­თი­კო­მის მონ­დო­მე­ბი­სა (ჩვენ­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო), რა­დაც არ უნდა და­უჯ­დეს, არ ჩარ­თოს პა­ლიტ­რა TV სა­კუ­თარ პა­კეტ­ში, ჩვენ და­ვი­ცავთ სა­კუ­თარ და მა­ყუ­რებ­ლის უფ­ლე­ბებს და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ Must Carry-ს პრინ­ცი­პე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დეგს.

გვსურს, ვაც­ნო­ბოთ სოფ­ლად მცხოვ­რებ "მაგ­თი­სა­ტის" იმ აბო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­საც სურთ "პა­ლიტ­რა TV" -ს ყუ­რე­ბა - ჩვენ ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა და ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ, რომ მათ­თვი­საც, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა",-ნათ­ქვა­მია "პა­ლიტ­რა TV"-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მაგთიკომი" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს - პალიტრა TV- ს განცხადება

"მაგთიკომი" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს - პალიტრა TV- ს განცხადება

"პალიტრა TV", კომპანია "მაგთიკომის" მიერ პრესაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"პალიტრა TV" საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს, რომ 3 მარტს პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებაში "მაგთიკომი პალიტრა TV-ს კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს" მაგთიკომი პირველივე აბზაცში ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

კონკრეტულად, (ციტატა): "მაგთისატი ყოველთვის იცავს კანონის მოთხოვნას და Must Carry პრინციპის დაცვით, თავის სამაუწყებლო ბადეში ათავსებს ყველა იმ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-40-1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ახდენს სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრზე მიწოდებას".

"მაგთიკომი" ამ განცხადებით ამახინჯებს რეალობას. მაგთიკომის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაგთისატის სატელევიზიო პაკეტში ჩართული 23 ქართული არხიდან მხოლოდ 9 არხია ჩართული თანამგზავრის საშუალებით. დანარჩენი არხები სიგნალს გადასცემენ სხვა საშუალებებით, მათ შორის 4 ტელეკომპანია - "რუსთავი 2", "ტაბულა", "კომედი არხი" და "ერთსულოვნება" სიგნალს აწვდიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. პალიტრა TV სწორედ ამ საშუალებით იყო და არის მზად საკუთარი ხარჯებით მიაწოდოს სიგნალი მაგთისატს.

მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, მაგთიკომი გამოთქვამდა მზაობას ჩაერთო პალიტრა TV ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს, "მაგთიკომი" ოფიციალური წერილით აცხადებდა მზადყოფნას ჩაერთო პალიტრა საკუთარ ბადეში, როგორც კი დაასრულებდა სპეციალური სადგურის მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სადგურის მშენებლობა დასრულდა, მაგთიკომს ეს პირობა დღემდე არ შეუსრულებია.

ვაცხადებთ, რომ მიუხედავად მაგთიკომის მონდომებისა (ჩვენთვის დღემდე უცნობი მიზეზების გამო), რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ ჩართოს პალიტრა TV საკუთარ პაკეტში, ჩვენ დავიცავთ საკუთარ და მაყურებლის უფლებებს და აუცილებლად მივაღწევთ Must Carry-ს პრინციპებით გათვალისწინებულ შედეგს.

გვსურს, ვაცნობოთ სოფლად მცხოვრებ "მაგთისატის" იმ აბონენტებს, რომლებსაც სურთ "პალიტრა TV" -ს ყურება - ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მათთვისაც, დისკრიმინაციის გარეშე, ხელმისაწვდომი იყოს სასურველი ინფორმაციის მიღება",-ნათქვამია "პალიტრა TV"-ის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია