მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან
შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

ერთი მო­დე­ლი გო­გო­ნას ფო­ტო­სე­სია ვნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო, მერე იქვე მი­თხრეს, ეს გო­გო­ნა პო­ლი­ცი­ე­ლიც არი­სო. გა­ვოგნ­დი, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი...


ელე­ნე ზან­გუ­რი წო­დე­ბით ლე­ი­ტე­ნან­ტია და ცოტა ხან­ში უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ. მას­თან სა­უბ­რი­სას მივ­ხვდი, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნია.


ელე­ნე ზან­გუ­რი:


- სა­ერ­თოდ, ამ­ბო­ბენ, რთუ­ლია, შე­ა­თავ­სო რამ­დე­ნი­მე საქ­მე ერ­თმა­ნეთ­თან, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს მი­ზე­ზე­ბია მხო­ლოდ. ერთ დო­ნე­ზე არას­დროს უნდა გა­ჩერ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეცა­დო, მი­აღ­წიო მეტს... ამ ეტა­პის­თვის სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ვა­პი­რებ დაბ­რუ­ნე­ბას და თან, მთე­ლი ძა­ლით.


რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლის და სამ­სა­ხუ­რის გამო, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სის­თვის უა­რიც კი მქონ­და ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ მი­ვა­ტო­ვე...


- შშს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ხარ, ამ პე­რი­ოდ­ში პო­დი­უმ­ზე არ გა­მო­სულ­ხარ?


- კი, მაგ­რამ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სად ვყო­ფილ­ვარ.


- პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა, რამ მო­ახ­დი­ნა ამის პრო­ვო­ცი­რე­ბა?


- პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, უბ­რა­ლოდ, ისე მოხ­და, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით... სხვა­თა შო­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში CV-თ მოვ­ხვდი.


- მოკ­ლედ, პო­ლი­ცი­ა­ში შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდი და დარ­ჩი, ხომ?..


- კი, სა­მუ­შა­ოდ, პო­ლი­ცი­ა­ში სულ შემ­თხვე­ვით ავღ­მოვ­ჩნდი...


- ახლა სად მუ­შა­ობ? სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რი ხომ არ ხარ?


- სა­პატ­რუ­ლოს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს. ქუ­ჩებ­ში არ ვპატ­რუ­ლი­რებ, ხალ­ხს არ ვი­ჭერ და არ ვა­ჯა­რი­მებ (იღი­მე­ბა). მოკ­ლედ, 2011 წლი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ, წო­დე­ბით ლე­ი­ტე­ნან­ტი ვარ, მარ­ტში კი უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ვხდე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი მაქვს, ყო­ველ დღე ფორ­მა მაც­ვია...


იხი­ლეთ| ელე­ნე ზან­გუ­რის 16 ფოტო

- რა გა­ნათ­ლე­ბა და პრო­ფე­სია გაქვს?

- შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ნან­სე­ბის გან­ხრით ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის კურ­სი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ჩე­მო პრო­ფე­სია არ იყო. ამ­ჟა­მად ვარ მა­გის­ტრა­ტუ­რის მე-2 კურ­სის სტუ­დენ­ტი, ვსწავ­ლობ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის გან­ხრით და ვმუ­შა­ობ სა­დიპ­ლო­მო თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას ეძღვნე­ბა.


- ეს ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.…


- დიახ, ეს არის თემა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მად მი­მაჩ­ნია და ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს.


- არ გი­ჭირს ასეთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და რთულ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა?


- შე­იძ­ლე­ბა ჩემი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ ცხოვ­რე­ბას და ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბას და ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა ჩემი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე, მიყ­ვარს შრო­მა და მშრო­მე­ლი ხალ­ხი.


- რა რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლის ამ­პლუ­ა­ში გხე­და­ვენ?


- ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან თით­ქმის არ მაქვს შე­ხე­ბა, მაგ­რამ გარ­შე­მო ჩემი პო­ლი­ცი­ე­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ იგე­ბენ, - "ვა­უ­უ­უ­უუ" კი მეს­მის ხოლ­მე ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).


- რო­გორც გა­ვი­გე, მსა­ხი­ობ ბესო ზან­გუ­რის და ხარ. და-ძმას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?


- კი, ბე­სოს და ვარ, ან, რო­გორც ახლა ვე­უბ­ნე­ბი, ელე­ნეს ძმა ხარ-მეთ­ქი (იღი­მე­ბა). ბესო უზო­მოდ და არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარს, ჩემი სის­ხლი და ხორ­ცია და ამით უკვე ნათ­ქვა­მია ყვე­ლა­ფე­რი. მაგ­რამ, თუ ვჩხუ­ბობთ, ხან­ჯლე­ბი­ღა გვაკ­ლია, ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბის ვართ, მე ბო­ლომ­დე ჩემ­სას "ვაწ­ვე­ბი", ის თა­ვი­სას "უბე­რავს". რას ვი­ზამთ, ვუყ­ვარ­ვარ და მეც ბო­რო­ტად ვი­ყე­ნებ ამას...


- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?


- არა და მჯე­რა, რომ სა­დღაც დე­და­მი­წის ზურ­გზე ცა­ლად ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­დის (იღი­მე­ბა). მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო ვარ და ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­ზე ვოც­ნე­ბობ...


- სტრე­სუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის ფონ­ზე ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ?


- ისე, სხვა­თა შო­რის სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ეს... სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რის მერე, ცხოვ­რე­ბა ამის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მო­მა­ვალ­ში კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მინ­და გა­ვა­კე­თო, ექ­სტრი­მი მი­ზი­დავს. რა თქმა უნდა, ადა­მი­ან­მა პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს. ამის­თვის ვარ­ჯიშ­თან ერ­თად, სა­ჭი­როა, სწო­რი კვე­ბა და ცხოვ­რე­ბის წესი. ვერ გე­ტყვით, რომ წო­ნის პრობ­ლე­მა მა­წუ­ხებს, უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას ადა­მი­ან­მა ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე უნდა მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა.


- რა გეგ­მე­ბი გაქვს?


- სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი გეგ­მა მაქვს, არა მგო­ნია, ჩემი სწავ­ლა მა­გის­ტრა­ტუ­რის დიპ­ლო­მით დამ­თავ­რდეს. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურს, სხვა დარ­გში ვხე­დავ ჩემს თავს, უფრო იმა­ში, რო­მე­ლიც პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან, დახ­მა­რე­ბას­თან, თუნ­დაც ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან. უბ­რა­ლოდ, მარ­თლა მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და მო­მა­ვალ თა­ო­ბას უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს. მჯე­რა, რომ მცი­რე წვლილს ამა­ში მეც შე­ვი­ტან.


ლალი ფა­ცია


სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

ერთი მოდელი გოგონას ფოტოსესია ვნახე, ძალიან მომეწონა, მომხიბვლელი იყო, მერე იქვე მითხრეს, ეს გოგონა პოლიციელიც არისო. გავოგნდი, ნამდვილად არ ველოდი...


ელენე ზანგური წოდებით ლეიტენანტია და ცოტა ხანში უფროსი ლეიტენანტის წოდებას მიანიჭებენ. მასთან საუბრისას მივხვდი, რომ შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანია.


ელენე ზანგური:


- საერთოდ, ამბობენ, რთულია, შეათავსო რამდენიმე საქმე ერთმანეთთან, მაგრამ ჩემთვის ეს მიზეზებია მხოლოდ. ერთ დონეზე არასდროს უნდა გაჩერდე, აუცილებლად უნდა ეცადო, მიაღწიო მეტს... ამ ეტაპისთვის სამოდელო სფეროში ვაპირებ დაბრუნებას და თან, მთელი ძალით.


რამდენიმე წლის განმავლობაში, სწავლის და სამსახურის გამო, სამოდელო ბიზნესისთვის უარიც კი მქონდა ნათქვამი, მაგრამ როგორც ხედავთ, ბოლომდე მაინც ვერ მივატოვე...


- შშს-ს თანამშრომელი ხარ, ამ პერიოდში პოდიუმზე არ გამოსულხარ?


- კი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში არსად ვყოფილვარ.


- პოლიციელობა რამ გადაგაწყვეტინა, რამ მოახდინა ამის პროვოცირება?


- პოლიციელობაზე არასდროს მიფიქრია. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და აბსოლუტურად შემთხვევით... სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში CV-თ მოვხვდი.


- მოკლედ, პოლიციაში შემთხვევით აღმოჩნდი და დარჩი, ხომ?..


- კი, სამუშაოდ, პოლიციაში სულ შემთხვევით ავღმოვჩნდი...


- ახლა სად მუშაობ? საპატრულო ეკიპაჟის წევრი ხომ არ ხარ?


- საპატრულოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ქუჩებში არ ვპატრულირებ, ხალხს არ ვიჭერ და არ ვაჯარიმებ (იღიმება). მოკლედ, 2011 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ, წოდებით ლეიტენანტი ვარ, მარტში კი უფროსი ლეიტენანტი ვხდები. ჩვეულებრივი საოფისე სამსახური მაქვს, ყოველ დღე ფორმა მაცვია...


იხილეთ| ელენე ზანგურის 16 ფოტო

- რა განათლება და პროფესია გაქვს?

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფინანსების განხრით ბაკალავრიატის კურსი დავამთავრე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მაინცდამაინც საჩემო პროფესია არ იყო. ამჟამად ვარ მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის განხრით და ვმუშაობ სადიპლომო თემაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეძღვნება.


- ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.…


- დიახ, ეს არის თემა, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მიმაჩნია და ძალიან მაწუხებს.


- არ გიჭირს ასეთ საპასუხისმგებლო და რთულ სამსახურში მუშაობა?


- შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარეა, ჯერ კიდევ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ჩემს საქმიანობას მიჩვეული ვარ, საერთოდ მუშაობას და ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი სამსახურის გარეშე, მიყვარს შრომა და მშრომელი ხალხი.


- რა რეაქციები აქვთ ადამიანებს, როდესაც პოლიციელის ამპლუაში გხედავენ?


- ჩემი საქმიდან გამომდინარე, მოქალაქეებთან თითქმის არ მაქვს შეხება, მაგრამ გარშემო ჩემი პოლიციელობის შესახებ რომ იგებენ, - "ვაუუუუუ" კი მესმის ხოლმე ასეთი შეძახილები (სიცილით ამბობს).


- როგორც გავიგე, მსახიობ ბესო ზანგურის და ხარ. და-ძმას როგორი ურთიერთობა გაქვთ?


- კი, ბესოს და ვარ, ან, როგორც ახლა ვეუბნები, ელენეს ძმა ხარ-მეთქი (იღიმება). ბესო უზომოდ და არანორმალურად მიყვარს, ჩემი სისხლი და ხორცია და ამით უკვე ნათქვამია ყველაფერი. მაგრამ, თუ ვჩხუბობთ, ხანჯლებიღა გვაკლია, ერთნაირი ხასიათების ვართ, მე ბოლომდე ჩემსას "ვაწვები", ის თავისას "უბერავს". რას ვიზამთ, ვუყვარვარ და მეც ბოროტად ვიყენებ ამას...


- შეყვარებული არ ხარ?


- არა და მჯერა, რომ სადღაც დედამიწის ზურგზე ცალად ჩემი მეორე ნახევარი დადის (იღიმება). მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ და ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობ...


- სტრესული და დაძაბული მუშაობის ფონზე ფორმას როგორ ინარჩუნებ?


- ისე, სხვათა შორის სტრესი და ნერვიულობა წონაში დაკლების საშუალებაა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ეს... სპორტულ დარბაზში ძალიან აქტიურად ვვარჯიშობ, რადგანაც სამსახურის მერე, ცხოვრება ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მომავალში კიდევ ძალიან ბევრი რამ მინდა გავაკეთო, ექსტრიმი მიზიდავს. რა თქმა უნდა, ადამიანმა პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. ამისთვის ვარჯიშთან ერთად, საჭიროა, სწორი კვება და ცხოვრების წესი. ვერ გეტყვით, რომ წონის პრობლემა მაწუხებს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობას ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა მიაქციო ყურადღება.


- რა გეგმები გაქვს?


- სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, არა მგონია, ჩემი სწავლა მაგისტრატურის დიპლომით დამთავრდეს. რაც შეეხება სამსახურს, სხვა დარგში ვხედავ ჩემს თავს, უფრო იმაში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვასთან, დახმარებასთან, თუნდაც ქველმოქმედებასთან. უბრალოდ, მართლა მინდა, საქართველოს და მომავალ თაობას უკეთესი მომავალი ჰქონდეს. მჯერა, რომ მცირე წვლილს ამაში მეც შევიტან.


ლალი ფაცია


სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.


ლევან რატიანის ინფორმაციით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას მაინც არ აჩერებს - "უსამართლოა, ადამიანს აუკრძალო ვარჯიში"

"კავსაძეების მთელი ოჯახი დავინფიცირდით... ინფორმაცია, რომ კახი ძალიან მძიმედ არის, ტყუილია" - რას ამბობს მსახიობის მდგომარეობაზე მისი ძმა