პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 წლის კახელი გოგონა, რომელმაც გათხოვებაც მოასწრო, განქორწინებაც და ორსულობაც - სასიყვარულო სამკუთხედის ამბის ყველა მხარე
12 წლის კახელი გოგონა, რომელმაც გათხოვებაც მოასწრო, განქორწინებაც და ორსულობაც - სასიყვარულო სამკუთხედის ამბის ყველა მხარე

კა­ხეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ამ­ბა­ვი, რო­მელ­შიც 12 წლის ორ­სულ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თხო­ვე­ბაც მო­ას­წრო და გან­ქორ­წი­ნე­ბაც.

გურ­ჯა­ა­ნე­ლი 12 წლის ორ­სუ­ლი გო­გო­ნა­სა და 18 წლის ბი­ჭის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა და საქ­მე უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შეს­წავ­ლის სა­გა­ნიც გახ­და. 18 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც 6 თვის ორ­სუ­ლი გო­გო­ნა მი­ა­ტო­ვა, და­ა­კა­ვეს, ის ყვა­რე­ლის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 140-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და 7-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. 12 წლის მო­ზარდს კი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, 12 წლის გო­გო­ნა 18 წლის ბიჭ­ზე სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ზა­ფხულ­ში გა­თხოვ­და და ამ­ჯა­მად უკვე 6 თვის ორ­სუ­ლია. ის მე­უღ­ლემ ორი კვი­რაა, რაც მი­ა­ტო­ვა და პირ­ველ ცოლს და­უბ­რუნ­და, რო­მე­ლიც 9 თვის ორ­სუ­ლია. პირ­ვე­ლი ცოლი კი მან 13 წლის ასაკ­ში მო­იყ­ვა­ნა და მა­საც ერთ წელ­ში გა­შორ­და.

"ფეხ­მძი­მე გო­გოს ხელი ჰკრა და გა­აგ­დო, მომ­წყინ­და, მე უბ­რა­ლოდ ქალი მინ­დო­და და ვერ­თო­ბიო. ნივ­თია, რომ ერ­თო­ბა და სხვა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს? პირ­ვე­ლი ცოლი ორ­სუ­ლა­დაა და თუ ორ­სუ­ლი უნ­დო­და, ეს ორ­სუ­ლად არ არის?", - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

გო­გო­ნას მი­მართ მე­უღ­ლის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ორ­სუ­ლის მა­მაც და დაც.

"ისე მექ­ცე­ო­და, თავ-ბედს ვი­წყევ­ლი­დი, მას­ხა­რა­დაც მიგ­დებ­დაო. მე შენ იმი­ტომ მყავ­ხარ, რაც მინ­და, სა­დაც მინ­და, რო­გორც მინ­და ისე უნდა მო­გექ­ცეო. ბავ­შვი­ანს ხელს რო­გორ ვკრავ, ბავ­შვსაც გა­ა­ჩენს, არ მო­ვა­შო­რე­ბი­ნებ, ბავ­შვმა რა და­ა­შა­ვა", - ამ­ბობს გო­გო­ნას მამა.

"ტო­ნუ­სი ქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი, წამ­ლებ­საც არ ყი­დუ­ლობ­დნენ, ჩვენ რა­საც შევ­ძლებ­დით, ვყი­დუ­ლობ­დით. ექიმ­მა უთხრა, თა­ვის შორს და­ე­ჭი­რა, მაგ­რამ მე რო­გორც მინ­და, ისე იქ­ნე­ბა, მა­შინ ცოლი რის­თვის მო­ვიყ­ვა­ნე, ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დე­სო", - ამ­ბობს გო­გო­ნას და.

ამ­ბის სხვა ვერ­სია აქვს ბი­ჭის ოჯახს. და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს. "არა­ვინ ცუ­დად არ ექ­ცე­ო­და, თავ­ზე ვევ­ლე­ბო­დი. ჩვენ არ გაგ­ვიგ­დია" ,- ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

ძა­ლა­დო­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და გო­გო­ნას ოჯახს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბიც.

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ვი­თომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რამ­დე­ნი თვის ფეხ­მძი­მეა აბა კი­თხეთ. დღეს და გუ­შინ ხომ არ წა­იყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი თვეა ამის ოჯახ­ში ცხოვ­რობს? არ უცე­მია და თუ ზედ­მე­ტი და­იყ­ვი­რა ან შე­ა­გი­ნა მე­უღ­ლემ, რომ თხოვ­დე­ბო­და მომ­ზა­დე­ბუ­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ოჯა­ხი­დან არც არა­ვის გა­უგ­დია, თა­ვი­სი ნე­ბით წა­ვი­და. ეს ბი­ჭიც ადგა და პირ­ვე­ლი ცოლი მო­იყ­ვა­ნა. ამის მერე წა­მო­ვი­და სა­ჩი­ვა­რი გო­გო­ნას მხრი­დან", - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქონ­და წყვილს, ამ ვერ­სი­ას გო­გო­ნას კლა­სე­ლე­ბის ნათ­ქვა­მიც ამ­ყა­რებს. რო­გორც ისი­ნი ყვე­ბი­ან, 18 წლის ბიჭს 12 წლის გო­გო­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, საკ­ლა­სო ოთა­ხი­და­ნაც გაჰ­ყავ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს და ამ­ბობ­და, რომ ის მისი სა­ცო­ლე იყო.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. რო­გორც ის ამ­ბობს, უამ­რა­ვი საქ­მე აქვს და სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა.

"ჩვენ გვქონ­და გო­გო­ნას­თან სა­უ­ბა­რი და ის ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. პირ­ვე­ლი ცოლი ჰყავ­და იმ ბიჭს, მაგ­რამ რა­ტომ უნდა მე­ეჭ­ვა რამე? ეს გო­გო­ნა როცა მო­დი­ო­და სკო­ლა­ში, მას დამ­რი­გე­ბე­ლი ჰყავს და არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ ვინ­მე ძა­ლა­დობ­და. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის ჰყავს ცოლი და ვის - არა. სო­ფელ­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ უნდა იცო­დეს? გო­გო­ნა და­დი­ო­და სკო­ლა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს, ბო­ლოს უკვე ფეხ­მძი­მედ იყო და აღარ მო­სუ­ლა. მე არ ვე­რე­ვი სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. გა­მო­ი­ძი­ოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ. კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე არ მაძ­ლევს ამ ბავ­შვის ამო­რი­ცხვის უფ­ლე­ბას, ვუ­წერთ არას. მე ისე­დაც ბევ­რი საქ­მე მაქვს და თქვენ­გან გას­ხვა­ვე­ბით სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვი", -ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი. ომ­ბუდსმე­ნის ოფის­მა საქ­მის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დრო­უ­ლად უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ბავ­შვთა ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის (რე­ფე­რი­რე­ბის) პრო­ცე­დუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და ფსი­ქო­ლო­გი. ასე­ვე შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნას მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­კი­თხი და გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლი­სათ­ვის.

საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე შე­საძ­ლოა იკ­ვე­თე­ბო­დეს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რად­გან, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო 12 წლის ბავ­შვის მი­მართ სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად მან არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რე­ფე­რი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქმე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ძა­ლა­დო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და შემ­თხვე­ვის შემ­დგო­მი მარ­თვა გან­სა­ზღვრუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­დეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში.

მტყუ­ან-მარ­თლის გარ­კვე­ვამ­დე კი ფაქ­ტია, რომ ერთი თით­ქოს­და "უწყი­ნა­რი სიყ­ვა­რუ­ლის " ამ­ბი­დან მი­ტო­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი და ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც სულ მალე 2 შვი­ლის მამა გახ­დე­ბა. კა­ხეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს სენ­სი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვი, სიყ­ვა­რუ­ლის სა­ზღვრებს სცდე­ბა და უფ­რო­სე­ბის გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ადას­ტუ­რებს. ტრა­გი­კუ­ლი კი ის არის, რომ მი­ტო­ვე­ბამ­დე, ახლა უკვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ორი­ვე მხა­რე, ერ­თად და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი 12 წლის პა­ტარ­ძალ­სა და 18 წლის და­ნიშ­ნულ ბიჭს.

მო­ამ­ზა­და ბელა თა­ბუ­ა­შილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "გურ­ჯა­ა­ნის", "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი­სა" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

12 წლის კახელი გოგონა, რომელმაც გათხოვებაც მოასწრო, განქორწინებაც და ორსულობაც - სასიყვარულო სამკუთხედის ამბის ყველა მხარე

12 წლის კახელი გოგონა, რომელმაც გათხოვებაც მოასწრო, განქორწინებაც და ორსულობაც - სასიყვარულო სამკუთხედის ამბის ყველა მხარე

კახეთში განვითარებული სასიყვარულო სამკუთხედის ამბავი, რომელშიც 12 წლის ორსულმა სკოლის მოსწავლემ არაოფიციალურად გათხოვებაც მოასწრო და განქორწინებაც.

გურჯაანელი 12 წლის ორსული გოგონასა და 18 წლის ბიჭის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა და საქმე უკვე სამართალდამცავების შესწავლის საგანიც გახდა. 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც 6 თვის ორსული გოგონა მიატოვა, დააკავეს, ის ყვარელის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 12 წლის მოზარდს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც ცნობილი გახდა, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭზე საკუთარი სურვილით ზაფხულში გათხოვდა და ამჯამად უკვე 6 თვის ორსულია. ის მეუღლემ ორი კვირაა, რაც მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია. პირველი ცოლი კი მან 13 წლის ასაკში მოიყვანა და მასაც ერთ წელში გაშორდა.

"ფეხმძიმე გოგოს ხელი ჰკრა და გააგდო, მომწყინდა, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობიო. ნივთია, რომ ერთობა და სხვაზე გადაინაცვლებს? პირველი ცოლი ორსულადაა და თუ ორსული უნდოდა, ეს ორსულად არ არის?", - ამბობს გოგონას დედა.

გოგონას მიმართ მეუღლის მხრიდან სისტემატიურ ძალადობაზე საუბრობენ ორსულის მამაც და დაც.

"ისე მექცეოდა, თავ-ბედს ვიწყევლიდი, მასხარადაც მიგდებდაო. მე შენ იმიტომ მყავხარ, რაც მინდა, სადაც მინდა, როგორც მინდა ისე უნდა მოგექცეო. ბავშვიანს ხელს როგორ ვკრავ, ბავშვსაც გააჩენს, არ მოვაშორებინებ, ბავშვმა რა დააშავა", - ამბობს გოგონას მამა.

"ტონუსი ქონდა მომატებული, წამლებსაც არ ყიდულობდნენ, ჩვენ რასაც შევძლებდით, ვყიდულობდით. ექიმმა უთხრა, თავის შორს დაეჭირა, მაგრამ მე როგორც მინდა, ისე იქნება, მაშინ ცოლი რისთვის მოვიყვანე, ურთიერთობა უნდა გვქონდესო", - ამბობს გოგონას და.

ამბის სხვა ვერსია აქვს ბიჭის ოჯახს. დაკავებულის დედა ნებისმიერი ძალადობრივ ქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს. "არავინ ცუდად არ ექცეოდა, თავზე ვევლებოდი. ჩვენ არ გაგვიგდია" ,- ამბობს ბრალდებულის დედა.

ძალადობას გამორიცხავენ და გოგონას ოჯახს ადანაშაულებენ ბიჭის ახლობლებიც.

"გავრცელდა ინფორმაცია, ვითომ გააუპატიურა, რამდენი თვის ფეხმძიმეა აბა კითხეთ. დღეს და გუშინ ხომ არ წაიყვანა, რამდენი თვეა ამის ოჯახში ცხოვრობს? არ უცემია და თუ ზედმეტი დაიყვირა ან შეაგინა მეუღლემ, რომ თხოვდებოდა მომზადებულიც უნდა ყოფილიყო. ოჯახიდან არც არავის გაუგდია, თავისი ნებით წავიდა. ეს ბიჭიც ადგა და პირველი ცოლი მოიყვანა. ამის მერე წამოვიდა საჩივარი გოგონას მხრიდან", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

სექსუალური ურთიერთობა რომ არაოფიციალურ ქორწინებამდე ქონდა წყვილს, ამ ვერსიას გოგონას კლასელების ნათქვამიც ამყარებს. როგორც ისინი ყვებიან, 18 წლის ბიჭს 12 წლის გოგონა სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა საგაკვეთილო პროცესის დროს და ამბობდა, რომ ის მისი საცოლე იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. როგორც ის ამბობს, უამრავი საქმე აქვს და სხვის ცხოვრებაში ვერ ჩაერევა.

"ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. პირველი ცოლი ჰყავდა იმ ბიჭს, მაგრამ რატომ უნდა მეეჭვა რამე? ეს გოგონა როცა მოდიოდა სკოლაში, მას დამრიგებელი ჰყავს და არასოდეს უთქვამს, რომ ვინმე ძალადობდა. არ მაინტერესებს, ვის ჰყავს ცოლი და ვის - არა. სოფელში იმდენი ადამიანია, სკოლის დირექტორმა რატომ უნდა იცოდეს? გოგონა დადიოდა სკოლაში, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს, ბოლოს უკვე ფეხმძიმედ იყო და აღარ მოსულა. მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში. გამოიძიოს პროკურატურამ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ მე არ მაძლევს ამ ბავშვის ამორიცხვის უფლებას, ვუწერთ არას. მე ისედაც ბევრი საქმე მაქვს და თქვენგან გასხვავებით სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი", -ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორისა და მშობლის პასუხისმგებლობის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენის ოფისმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.

"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დროულად უნდა განახორციელოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ასევე შესწავლილი იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისათვის.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა იკვეთებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად მან არ განახორციელა რეფერირების შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები, მათ შორის, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ძალადობის იდენტიფიკაცია და შემთხვევის შემდგომი მართვა განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.

მტყუან-მართლის გარკვევამდე კი ფაქტია, რომ ერთი თითქოსდა "უწყინარი სიყვარულის " ამბიდან მიტოვებული არასრულწლოვანი და ბრალდებული მამაკაცი მივიღეთ, რომელიც სულ მალე 2 შვილის მამა გახდება. კახეთში განვითარებული ეს სენსიტიური ამბავი, სიყვარულის საზღვრებს სცდება და უფროსების გულგრილ დამოკიდებულებას ადასტურებს. ტრაგიკული კი ის არის, რომ მიტოვებამდე, ახლა უკვე დაპირისპირებული ორივე მხარე, ერთად და ბედნიერად ცხოვრობდა, შეგუებულები 12 წლის პატარძალსა და 18 წლის დანიშნულ ბიჭს.

მოამზადა ბელა თაბუაშილმა ტელეკომპანია "გურჯაანის", "კახეთის საინფორმაციო ცენტრისა" და ტელეკომპანია "იმედის" მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია