პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ
რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ­მა ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ალენ დე­ლონ­მა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტპა­ლა­სის" ოფის­ში მი­სულ­მა ალენ დე­ლონ­მა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რა. მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­დნენ.

პრესკლუბ­ში შეს­ვლი­სას ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გო­გო­ნა გა­და­კოც­ნა და პირ­ველ რიგ­ში მყოფ მა­მა­კაცს ურ­ჩია, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის ად­გი­ლი და­ეთ­მო.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­თხვე­ბი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს. ალენ დე­ლონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დრო­ის­თვის მისი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია და ვინ­მე კონ­კრე­ტულ­ზე არ ფიქ­რობს.

ალენ დე­ლონ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის გამო მო­ხა­რუ­ლია.

"პირ­ვე­ლად ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ეს მე არ უნდა მი­საყ­ვე­დუ­როთ. უსაყ­ვე­დუ­რეთ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლებ­მაც ადრე არას­დროს არ დამ­პა­ტი­ჟეთ", - აღ­ნიშ­ნა ალენ დე­ლონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის გამო ჩა­მო­ვი­და და აქამ­დე არა­ვის და არა­ფერს იც­ნობ­და.

მსა­ხი­ობ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ათი წლის წინ შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­თან ერ­თად და სულ ეს იყო, რაც კი აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებ­თან შე­ხე­ბა ჰქო­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ალენ დე­ლო­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნო. ალენ დე­ლონ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

"ეს არ არის ნამ­დვი­ლი. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ეს გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­აა. ეს ასე არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე თქვეს, რომ სწო­რედ ვაჟა-ფშა­ვე­ლას წყა­ლო­ბით ქარ­თუ­ლად უნდა ვლა­პა­რა­კობ­დე, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად არ ვლა­პა­რა­კობ", - აღ­ნიშ­ნა ალენ დე­ლონ­მა.

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს დი­ლით ჩა­მო­ვი­და. ალენ დე­ლო­ნი ხვალ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის 60 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ კონ­ცერტს გა­უ­ძღვე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ

რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ

საქართველოში მყოფმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა ქართველი ჟურნალისტებისთვის დღეს პრესკონფერენცია გამართა. სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ოფისში მისულმა ალენ დელონმა წითელ ხალიჩაზე გაიარა. მას გულშემატკივრები ოვაციებით შეხდნენ.

პრესკლუბში შესვლისას ფრანგმა მსახიობმა ქართველი ჟურნალისტი გოგონა გადაკოცნა და პირველ რიგში მყოფ მამაკაცს ურჩია, ქალბატონებისთვის ადგილი დაეთმო.

ჟურნალისტებმა კითხვები პირადი ცხოვრების შესახებაც დაუსვეს. ალენ დელონმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მისი გული თავისუფალია და ვინმე კონკრეტულზე არ ფიქრობს.

ალენ დელონმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო მოხარულია.

"პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ", - აღნიშნა ალენ დელონმა.

მისივე თქმით, საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვიდა და აქამდე არავის და არაფერს იცნობდა.

მსახიობმა გაიხსენა, რომ ათი წლის წინ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად და სულ ეს იყო, რაც კი აქამდე საქართველოსა და ქართველებთან შეხება ჰქონია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცუდ განწყობაზე ყოფნისას ალენ დელონი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნო. ალენ დელონმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

"ეს არ არის ნამდვილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა. ეს ასე არ ყოფილა. ასევე თქვეს, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას წყალობით ქართულად უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ქართულად არ ვლაპარაკობ", - აღნიშნა ალენ დელონმა.

ფრანგი მსახიობი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ალენ დელონი ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია