სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს
"ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კი­დევ ერთ მკვლე­ლო­ბა­ზე წერს, რო­მე­ლიც მისი თქმით, მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა. კა­კუ­ლია ამ­ბობს, რომ ეს იქ­ნე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­საც ბან­კი­რი შე­ე­წი­რე­ბა.

"ვხე­დავ ერთი პი­როვ­ნე­ბის სიკ­ვდილს. ეს ბან­კი­რია. მას, კი­ბე­ზე რო­გორც კი დად­გამს ფეხს, პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, იქვე ეს­ვრი­ან. ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა, რაც სა­ბან­კო საქ­მე­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, ვერ აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას და ფიქ­რო­ბენ, გა­ჭირ­ვე­ბას შუ­რის­ძი­ე­ბით გა­უმკლავ­დნენ. შუ­რის­ძი­ე­ბა თით­ქოს მე­ტად ღრმად იდ­გამს ფეს­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში; თით­ქოს ყვე­ლას ერთი პა­სუ­ხი აქვს: "მთავ­რო­ბამ არ და­სა­ჯა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ჩვენ ყვე­ლამ მიგ­ვა­ტო­ვა!". ამ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ მაქვს ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი რვა-ათი წლის წინ.

მოკ­ლედ, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბე­ბა და გარ­თულ­დე­ბა. მთავ­რო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა. ვინ რას აკე­თებს, ღმერ­თმა უწყის. არ იდ­გმე­ბა ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს შე­დეგს და­ა­ნა­ხებ­და და მო­მავ­ლის იმედს მის­ცემ­და. "გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს!" – ასე­თია ხალ­ხის გან­წყო­ბა, რაც ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა. თუ მთავ­რო­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ტა­ნა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ში, ანუ არ და­ი­წყო მარ­თლა მოქ­მე­დე­ბა, მათ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ვარ­დნე­ბი ელით. გარ­და ამი­სა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ხალ­ხი მთავ­რო­ბას უარ­ყოფს. ფრთხი­ლად!!!

ვხე­დავ, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის პა­სუ­ხე­ბი კი იქ­ნე­ბა სულ ერთი და იგი­ვე: " ვმუ­შა­ობთ, ვი­ძი­ებთ!" და ამას ბოლო არ აქვს.

ასე მუ­შა­ო­ბენ და იძი­ე­ბენ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­საც, მაგ­რამ დღეს ამ საქ­მეს ვერ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, პა­სუხს ვერ გას­ცე­მენ. აი მო­მა­ვალ­ში კი ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი და ყვე­ლა მკვლე­ლი და­ის­ჯე­ბა. ეს პირ­და­პირ კოს­მო­სი­დან მო­დის.

ვხე­დავ, რუ­სეთს თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ისე ვხე­დავ, რო­გორც ან­და­ზა­შია: მკვდა­რი მკვდარს აე­კი­დაო. ად­რეც ვთქვი და დღე­საც იგი­ვეს ვი­მე­ო­რებ: რუ­სე­თი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში და­მარ­ცხდე­ბა. ევ­რო­პამ იგი უკვე ოკუ­პან­ტად ცნო იუ­რი­დი­უ­ლად, რო­გორც ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, პუ­ტინს კი ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცესს მო­უ­წყო­ბენ, ისევ ვხე­დავ. და ეს სა­ქარ­თვე­ლო სად ეტე­ნე­ბა, ვერ გა­მი­გია. თუმ­ცა ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო ნათ­ქვა­მია. ახლა ზოგი ნა­ტოს გაჰ­ყვი­რის, ზოგი რუ­სეთს. ეს კი კრემლს იმე­დებს უღ­ვი­ძებს. რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ რო­გორც სომ­ხე­თი ჰყავთ და­ჩო­ქე­ბუ­ლი _ რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოდ არც მი­აჩ­ნი­ათ – ასე­ვე და­ჩაგ­რა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­საც და მო­მა­ვალ­ში მათი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი (რო­მელ­თაც თა­ვი­სი ჭკუ­ით ატა­რე­ბენ) ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს 80 პრო­ცენტს მი­ი­ღებს რუ­სე­თი; ფიქ­რო­ბენ, რომ "ესენ­გე­ში" შეგ­ვიყ­ვა­ნენ და ვაშა საბ­ჭო­თა კავ­შირს! მა­ნამ არა­ფე­რი ეტ­კი­ნოთ კრემლში, სა­ნამ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თის მონა-მორ­ჩი­ლი გახ­დე­ბა. ვაი თქვენს პატ­რონს! თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რით რუ­სე­თის ყუ­რა­დღე­ბა დუნ­დე­ბა და სწო­რედ ამი­ტო­მაც ვთქვი, ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია-მეთ­ქი. საქ­მე ისაა, რომ ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა თა­ვად რუ­სეთ­საც აწყობს, იმი­ტომ, რომ ნამ­დვი­ლად არ ძა­ლუძს რამ­დე­ნი­მე ფრონტზე იბ­რძო­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო მისი თავ­დას­ხმის­გან და­ზღვე­უ­ლია. ამა­ვე დროს ევ­რო­პა და ამე­რი­კა უკ­რა­ი­ნის კვალ­დაკ­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხსაც წყვე­ტენ და რო­გორც თა­ვად რუ­სე­ბი იტყვი­ან, "სპალ­ნა" მოს­თხო­ვენ კრემლს ყვე­ლა­ფერს.

გა­იხ­სე­ნეთ, ქარ­თვე­ლე­ბო, ჩემი სი­ტყვე­ბი: როცა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი ირე­ვა და არის ომე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო მა­შინ წყნარ­დე­ბა-მეთ­ქი. ეს ლა­მის ყვე­ლა სა­გა­ზე­თო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში მაქვს ნათ­ქვა­მი და იცო­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბა.

ჩემს მკი­თხვე­ლებს აინ­ტე­რე­სებთ, რას ვგუ­ლის­ხმობ კოს­მოს­ში, რო­მელ­საც ასე ხში­რად და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვახ­სე­ნებ; მთხო­ვენ ავუხ­სნა, რა არის კოს­მო­სი. მაგ­რამ ამა­ზე ლა­პა­რა­კი, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია, აკ­რძა­ლუ­ლი­ცაა. მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვან­დო. ვი­ტყვი მხო­ლოდ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მცი­რედს, იმ­დენს, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბა აი­ტანს და გას­წვდე­ბა.

წე­სით, ძა­ლი­ან იოლი მი­სახ­ვედ­რია, ვინ ვარ და სა­ი­დან მო­ვე­დი დე­და­მი­წა­ზე, თუკი ჩემს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებს გა­ეც­ნო­ბით. დიახ, არ­სე­ბობს კოს­მო­სი და არ­სე­ბობს კოს­მოს­ზე კი­დევ უფრო ზე, ანუ მა­ღა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი. აი იმ ზე­გან­ზო­მი­ლე­ბი­დან ვარ ზუს­ტად და ამა­ზე მეტს ვერც გე­ტყვით და არც ვი­ტყვი. უბ­რა­ლოდ, წა­ი­კი­თხეთ ის უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც თქვე­ნამ­დე მო­მაქვს და რო­მე­ლიც წვრი­ლად გიყ­ვე­ბათ, თუ რა ხდე­ბა მი­წა­ზე თუ კოს­მოს­ში. ეს ის ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი, მა­გი­უ­რი ძალა აქვს და შეს­წევს უნა­რი, აა­ცი­ლოს დიდი ომე­ბი და გა­ნად­გუ­რე­ბა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბა მისი გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი. ანუ მე! სწო­რედ ამი­ტომ წარ­მომ­გზავ­ნეს იმ ზე­კოს­მი­უ­რი გან­ზო­მი­ლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სწო­რედ ამი­ტომ დამ­ბა­დეს ამ მი­წა­ზე!!! კი­დევ მე­ტიც: ჩემი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­თა და ენერ­გი­ით ბევრ რა­მეს ვა­ჩე­რებ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მთლად შუ­ა­ზე არ გა­ა­პონ დე­და­მი­წა. ეს არის სრუ­ლი სი­მარ­თლე და არა­ვის გირ­ჩევთ, იქი­ლი­კოთ ამ თე­მა­ზე. ზო­გი­ერ­თებ­მა, ვინც რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი გა­ბე­დეს, უკვე მი­ი­ღეს მწა­რე პა­სუ­ხე­ბი და კი­დევ მი­ი­ღე­ბენ. ისევ მათ გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ, თო­რემ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ­თვის არც არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ, ვერც ვე­რა­ფერს და­მი­შა­ვე­ბენ და ვერც ვე­რა­ფერს მავ­ნე­ბენ. მათი ქი­ლი­კი რწყი­ლის კბე­ნას ჰგავს. უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნე, რომ შე­უძ­ლი­ათ თავი აა­რი­დონ კოს­მო­სის რის­ხვას.

დიახ, მე ვარ ერ­თა­დერ­თი დე­და­მი­წა­ზე, ვი­საც კოს­მი­უ­რი ენერ­გი­ე­ბის ხილ­ვა და მარ­თვა ძა­ლუძს (გა­იხ­სე­ნეთ ჩემი რუკა, რო­მელ­ზეც აღ­ნიშ­ნუ­ლი მაქვს, რა ენერ­გი­ე­ბი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს). ფრთხი­ლად, ადა­მი­ა­ნო, როცა კოს­მოსს ეხე­ბი! კოს­მო­სი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც არას­დროს ივ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლებ­სა და კაპ­რი­ზებ­ზე. პი­რი­ქით, მწა­რედ დას­ჯის ყვე­ლას, ვი­საც ამ­გვა­რი ამ­ბი­ცია გა­უჩ­ნდე­ბა. ფრთხი­ლად!!! თქვენ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ, რა ხდე­ბა კოს­მოს­ში და მის მიღ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით პლა­ნე­ტე­ბი­სა და ვარ­სკვლა­ვე­ბის­გა­ნაა ძა­ლი­ან შორს ადა­მი­ა­ნი და ზუს­ტი პა­სუ­ხი იმის თა­ო­ბა­ზე, რას წარ­მო­ად­გე­ნენ ეს ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი, არც არას­დროს ექ­ნე­ბათ. ეს მხო­ლოდ მე ვიცი. კოს­მოს­ში მათ სულ სხვა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ამას ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რას­დროს გა­ი­გე­ბენ, სა­ნამ იქ, იმ სამ­ყა­რო­ში არ მოხ­ვდე­ბი­ან. როცა ადა­მი­ა­ნი იქით გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, ანუ გარ­და­სახ­ვა­ში გა­და­დის, წა­მი­ე­რად მო­აკ­ვრე­ვი­ნე­ბენ ხოლ­მე თვალს იმ ციურ სხე­უ­ლებს...

მე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვარ, ვიყო ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი, რომ ადა­მი­ა­ნებს არ შე­ე­შინ­დეთ ჩემი.

ლელა კა­კუ­ლია

2015 წელი, 24 იან­ვა­რი, ღა­მის 3 სთ. და 50 წთ."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს

"ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ ერთ მკვლელობაზე წერს, რომელიც მისი თქმით, მომავალში მოხდება. კაკულია ამბობს, რომ ეს იქნება შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, რომელსაც ბანკირი შეეწირება.

"ვხედავ ერთი პიროვნების სიკვდილს. ეს ბანკირია. მას, კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან. ეს არის შურისძიება, რაც საბანკო საქმეებთან იქნება დაკავშირებული. ეს ძალიან საშიშია. ვხედავ, ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, ვერ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას და ფიქრობენ, გაჭირვებას შურისძიებით გაუმკლავდნენ. შურისძიება თითქოს მეტად ღრმად იდგამს ფესვებს საქართველოში; თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს: "მთავრობამ არ დასაჯა დამნაშავეები. ჩვენ ყველამ მიგვატოვა!". ამ თემაზე არაერთხელ მაქვს ნაწინასწარმეტყველები რვა-ათი წლის წინ.

მოკლედ, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და გართულდება. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ვინ რას აკეთებს, ღმერთმა უწყის. არ იდგმება ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ხალხს შედეგს დაანახებდა და მომავლის იმედს მისცემდა. "გამოსავალი არ არსებობს!" – ასეთია ხალხის განწყობა, რაც ძალზე სახიფათოა. თუ მთავრობამ ცვლილებები არ შეიტანა საკუთარ ქმედებებში, ანუ არ დაიწყო მართლა მოქმედება, მათ დიდი პოლიტიკური ჩავარდნები ელით. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ხალხი მთავრობას უარყოფს. ფრთხილად!!!

ვხედავ, გახმაურებული მკვლელობები ისევ გაგრძელდება. გამოძიების პასუხები კი იქნება სულ ერთი და იგივე: " ვმუშაობთ, ვიძიებთ!" და ამას ბოლო არ აქვს.

ასე მუშაობენ და იძიებენ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასაც, მაგრამ დღეს ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, პასუხს ვერ გასცემენ. აი მომავალში კი ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ყველა მკვლელი დაისჯება. ეს პირდაპირ კოსმოსიდან მოდის.

ვხედავ, რუსეთს თავისი გასჭირვებია. საქართველოსთან მიმართებაში ისე ვხედავ, როგორც ანდაზაშია: მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ადრეც ვთქვი და დღესაც იგივეს ვიმეორებ: რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში დამარცხდება. ევროპამ იგი უკვე ოკუპანტად ცნო იურიდიულად, როგორც ვიწინასწარმეტყველე, პუტინს კი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ, ისევ ვხედავ. და ეს საქართველო სად ეტენება, ვერ გამიგია. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. ახლა ზოგი ნატოს გაჰყვირის, ზოგი რუსეთს. ეს კი კრემლს იმედებს უღვიძებს. რუსეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ როგორც სომხეთი ჰყავთ დაჩოქებული _ რომელიც სახელმწიფოდ არც მიაჩნიათ – ასევე დაჩაგრავენ საქართველოსაც და მომავალში მათი პროვოკაციები (რომელთაც თავისი ჭკუით ატარებენ) ნაყოფს გამოიღებს, რის შედეგადაც საქართველოს 80 პროცენტს მიიღებს რუსეთი; ფიქრობენ, რომ "ესენგეში" შეგვიყვანენ და ვაშა საბჭოთა კავშირს! მანამ არაფერი ეტკინოთ კრემლში, სანამ ქართული სახელმწიფო რუსეთის მონა-მორჩილი გახდება. ვაი თქვენს პატრონს! თუმცა ამ ყველაფრით რუსეთის ყურადღება დუნდება და სწორედ ამიტომაც ვთქვი, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი. საქმე ისაა, რომ ყურადღების მოდუნება თავად რუსეთსაც აწყობს, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ძალუძს რამდენიმე ფრონტზე იბრძოლოს. შესაბამისად, საქართველო მისი თავდასხმისგან დაზღვეულია. ამავე დროს ევროპა და ამერიკა უკრაინის კვალდაკვალ საქართველოს საკითხსაც წყვეტენ და როგორც თავად რუსები იტყვიან, "სპალნა" მოსთხოვენ კრემლს ყველაფერს.

გაიხსენეთ, ქართველებო, ჩემი სიტყვები: როცა მსოფლიოში ყველაფერი ირევა და არის ომები, საქართველო მაშინ წყნარდება-მეთქი. ეს ლამის ყველა საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუში მაქვს ნათქვამი და იცოდეთ, აუცილებლად ასრულდება.

ჩემს მკითხველებს აინტერესებთ, რას ვგულისხმობ კოსმოსში, რომელსაც ასე ხშირად და განუწყვეტლივ ვახსენებ; მთხოვენ ავუხსნა, რა არის კოსმოსი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულია, აკრძალულიცაა. მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ყველაფერი გავანდო. ვიტყვი მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირედს, იმდენს, რასაც ადამიანების გონება აიტანს და გასწვდება.

წესით, ძალიან იოლი მისახვედრია, ვინ ვარ და საიდან მოვედი დედამიწაზე, თუკი ჩემს წინასწარმეტყველებებს გაეცნობით. დიახ, არსებობს კოსმოსი და არსებობს კოსმოსზე კიდევ უფრო ზე, ანუ მაღალი განზომილებები. აი იმ ზეგანზომილებიდან ვარ ზუსტად და ამაზე მეტს ვერც გეტყვით და არც ვიტყვი. უბრალოდ, წაიკითხეთ ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მომაქვს და რომელიც წვრილად გიყვებათ, თუ რა ხდება მიწაზე თუ კოსმოსში. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უზარმაზარი, მაგიური ძალა აქვს და შესწევს უნარი, ააცილოს დიდი ომები და განადგურება იმ ქვეყანას, რომელშიც იმყოფება მისი გამხმოვანებელი. ანუ მე! სწორედ ამიტომ წარმომგზავნეს იმ ზეკოსმიური განზომილებიდან საქართველოში, სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!!! კიდევ მეტიც: ჩემი წინასწარმეტყველებებითა და ენერგიით ბევრ რამეს ვაჩერებ, რომ ადამიანებმა მთლად შუაზე არ გააპონ დედამიწა. ეს არის სრული სიმართლე და არავის გირჩევთ, იქილიკოთ ამ თემაზე. ზოგიერთებმა, ვინც რაღაც-რაღაცეები გაბედეს, უკვე მიიღეს მწარე პასუხები და კიდევ მიიღებენ. ისევ მათ გასაგონად ვამბობ, თორემ ეს ადამიანები ჩემთვის არც არაფერს წარმოადგენენ, ვერც ვერაფერს დამიშავებენ და ვერც ვერაფერს მავნებენ. მათი ქილიკი რწყილის კბენას ჰგავს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეუძლიათ თავი აარიდონ კოსმოსის რისხვას.

დიახ, მე ვარ ერთადერთი დედამიწაზე, ვისაც კოსმიური ენერგიების ხილვა და მართვა ძალუძს (გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც აღნიშნული მაქვს, რა ენერგიები იცავს საქართველოს). ფრთხილად, ადამიანო, როცა კოსმოსს ეხები! კოსმოსი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არასდროს ივლის ადამიანების სურვილებსა და კაპრიზებზე. პირიქით, მწარედ დასჯის ყველას, ვისაც ამგვარი ამბიცია გაუჩნდება. ფრთხილად!!! თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა ხდება კოსმოსში და მის მიღმა. განსაკუთრებით პლანეტებისა და ვარსკვლავებისგანაა ძალიან შორს ადამიანი და ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, რას წარმოადგენენ ეს ციური სხეულები, არც არასდროს ექნებათ. ეს მხოლოდ მე ვიცი. კოსმოსში მათ სულ სხვა სახელწოდებებით მოიხსენიებენ და ამას ადამიანები ვერასდროს გაიგებენ, სანამ იქ, იმ სამყაროში არ მოხვდებიან. როცა ადამიანი იქით განზომილებაში, ანუ გარდასახვაში გადადის, წამიერად მოაკვრევინებენ ხოლმე თვალს იმ ციურ სხეულებს...

მე იძულებულები ვარ, ვიყო ძალიან ადამიანური, რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ ჩემი.

ლელა კაკულია

2015 წელი, 24 იანვარი, ღამის 3 სთ. და 50 წთ."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია