პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"
მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ უგუ­ლა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც მისი კომ­პა­ნია "აჭა­რა­ბე­თი" 80 მი­ლი­ო­ნით და­ჯა­რიმ­და. თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი სკან­და­ლი მალე პერ­სო­ნა­ლურ სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­და, როცა პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა და ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას­გან 75 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ძალ­ვა სცა­დეს [მეტი]. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო თა­მა­ზაშ­ვილ­მა [მეტი], თე­მის შე­სა­ხებ თე­მურ უგუ­ლა­ვას კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია.

თე­მურ უგუ­ლა­ვა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თეო ფე­რა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად, მე­უღ­ლის მსგავ­სად, ბიზ­ნესს ფლობს. ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ცოლი ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტია.

- რო­დის და­ო­ჯახ­დით თქვენ და თე­მურ უგუ­ლა­ვა?

- მე და თე­მუ­რი ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ახ­ლობ­ლობ­დნენ, მე 22 წლის ვი­ყა­ვი, თე­მუ­რი კი 24 წლის როცა დავ­ქორ­წინ­დით. ის ჩემი ძმის მე­გო­ბა­რი იყო, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ თე­მუ­რი ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ლი­დე­რის თვი­სე­ბით და კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბით. ახლა კი გიჟ­დე­ბი­ან ქა­ლე­ბი თე­მუ­რი­ზე და მას მი­ლი­ო­ნე­ბის გამო დას­დე­ვენ, ვხუმ­რობ ( იცი­ნის ), მაგ­რამ მა­შინ ფული არ ჰქონ­და. მე ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი­დან ვარ. ის სიმ­პა­ტი­უ­რი, მა­მა­კა­ცუ­რი, კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო და ამის გამო შე­მიყ­ვარ­და. ვმე­გობ­რობ­დით და მე­სა­მე თვალ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და. ჩვე­ნი მე­გობ­რის დე­დამ თქვა, მგო­ნი აქ რა­ღაც ხდე­ბაო, მაგ­რამ შემ­დეგ ისე წა­ვი­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩვენც მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და და სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ვუ­ტყდით ერ­თმა­ნეთს. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას მი­თხრა, მიყ­ვარ­ხა­რო და მეც იგი­ვე ვუ­პა­სუ­ხე. ეს ისე­თი ძლი­ე­რი გრძნო­ბა იყო, ქორ­წი­ნე­ბით უნდა დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ მა­მა­ჩე­მი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, მე ხან იქ მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა, ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში და თე­მუ­რი კი მე­ლო­დე­ბო­და. სამი წლის თავ­ზე დავ­ქორ­წინ­დით.

- რო­გო­რი ქმა­რი იყო?

- თე­მუ­რი იყო ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი, კარ­გი ოჯა­ხი გვქონ­და, გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. შემ­დეგ შვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა - მისი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი. გა­გი­ჟე­ბუ­ლი მამა იყო. როცა ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­აწ­ვა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, ბიზ­ნეს იდე­ებ­ზე ფიქ­რობ­და.

მისი პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი იყო კა­ზი­ნო "აჭა­რა". კა­ზი­ნო­ში ღა­მით არის მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტი­უ­რად არ მე­ძი­ნა, მისი რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ­დი, რომ მო­დი­ო­და, უნდა დავ­ხვედ­რო­დი. მა­შინ­დე­ლი ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, შემ­დეგ სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ის მუდ­მი­ვად რა­ღა­ცის შექ­მნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, კა­ზი­ნო და ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა ტო­ლე­ბი არი­ან. თე­მუ­რი ხუმ­რობ­და ხოლ­მე იმ დროს: ამ ქვეყ­ნად მხო­ლოდ კა­ზი­ნო, ნუცა და შენ გა­მაჩ­ნი­ხარ­თო. თუმ­ცა ახლა ბევ­რი ბიზ­ნე­სი, ბევ­რი ყო­ფი­ლი ცოლი და ბევ­რი შვი­ლი ჰყავს (იცი­ნის).

- რა­ტომ გა­შორ­დით?

- როცა მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა, შემ­დეგ დავ­შორ­დით. თე­მუ­რი უკვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­ო­ნე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, გავ­ფარ­თოვ­დით, სახ­ლი ვი­ყი­დეთ, მო­აწ­ვა მი­ლი­ო­ნე­ბი, პა­ტა­რა ბიჭს მხო­ლოდ ოჯა­ხი აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მა­შინ და­ი­წყო მის ცხოვ­რე­ბა­ში ქა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ეტყო­ბა, მეც მო­ვა­დუ­ნე ყუ­რა­დღე­ბა, ის ფეხ­ზე მყა­რად იდგა, მე ბავ­შვე­ბის აღ­ზრდით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. კონ­ტრო­ლი დავ­კარ­გე მე თე­მუ­რი­ზე, მან კი სა­კუ­თარ თავ­ზე. ფუ­ფუ­ნე­ბამ, სიმ­დიდ­რემ, მო­ზღვა­ვე­ბულ­მა კონ­კუ­რენ­ცი­ამ იმოქ­მე­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ქა­ლე­ბი ნა­დი­რობ­დნენ მას­ზე. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე სა­სურ­ვე­ლი სა­მიზ­ნეა ქა­ლაქ­ში და დავ­შორ­დით. მან მი­ი­ღო სახ­ლი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია და მით­ქვამს, რომ ქმა­რი წა­მარ­თვეს... ყო­ველ­თვის ჩემს ქმარ­თან მქონ­და პრე­ტენ­ზია, რო­მელ­საც მო­უნ­და წას­ვლა და წა­ვი­და (მაგ­რამ მე რომ ნო­ლი­დან მო­მი­წი­ოს ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, ყვე­ლა საქ­მის გამ­კე­თე­ბე­ლი ვარ, მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თის გარ­და: სხე­უ­ლით ვაჭ­რო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი და სხვი­სი ქმრის მი­ლი­ო­ნე­ბის­კენ ვერ გა­ვი­ხე­დავ­დი). ჩვენს შო­რის რა­ღაც ბზა­რე­ბი რომ არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო, ის არ წა­ვი­დო­და. თვი­თონ მო­უნ­და სხვა ქალი და მეც გა­ვუშ­ვი.

- ცნო­ბი­ლია, რომ მძი­მე და ხან­გრძლი­ვი დეპ­რე­სია გა­და­ი­ტა­ნეთ ოჯა­ხის დან­გრე­ვის გამო, რა და­გეხ­მა­რათ ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში?

- შვი­ლე­ბი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ორი წელი ლო­გინ­ში ვი­წე­ქი, ერთი იყო ის, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, მე­ო­რე ორი შვი­ლით დავ­რჩი მარ­ტო. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კი მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ რაც მოხ­და, ამან დაღი და­მას­ვა. იყო შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ დას­რულ­და. ბევრ ქალს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ეს ტკი­ვი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ და ტრა­გი­კუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე ოჯა­ხის დან­გრე­ვა. ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა აღ­მოვ­ჩნდი და ალ­ბათ ამან გა­და­მა­ტა­ნი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. ორი წლის შემ­დეგ მე თვი­თონ და­ვი­წყე ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ შე­მეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა. წა­ვე­დი ლონ­დონ­ში, ბავ­შვე­ბი წა­ვიყ­ვა­ნე სას­წავ­ლებ­ლად და ის დრო, რო­მე­ლიც დავ­კარ­გე, სწავ­ლის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე. შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ვი­წყე ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა. ქა­ლის­თვის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რთუ­ლია. წა­მო­ვი­წყე ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი, გა­ვა­კე­თეთ კლუ­ბი "Night Office"-ი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი იყო, მაგ­რამ ამა­ზე არ გავ­ჩერ­დი, შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გავ­ხსე­ნი "მი­სო­ნი ჰო­უ­მი", ბრენ­დის შე­მო­ტა­ნა მინ­დო­და, ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, მინ­დო­და რა­ღა­ცე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ ისევ ქლა­ბინგს და­ვუბ­რუნ­დი, ვა­მა­ტებ­დი და ვა­მა­ტებ­დი ბიზ­ნესს ერ­თმა­ნეთს. გა­ვა­კე­თე "Soho Lounge"-ი ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად. კა­ცის­თვის ად­ვი­ლია საქ­მეს მი­უ­ძღვნას თავი, მაგ­რამ ქა­ლის­თვის, მით უმე­ტეს მარ­ტო­ხე­ლა დე­დის­თვის, რთუ­ლია, - ოჯა­ხის­თვი­საც უნდა მო­მევ­ლო და საქ­მის­თვის. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვი­წყებ­დი ბიზ­ნესს. შემ­დეგ გა­ვა­კე­თე აუ­ტიზ­მის სპექტრის ბავ­შვე­ბის ასო­ცი­ა­ცია, ხში­რად დავ­დი­ვარ ლონ­დონ­ში, მინ­დო­და აქაც იგი­ვე პი­რო­ბებ­ში ეცხოვ­რათ და ეს­წავ­ლათ აუ­ტისტს ბავ­შვებს, რო­გორც ლონ­დონ­ში. შევ­თა­ვა­ზე პრო­ექ­ტი ინ­გლი­სე­ლებს და და­ვი­წყე ამის გა­კე­თე­ბა. მა­შინ­დელ მთავ­რო­ბა­საც მო­ე­წო­ნა ეს იდეა, სათ­ვის­ტო­მომ შეგ­ვი­წყო ხელი. ინ­გლი­სე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მოგ­ვყავ­და და ქარ­თველ პე­და­გო­გებს უტარ­დე­ბო­დათ ტრე­ნინ­გე­ბი. იდეა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებს მე ვაგ­ვა­რებ­დი. ახლა პრო­ექ­ტი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. და­ფი­ნან­სე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დე­ბი­დან მო­დი­ო­და.

- ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გეხ­მა­რე­ბო­დათ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა­ში?

- პირ­ველ და მე­ო­რე ბიზ­ნეს­ში თე­მურ­მა ჩა­მი­დო ინ­ვეს­ტი­ცია...

- აქამ­დე რა­ტომ არ ჩნდე­ბო­დით სა­ჯა­როდ?

- სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს ამ თე­მით აფი­ში­რე­ბა, რომ ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ცოლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად ვსა­უბ­რობ ამა­ზე თქვენ­თან. ჩემი მე­უღ­ლე შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. ის არის ჩემი შვი­ლე­ბის მამა, ამ მხრივ გა­მო­ჩე­ნა არას­დროს მიყ­ვარ­და, რო­გორც თეო ფე­რა­ძე ვი­საც და­ვა­ინ­ტე­რე­სე, ყვე­ლა მიც­ნობს. არ მქო­ნია ინ­ტე­რე­სი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შვი­ლებ­ზე და საქ­მე­ზე ვფქ­რობ­დი სულ. ის ტკი­ვი­ლი რომ არ გა­და­მე­ტა­ნა, შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი ქალი და პი­როვ­ნე­ბა არც გავმხდა­რი­ყა­ვი (თუნ­დაც პო­ტენ­ცი­ა­ლი დე­ბუ­ლი­ყო ჩემ­ში ამის), ხში­რად მი­ფიქ­რია ამა­ზე და შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტო­მაც გავ­ხდი ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მე­ში.

- რა­ტომ აღარ გა­თხოვ­დით თე­მურ უგუ­ლა­ვას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ?

- 14 წე­ლია რაც დავ­შორ­დით. რა­ტომ­ღაც ასე მოხ­და...

- თე­მურ უგუ­ლა­ვას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ჭორი და­დის, ამ­ბო­ბენ, რომ ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, სახ­ლე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ანე­ბივ­რებს საყ­ვა­რელ ქა­ლებს, რა რე­აქ­ცია გაქვთ ამ ამ­ბებ­ზე?

- ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვუ­ყუ­რებ, ის შვი­ლებს ყვე­ლა­ფერს უკე­თებს, ვინ ქალს რას გა­უ­კე­თებს, ჩემი საქ­მე აღარ არის. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ყა­ვი მე მის­თვის და ის ჩემ­თვის. ოჯა­ხი გვქონ­და, თან მის მი­ლი­ო­ნებს არ გავ­ყო­ლილ­ვარ ცო­ლად. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტა­რა, სიმ­პა­ტი­უ­რი ბიჭი იყო, როცა შე­მიყ­ვარ­და. სად და­ხარ­ჯავს და ვის და­ა­ხარ­ჯავს, ეს ჩემი საქ­მე აღარ არის.

- ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ?

- 12 წლის როცა გახ­დნენ, სას­წავ­ლებ­ლად გა­ვუშ­ვით ნიუ-იორკში. ახლა 17-ს და 13 წლის არი­ან.

- ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ყო­ფილ ცო­ლებ­თან და შვი­ლებ­თან?

- მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა თე­მუ­რის ყო­ფილ ცო­ლებ­თა­ნაც, ერთ წრე­ში ვტრი­ა­ლებთ, სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო გვყავს. ჩემი გან­სას­ჯე­ლი არ არის არა­ვის ცხოვ­რე­ბა და საქ­ცი­ე­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

ბიზნესმენი თემურ უგულავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი კომპანია "აჭარაბეთი" 80 მილიონით დაჯარიმდა. თუმცა, ფინანსური სკანდალი მალე პერსონალურ სკანდალში გადაიზარდა, როცა პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა და ლექსო თამაზაშვილმა ბიზნესმენ თემურ უგულავასგან 75 მილიონის გამოძალვა სცადეს [მეტი]. აღნიშნული ინფორმაცია უარყო თამაზაშვილმა [მეტი], თემის შესახებ თემურ უგულავას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თემურ უგულავა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა თეო ფერაძესთან, რომელიც ამჟამად, მეუღლის მსგავსად, ბიზნესს ფლობს. ბიზნესმენ თემურ უგულავას პირველი ცოლი ჩვენი რესპოდენტია.

- როდის დაოჯახდით თქვენ და თემურ უგულავა?

- მე და თემური ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი ოჯახები ახლობლობდნენ, მე 22 წლის ვიყავი, თემური კი 24 წლის როცა დავქორწინდით. ის ჩემი ძმის მეგობარი იყო, ნუცუბიძეზე გამორჩეული ბიჭები იყვნენ, მაგრამ თემური ყოველთვის გამორჩეული იყო ლიდერის თვისებით და კრეატიული აზროვნებით. ახლა კი გიჟდებიან ქალები თემურიზე და მას მილიონების გამო დასდევენ, ვხუმრობ ( იცინის ), მაგრამ მაშინ ფული არ ჰქონდა. მე ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ის სიმპატიური, მამაკაცური, კეთილშობილი ბიჭი იყო და ამის გამო შემიყვარდა. ვმეგობრობდით და მესამე თვალმა შეამჩნია, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ჩვენი მეგობრის დედამ თქვა, მგონი აქ რაღაც ხდებაო, მაგრამ შემდეგ ისე წავიდა ურთიერთობა, ჩვენც მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს. ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, მიყვარხარო და მეც იგივე ვუპასუხე. ეს ისეთი ძლიერი გრძნობა იყო, ქორწინებით უნდა დაგვირგვინებულიყო. მაშინ მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა, მე ხან იქ მიწევდა ცხოვრება, ხან საქართველოში და თემური კი მელოდებოდა. სამი წლის თავზე დავქორწინდით.

- როგორი ქმარი იყო?

- თემური იყო ძალიან კარგი ქმარი, კარგი ოჯახი გვქონდა, გვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ შვილი გაგვიჩნდა - მისი ერთადერთი ქალიშვილი. გაგიჟებული მამა იყო. როცა ორსულად ვიყავი, მაშინ განსაკუთრებით მოაწვა ბიზნესის კეთების სურვილი. ღამეებს ათენებდა, ბიზნეს იდეებზე ფიქრობდა.

მისი პირველი ბიზნესი იყო კაზინო "აჭარა". კაზინოში ღამით არის მუშაობა, ფაქტიურად არ მეძინა, მისი რეჟიმით ვცხოვრობდი, რომ მოდიოდა, უნდა დავხვედროდი. მაშინდელი ღამეების თენება, შემდეგ საკუთარ ბიზნესში ძალიან გამომადგა. ის მუდმივად რაღაცის შექმნაზეა ორიენტირებული, კაზინო და ჩვენი ქალიშვილი ნუცა ტოლები არიან. თემური ხუმრობდა ხოლმე იმ დროს: ამ ქვეყნად მხოლოდ კაზინო, ნუცა და შენ გამაჩნიხართო. თუმცა ახლა ბევრი ბიზნესი, ბევრი ყოფილი ცოლი და ბევრი შვილი ჰყავს (იცინის).

- რატომ გაშორდით?

- როცა მეორე შვილი გაჩნდა, შემდეგ დავშორდით. თემური უკვე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი ბიზნესმენი იყო, გავფართოვდით, სახლი ვიყიდეთ, მოაწვა მილიონები, პატარა ბიჭს მხოლოდ ოჯახი აღარ აკმაყოფილებდა და მაშინ დაიწყო მის ცხოვრებაში ქალების გამოჩენა. ეტყობა, მეც მოვადუნე ყურადღება, ის ფეხზე მყარად იდგა, მე ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული. კონტროლი დავკარგე მე თემურიზე, მან კი საკუთარ თავზე. ფუფუნებამ, სიმდიდრემ, მოზღვავებულმა კონკურენციამ იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, ქალები ნადირობდნენ მასზე. სხვათა შორის, დღემდე სასურველი სამიზნეა ქალაქში და დავშორდით. მან მიიღო სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება. არასდროს მიფიქრია და მითქვამს, რომ ქმარი წამართვეს... ყოველთვის ჩემს ქმართან მქონდა პრეტენზია, რომელსაც მოუნდა წასვლა და წავიდა (მაგრამ მე რომ ნოლიდან მომიწიოს ცხოვრების დაწყება, ყველა საქმის გამკეთებელი ვარ, მხოლოდ ერთადერთის გარდა: სხეულით ვაჭრობას ვერ შევძლებდი და სხვისი ქმრის მილიონებისკენ ვერ გავიხედავდი). ჩვენს შორის რაღაც ბზარები რომ არ გაჩენილიყო, ის არ წავიდოდა. თვითონ მოუნდა სხვა ქალი და მეც გავუშვი.

- ცნობილია, რომ მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია გადაიტანეთ ოჯახის დანგრევის გამო, რა დაგეხმარათ ამ სირთულის დაძლევაში?

- შვილები. ძალიან განვიცადე. ორი წელი ლოგინში ვიწექი, ერთი იყო ის, რომ საყვარელი ადამიანი დავკარგე, მეორე ორი შვილით დავრჩი მარტო. მატერიალურად კი მეხმარებოდა, მაგრამ რაც მოხდა, ამან დაღი დამასვა. იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ბევრ ქალს აქვს გადატანილი ეს ტკივილი, ტრადიციული ოჯახის შვილი ვარ და ტრაგიკულად გადავიტანე ოჯახის დანგრევა. ძლიერი პიროვნება აღმოვჩნდი და ალბათ ამან გადამატანინა ყველაფერი. ორი წლის შემდეგ მე თვითონ დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და ახლობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო საკუთარი თავის რეალიზება. წავედი ლონდონში, ბავშვები წავიყვანე სასწავლებლად და ის დრო, რომელიც დავკარგე, სწავლისთვის გამოვიყენე. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე ბიზნესის კეთება. ქალისთვის ბიზნესის კეთება, მით უმეტეს საქართველოში, რთულია. წამოვიწყე ოჯახური ბიზნესი, გავაკეთეთ კლუბი "Night Office"-ი. წარმატებული ბიზნესი იყო, მაგრამ ამაზე არ გავჩერდი, შემდეგ მეგობართან ერთად გავხსენი "მისონი ჰოუმი", ბრენდის შემოტანა მინდოდა, ბევრს ვმოგზაურობდი, მინდოდა რაღაცები საქართველოშიც ყოფილიყო. შემდეგ ისევ ქლაბინგს დავუბრუნდი, ვამატებდი და ვამატებდი ბიზნესს ერთმანეთს. გავაკეთე "Soho Lounge"-ი ბათუმის ბულვარში მეგობრებთან ერთად. კაცისთვის ადვილია საქმეს მიუძღვნას თავი, მაგრამ ქალისთვის, მით უმეტეს მარტოხელა დედისთვის, რთულია, - ოჯახისთვისაც უნდა მომევლო და საქმისთვის. ამიტომაც ყოველთვის პარტნიორებთან ერთად ვიწყებდი ბიზნესს. შემდეგ გავაკეთე აუტიზმის სპექტრის ბავშვების ასოციაცია, ხშირად დავდივარ ლონდონში, მინდოდა აქაც იგივე პირობებში ეცხოვრათ და ესწავლათ აუტისტს ბავშვებს, როგორც ლონდონში. შევთავაზე პროექტი ინგლისელებს და დავიწყე ამის გაკეთება. მაშინდელ მთავრობასაც მოეწონა ეს იდეა, სათვისტომომ შეგვიწყო ხელი. ინგლისელი სპეციალისტები ჩამოგვყავდა და ქართველ პედაგოგებს უტარდებოდათ ტრენინგები. იდეა და ორგანიზაციულ საკითხებს მე ვაგვარებდი. ახლა პროექტი შეჩერებულია. დაფინანსება ბრიტანული ფონდებიდან მოდიოდა.

- ყოფილი მეუღლე გეხმარებოდათ ბიზნესის დაწყებაში?

- პირველ და მეორე ბიზნესში თემურმა ჩამიდო ინვესტიცია...

- აქამდე რატომ არ ჩნდებოდით საჯაროდ?

- საერთოდ, არ მიყვარს ამ თემით აფიშირება, რომ ცნობილი ბიზნესმენის ცოლი ვიყავი. პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან. ჩემი მეუღლე შემდეგ გახდა ცნობილი ბიზნესმენი. ის არის ჩემი შვილების მამა, ამ მხრივ გამოჩენა არასდროს მიყვარდა, როგორც თეო ფერაძე ვისაც დავაინტერესე, ყველა მიცნობს. არ მქონია ინტერესი, პოპულარული ვყოფილიყავი. შვილებზე და საქმეზე ვფქრობდი სულ. ის ტკივილი რომ არ გადამეტანა, შეიძლება ძლიერი ქალი და პიროვნება არც გავმხდარიყავი (თუნდაც პოტენციალი დებულიყო ჩემში ამის), ხშირად მიფიქრია ამაზე და შეიძლება, ამიტომაც გავხდი ასეთი წარმატებული საქმეში.

- რატომ აღარ გათხოვდით თემურ უგულავასთან დაშორების შემდეგ?

- 14 წელია რაც დავშორდით. რატომღაც ასე მოხდა...

- თემურ უგულავას სასიყვარულო ისტორიების შესახებ ბევრი ჭორი დადის, ამბობენ, რომ ის ძვირადღირებული საჩუქრებით, სახლებით, ავტომობილებით ანებივრებს საყვარელ ქალებს, რა რეაქცია გაქვთ ამ ამბებზე?

- ამ ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებ, ის შვილებს ყველაფერს უკეთებს, ვინ ქალს რას გაუკეთებს, ჩემი საქმე აღარ არის. პირველი სიყვარული ვიყავი მე მისთვის და ის ჩემთვის. ოჯახი გვქონდა, თან მის მილიონებს არ გავყოლილვარ ცოლად. ჩვეულებრივი პატარა, სიმპატიური ბიჭი იყო, როცა შემიყვარდა. სად დახარჯავს და ვის დაახარჯავს, ეს ჩემი საქმე აღარ არის.

- ბავშვები საქართველოში ცხოვრობენ?

- 12 წლის როცა გახდნენ, სასწავლებლად გავუშვით ნიუ-იორკში. ახლა 17-ს და 13 წლის არიან.

- ურთიერთობა გაქვთ ყოფილი მეუღლის ყოფილ ცოლებთან და შვილებთან?

- მაქვს ურთიერთობა თემურის ყოფილ ცოლებთანაც, ერთ წრეში ვტრიალებთ, საერთო სამეგობრო გვყავს. ჩემი განსასჯელი არ არის არავის ცხოვრება და საქციელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი