მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს
"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცხრაწ­ლი­ან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე მხატ­ვრულ ფილ­მს იღებს სა­თა­უ­რით "9+1".

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ფილ­მი მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ბით 200 სე­რია. მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზო არხზე GDS-ზე გავა.

რა ტი­პის იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ფილ­მი, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა ესა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო გოგა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "9+1"-ის რე­ჟი­სო­რი თქვენ იქ­ნე­ბით, ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რი არ არის, მაგ­რამ უკვე მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ ვერ გე­ტყვით, რა ტი­პის ფილ­მი იქ­ნე­ბა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უშუ­ა­ლოდ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღე. ბევ­რი მი­ფიქ­რია მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტზე, ახლა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ და რა იქ­ნე­ბა, წი­ნას­წარ ვერ ვი­ტყვი. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში GDS-იც არის ჩარ­თუ­ლი.

- რო­დი­დან და­ი­წყებთ გა­და­ღე­ბას?

- თე­ბერ­ვლი­დან და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. მარ­ტი­ვი პრო­ექ­ტი, მი­თუ­მე­ტეს კინო პრო­ექ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. მე პრო­ფე­სი­ით კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვარ, ეს საქ­მე ვიცი ყვე­ლა­ზე კარ­გად, ამი­ტომ არ მგო­ნია, გა­მი­ჭირ­დეს გა­და­ღე­ბა. ეს თემა კარ­გად ვიცი, სა­კუ­თა­რი მო­ნა­ხა­ზე­ბიც მაქვს, პერ­სო­ნა­ჟებ­საც ვიც­ნობ და სა­ბო­ლო­ოდ თუ გა­და­წყდე­ბა, რომ მე უნდა ვიყო ამის რე­ჟი­სო­რი, ნამ­დვი­ლად არ გა­მი­ჭირ­დე­ბა პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა.

- კი­დევ ვის­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- სხვის შე­სა­ხებ მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.

- დო­კუ­მენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ფილ­მი?

- მხატ­ვრუ­ლი იქ­ნე­ბა, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას გად­მოვ­ცემთ მხატ­ვრუ­ლად.

- რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გყავთ შერ­ჩე­უ­ლი?

- მყავს რამ­დე­ნი­მე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა ჯერ არა­ფერს ვი­ტყვი. ად­რეც მი­ფიქ­რია ამ თე­მა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, ნოყი­ერ ნი­ა­დაგ­ზე მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. რა­ღა­ცე­ბი სულ იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც კავ­შირ­შია ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მი­ნის­ტრო­ბა ჩემი საქ­მე არ არის. ყვე­ლა­ზე კარ­გად ფილ­მის გა­და­ღე­ბა ვიცი, ამის უნა­რიც მაქვს, გა­მოც­დი­ლე­ბაც და პო­ტენ­ცი­ა­ლიც. კარ­გად გა­და­ვი­ღებ ამ ფილ­მს.

- თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­ე­რე­ვა გა­და­ღე­ბებ­ში?

- რას ნიშ­ნავს ჩა­ე­რე­ვა. ეს მი­თე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი იმ ხალ­ხის მო­გო­ნი­ლია, ვინც არას­დროს ყო­ფი­ლა მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის საქ­მეს აკე­თებს. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, მაგ­რამ კი­ნოს მე გა­და­ვი­ღებ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს

"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრულ ფილმს იღებს სათაურით "9+1".

როგორც ივანიშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია. მხატვრული ფილმი ბერა ივანიშვილის სატელევიზო არხზე GDS-ზე გავა.

რა ტიპის იქნება ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი, ამის შესახებ Ambebi.ge-ს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრება.

- ბატონო გოგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "9+1"-ის რეჟისორი თქვენ იქნებით, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, მაგრამ უკვე მივიღე შემოთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტიპის ფილმი იქნება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ, შემოთავაზება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე. ბევრი მიფიქრია მსგავსი ტიპის პროექტზე, ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი. მოლაპარაკებებში GDS-იც არის ჩართული.

- როდიდან დაიწყებთ გადაღებას?

- თებერვლიდან დავიწყებთ მუშაობას. მარტივი პროექტი, მითუმეტეს კინო პროექტი ბუნებაში არ არსებობს. მე პროფესიით კინორეჟისორი ვარ, ეს საქმე ვიცი ყველაზე კარგად, ამიტომ არ მგონია, გამიჭირდეს გადაღება. ეს თემა კარგად ვიცი, საკუთარი მონახაზებიც მაქვს, პერსონაჟებსაც ვიცნობ და საბოლოოდ თუ გადაწყდება, რომ მე უნდა ვიყო ამის რეჟისორი, ნამდვილად არ გამიჭირდება პროექტის გაკეთება.

- კიდევ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

- სხვის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია.

- დოკუმენტური იქნება ფილმი?

- მხატვრული იქნება, დოკუმენტურ მასალას გადმოვცემთ მხატვრულად.

- რომელი მსახიობები გყავთ შერჩეული?

- მყავს რამდენიმე წარმოდგენილი, თუმცა ჯერ არაფერს ვიტყვი. ადრეც მიფიქრია ამ თემაზე ფილმის გადაღებაზე, ნოყიერ ნიადაგზე მივიღე შემოთავაზება. რაღაცები სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კავშირშია ჩემს პროფესიასთან, კონფლიქტების მოგვარება და მინისტრობა ჩემი საქმე არ არის. ყველაზე კარგად ფილმის გადაღება ვიცი, ამის უნარიც მაქვს, გამოცდილებაც და პოტენციალიც. კარგად გადავიღებ ამ ფილმს.

- თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა გადაღებებში?

- რას ნიშნავს ჩაერევა. ეს მითები და პოლიტიკური მაქინაციები იმ ხალხის მოგონილია, ვინც არასდროს ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი. ბიძინა ივანიშვილი თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტის შესახებ, მაგრამ კინოს მე გადავიღებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია