პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი
მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი პატ­რულს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის სა­ხე­ლით "ებ­ლა­ტა­ვე­ბა". ვი­დე­ო­ში არ ჩანს, აჯა­რი­მე­ბენ თუ არა, მაგ­რამ წარ­თმე­უ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბით და მი­სი­ვე ნათ­ქვა­მით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, საკ­მა­ოდ ბევ­რი ჯა­რი­მე­ბი აქვს... Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ვი­დე­ორ­გოლს აფა­სებს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და­ღუპ­ვის დღის და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­და­სა­ფა­რად გა­ა­კე­თეს.

- ხომ აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" რა­ღაც სე­რი­ა­ლი, რომ "90-ია­ნებ­ში ვბრუნ­დე­ბით". ერთი წე­ლია მი­დის ამის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია. ჯერ ჰქონ­დათ "კრი­მი­ნალ­მა მო­ი­მა­ტა", 5 თვის წინ იყო "პატ­რუ­ლი ბლა­ტა­ობს" და ახლა ახა­ლი სე­ზო­ნი ჩა­ეშ­ვა "წარ­მო­ე­ბა­ში" - "პატ­რულს ებ­ლა­ტა­ვე­ბი­ან". ბო­ლოს და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა "90-ია­ნებ­ში ვართ".

რე­ა­ლო­ბა­ში, პატ­რუ­ლი ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს. მეც და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც ვი­ცით, თუ და­ვარ­ღვევთ წე­სებს, ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი გვიშ­ვე­ლის, ვე­რა­ნა­ი­რი "ჩა­წყო­ბა". ამი­ტომ, როცა სა­ქე­ი­ფოდ მივ­დი­ვართ, მან­ქა­ნებს ვტო­ვებთ, ან ვინც სა­ჭეს­თან ჯდე­ბა, ის არ სვამს. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც კარ­გად იფუ­თე­ბა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ჯგუ­ფუ­რად ას­რუ­ლებს თა­ვის გამ­ხმო­ვა­ნებ­ლე­ბით, სოც-ქსე­ლის მუ­შა­კე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბით და "რუს­თა­ვი 2"-ში დად­გმუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი შო­უ­ე­ბით..

სა­ხელ­მწი­ფო პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რი ამას ვერ ერე­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არ უნდა იყოს, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა 24 სა­ა­თი აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ი­შა­ლა, და­ინ­გრა, უა­რე­სო­ბის­კენ მი­დის და 90-ია­ნებ­ში დავ­ბრუნ­დით. ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა და უკვე ისე ლან­ძღავს ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვერ ვხვდე­ბი, რა რე­ი­ტინ­გის ფა­სად უღირთ? ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბი­სათ­ვის, ლან­ძღვა- გი­ნე­ბის მხრივ, პირ­ველ ად­გილ­ზეა "რუს­თა­ვი 2", შემ­დეგ "იმე­დი", პი­როვ­ნუ­ლად ინგა გრი­გო­ლია, შემ­დეგ გა­ბუ­ნია, ხო­ფე­რია და რა­მიშ­ვილ­საც არ აკ­ლე­ბენ უკვე, ამ სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის..

- ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ვი­დე­ოს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბის­თვის სა­პატ­რუ­ლოს უფ­როსს და­ვით ცი­ნა­რი­ძეს ურე­კავს...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ამას, მაგ­რამ არ გა­მი­გია დღეს, ვინ­მე იყოს დამ­ნა­შა­ვე და ადეკ­ვა­ტუ­რად არ და­სა­ჯონ. ოღონდ ისე არა, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს, უდა­ნა­შა­უ­ლოდ რომ იჭერ­დნენ ხალ­ხს. და­ა­შა­ვა - აკა­ვე­ბენ. პო­ლი­ცი­ე­ლი თუ გა­და­ა­მე­ტებს, მის მი­მართ იღე­ბენ შე­სა­ბა­მის ზო­მებს. უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­კა­ვე­ბუ­ლი მე არა­ვინ მი­ნა­ხავს. ხომ გახ­სოვთ თენ­გო ერის­თა­ვის მა­გა­ლი­თი, გა­ირ­კვა და გა­მო­უშ­ვეს, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, "ჩამ­დე­ბე­ბიც" გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან. შეც­დო­მე­ბი არის, ძა­ლი­ან და­იგ­ვი­ა­ნეს ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რა­საც შს მი­ნის­ტრი შე­ე­წი­რა. რაც ხდე­ბა, ეს არის ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, ქმნი­ან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას თით­ქოს ქა­ო­სია.

დიდი ხა­ნია ამას ვაკ­ვირ­დე­ბი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთა­ვა­რი სლო­გა­ნი არის "90 ია­ნე­ბი დაბ­რუნ­და". წი­ნას­წარ შე­ამ­ზა­დე­ბენ თე­მას, სა­დღაც რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მო­ე­წყო­ბა, უც­ბად "გა­დამ­ღე­ბიც " აღ­მოჩ­ნდე­ბა "შემ­თხვე­ვით", კარ­გად შე­ფუ­თა­ვენ და ეწყო­ბა დე­ბა­ტე­ბი, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იწყებს მტკი­ცე­ბას, რომ აქ­ლე­მი არ არის. ამის ტი­რა­ჟი­რე­ბას ახ­დენს "რუს­თა­ვი2" და გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მე­ბიც. ჩემ­თვის სა­წყე­ნია, რომ ასეთ დროს იბ­ნე­ვი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან. ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ვიც­ნობ, მაგ­რამ თავ­ში აზ­რად არ მო­მი­ვა ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის გამო ჯა­რი­მა არ გა­და­ვი­ხა­დო, ან ვინ­მეს­თან დავრე­კო. ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ლექ­სი­კო­ნი ჩემი საქ­მე არ არის, თუ მოს­წონს თვი­თონ არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი ლექ­სი­კით სა­უ­ბა­რი, მისი საქ­მეა. არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს ვი­დეო, მაგ­რამ ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, ვნა­ხე. ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ორი ვი­დეო გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით გავს ერ­თმა­ნეთს. ოღონდ, მე­ო­რე უფრო "დახ­ვე­წი­ლი" და გან­ვრცო­ბი­ლია... პირ­ვე­ლი, ეტყო­ბა "პრა­გო­ნი" იყო. პირ­ველ ვი­დე­ო­ში ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა პატ­რულს, რომ კა­მე­რა ჩარ­თოს და მხო­ლოდ პატ­რუ­ლის დას­ტუ­რის შემ­დეგ, რომ "კა­მე­რა ჩარ­თუ­ლია" , იწყებს ყვი­რილს - "და­თო­ოო". კი­თხვა­ზე, ვინ არის დათო, პა­სუ­ხობს - ცი­ნა­რი­ძე და ჩარ­თულ კა­მე­რას­თან აგ­რძე­ლებს "საქ­მის ჩა­წყო­ბას", და­კონ­კრე­ტე­ბას - "რამ­დენ­ჯერ უნდა გი­თხრან", "რა ვერ და­ი­მახ­სოვ­რეთ ჩემი ნომ­რე­ბი" "ცი­ნა­რი­ძე-ჭან­ტუ­რია", მე­ო­რე ვი­დე­ო­ში ჯან­ყა­რაშ­ვილს გვარს ამა­ტებს. ორი­ვე ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე თვის წინ და სა­ინ­ტე­რე­სოა, ზუს­ტად სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს რა­ტომ აიტ­ვირ­თა?!

- ზურა ჯა­ფა­რი­ძემ გა­ავ­რცე­ლა ეს ვი­დეო...

- მათ ასე იცი­ან. ერთი იტყვის და შემ­დეგ ერ­თხმად იწყე­ბა მა­სი­რე­ბუ­ლი და­ბომბვა. დღეს ყველ­გან ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. გუ­შინ იყო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე, ასე­ვე შსს-მ ჩა­ა­ტა­რა უპ­რე­ცე­დენ­ტო სპეც-ოპე­რა­ცია - ამო­ი­ღეს 6 კგ კო­კა­ი­ნი და ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ეს ვი­დე­ო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს. კარ­გი ბა­ტო­ნო, ნუ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას შსს-ს ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო სპეც-ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ იმ დღეს, როცა მოკ­ლეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი, როცა ასე­თი მძი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სან­დროს მკვლე­ლო­ბით და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, ამ ფონ­ზე, როცა მოკ­ლეს იურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ასე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­შფო­თე­ბის ფონ­ზე გავ­რცელ­და ეს ვი­დე­ო­ე­ბი. ცი­ნი­კუ­რად დაგ­ვაკ­ლეს თავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ის და ირი­ნა ენუ­ქი­ძე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ. 9 თვე ამ­ბობ­დნენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­ჟი­მის დროს და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და მის წი­ნა­აღ­მდეგ გუ­შინ აღ­ძრეს საქ­მე და სწო­რედ ასეთ დღეს და­ი­დო ტუტ­რუ­ცა­ნა გო­გოს ვი­დეო და სლო­გა­ნით "პატ­რულს ჩაგ­რა­ვენ" დიდი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა "რუს­თა­ვი 2"-მა. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ "რუს­თა­ვი 2" ემ­ზა­დე­ბო­და ამ დღის­თვის და იმი­ტომ იდე­ბო­და ეს სე­რი­ა­ლე­ბი "იუ­თუბ­ზე" 2-3 თვის მან­ძილ­ზე. რო­გორც მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა იყო უნი­ჭო­ბა, ესეც ასე­თი იყო და გუ­შინ­დე­ლი დღე ამის ხარ­ჯზე გა­და­ა­გო­რეს. კი­დევ ერთი ვი­დე­ოა ატ­ვირ­თუ­ლი "ატ­ვე­ჩაი ვარ პატ­რულ­თან", წლე­ბის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი ეს ვი­დეო და ახლა აიტ­ვირ­თა. მო­აგ­რო­ვეს ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი და დად­გეს უნი­ჭო სპექ­ტაკ­ლე­ბი. გა­მო­უც­დე­ლი თვა­ლიც კი ხვდე­ბა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლია. უნი­ჭო გვა­რა­მი­ას ნუ ჰგო­ნია, ვინ­მეს მო­ა­ტყუ­ებს.

- თქვე­ნი აზ­რით ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" შე­თან­ხმე­ბით მოქ­მე­დებ­და?

- მე ვფიქ­რობ, რომ კი. აგენ­ტე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან, მეც მქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა იწერ­დნენ სა­უ­ბარს, ასეთ დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­მე­ო­რე­ბი­ნე­ბენ სა­კუ­თარ ნათ­ქვამს, მერე თა­ვად იმე­ო­რე­ბენ, და­მარ­ცვლით და ა.შ.

- პატ­რულ­ზეც იგი­ვეს ფიქ­რობთ?

- ად­ვი­ლად და­სად­გე­ნია ეს. ისიც მე­ნიშ­ნა, პატ­რუ­ლი რომ ეუბ­ნე­ბა მე­ო­რე ვი­დე­ო­ში გად­მომ­ცე­სო, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სხვა პატ­რუ­ლი მი­უშ­ვეს ერთი და იგი­ვე რომ არ მი­სუ­ლი­ყო ამ გო­გოს­თან. პირ­ველ ვი­დე­ო­ში მო­მეჩ­ვე­ნა, რომ პატ­რუ­ლიც შე­თა­მა­შე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლამ იცის, რომ კა­მე­რა ჩარ­თუ­ლია და შემ­დეგ მი­დის ეს სა­უ­ბა­რი. შე­საძ­ლოა პატ­რულ­მა არც იცო­და და ეს გოგო გამ­ზა­დე­ბუ­ლი ტექ­სტით იმე­ო­რებს ცი­ნა­რი­ძე, ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი და ასეთ გვა­რებს, მა­შინ როცა იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწე­რე­ბა. ეს საქ­მე უნდა გა­მო­ი­ძი­ონ. არ ვფიქ­რობ, რომ ამის გამო უნდა გა­დად­გეს და­ვით ცი­ნა­რი­ძე. გენ-ინ­სპექ­ცი­ამ უნდა ჩა­ა­ტა­როს გა­მო­ძი­ე­ბა და და­ად­გი­ნოს. მე არა­ვის ცი­ხე­ში ჩას­მის მომ­ხრე არ ვარ. მაგ­რამ გა­ირ­კვეს, ვი­დეო -ხუ­ლიგ­ნო­ბაა თუ ჯგუ­ფუ­რი აფი­ო­რა და რის­თვის კეთ­დე­ბა, იქ­ნებ ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლია?

გახ­სოვთ, არ­ქი­მან­დრი­ტი ან­თი­მო­ზის საქ­მე, სა­სა­მარ­თლომ ვერ და­ამ­ტკი­ცა, რომ მისი გი­ნე­ბა იყო ჩა­წე­რი­ლი. ამა­ზე კი არ უნდა დას­რულ­დეს გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, უნდა გა­ირ­კვეს ვინ და­ა­ვა­ლა, ვინ და­ა­დო ხმა, და­ა­მონ­ტა­ჟა და გა­ავ­რცე­ლა მა­სა­ლა და რის­თვის. 4-5 საქ­მეს ასე რომ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, სხვა ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს იგი­ვეს გა­კე­თე­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი

მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა გოგონა ეკა ყუშიტაშვილი პატრულს საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის სახელით "ებლატავება". ვიდეოში არ ჩანს, აჯარიმებენ თუ არა, მაგრამ წართმეული მართვის მოწმობით და მისივე ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ბევრი ჯარიმები აქვს... Ambebi.ge-სთან საუბრისას ვიდეორგოლს აფასებს მანჩო გიორგობიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სანდრო გირგვლიანის დაღუპვის დღის და იური ვაზაგაშვილის საქმის გადასაფარად გააკეთეს.

- ხომ აქვს "ნაციონალებს" რაღაც სერიალი, რომ "90-იანებში ვბრუნდებით". ერთი წელია მიდის ამის მიზანმიმართული კამპანია. ჯერ ჰქონდათ "კრიმინალმა მოიმატა", 5 თვის წინ იყო "პატრული ბლატაობს" და ახლა ახალი სეზონი ჩაეშვა "წარმოებაში" - "პატრულს ებლატავებიან". ბოლოს დასასრული იქნება "90-იანებში ვართ".

რეალობაში, პატრული ნორმალურად მუშაობს. მეც და ჩემმა მეგობრებმაც ვიცით, თუ დავარღვევთ წესებს, ვერავინ და ვერაფერი გვიშველის, ვერანაირი "ჩაწყობა". ამიტომ, როცა საქეიფოდ მივდივართ, მანქანებს ვტოვებთ, ან ვინც საჭესთან ჯდება, ის არ სვამს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც კარგად იფუთება და "ნაცმოძრაობა" ჯგუფურად ასრულებს თავის გამხმოვანებლებით, სოც-ქსელის მუშაკებით, საინფორმაციო სააგენტოებით, არასამთავრობოებით და "რუსთავი 2"-ში დადგმული მოდელირებული შოუებით..

სახელმწიფო პიარის სამსახური ამას ვერ ერევა, ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, ტელევიზიების და სხვა საინფორმაციო საშუალებების უმეტესობა 24 საათი აცხადებს, რომ ყველაფერი ჩამოიშალა, დაინგრა, უარესობისკენ მიდის და 90-იანებში დავბრუნდით. ხალხი ყველაფერს ხვდება და უკვე ისე ლანძღავს ჟურნალისტებს, ვერ ვხვდები, რა რეიტინგის ფასად უღირთ? ტყუილების ტირაჟირებისათვის, ლანძღვა- გინების მხრივ, პირველ ადგილზეა "რუსთავი 2", შემდეგ "იმედი", პიროვნულად ინგა გრიგოლია, შემდეგ გაბუნია, ხოფერია და რამიშვილსაც არ აკლებენ უკვე, ამ სპექტაკლებში მონაწილეობისთვის..

- ეკა ყუშიტაშვილის ვიდეოს როგორ შეაფასებთ, რომელიც დახმარებისთვის საპატრულოს უფროსს დავით ცინარიძეს ურეკავს...

- საქართველოში მიჩვეულები ვიყავით ამას, მაგრამ არ გამიგია დღეს, ვინმე იყოს დამნაშავე და ადეკვატურად არ დასაჯონ. ოღონდ ისე არა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, უდანაშაულოდ რომ იჭერდნენ ხალხს. დააშავა - აკავებენ. პოლიციელი თუ გადაამეტებს, მის მიმართ იღებენ შესაბამის ზომებს. უდანაშაულოდ დაკავებული მე არავინ მინახავს. ხომ გახსოვთ თენგო ერისთავის მაგალითი, გაირკვა და გამოუშვეს, რამდენადაც ვიცი, "ჩამდებებიც" გაუშვეს სამსახურიდან. შეცდომები არის, ძალიან დაიგვიანეს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, რასაც შს მინისტრი შეეწირა. რაც ხდება, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ქაოსია.

დიდი ხანია ამას ვაკვირდები. "ნაციონალების" მთავარი სლოგანი არის "90 იანები დაბრუნდა". წინასწარ შეამზადებენ თემას, სადღაც რაღაც პროვოკაციები მოეწყობა, უცბად "გადამღებიც " აღმოჩნდება "შემთხვევით", კარგად შეფუთავენ და ეწყობა დებატები, სადაც ხელისუფლება იწყებს მტკიცებას, რომ აქლემი არ არის. ამის ტირაჟირებას ახდენს "რუსთავი2" და გრიგოლიას გადაცემებიც. ჩემთვის საწყენია, რომ ასეთ დროს იბნევიან ხელისუფლების წარმომადგენლები და თავის მართლების რეჟიმში არიან. ნახევარ საქართველოს ვიცნობ, მაგრამ თავში აზრად არ მომივა ტელეფონზე ლაპარაკის გამო ჯარიმა არ გადავიხადო, ან ვინმესთან დავრეკო. ეკა ყუშიტაშვილის ლექსიკონი ჩემი საქმე არ არის, თუ მოსწონს თვითონ არანორმირებული ლექსიკით საუბარი, მისი საქმეა. არ მაინტერესებდა ეს ვიდეო, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა, ვნახე. ეკა ყუშიტაშვილის ორი ვიდეო გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. ოღონდ, მეორე უფრო "დახვეწილი" და განვრცობილია... პირველი, ეტყობა "პრაგონი" იყო. პირველ ვიდეოში ყუშიტაშვილი ეუბნება პატრულს, რომ კამერა ჩართოს და მხოლოდ პატრულის დასტურის შემდეგ, რომ "კამერა ჩართულია" , იწყებს ყვირილს - "დათოოო". კითხვაზე, ვინ არის დათო, პასუხობს - ცინარიძე და ჩართულ კამერასთან აგრძელებს "საქმის ჩაწყობას", დაკონკრეტებას - "რამდენჯერ უნდა გითხრან", "რა ვერ დაიმახსოვრეთ ჩემი ნომრები" "ცინარიძე-ჭანტურია", მეორე ვიდეოში ჯანყარაშვილს გვარს ამატებს. ორივე ჩანაწერი გაკეთებულია რამდენიმე თვის წინ და საინტერესოა, ზუსტად სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეს რატომ აიტვირთა?!

- ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა ეს ვიდეო...

- მათ ასე იციან. ერთი იტყვის და შემდეგ ერთხმად იწყება მასირებული დაბომბვა. დღეს ყველგან ამაზე ლაპარაკობენ. გუშინ იყო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღე, ასევე შსს-მ ჩაატარა უპრეცედენტო სპეც-ოპერაცია - ამოიღეს 6 კგ კოკაინი და ასეთ მნიშვნელოვან დღეს ეს ვიდეოები გაავრცელეს. კარგი ბატონო, ნუ მივაქცევთ ყურადღებას შსს-ს ამ უპრეცედენტო სპეც-ოპერაციას, მაგრამ იმ დღეს, როცა მოკლეს სანდრო გირგვლიანი, როცა ასეთი მძიმე დღეა საქართველოსთვის, სანდროს მკვლელობით დაიწყო "ნაციონალების" დასასრულის დასაწყისი, ამ ფონზე, როცა მოკლეს იურა ვაზაგაშვილი, ასეთი საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე გავრცელდა ეს ვიდეოები. ცინიკურად დაგვაკლეს თავზე იური ვაზაგაშვილი, ის და ირინა ენუქიძე ჩვენი შვილებისთვის იბრძოდნენ. 9 თვე ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს დაღუპული ბიჭების მკვლელობა დაუკვეთა ადამიანმა, რომელსაც გუშინ წაუყენეს ბრალი და მის წინააღმდეგ გუშინ აღძრეს საქმე და სწორედ ასეთ დღეს დაიდო ტუტრუცანა გოგოს ვიდეო და სლოგანით "პატრულს ჩაგრავენ" დიდი გადაცემა გააკეთა "რუსთავი 2"-მა. ეჭვი არ მეპარება, რომ "რუსთავი 2" ემზადებოდა ამ დღისთვის და იმიტომ იდებოდა ეს სერიალები "იუთუბზე" 2-3 თვის მანძილზე. როგორც მოდელირებული ქრონიკა იყო უნიჭობა, ესეც ასეთი იყო და გუშინდელი დღე ამის ხარჯზე გადააგორეს. კიდევ ერთი ვიდეოა ატვირთული "ატვეჩაი ვარ პატრულთან", წლების წინ არის გადაღებული ეს ვიდეო და ახლა აიტვირთა. მოაგროვეს ასეთი ვიდეოები და დადგეს უნიჭო სპექტაკლები. გამოუცდელი თვალიც კი ხვდება, რომ ეს სპექტაკლია. უნიჭო გვარამიას ნუ ჰგონია, ვინმეს მოატყუებს.

- თქვენი აზრით ეკა ყუშიტაშვილიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებით მოქმედებდა?

- მე ვფიქრობ, რომ კი. აგენტები ასე იქცევიან, მეც მქონია ასეთი შემთხვევა, როცა იწერდნენ საუბარს, ასეთ დროს რამდენჯერმე გამეორებინებენ საკუთარ ნათქვამს, მერე თავად იმეორებენ, დამარცვლით და ა.შ.

- პატრულზეც იგივეს ფიქრობთ?

- ადვილად დასადგენია ეს. ისიც მენიშნა, პატრული რომ ეუბნება მეორე ვიდეოში გადმომცესო, არ არის გამორიცხული სხვა პატრული მიუშვეს ერთი და იგივე რომ არ მისულიყო ამ გოგოსთან. პირველ ვიდეოში მომეჩვენა, რომ პატრულიც შეთამაშებული იყო. ყველამ იცის, რომ კამერა ჩართულია და შემდეგ მიდის ეს საუბარი. შესაძლოა პატრულმა არც იცოდა და ეს გოგო გამზადებული ტექსტით იმეორებს ცინარიძე, ჯანყარაშვილი და ასეთ გვარებს, მაშინ როცა იცის, რომ ყველაფერი იწერება. ეს საქმე უნდა გამოიძიონ. არ ვფიქრობ, რომ ამის გამო უნდა გადადგეს დავით ცინარიძე. გენ-ინსპექციამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს. მე არავის ციხეში ჩასმის მომხრე არ ვარ. მაგრამ გაირკვეს, ვიდეო -ხულიგნობაა თუ ჯგუფური აფიორა და რისთვის კეთდება, იქნებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გეგმის ნაწილია?

გახსოვთ, არქიმანდრიტი ანთიმოზის საქმე, სასამართლომ ვერ დაამტკიცა, რომ მისი გინება იყო ჩაწერილი. ამაზე კი არ უნდა დასრულდეს გამოძიებები, უნდა გაირკვეს ვინ დაავალა, ვინ დაადო ხმა, დაამონტაჟა და გაავრცელა მასალა და რისთვის. 4-5 საქმეს ასე რომ გამოიძიებენ, სხვა ვერავინ გაბედავს იგივეს გაკეთებას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი: თანამედროვე გამოსავალი თანამედროვე ადამიანებისთვის

"ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა" - ეკატერინე ტიკარაძე

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა