სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა
ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი პა­რო­დი­აც გა­მოჩ­ნდა. მას 18 წლის იმი­ტა­ტო­რი - გი­ორ­გი ქის­ტა­უ­რი აკე­თებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის მე­გა­შოუ "X ფაქ­ტო­რი­დან" ახ­სოვს. ამ­ჟა­მად ის ოჯახ­თან ერ­თად ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, გუ­შინ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვი­დეო ენა­ხა, ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის პა­რო­დია იქვე ჩა­ე­წე­რა და სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აეტვირ­თა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით გი­ორ­გის.

- პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლას და­ას­წა­რით ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა. არა­და, მას "კო­მე­დი შოუს" აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს.

- ჰო, ზო­გა­დად ასე ხდე­ბა ხოლ­მე, აქ­ტუ­ა­ლუ­რი რაც არის, ვცდი­ლობ, პირ­ვე­ლი გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ხოლ­მე და ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პა­რო­დია შევ­ქმნა.

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი პირ­ვე­ლად ნა­ხეთ გუ­შინ? იქ­ნებ სხვა დროს სად­მე შეგ­ხვედ­რი­ათ?

- არა, მისი ვი­დეო პირ­ვე­ლად გუ­შინ შემ­ხვდა "ფე­ის­ბუქ­ზე". სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან იუ­მო­რის თვა­ლით არც შე­მი­ხე­დავს.

- აბა, რა იფიქ­რეთ?

- უბ­რა­ლოდ, ვერ მი­ვი­ღე სა­სა­ცი­ლოდ, უფრო შე­მე­ცო­და. ალ­ბათ, სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მამ­დე, დიდი და რთუ­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა და ამი­ტომ...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ეკას ძველ ფო­ტო­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე გუ­შინ­ვე გავ­რცელ­და, აშ­კა­რაა, რომ არ იყო ასე­თი, რო­გო­რიც ახ­ლაა. ერთი უბ­რა­ლო "სოფ­ლე­ლი" (კარ­გი გა­გე­ბით ვამ­ბობ) გო­გო­ნა იყო. ის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ჩანს, "ებ­ნე­ლა" და აშ­კა­რად დე­და­ქა­ლა­ქის­კენ და­იძ­რა. თბი­ლი­სუ­რი სურ­ნე­ლი უფრო მოს­წონს...

- და ასე­თად გარ­და­ი­სა­ხა?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ცდი­ლობს, რამ­დე­ნად გა­მოს­დის, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია, მგო­ნია, რომ ცოტა უჭირს თბი­ლი­სე­ლი გო­გოს რო­ლის მორ­გე­ბა (სი­ცი­ლით ამ­ბობს), მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლია...

- მისი პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა რო­დის გა­და­წყვი­ტეთ და რამ გი­ბიძ­გათ, რომ მის­თვის იუ­მო­რით შე­გე­ხე­დათ?

- დღეს დი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე, ეკას ვი­დეო "ფე­ის­ბუქ­მა" კი­დევ ამო­მიგ­დო და მეც არ და­ვა­ყოვ­ნე, მა­შინ­ვე ჩემი აი­პა­დი ავი­ღე და უც­ბად ვი­დე­ო­პა­რო­დი­ის გა­და­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ერ­თოდ, ვი­დე­ო­ებს არას­დროს არ ვგეგ­მავ წი­ნას­წარ, ესეც ასე მოხ­და.

- და რე­პე­ტიციის გა­რე­შე გა­ა­კე­თეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- კი, პირ­ვე­ლი­ვე ჩა­ნა­წე­რი ავ­ტვირ­თე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე...

- რო­გორ ფიქ­რობთ, რას იტყვის და რას იფიქ­რებს ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, რომ ნახავს?

- არ ვიცი, ალ­ბათ ახლა უკვე თეა წუ­ლუ­კი­ან­თან გა­და­რე­კავს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ეგეც ეცო­დი­ნე­ბა, ვინ არის...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ხუმ­რო­ბით და ალ­ბათ, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დე­ბა.

- აპი­რებთ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი თქვე­ნი პა­რო­დი­ე­ბის ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნოთ, ანუ კი­დევ რომ გა­ა­კე­თოთ ხოლ­მე?

- არც ერთ ჩემს ვი­დე­ო­ზე არ მე­ცი­ნე­ბა, რაც ყვე­ლას უკ­ვირს... რაც შე­ე­ხე­ბა ამ პა­რო­დი­ის გა­მე­ო­რე­ბას, არარ ვა­პი­რებ, - მო­სახ­დე­ნი უკვე მოხ­და...

- ბელ­გი­ა­ში ახლა რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბი?

- აქ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე მინ­და, ვის­წავ­ლო. ვი­დე­ო­პა­რო­დი­ე­ბის გა­და­ღე­ბა 4 წლის წინ და­ვი­წყე. ადრე არა­ვის მოს­წონ­და. ახლა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და სი­ტუ­ა­ცია. მა­გა­ლი­თად, ეკა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­უბ­რის მა­ნე­რა, აზ­როვ­ნე­ბა მო­მე­წო­ნა, რაც მისი პა­რო­დი­ის შექ­მნა­ში და­მეხ­მა­რა.

სა­ერ­თოდ, ვინ­მეს პა­რო­დია რომ შევ­ქმნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მი­მი­კა უნდა მო­დი­ო­დეს პერ­სო­ნა­ჟის­გან, უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი და სა­უბ­რის მა­ნე­რა უნდა ჰქონ­დეს.

- "რუს­თა­ვი 2"-ის კო­მე­დი­ან­ტებ­თან არ გიც­დია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- რა­ტომ­ღაც თვალს მა­რი­დე­ბენ (სი­ცი­ლით ამ­ბობს), არ ვიცი, რა­ტომ. პირ­და­პირ ჩე­მით ვერ მი­ვალ, არც კას­ტინ­გი გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ.

- ე.ი ახლა ბელ­გი­ა­ში ემ­ზა­დე­ბი იმის­თვის, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე გა­აგ­რძე­ლო სწავ­ლა?

- ჯერ აქა­უ­რო­ბას ვეჩ­ვე­ვი. რა­ღაც კას­ტინ­გებ­ზე ვაგ­ზავ­ნი ჩემს მო­ნა­ცე­მებს. ბელ­გი­ა­ში აქამ­დეც ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი. სულ პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლას სცოდ­ნო­და. ეს უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ახლა როცა გა­ვი­ზარ­დე და ამ­ბი­ცი­ე­ბიც მო­მე­მა­ტა, - მინ­და, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვიყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის პა­რო­დია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა

ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა

სოციალურ ქსელში ეკა ყუშიტაშვილის პირველი პაროდიაც გამოჩნდა. მას 18 წლის იმიტატორი - გიორგი ქისტაური აკეთებს. საზოგადოებას ის მეგაშოუ "X ფაქტორიდან" ახსოვს. ამჟამად ის ოჯახთან ერთად ბელგიაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია, გუშინ ყველაზე გახმაურებული ვიდეო ენახა, ეკა ყუშიტაშვილის პაროდია იქვე ჩაეწერა და საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე აეტვირთა. ჩვენ დავუკავშირდით გიორგის.

- პრაქტიკულად, ყველას დაასწარით ეკა ყუშიტაშვილის პაროდიის გაკეთება. არადა, მას "კომედი შოუს" აუცილებლად შემოგვთავაზებს.

- ჰო, ზოგადად ასე ხდება ხოლმე, აქტუალური რაც არის, ვცდილობ, პირველი გამოვეხმაურო ხოლმე და ამა თუ იმ ადამიანის პაროდია შევქმნა.

- ეს ქალბატონი პირველად ნახეთ გუშინ? იქნებ სხვა დროს სადმე შეგხვედრიათ?

- არა, მისი ვიდეო პირველად გუშინ შემხვდა "ფეისბუქზე". სიმართლე გითხრათ, თავიდან იუმორის თვალით არც შემიხედავს.

- აბა, რა იფიქრეთ?

- უბრალოდ, ვერ მივიღე სასაცილოდ, უფრო შემეცოდა. ალბათ, საჭესთან დაჯდომამდე, დიდი და რთული გზა გამოიარა და ამიტომ...

- რას გულისხმობთ?

- ეკას ძველ ფოტოებს თუ გადავხედავთ, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე გუშინვე გავრცელდა, აშკარაა, რომ არ იყო ასეთი, როგორიც ახლაა. ერთი უბრალო "სოფლელი" (კარგი გაგებით ვამბობ) გოგონა იყო. ის ცხოვრება, როგორც ჩანს, "ებნელა" და აშკარად დედაქალაქისკენ დაიძრა. თბილისური სურნელი უფრო მოსწონს...

- და ასეთად გარდაისახა?

- ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რამდენად გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია, მგონია, რომ ცოტა უჭირს თბილისელი გოგოს როლის მორგება (სიცილით ამბობს), მაგრამ საყვარელია...

- მისი პაროდიის გაკეთება როდის გადაწყვიტეთ და რამ გიბიძგათ, რომ მისთვის იუმორით შეგეხედათ?

- დღეს დილით გავიღვიძე, ეკას ვიდეო "ფეისბუქმა" კიდევ ამომიგდო და მეც არ დავაყოვნე, მაშინვე ჩემი აიპადი ავიღე და უცბად ვიდეოპაროდიის გადაღება გადავწყვიტე. საერთოდ, ვიდეოებს არასდროს არ ვგეგმავ წინასწარ, ესეც ასე მოხდა.

- და რეპეტიციის გარეშე გააკეთეთ ეს ყველაფერი?

- კი, პირველივე ჩანაწერი ავტვირთე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე...

- როგორ ფიქრობთ, რას იტყვის და რას იფიქრებს ეკა ყუშიტაშვილი, რომ ნახავს?

- არ ვიცი, ალბათ ახლა უკვე თეა წულუკიანთან გადარეკავს (სიცილით ამბობს). ეგეც ეცოდინება, ვინ არის...

ეს ყველაფერი ხუმრობით და ალბათ, ძალიან გაბრაზდება.

- აპირებთ, რომ ეს ქალბატონი თქვენი პაროდიების ნუსხაში შეიტანოთ, ანუ კიდევ რომ გააკეთოთ ხოლმე?

- არც ერთ ჩემს ვიდეოზე არ მეცინება, რაც ყველას უკვირს... რაც შეეხება ამ პაროდიის გამეორებას, არარ ვაპირებ, - მოსახდენი უკვე მოხდა...

- ბელგიაში ახლა რატომ იმყოფები?

- აქ სამსახიობოზე მინდა, ვისწავლო. ვიდეოპაროდიების გადაღება 4 წლის წინ დავიწყე. ადრე არავის მოსწონდა. ახლა შედარებით გაუმჯობესდა სიტუაცია. მაგალითად, ეკაში ყველაზე მეტად საუბრის მანერა, აზროვნება მომეწონა, რაც მისი პაროდიის შექმნაში დამეხმარა.

საერთოდ, ვინმეს პაროდია რომ შევქმნა, რაც შეიძლება მეტი მიმიკა უნდა მოდიოდეს პერსონაჟისგან, უცნაური ქცევები და საუბრის მანერა უნდა ჰქონდეს.

- "რუსთავი 2"-ის კომედიანტებთან არ გიცდია თანამშრომლობა?

- რატომღაც თვალს მარიდებენ (სიცილით ამბობს), არ ვიცი, რატომ. პირდაპირ ჩემით ვერ მივალ, არც კასტინგი გამოუცხადებიათ.

- ე.ი ახლა ბელგიაში ემზადები იმისთვის, რომ სამსახიობოზე გააგრძელო სწავლა?

- ჯერ აქაურობას ვეჩვევი. რაღაც კასტინგებზე ვაგზავნი ჩემს მონაცემებს. ბელგიაში აქამდეც ვცხოვრობდი, მაგრამ მაშინ 13 წლის ვიყავი.  სულ პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, საქართველოში ჩემ შესახებ ყველას სცოდნოდა. ეს უკვე განვახორციელე. ახლა როცა გავიზარდე და ამბიციებიც მომემატა, - მინდა, მსოფლიოს მასშტაბით ვიყო კარგი მსახიობი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ეკა ყუშიტაშვილის პაროდია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია