პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს
შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვი­დე­ო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ერთ-ერთი პირი ცდი­ლობს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა არ გა­მო­ა­წე­რი­ნოს.

რო­გორც პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ­ჯე­რად ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რია შსს სტრუქ­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

"ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც ბე­რი­კაშ­ვი­ლი ზის, პატ­რუ­ლი აჩე­რებს. პირი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნას მარ­თავ­და, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც თა­ვად ბე­რი­კაშ­ვი­ლი. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, მას შემ­დეგ, რაც პატ­რულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ბე­რი­კაშ­ვი­ლი გად­მო­ვი­და და სცა­და პატ­რუ­ლის­თვის აეხ­სნა, რომ ის ჩი­ნით პოლ­კოვ­ნი­კია, რის გა­მოც უნდა გა­უშ­ვან. მას შემ­დეგ, რაც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­წყვეტს, რომ მა­ინც და­ა­ჯა­რი­მოს, ბე­რი­კაშ­ვი­ლი იღებს ია­რაღს. უკვე ამის მერე პატ­რუ­ლი მას აკა­ვებს და გა­დაჰ­ყავს სამ­მარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბორ­ჯომ­ში მოხ­და.

"ამ ამ­ბის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და - პატ­რუ­ლის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი ლომ­სა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იგი აი­ძუ­ლეს, წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­ე­წე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ადა­მი­ანს, ზუ­რაბ ბე­რი­კაშ­ვი­ლი და­ა­წი­ნა­უ­რეს და დღეს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა. ამ პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ გე­ტყვით, რომ ის ად­რეც მუ­შა­ობ­და შსს-ში, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რო­ბის დროს სტრუქ­ტუ­რი­დან გა­უშ­ვეს სწო­რედ იმის გამო, რომ მსგვა­სი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ის სტრუქ­ტუ­რა­ში და­აბ­რუ­ნეს", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შე­ფა­სე­ბით, ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ის ნგრე­ვა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ადას­ტუ­რებს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნგრე­ვა, მათ შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტის - პო­ლი­ცი­ის, რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია. დაბ­რუნ­და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი პრაქ­ტი­კა, როცა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ან მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყე­ნებ­დნენ პი­რად კავ­ში­რებს, რომ თავი აე­რი­დე­ბი­ნათ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო სას­ჯე­ლის­გან. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რო­გორც დღეს, ისე გუ­შინ გავ­რცე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და პო­ლი­ცი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნას", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს

შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჯერად ინციდენტში მონაწილე პირია შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი.

"ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა.

"ამ ამბის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - პატრულის ერთ-ერთ თანამშრომელი გიორგი ლომსაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აიძულეს, წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. რაც შეეხება ამ ადამიანს, ზურაბ ბერიკაშვილი დააწინაურეს და დღეს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ამ პიროვნების შესახებ გეტყვით, რომ ის ადრეც მუშაობდა შსს-ში, მაგრამ ნაციონალური მოძარობის დროს სტრუქტურიდან გაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ მსგვასი საქციელი ჩაიდინა. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სტრუქტურაში დააბრუნეს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

"ნაციონალების" შეფასებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული ვიდეომასალები მიუთითებს, რომ მიმდინარეობს ინსტიტუტების, მათ შორის პოლიციის ნგრევა.

"ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ინსტიტუტების ნგრევა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - პოლიციის, რაც ყველაზე ცუდია. დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა, როცა მაღალჩინოსნები ან მათთან დაკავშირებული პირები იყენებდნენ პირად კავშირებს, რომ თავი აერიდებინათ ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელისგან. ჩვენ მოვითხოვთ, როგორც დღეს, ისე გუშინ გავრცებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას და პოლიციის გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია