Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ქართველი გმირი: ემოციური სამადლობელი წერილი გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს უკრაინელი ჟურნალისტისგან
უკრაინის ქართველი გმირი: ემოციური სამადლობელი წერილი გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს უკრაინელი ჟურნალისტისგან

93-ე ბრი­გა­დის მებ­რძო­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­სუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ო­მა­რი თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვის დროს გმი­რუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" "ცენ­ზორ ნე­ტის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი იური ბუ­ტუსო­ვი წერს.

"იც­ნობ­დეთ! 17 იან­ვარს დო­ნეც­კის აე­რო­პორტთან არ­სე­ბულ მო­ნას­ტერ­თან ეს სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იბ­რძო­და, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი. თა­მა­ზი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ო­მა­რი იყო. ის იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოსეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ომში 2004 წელს, 2008 წელს რუ­სე­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აგ­რე­სი­ა­ში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­სი­ებ­ში, ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში. გა­სულ წელს თა­მა­ზი მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყოფ­ში. მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბი შე­მო­იჭრ­ნენ, თა­მა­ზი სამ­სა­ხუ­რი­დან და­ე­თხო­ვა და ჩვენ და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ის იყო ქარ­თუ­ლი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ლე­ი­ტე­ნან­ტი, ჰქონ­და მშვე­ნი­ე­რი კა­რი­ე­რა, კო­ლექ­ტი­ვი, რო­მელ­შიც პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და, უკ­რა­ი­ნელ გე­ნე­რალ­ზე მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ყავ­და ოჯა­ხი, ორი სა­ო­ცა­რი შვი­ლი.

თუმ­ცა ამ ნამ­დვილ­მა მა­მა­კაც­მა მი­ა­ტო­ვა კა­რი­ე­რა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ე­წე­რა უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ა­ში. თა­მა­ზის, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია მისი მე­გობ­რე­ბის­თვის. თა­ვი­სი ქვეყ­ნის თავ­და­დე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ებ­რძო­ლა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. თა­მა­ზი ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო, ვინც შე­ტა­კე­ბის დროს და­ნა­ყოფს წინ მი­უ­ძღო­და. ბრძო­ლა 5 სა­ათს გაგ­რძელ­და. მო­რი­გი შე­ტე­ვის დროს თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი გმი­რუ­ლად და­ე­ცა. თა­მაზ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა ორი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, 20-ზე მეტ­მა კი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო. დაჭ­რილ­თა შო­რის კი­დევ სამი ქარ­თვე­ლია. მათ ჩვენს გამო გა­წი­რეს თავი.

თა­მაზ, ვიცი, რომ ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცი იყა­ვი და იცო­დი, რომ ომში სიკ­ვდი­ლი პრო­ფე­სი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მაგ­რამ არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც მად­ლო­ბას გა­და­გიხ­დი იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ომი და ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­დე ისე­ვე მწვა­ვედ, რო­გორც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის. მად­ლო­ბა იმ პა­ტი­ვის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნას მე­ო­რე სამ­შობ­ლო უწო­დე. შენი გმი­რო­ბა უმაღ­ლეს ჯილ­დოს იმ­სა­ხუ­რებს. ჩვენ არ და­გი­ვი­წყებთ შენ და შენს ოჯახს. ხსოვ­ნა იყოს ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი უკ­რა­ი­ნის ქარ­თვე­ლი გმი­რის," - წერს ბუ­ტუსო­ვი.

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი წუ­ხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მიც­ვა­ლე­ბულს პა­ტი­ვი მი­ა­გეს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა. აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­სი­ლი ცი­ბენ­კო, სამ­ხედ­რო ატა­შე სერ­გეი კუნ­დი­უ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი და­ვით კე­რე­სე­ლი­ძე.

აე­რო­პორ­ტის გა­მო­სას­ვლელ­ში ცხე­დარს დაშ­ვე­ბუ­ლი დრო­შე­ბით პა­ტი­ვი მი­ა­გეს "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. იქ ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი, მათ შო­რის ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, კობა ხა­ბა­ზი, სერ­გო რა­ტი­ა­ნი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, გივი თარ­გა­მა­ძე. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა, ამი­რან ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წა­ვი­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რო­დის დაკ­რძა­ლა­ვენ თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვილს. ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კვი­რას, 25 იან­ვარს მას 37 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ნა­თე­სა­ვებს არ სურთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე დაკ­რძა­ლონ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი ხა­შურ­ში, სო­ფელ ცხრა­მუ­ხა­ში შა­ბათს დაკ­რძა­ლონ.

იხი­ლეთ თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის კად­რე­ბი

უკრაინის ქართველი გმირი: ემოციური სამადლობელი წერილი გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს უკრაინელი ჟურნალისტისგან

უკრაინის ქართველი გმირი: ემოციური სამადლობელი წერილი გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს უკრაინელი ჟურნალისტისგან

93-ე ბრიგადის მებრძოლი, საქართველოდან ნებაყოფლობით წასული პროფესიონალი მეომარი თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის დროს გმირულად გარდაიცვალა.

ამის შესახებ "ფეისბუქზე" "ცენზორ ნეტის" მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი წერს.

"იცნობდეთ! 17 იანვარს დონეცკის აეროპორტთან არსებულ მონასტერთან ეს საოცარი ადამიანი იბრძოდა, თამაზ სუხიაშვილი. თამაზი პროფესიონალი მეომარი იყო. ის იღებდა მონაწილეობას ოსეთში მიმდინარე ომში 2004 წელს, 2008 წელს რუსეთის განხორციელებულ აგრესიაში, მონაწილეობდა მისიებში, ერაყსა და ავღანეთში. გასულ წელს თამაზი მსახურობდა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებული დანიშნულების დანაყოფში. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსები შემოიჭრნენ, თამაზი სამსახურიდან დაეთხოვა და ჩვენ დასახმარებლად ჩამოვიდა. ის იყო ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ლეიტენანტი, ჰქონდა მშვენიერი კარიერა, კოლექტივი, რომელშიც პატივისცემით სარგებლობდა, უკრაინელ გენერალზე მაღალი ანაზღაურება, ყავდა ოჯახი, ორი საოცარი შვილი.

თუმცა ამ ნამდვილმა მამაკაცმა მიატოვა კარიერა და ნებაყოფლობით ჩაეწერა უკრაინულ არმიაში. თამაზის, როგორც პროფესიონალი მებრძოლის, გამოცდილება ფასდაუდებელია მისი მეგობრებისთვის. თავისი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფლებისთვის ებრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თამაზი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც შეტაკების დროს დანაყოფს წინ მიუძღოდა. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. მორიგი შეტევის დროს თამაზ სუხიაშვილი გმირულად დაეცა. თამაზთან ერთად გარდაიცვალა ორი უკრაინელი ჯარისკაცი, 20-ზე მეტმა კი ჭრილობა მიიღო. დაჭრილთა შორის კიდევ სამი ქართველია. მათ ჩვენს გამო გაწირეს თავი.

თამაზ, ვიცი, რომ ნამდვილი ჯარისკაცი იყავი და იცოდი, რომ ომში სიკვდილი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც მადლობას გადაგიხდი იმისთვის, რომ ჩვენი ომი და ტკივილი განიცადე ისევე მწვავედ, როგორც საკუთარი ქვეყნის. მადლობა იმ პატივისთვის, რომ უკრაინას მეორე სამშობლო უწოდე. შენი გმირობა უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს. ჩვენ არ დაგივიწყებთ შენ და შენს ოჯახს. ხსოვნა იყოს ჩვენი ძვირფასი უკრაინის ქართველი გმირის," - წერს ბუტუსოვი.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა, ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაკრძალავენ თამაზ სუხიაშვილს. ახლობლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 იანვარს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ნათესავებს არ სურთ, რომ გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალონ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თამაზ სუხიაშვილი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.

იხილეთ თამაზ სუხიაშვილის სამშობლოში ჩამოსვენების კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია