პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში
ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი უკ­რა­ი­ნა­ში? ეს კი­თხვა ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელს აწუ­ხებს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი არ აპი­რებს შე­ა­ჩე­როს სა­კუ­თა­რი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ყი­რი­მის ანექ­სი­ით, რუ­სეთ­მა გა­ნაგ­რძო ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი ანექ­სია დონ­ბა­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი "დო­ნეც­კის და "ლუ­განსკის" რეს­პუბ­ლი­კე­ბი რუსი ბო­ე­ვი­კე­ბის, დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­რუ­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბის თავ­შეყ­რის ცენ­ტრად იქცა.

გა­მო­ცე­მა The Guardian-ის სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ავ­ტო­რი დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა არ არის მხო­ლოდ პა­ტა­რა უთან­ხმო­ე­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­ამ­ბო­ხე­ებ­სა და უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის გა­მო­უც­დელ ბა­ტა­ლი­ონს შო­რის. იგი გვიჩ­ვე­ნებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გათ­ვლებს, რო­მე­ლიც კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კას და იმა­ვე დროს ახ­შობს გან­სხვა­ვე­ბულ აზრს რუ­სეთ­ში.

"უნდა გქონ­დეს გა­დახ­რი­ლი გო­ნე­ბა, იყო შეშ­ლი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებ­ზე ან რუ­სე­თის მხრი­დან ტვი­ნის გა­მო­რე­ცხვის მსხვერ­პლი იყო, რომ უარ­ყო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის "რეს­პუბ­ლი­კე­ბის" სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტი", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი უკ­რა­ი­ნა­ში? ეს კი­თხვა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რს აწუ­ხებს, თუმ­ცა, ცხა­დია, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა შვი­ლე­ბი, ძმე­ბი, ქმრე­ბი თუ ახ­ლობ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­შია ჩარ­თუ­ლი. ასე­თე­ბის რი­ცხვი კი არც ისე მცი­რეა და მათი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 300-მდეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თველ მებ­რძოლ­თა შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ამა თუ იმ სე­პა­რა­ტის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში იბ­რძვი­ან. მათ შო­რის იყო შალ­ვა ბუ­ხა­ი­ძე, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან, 8 იან­ვარს და­ი­ღუ­პა. ის თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი იყო.

შე­ი­რა­ღე­ბულ მოქ­მე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძვის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი", რო­მელ­საც მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" უკ­რა­ი­ნა­ში ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იბ­რძვის და ამას მის გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მოკ­ლედ, ვინც ვერ გა­ი­გო, კი­დევ ერთხელ დავ­წერ: მე და ჩემს ბი­ჭებს არა­ვინ არა­ფერს გვიხ­დის, არ გა­და­უხ­დია და არც გა­დაგ­ვიხ­დის! ვინც ფუ­ლის სა­შოვ­ნად აპი­რებთ წა­მოს­ვლას, მე ნუ მწერთ და მი­რე­კავთ! და­ი­მახ­სოვ­რეთ, ვინც ფულს იღებს და ან­გა­რე­ბით ჩა­მო­დის, თუ ჩა­მო­ვი­და აქ, უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა! ვერ იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო არ სტკი­ვა! ვი­საც აქ ოდეს­მე თან­ხა (ანა­ზღა­რუ­რე­ბა) აქვს აღე­ბუ­ლი იმა­ში, რა­საც აკე­თებს (წვრთნის ვინ­მეს, თუ ტყვი­ას ის­ვრის), ჩემ­თვის და ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია! ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ვიბ­რძვით!", - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის კონ­კრე­ტულ გვა­რებს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით მა­ყიშ­ვი­ლი და გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თულ მებ­რძოლ­თა შო­რის ისე­თი ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც იქ სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ჩა­სუ­ლან, ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ­თა შო­რის პირ­ვე­ლი და­ნა­კარ­გი 31 წლის ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, უკა­ნას­კნე­ლი კი თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დო­ნეცკ­თან ბრძო­ლე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად შე­ტა­კე­ბე­ბი­სას სამი ქარ­თვე­ლი და­იჭ­რა, რომ­ლე­ბიც სუ­ხი­აშ­ვი­ლის მსგავ­სად, უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ ბა­ტა­ლი­ონ­ში იბ­რძოდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მსხვერ­პლს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 2014 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს 4 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, რა­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რი­ში მოწ­მობს.

რუ­სეთ­მა ამ დრომ­დე არ შე­ას­რუ­ლა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღო. მან არ გა­იყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ჯა­რე­ბი სა­ზღვრი­დან და არ და­თან­ხმდა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას კონ­ფლიქ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბით და ამ "გან­ძის­გან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, რაც და­სავ­ლე­თის­თვის გახ­დე­ბო­და სიგ­ნა­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბლო­კა­დის მოხ­სნის­თვის. ჯა­რის გა­მოყ­ვა­ნით რუ­სეთს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ეს "გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ომი". თუმ­ცა, ნა­თე­ლია, რომ პუ­ტი­ნი ამის წი­ნა­აღ­მდე­გია. ერ­თა­დერ­თი, რაც მას აღელ­ვებს, ეს არის რე­ი­ტინ­გი", - აღ­ნიშ­ნავს რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ო­ნიდ რას­დზი­ხოვ­სკი. პო­ლი­ტო­ლო­გი თვლის, რომ უკ­რა­ი­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი რუ­სეთს კრა­ხამ­დე მი­იყ­ვანს.

"პუ­ტინს სურს და­ამ­ტკი­ცოს, რომ მხო­ლოდ ის წყვეტს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის სა­კითხს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­გო­რია მის მი­მართ და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ომი­სა და მშვი­დო­ბის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა სა­ჭი­როა მხო­ლოდ მას­თან. რაც უფრო მე­ტად მო­იმ­წყვდე­ვენ პუ­ტინს კუ­თხე­ში, მით უფრო აქ­ტი­უ­რად შე­ეც­დე­ბა იგი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას და უკა­ი­ნელ ლი­დე­რებ­თან კომ­პრო­მა­ტე­ბის ომს", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი სტა­ნის­ლავ ბელ­კოვ­სკი.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა ყველა უკრაინელს აწუხებს, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი პუტინი არ აპირებს შეაჩეროს საკუთარი აგრესიული ქმედებები. ყირიმის ანექსიით, რუსეთმა განაგრძო ანტიუკრაინული ანექსია დონბასის ტერიტორიაზე, ხოლო თვითაღიარებული "დონეცკის და "ლუგანსკის" რესპუბლიკები რუსი ბოევიკების, დივერსიული ჯგუფებისა და ადგილობრივი პრორუსი აქტივისტების თავშეყრის ცენტრად იქცა.

გამოცემა The Guardian-ის სტატიაში, სადაც ავტორი დონბასში მიმდინარე სიტუაციას განიხილავს, აღნიშნულია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება არ არის მხოლოდ პატარა უთანხმოება ადგილობრივ მეამბოხეებსა და უკრაინული არმიის გამოუცდელ ბატალიონს შორის. იგი გვიჩვენებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გათვლებს, რომელიც კვლავაც აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმავე დროს ახშობს განსხვავებულ აზრს რუსეთში.

"უნდა გქონდეს გადახრილი გონება, იყო შეშლილი შეთქმულების თეორიებზე ან რუსეთის მხრიდან ტვინის გამორეცხვის მსხვერპლი იყო, რომ უარყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების" სეპარატისტების მხარდაჭერის ფაქტი", - წერს სტატიის ავტორი.

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა დღეს საქართველოშიც ბევრს აწუხებს, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, ძმები, ქმრები თუ ახლობლები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საომარ მოქმედებებშია ჩართული. ასეთების რიცხვი კი არც ისე მცირეა და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით, 300-მდეა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ამა თუ  იმ სეპარატისტულ დაჯგუფებაში იბრძვიან. მათ შორის იყო შალვა ბუხაიძე, რომელიც სულ ახლახან, 8 იანვარს დაიღუპა. ის თერჯოლის რაიონის მკვიდრი იყო.

შეირაღებულ მოქმედებებში უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად იბრძვის "ქართული ლეგიონი", რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. მამუკა მამულაშვილისთვის შეურაცხმყოფელია მოსაზრება, რომ "ქართული ლეგიონი" უკრაინაში ფინანსური ინტერესებისთვის იბრძვის და ამას მის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მოკლედ, ვინც ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ დავწერ: მე და ჩემს ბიჭებს არავინ არაფერს გვიხდის, არ გადაუხდია და არც გადაგვიხდის! ვინც ფულის საშოვნად აპირებთ წამოსვლას, მე ნუ მწერთ და მირეკავთ! დაიმახსოვრეთ, ვინც ფულს იღებს და ანგარებით ჩამოდის, თუ ჩამოვიდა აქ, უკრაინაში, ჩვენი მეგობარი ვერ იქნება! ვერ იქნება ღირსეული ქართველი, ვისაც საქართველო არ სტკივა! ვისაც აქ ოდესმე თანხა (ანაზღარურება) აქვს აღებული იმაში, რასაც აკეთებს (წვრთნის ვინმეს, თუ ტყვიას ისვრის), ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის მიუღებელია! ჩვენ საქართველოსათვის ვიბრძვით!", - აცხადებს მამულაშვილი.

რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველის კონკრეტულ გვარებს, ზოგიერთი მათგანი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მაგალითად, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი და გენერალი გიგი კალანდაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულ მებრძოლთა შორის ისეთი ქართველებიც არიან, რომლებიც იქ საქართველოდან არ ჩასულან, ისინი უკრაინაში ცხოვრობდნენ.

უკრაინაში მებრძოლ ქართველთა შორის პირველი დანაკარგი 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, უკანასკნელი კი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც დონეცკთან ბრძოლებისას დაიღუპა. მასთან ერთად შეტაკებებისას სამი ქართველი დაიჭრა, რომლებიც სუხიაშვილის მსგავსად, უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში იბრძოდნენ.

რაც შეეხება მსხვერპლს, საერთო ჯამში, 2014 წლის გაზაფხულიდან დაწყებული, უკრაინაში მიმდინარე ომს 4 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში მოწმობს.

რუსეთმა ამ დრომდე არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიღო. მან არ გაიყვანა საკუთარი ჯარები საზღვრიდან და არ დათანხმდა საერთაშორისო დამკვირვებლების შემოყვანას კონფლიქტის ტერიტორიაზე.

"რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს საომარი მოქმედებების დასრულებით და ამ "განძისგან" გათავისუფლებით, რაც დასავლეთისთვის გახდებოდა სიგნალი, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ბლოკადის მოხსნისთვის. ჯარის გამოყვანით რუსეთს საშუალება მიეცემოდა, შეეჩერებინა ეს "გამოუსადეგარი ომი". თუმცა, ნათელია, რომ პუტინი ამის წინააღმდეგია. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ეს არის რეიტინგი", - აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი ლეონიდ რასდზიხოვსკი. პოლიტოლოგი თვლის, რომ უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი რუსეთს კრახამდე მიიყვანს.

"პუტინს სურს დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ის წყვეტს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მის მიმართ დასავლეთის ლიდერების დამოკიდებულება. ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა საჭიროა მხოლოდ მასთან. რაც უფრო მეტად მოიმწყვდევენ პუტინს კუთხეში, მით უფრო აქტიურად შეეცდება იგი კონფლიქტის ესკალაციას და უკაინელ ლიდერებთან კომპრომატების ომს", - აცხადებს ექსპერტი სტანისლავ ბელკოვსკი.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია