Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი
"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

Ambebi.ge-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის შე­დე­გად სა­მი­ნის­ტრო­დან მხო­ლოდ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი სოფო აბუ­ლა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აბუ­ლა­ძე შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, უც­ნო­ბია. ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­იქ­მნა, რომ­ლის უფ­რო­სად ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე ინიშ­ნე­ბა. სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge-ს ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და­უ­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია.

- ჩა­ტარ­და თუ არა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში და რა­ტომ გა­უშ­ვით მხო­ლოდ სოფო აბუ­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან?

- რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ნამ­დვი­ლად ჩა­ტარ­და სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ სოფო აბუ­ლა­ძე არ გაგ­ვიშ­ვია სამ­სა­ხუ­რი­დან. სოფო აბუ­ლა­ძეს შეს­თა­ვა­ზეს სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და მან უარი გა­ნა­ცხა­და, ის სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ პირ­და­პირ გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, არას­წო­რია.

- რო­მელ დე­პარ­ტა­მენ­ტში შეს­თა­ვა­ზეთ სოფო აბუ­ლა­ძეს მუ­შა­ო­ბა?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით. სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა.

- ის ამ­ბობს, რომ მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა სამ­სა­ხუ­რი­დან...

- ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად არის ასე, ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ღე­ბა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე იღებს მი­ნის­ტრი. რას გუ­ლის­ხმობს სოფო, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ.

- სულ რამ­დე­ნი კაცი გა­უშ­ვით სამ­სა­ხუ­რი­დან, ან გა­და­იყ­ვა­ნეთ სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით. ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ და გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში მო­გა­წო­დებთ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე ინიშ­ნე­ბა ახ­ლად­შექ­მნი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად, ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვის და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად ნამ­დვი­ლად ინიშ­ნე­ბა ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გახ­და სა­ჭი­რო ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნა.

- აქამ­დეც ხომ გა­ნი­ხი­ლავ­და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნა?

- ამ კი­თხვის ად­რე­სა­ტი მე არ ვარ, სა­მი­ნის­ტროს მე­ნე­ჯმენ­ტმა ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

Ambebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად სამინისტროდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი სოფო აბულაძე გაათავისუფლეს. უკავშირდება თუ არა მინისტრის გადაწყვეტილება დავით ოქიტაშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც აბულაძე შავი სიების შედგენაში დაადანაშაულა, უცნობია. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის უფროსად ნეკა სებისკვერაძე ინიშნება. სამინისტროში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს ლევან ჟორჟოლიანმა დაუდასტურა, რომელიც კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

- ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია კულტურის სამინისტროში და რატომ გაუშვით მხოლოდ სოფო აბულაძე სამსახურიდან?

- რეორგანიზაცია ნამდვილად ჩატარდა სამინისტროში, მაგრამ მხოლოდ სოფო აბულაძე არ გაგვიშვია სამსახურიდან. სოფო აბულაძეს შესთავაზეს სხვა პოზიციაზე მუშაობა და მან უარი განაცხადა, ის საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან. ფორმულირება, რომ პირდაპირ გაუშვეს სამსახურიდან, არასწორია.

- რომელ დეპარტამენტში შესთავაზეთ სოფო აბულაძეს მუშაობა?

- ზუსტად ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს თანამდებობა.

- ის ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სამსახურიდან...

- ბიუროკრატიულად არის ასე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიღება-გათავისუფლებაზე იღებს მინისტრი. რას გულისხმობს სოფო, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- სულ რამდენი კაცი გაუშვით სამსახურიდან, ან გადაიყვანეთ სხვა პოზიციაზე სამუშაოდ?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ და განსაზღვრულ ვადაში მოგაწოდებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეკა სებისკვერაძე ინიშნება ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- პროექტების განხილვის და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნამდვილად ინიშნება ნეკა სებისკვერაძე. რეორგანიზაციის პირობებში გახდა საჭირო ამ დეპარტამენტის შექმნა.

- აქამდეც ხომ განიხილავდა გარკვეული ჯგუფი ამა თუ იმ ღონისძიებას, რატომ გახდა აუცილებელი სპეციალური დეპარტამენტის შექმნა?

- ამ კითხვის ადრესატი მე არ ვარ, სამინისტროს მენეჯმენტმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია