პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე - სრული ვერსია
ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე - სრული ვერსია

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა

და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის

სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო: ქარ­თვე­ლე­ბო, აფხა­ზე­ბო, ოსე­ბო, ბერ­ძნე­ბო, რუ­სე­ბო, უდი­ე­ბო, სო­მეხ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო..., ყო­ველ­ნო შვილ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა, სამ­შობ­ლო­ში მკვიდ­რნო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, გი­ხა­რო­დეთ!

"მო­ხედ­ნა ღმერ­თმა და ყო ხსნა "სი­ტყვაი იგი ხორ­ცი­ელ იქ­მნა ერი­სა თვსი­სა" (ლკ.I,67). და და­ემ­კვიდ­რა ჩუენ შო­რის" (ინ.I,14).

დამ­თავ­რდა ძვე­ლი აღ­თქმის ჟამი და აღ­სრულ­და წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა მიერ ნა­უ­წყე­ბი: ბეთ­ლე­მის გა­მოქ­ვა­ბულ­ში ხორ­ცშეს­ხმუ­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა სა­უ­კუ­ნე­თა უწი­ნა­რე­სი ღმერ­თი,- ყრმა იესო.

ზე­ი­მობს ცა და ქვე­ყა­ნა, ხა­რობს ღვთის­მშო­ბე­ლი, რად­გან დღეს ნე­ტა­რე­ბის სა­უფ­ლო­დან გან­დევ­ნი­ლი ადა­მის მოდ­გმა განღმრთო­ბას იწყებს და ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა სა­მე­უ­ფო ღირ­სე­ბით იმო­სე­ბა.

წმი­და ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა, "ძვე­ლის თა­ნა­ნა­დე­ბის გა­მომსყიდ­ველ­მან და მთე­ლი ქმნი­ლე­ბი­სათ­ვის ცხო­ნე­ბის მშო­ბელ­მან, გახ­სნა პირ­ველ ევას მიერ შეკ­რუ­ლი კვან­ძი და სამ­ყა­როს მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის სა­თა­ვედ და ახალ დე­დად მო­ევ­ლი­ნა" (წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი). სწო­რედ მისი სა­ხით და­ი­წყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ერა რო­მელ­მაც მა­ნამ­დე არ­ნა­ხულ სი­მაღ­ლე­ებს აზი­ა­რა ადა­მი­ა­ნი.

ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბა­ში სხვა დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა ოჯა­ხურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა­მაც: "ცოლი რო­დია თა­ვი­სი სხე­უ­ლის უფა­ლი, - არა­მედ ქმა­რი; არცა ქმა­რია თა­ვი­სი სხე­უ­ლის უფა­ლი - არა­მედ ცოლი" (I კო­რინთ.7.4), _ გვას­წავ­ლის მო­ცი­ქუ­ლი და დას­ძენს:

"ვი­თარ­ცა ეკ­ლე­სია და­მორ­ჩი­ლე­ბულ არის ქრის­ტე­სა, ეგ­რეთ­ცა ცოლ­ნი-თას­თა ქმარ­თა ყოვ­ლი­თა. ქმარ­თა გი­ყუ­არ­დეთ ცოლ­ნი თÂსნი, ვი­თარ­ცა ქრის­ტე­მან შე­ი­ყუ­ა­რა ეკ­ლე­სია და თავი თა­ვი­სი მის­ცა მის­თვის" (ეფ. 5.24-25).

ქმა­რი არის ოჯა­ხის თავი, რად­გან მას ღვთის­გან და­კის­რე­ბუ­ლი აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ყო­ველ­თვის და­იც­ვას ცოლი და შვი­ლე­ბი, იყოს ერ­თგუ­ლი წი­ნამ­ძღო­ლი და მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი;

ქალ­საც არა­ნაკ­ლე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა შვილ­თა ყოლა, მათი აღ­ზრდა და ოჯახ­ზე ზრუნ­ვა, რაც მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­უ­რო­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

რო­დე­საც მეფე-დე­დო­ფა­ლი ჯვარს იწერს, ისი­ნი მღვდელ­თან ერ­თად სამ­ჯერ გარ­შე­მო უვ­ლი­ან ანა­ლო­ღი­ას, რო­მელ­ზეც სა­ხა­რე­ბაა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი მზად არი­ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს და ღმერ­თს და­უ­კავ­ში­რონ.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხი ეფუძ­ნე­ბა მღვდელ­მოქ­მე­დე­ბით მადლს, რაც ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­ხმობს; აქ ხდე­ბა ეგო­ის­ტუ­რი "მეს"-გან სრუ­ლი დაც­ლა, რად­გან ერთი პი­როვ­ნე­ბა მთლი­ა­ნად უძღვნის თავს მე­ო­რეს. ისი­ნი სიყ­ვა­რუ­ლით ერ­თი­ან­დე­ბი­ან ქრის­ტე­ში, რათა ერ­თად იზ­რუ­ნონ ცხო­ნე­ბი­სათ­ვის და მე­უღ­ლე­ო­ბის საკ­ვრე­ლით და­კავ­ში­რე­ბულ­ნი წარ­დგნენ ყო­ველ­თა მე­უ­ფის წი­ნა­შე.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ოჯა­ხის შექ­მნა სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ მთა­ვა­რია ამ მად­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გამ­რავ­ლე­ბა.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, იგი მის­თვის სა­სურ­ველ პი­როვ­ნე­ბა­ში ხე­დავს ისეთ თვი­სე­ბებს, რა­საც შე­საძ­ლოა სხვე­ბი ვერ ამ­ჩნევ­დნენ. ამ დროს ხდე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ან­ში და­ფა­რუ­ლი ში­ნა­გა­ნი მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

"რა კარ­გი უნდა იყოს ერთი იმე­დით, მსა­ხუ­რე­ბი­თა და რწმე­ნით ორი გუ­ლის შე­ერ­თე­ბა, - წერს ტერ­ტუ­ლი­ა­ნე. ჭეშ­მა­რი­ტად, ისი­ნი ორნი არი­ან ერთ სხე­უ­ლად განმთლი­ა­ნე­ბულ­ნი, ხოლო სა­დაც ერთი სხე­უ­ლია, იქ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბაა. ისი­ნი ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ, ერ­თად იდ­რე­კენ მუხლს, ერ­თად მარ­ხუ­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვე­ბენ. თა­ნას­წორ­ნი არი­ან ღმერ­თის წი­ნა­შე. თა­ნაბ­რად ინა­წი­ლე­ბენ დევ­ნა­სა და ნუ­გეშს, არა­ფერს უმა­ლა­ვენ და არც ამ­ძი­მე­ბენ ერ­თმა­ნეთს..., ხე­დავს რა მათ ერ­თო­ბას, უფა­ლი ხა­რობს, სახ­ლს მშვი­დო­ბას მოჰ­ფენს და მკვიდ­რობს მათ­თან ერ­თად".

ცოლ-ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შემ­დგო­მი ეტა­პი არის შვი­ლი­ე­რე­ბა. ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბა და მათ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა სრულ­ყო­ფის კი­ბე­ზე ამაღ­ლე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან მე­უღ­ლე­თა ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, გრძნო­ბის ხე­ლა­ხალ გა­და­ნა­წი­ლე­ბას ითხოვს; ადა­მი­ა­ნი კი­დევ უფრო მე­ტად ემიჯ­ნე­ბა ეგო­ის­ტურ "მეს" და კი­დევ უფრო მე­ტად ფარ­თოვ­დე­ბა მსა­ხუ­რე­ბის არე­ა­ლი, რაც ღვთის სათ­ნო ცხოვ­რე­ბას გა­ნამ­ტკი­ცებს.

რო­გო­რი სი­ფა­ქი­ზით გვწრთვნის უფა­ლი! რო­გორ ნელ-ნელა და თან­და­თა­ნო­ბით ავ­ყა­ვართ მას უმაღ­ლე­სი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ყვე­ლა პი­რო­ბას გვიქ­მნის, რომ ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა­გან გვიხ­სნას და მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­თვის მოგ­ვამ­ზა­დოს.

ასე­თი ოჯა­ხი, ასე­თი ერ­თო­ბა ქა­ლი­სა და კა­ცი­სა, სიმ­ბო­ლუ­რად "მცი­რე ეკ­ლე­სი­ად~ იწო­დე­ბა, რომ­ლის სიმ­ტკი­ცეც და­ურ­ღვე­ვე­ლია.

თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ჩვენს ყო­ფა­ში უფრო ხში­რად გვხვდე­ბა ისე­თი ოჯა­ხე­ბი სა­დაც უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი; ისი­ნი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ღვთის მადლს და უსი­ხა­რუ­ლოდ ცხოვ­რო­ბენ ან, სა­ერ­თო­დაც, ირ­ღვე­ვი­ან;

უნდა ით­ქვას ისიც, რომ დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წესი ოჯა­ხუ­რი სიწ­მინ­დის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გარ­თულ­და, რაც ქორ­წი­ნე­ბის­თვის ახალ­გაზ­რდე­ბის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა:

1. ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფთ ხში­რად მხო­ლოდ გა­ტა­ცე­ბა აკავ­ში­რებთ და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­შიც ვერ აღ­წე­ვენ იმ სიყ­ვა­რულს, იმ ერ­თგუ­ლე­ბა­სა და თავ­გან­წირ­ვას, რის­თვი­საც არი­ან მო­წო­დე­ბულ­ნი, ამი­ტო­მაც მა­ლე­ვე კარ­გა­ვენ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ინ­ტე­რესს და სცილ­დე­ბი­ან.

2. ახ­ლად­შე­უღ­ლე­ბულ­ნი, მარ­თა­ლია, სიყ­ვა­რუ­ლით ქმნი­ან ოჯახს, მაგ­რამ ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რას ნიშ­ნავს მე­უღ­ლე­ო­ბა, რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ მათ და რას მო­ი­თხოვს იგი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­გან; ისი­ნი ად­ვი­ლად კარ­გა­ვენ იმ გან­წე­ყო­ბას, რაც ერ­თად მყო­ფო­ბის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ჰქონ­დათ; იწყე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ერ­თმა­ნეთ­ში მრა­ვა­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და და­უთ­მენ­ლო­ბა. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დეც მი­დის, რომ ერთ დროს სა­ნუკ­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, უკვე აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბა.

3. მე­უღ­ლე­თა­გან ერთი იჩენს ერ­თგუ­ლე­ბა­სა და თავ­და­დე­ბულ სიყ­ვა­რულს, მაგ­რამ მე­ო­რე ამ გრძნო­ბებს სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სებს და მხო­ლოდ თა­ვი­სი ვიწ­რო ეგო­ის­ტუ­რი სურ­ვი­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­შია.

სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ­მა წინსვლამ და მა­ტე­რი­ა­ლის­ტურ­მა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბამ ადა­მი­ან­ში სხვი­სი ფლო­ბის სურ­ვი­ლი და მომ­ხმა­რებ­ლუ­რი სული გა­აძ­ლი­ე­რა. დღეს უკვე ამ­გვა­რი მიდ­გო­მა შე­ე­ხო ოჯა­ხის წევ­რებ­საც და ეგო­ის­ტუ­რი მიზ­ნე­ბით თვით მათი გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხურ ყო­ფას გა­უ­საძ­ლისს ხდის.

4. ხდე­ბა ისეც, რომ მშობ­ლე­ბი ზოგ­ჯერ უხე­შად ერე­ვი­ან წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. მათ უჭირთ შვილ­თან ერ­თგვა­რი გან­შო­რე­ბა და ძვე­ლე­ბუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შეც­ვლა; ისი­ნი კრი­ტი­კუ­ლად აღიქ­ვა­მენ ახალ ვი­თა­რე­ბას და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ხე­ლის შემ­წყობ­ნი ხდე­ბი­ან ოჯა­ხის დან­გრე­ვი­სა.

რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვიც არის და სა­ვალ­დე­ბუ­ლოც ყვე­ლას­თვის; ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის…... სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრუ­ლი­ად გან­სხა­ვე­ბუ­ლია; ამის­თვის ბრძა­ნებს წმინ­და წე­რი­ლი: "მი­ა­ტო­ვებს კაცი თა­ვის მა­მას და თა­ვის დე­დას შე­უ­ერ­თდე­ბა თა­ვის ცოლს, რათა იყ­ვნენ ორ­ნი­ვე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს სა­ი­დუმ­ლო დი­დია და მისი დარ­ღვე­ვა - აკ­რძა­ლუ­ლი.

5. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ირ­ღვე­ვა ოჯა­ხი არის ნარ­კო­მა­ნია (ასე­ვე ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ზედ­მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა) და ბო­რო­ტი ძა­ლე­ბის გავ­ლე­ნით ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. ორი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პი­როვ­ნე­ბას წარ­თმე­უ­ლი აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, ოღონდ პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი ვერ უძ­ლებს საც­დურს და მას­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო, ფაქ­ტი­უ­რად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ამ­ბობს უარს თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ზე, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ექ­ცე­ვა სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ.

არა­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება ღვთის­გან ჩვენ­თვის მო­ნი­ჭე­ბუ­ლი დიდი სა­ბოძ­ვა­რია. უფალ­მა არ შე­უ­რა­ცხყო პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბა, არ აქ­ცია იგი მისი სურ­ვი­ლის უბ­რა­ლო აღმსრუ­ლებ­ლად, არა­მედ მის­ცა უფ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნი­სა.

ამი­ტო­მაც ეს ცოდ­ვე­ბი ღვთის გმო­ბად სა­ხე­ლი­დე­ბა და მათ­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ლოც­ვით, მარ­ხვით და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა.

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. დღეს ისე­თი ყოფა მკვიდ­რდე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ეძებს თა­ვი­სას და არა იმას, რაც სათ­ნოა ქრის­ტეს­თვის (ფილ. 2,4).

სიც­რუე იქცა და­დე­ბით მოვ­ლე­ნად, სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, - ჩვე­უ­ლე­ბად, გულ­გრი­ლო­ბა, - წე­სად, უზ­ნე­ო­ბა და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, _ მი­სა­ბა­ძად; ცი­ლის­წა­მე­ბა და ძა­ლა­დო­ბა, - ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად; ანუ ღვთის ში­შის გა­რე­შე მცხოვ­რებ­თათ­ვის ცოდ­ვი­თი ყოფა ნორ­მა ხდე­ბა. მათი რი­ცხვი კი ყველ­გან იზ­რდე­ბა.

აგ­რე­სია გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია ახალ­გაზ­რდებ­ში და მა­მა­კა­ცე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში; გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ში, რო­მელ­ნიც უსაქ­მოდ და უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩნენ და ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი­სა და მას­ზე მზრუნ­ვე­ლის ფუნ­ქცია და­კარ­გეს. ეს ტვირ­თი და­ე­მა­ტა ქალს, რა­მაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა და ცოლ­სა და ქმარს შო­რის ფუნ­ქცი­უ­რი ბა­ლან­სი სრუ­ლად და­არ­ღვია. ეს კი იწ­ვევს ორი­ვე მხა­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ ქა­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფით მთავ­რდე­ბა.

მდგო­მა­რე­ო­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­მოს­წო­რე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უძ­ლია. თუ ეს გან­ხორ­ცი­ელ­და, დი­დად შე­ე­წყო­ბა ხელი ოჯახ­ში სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრა­საც და ცხოვ­რე­ბის, ასე თუ ისე, ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გო­მას.

ვფიქ­რობთ, ეს სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს თვით­მკვლელ­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბა­ზეც. ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­წმუ­ნო­ნი, თუნ­დაც, რომ ფი­ზი­კუ­რად ძლი­ერ­ნი იყ­ვნენ, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უსუ­სურ­ნი ხდე­ბი­ან, რად­გან მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ეყ­რდნო­ბი­ან და რე­სურ­სი სიმ­ტკი­ცი­სა მალე ეწუ­რე­ბათ.

ავად­მყო­ფო­ბით, უსახ­სრო­ბით, უბი­ნა­ო­ბით,… ვა­ლე­ბით ...… გამ­წა­რე­ბუ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ თა­ვის მოკ­ვლით პრობ­ლე­მე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან; სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ ქმე­დე­ბით ისი­ნი მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვი­სა და სიკ­ვდი­ლის იმ კარს აღე­ბენ, სა­დაც მათ ვე­ღა­რა­ვინ უშ­ვე­ლის (გა­მო­ნაკ­ლისს, სუ­ლით ავად­მყო­ფე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ).

ჩვენ­თვის ბო­ძე­ბუ­ლი მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბით უფალ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში დავმკვიდ­რდეთ. ვინც ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარს ამ­ბობს, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა და თა­ვი­სი ნე­ბით ჯო­ჯო­ხე­თის სკნელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ეს იმ­დე­ნად დიდი და­ნა­შა­უ­ლია, რომ მათ­თვის ლოც­ვაც აკ­რძა­ლუ­ლია.

ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს თვით­მკვლე­ლო­ბის­გან!

გა­სულ წელს მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი იყო ქა­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა; თუმ­ცა, მხო­ლოდ ამ თე­მით შე­მო­ფარ­გვლა საკ­მა­რი­სი არ არის. სამ­წუ­ხა­როა, რომ არ იმარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი და არ იგმო­ბა თუნ­დაც იგი­ვე თვით­მკვლე­ლო­ბა და სხვა უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვე­ბი, არ იგმო­ბა აბორ­ტიც, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი და სა­ზა­რე­ლი სა­ხეა.

დედა, რო­მელ­მაც შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და ექი­მე­ბიც, არ შე­იძ­ლე­ბა არ გრძნობ­დნენ სინ­დი­სის ქენ­ჯნას; არ შე­იძ­ლე­ბა არ გრძნობ­დნენ დაღ­ვრი­ლი უმან­კო სის­ხლის ძა­ხილს. ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვა მხო­ლოდ გულ­მხურ­ვა­ლე სი­ნა­ნუ­ლი­თა და ქვე­ლი საქ­მე­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა და კი­დევ იმით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ ერ­თგვა­რი მქა­და­გე­ბელ­ნი და და­არ­წმუ­ნონ თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, რომ მათ მა­ინც მსგავ­სი რამ არ ჩა­ი­დი­ნონ და ამით სხვა ჩვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნონ.

სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლა უნდა ვე­ცა­დოთ, სი­ტყვით მა­ინც და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, მივ­ცეთ იმე­დი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მით დამ­ძი­მე­ბულ ჩვენს შვი­ლებს, დებ­სა და ძმებს და ხსნის რა­ი­მე გზა შევ­თა­ვა­ზოთ.

ამ­დე­ნი ტან­ჯვი­სა და ტკივ­ლის, თავ­სმოხ­ვე­უ­ლი "ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა"" და ყო­ველ­დღი­უ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის ფონ­ზე ოჯა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც დგას ზნე­ო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე; ეს სას­წა­უ­ლია, რაც, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თვე­ლი ქა­ლის, - დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ქა­ლის როლი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და არის ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში.

წმინ­და ილია მარ­თა­ლი წერს:

"ქარ­თვე­ლე­ბის­თვის "დედა" მარ­ტო მშო­ბე­ლი არ არის, ქარ­თვე­ლი ღვიძლ ენა­საც "დედა-ენას" ეძა­ხის, უფ­როს ქა­ლაქს, -"დედა-ქა­ლაქს," – მკვიდრ და დიდ ბოძს სახ­ლი­სას, - "დედა-ბოძს," უდი­დეს­სა და უმაგ­რეს ბურჯს",დედა-ბურჯს, სამ­თავ­რო აზრს, - "დედა-აზრს," გუთ­ნის გან­მგე­ბე­ლი მა­მა­კაცს კი - "გუთ­ნის-დე­დას~.

რამ­დე­ნად გან­დი­დე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ბა დე­დი­სა! ~

ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი გახ­და. ღვთის სა­ი­დუმ­ლო გან­გე­ბუ­ლე­ბით, კვარ­თი უფ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძან­და და მცხე­თა­ში და­იფ­ლა. მისი აქ დაკ­რძალ­ვა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ამ ლო­კა­ლუ­რი ად­გი­ლის მო­ნიშ­ვნას; სას­წა­ულთმომ­ქმე­დი უკერ­ვე­ლი კვარ­თი მა­ცხოვ­რი­სა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­მო­სა, ხოლო ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამს, ამა­ვე სა­ი­დუმ­ლო გან­გე­ბუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბა და­ე­ვა­ლა.

ჩვე­ნი მე­ო­ხია იგი, რო­მე­ლიც დამ­ხსნე­ლია ადა­მის წყე­ვი­სა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ევას თა­ნა­ნა­დე­ბი­სა, წმინ­და შე­სა­წი­რია აბე­ლი­სა, სამ­კა­უ­ლია სე­ი­თი­სა, სათ­ნო­ყო­ფაა ენუ­ქი­სა, კი­დო­ბა­ნია პირ­მე­ტყვე­ლი ნო­ე­სი, დი­დე­ბაა მელ­ქი­სე­დე­კის მე­ფო­ბი­სა და მღვდე­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც სიმ­ტკი­ცეა აბ­რა­ა­მის სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, ზე­ცად მი­წევ­ნუ­ლი კი­ბეა ია­კო­ბი­სი, ღვთივ­წე­რი­ლი წიგ­ნია მო­სე­სი, კვერ­თხია იგი გა­ნედ­ლე­ბუ­ლი და აღყ­ვა­ვე­ბუ­ლი აა­რო­ნი­სი, ძლე­ვაი ისუ ნა­ვე­სი, გზაა მშვე­ნი­ე­რი ელი­ას ამაღ­ლე­ბი­სა, მრჩობ­ლი კურ­თხე­ვაა ელი­სეს ხა­ლე­ნი­სა, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა ქა­და­გე­ბაა და სი­ტყვა­თა მათ­თა აღ­სრუ­ლე­ბა.

აი, ამ სა­ო­ცა­რი ქალ­წუ­ლის მიერ ჩვენს გან­სა­ნათ­ლებ­ლად და გა­და­სარ­ჩე­ნად წარ­მოგ­ზავ­ნი­ლი ან­დრია მო­ცი­ქუ­ლის, წმინ­და ნი­ნო­სა და სხვა წმინ­დან­თა მად­ლით სა­ქარ­თვე­ლომ, ხალ­ხის დიდი მსხვერ­პლშე­წირ­ვი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად, სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე გა­უძ­ლო ყო­ვე­ლი მხრი­დან შე­მო­სე­ულ მომ­ხდურს; დღეს კი კი­დევ უფრო დიდი გა­მოც­დის წი­ნა­შე ვდგა­ვართ.

ყვე­ლამ, _ ერ­მაც და ბერ­მაც, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია სამ­შობ­ლო, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­ცა და თა­ვიც, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­მო­ვას­წო­როთ; ჩვენ­ში და ჩვენს შო­რის და­ბუ­დე­ბუ­ლი ცოდ­ვა და მისი შე­დე­გი, _ სიკ­ვდი­ლი უნდა დავძლი­ოთ და სი­კე­თი­სა და სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბა ვი­ზე­ი­მოთ.

მა­ცხოვ­რის შო­ბის ამ ბრწყინ­ვა­ლე დღეს ზეცა ივ­სე­ბა ან­გე­ლოზ­თა სა­გა­ლობ­ლით: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა." ბეთ­ლე­მე­ლი მწყემ­სე­ბიც და ქალ­დე­ველ­ნი მოგ­ვნიც კვლავ მი­იჩ­ქა­რი­ან, რათა თაყ­ვა­ნი სცენ ყრმა იე­სოს და ყოვ­ლად­წმნი­და ქალ­წულს.

ჩვენც მო­ვი­ყა­როთ მუხლნი გუ­ლი­სა ჩვე­ნი­სა­ნი წი­ნა­შე უფ­ლი­სა და დე­დაღვთის­მშო­ბელს შევ­თხო­ვოთ, გან­გვი­ღოს მო­წყა­ლე­ბი­სა კარი, რათა მად­ლით აღავ­სოს ყო­ველ­ნი მორ­ჩი­ლე­ბით მის­გან წყა­ლო­ბის მომ­ლო­დი­ნე­ნი.

მაშ, გან­ვიწ­მინ­დოთ სული, გო­ნე­ბა და გული, ჩვე­ნი ზრახ­ვა და გრძნო­ბე­ბი, ვა­პა­ტი­ოთ და შე­ვუ­რიგ­დეთ ერ­თმა­ნეთს, რათა ღირს ვიქ­მნეთ, მი­ვე­გე­ბოთ ბეთ­ლემ­ში შო­ბილ მა­ცხო­ვარს და ცოდ­ვე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებ­მა, აღ­მოვსთქვათ: Eემ­მა­ნუ­ელ, – ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

ღმერ­თს ება­რე­ბო­დეთ.

იხა­რეთ ორ­სა­ვე სო­ფელ­სა შინა.

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, შობა ქრის­ტე­სი,

2014-2015 წელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე - სრული ვერსია

ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე - სრული ვერსია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა

და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

,,მოხედნა ღმერთმა და ყო ხსნა "სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა ერისა თვსისა" (ლკ.I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ.I,14).

დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.

ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.

წმიდა ქალწულმა მარიამმა, `ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.

ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს:

"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თÂსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).

ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;

ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.

როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.

ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მეს"-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.

დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.

"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად".

ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.

როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.

ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად `მცირე ეკლესიად~ იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;

უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.

განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:

1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან.

2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწეყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება.

3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია.

საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის.

4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა.

რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების…... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: ,,მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული.

5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.

არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.

ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4).

სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.

აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.

მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.

ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.

ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით,… ვალებით ...… გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს, სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).

ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია.

ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!

გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.

დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.

საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.

ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული ,,ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.

წმინდა ილია მართალი წერს:

,,ქართველებისთვის ,,დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, -,,დედა-ქალაქს," – მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - ,,დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, ,,დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, - ,,დედა-აზრს," გუთნის განმგებელი მამაკაცს კი - ,,გუთნის-დედას~.

რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა! ~

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.

ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება.

აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ.

ყველამ, _ ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, _ სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.

მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.

ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.

მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: Eემმანუელ, – ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთს ებარებოდეთ.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, შობა ქრისტესი,

2014-2015 წელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია