პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე მრევლს - თქვენი ლოცვები და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი
ილია მეორე მრევლს - თქვენი ლოცვები და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი

თქვე­ნი ლოც­ვე­ბი და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე ამ სიმ­ძი­მეს ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, - ასე მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მრევლს დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას.

დღეს სა­მე­ბა­ში პატ­რი­არ­ქის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო წირ­ვა აღევ­ლი­ნა. "მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ ყვე­ლას თქვე­ნი ლოც­ვე­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. თქვე­ნი ლოც­ვე­ბი და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მე ამ სიმ­ძი­მეს ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს მისი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. კი­დევ ერთხელ გმად­ლობთ და ვმად­ლობ უფალს ამის­თვის", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა. "ჩვენ ვმად­ლობთ უფალს მისი წყა­ლო­ბის­თვის, მისი მოთ­მი­ნე­ბის­თვის. უფა­ლი ხალ­ხის ლოც­ვით, ჩვე­ნი ლოც­ვით გა­და­ა­ფა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის კალ­თას და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა უვ­ნე­ბე­ლი, იქ­ნე­ბა მთლი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს იც­ნობს, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლა და რო­მე­ლიც ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლა. "რო­გორც მორ­წმუ­ნე­ე­ბი, ისე ეკ­ლე­სი­ი­დან შორს მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა არის ბედი და არ­სე­ბობს თუ არა ბე­დის­წე­რა. ბედი არის ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ღვთის ნე­ბაა. ღმერ­თი ხე­დავს წი­ნას­წარ ჩვენს მოქ­მე­დე­ბას, ჩვენს სურ­ვილს, ჩვენს აზ­რებს. უფ­ლის­თვის წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი, ყვე­ლა­ფე­რი აწ­მყოა და ასე იწე­რე­ბა ბედი. ბიბ­ლი­ა­ში წე­რია, წი­ნას­წარ­მე­ტყველს ეუბ­ნე­ბა უფა­ლი: შენ არ იყა­ვი ჩა­სა­ხუ­ლი დე­დის მუ­ცელ­ში, როცა მე შენ გიც­ნობ­დიო. ასე რომ უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს და რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლა და რო­მე­ლიც ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლა – იც­ნობს", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

ილია მეორე მრევლს - თქვენი ლოცვები და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი

ილია მეორე მრევლს - თქვენი ლოცვები და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი

თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას.

დღეს სამებაში პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. "მინდა მადლობა გითხრათ ყველას თქვენი ლოცვებისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. დიდება და მადლობა უფალს მისი სიყვარულისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ და ვმადლობ უფალს ამისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. "ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის, მისი მოთმინებისთვის. უფალი ხალხის ლოცვით, ჩვენი ლოცვით გადააფარებს საქართველოს თავის კალთას და საქართველო იქნება უვნებელი, იქნება მთლიანი და საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უფალი ყველა ადამიანს იცნობს, რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა. "როგორც მორწმუნეები, ისე ეკლესიიდან შორს მყოფი ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რა არის ბედი და არსებობს თუ არა ბედისწერა. ბედი არის ის ყველაფერი, რაც ღვთის ნებაა. ღმერთი ხედავს წინასწარ ჩვენს მოქმედებას, ჩვენს სურვილს, ჩვენს აზრებს. უფლისთვის წარსული და მომავალი, ყველაფერი აწმყოა და ასე იწერება ბედი. ბიბლიაში წერია, წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი: შენ არ იყავი ჩასახული დედის მუცელში, როცა მე შენ გიცნობდიო. ასე რომ უფალი ყველა ადამიანს და რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა – იცნობს", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია