საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთვრალი მოსახლეობა, საწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებული ბავშვი და მეზობლისთვის თავგანწირული მამაკაცი
მთვრალი მოსახლეობა, საწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებული ბავშვი და მეზობლისთვის თავგანწირული მამაკაცი

სა­ნამ ჩვენ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას ვუს­ხედ­ვართ და ჭი­ქას ჭი­ქა­ზე ვცლით, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლი "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" ერთი გა­მო­ძა­ხე­ბი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დის და ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბი­თა თუ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბით "შე­წუ­ხე­ბულ" ღვიძლს შვე­ლის. ასეთ დროს კი არც კუ­რი­ო­ზე­ბია სა­ძებ­ნი...

ფიქ­რია ში­ომ­ღვდლიშ­ვი­ლი, "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მი:

- უამ­რა­ვი გა­მო­ძა­ხე­ბა გვაქვს, მი­სა­მარ­თი­დან მი­სა­მარ­თზე გა­დავ­დი­ვართ. გა­მო­ძა­ხე­ბის დროს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას უჩი­ვი­ან. ად­გილ­ზე მი­ვალთ და გვხვდე­ბა მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სუნ­თქვა სას­მე­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის გამო უჭირს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მუც­ლის ტკი­ვილს უჩი­ვის, ესეც უზო­მო ჭამა-სმის ბრა­ლი გახ­ლავთ და ასე­ვე - ღვიძ­ლის გა­დატ­ვირ­თვის. უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­დე­ნი მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნის ატა­ნა. მიხ­ვალ ოჯახ­ში და დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად, ქა­ლი­ან-კა­ცი­ა­ნად მთვრა­ლე­ბი არი­ან... ერ­თმა­ნეთს ლა­პა­რაკს არ აც­ლი­ან... დღეს კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვიც მოხ­და, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყო­ლო­და (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 3 იან­ვარს - ავტ). ერთი მთვრა­ლი პა­ცი­ენ­ტი სა­კა­ცით კი­ბე­ზე ჩა­მოგ­ვყავ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. მე­ზო­ბელ­მა მა­მა­კაც­მა მოხ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ისიც მთვრა­ლი იყო და მოხ­მა­რე­ბის მა­გივ­რად ხელს გვიშ­ლი­და. მერე უცებ მე­სა­მე სარ­თუ­ლის კი­ბის უჯრე­დი­დან ის­კუ­პა და პირ­ველ სარ­თულ­ზე მო­ა­დი­ნა ტყა­პა­ნი.

- რა­ტომ გა­დახ­ტა?

- თა­ვი­სი ჭკუ­ით, ქვე­ვით უნდა დაგ­ვხვედ­რო­და, რომ პა­ცი­ენ­ტის მან­ქა­ა­ში შეყ­ვა­ნა­ში დაგ­ვხმა­რე­ბო­და. ცოტა და­ი­ჟეჟა, თან მისი ხე­ლის მტე­ვა­ნიც არ მო­მე­წო­ნა, მო­ტე­ხი­ლი თუ არა, ნაღ­რძო­ბი მა­ინც ექ­ნე­ბო­და. თვი­თონ კი ამ­ბობ­და, - არ მტკი­ვაო, მაგ­რამ სასმლით ისე იყო გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, რომ ვერ გრძნობ­და. ასე, უცებ და­ვი­მა­ტეთ ერთი პა­ცი­ენ­ტიც და 2 ადა­მი­ა­ნი შევ­მა­ტეთ კლი­ნი­კას.

დღეს კი­დევ ერთ ოჯახ­ში გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, სა­დაც 29 დე­კემ­ბერ­საც ვი­ყა­ვით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და მა­შინ ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტის მომსწრე­ნი და მო­ნა­წი­ლე­ნი გავ­ხდით. ამ­ჯე­რად ერთ-ერთი ოჯა­ხის წევ­რს მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და და ამის გამო მივ­დით, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ორ­სულ­თან გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, - მუ­ცე­ლი სტკი­ვა და სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­თო. მო­მა­ვა­ლი დდა 27 წლის ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ველ შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად. მშო­ბი­ა­რო­ბა ჯერ და­წყე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, მაგ­რამ წი­ნა­სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ვე­ნის კა­თე­ტე­რი ჩავ­დგით და მა­ნა­ნა­ში ჩა­ვიყ­ვა­ნეთ, რომ ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, მაგ­რამ გზა­ში და­ე­წყო მშო­ბი­ა­რო­ბა. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რეთ, მძღო­ლი ისე შე­შინ­და, ახ­ლოს არ გაგ­ვკა­რე­ბია. მშო­ბი­ა­რეს დედა ახ­ლდა და ის ქალ­ბა­ტო­ნიც მშვი­დად შეხ­ვდა ამ ამ­ბავს. თა­ვად პა­ცი­ენ­ტიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო და გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, პა­ნი­კა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა, გვი­ჯე­რებ­და, რა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დით, უსი­ტყვოდ ას­რუ­ლებ­და. 1-2-ჯერ წა­მო­ი­ყი­ვი­რა, მე მგო­ნი ჩვე­ნი ხათ­რით, რად­გან ვე­უბ­ნე­ბო­დით, _ იყ­ვი­რეო და სა­უ­ცხოო გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა

მთვრალი მოსახლეობა, საწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებული ბავშვი და მეზობლისთვის თავგანწირული მამაკაცი

მთვრალი მოსახლეობა, საწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებული ბავშვი და მეზობლისთვის თავგანწირული მამაკაცი

სანამ ჩვენ საახალწლო სუფრას ვუსხედვართ და ჭიქას ჭიქაზე ვცლით, ჩვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველი "სასწრაფო დახმარება" ერთი გამოძახებიდან მეორეზე გადადის და ნიგვზიანი კერძებითა თუ ალკოჰოლური სასმელებით "შეწუხებულ" ღვიძლს შველის. ასეთ დროს კი არც კურიოზებია საძებნი...

ფიქრია შიომღვდლიშვილი, "სასწრაფო დახმარების" ექიმი:

- უამრავი გამოძახება გვაქვს, მისამართიდან მისამართზე გადავდივართ. გამოძახების დროს სუნთქვის გაძნელებას უჩივიან. ადგილზე მივალთ და გვხვდება მთვრალი ადამიანი, რომელსაც სუნთქვა სასმელის გადაჭარბებული დოზის გამო უჭირს. ბევრი ადამიანი მუცლის ტკივილს უჩივის, ესეც უზომო ჭამა-სმის ბრალი გახლავთ და ასევე - ღვიძლის გადატვირთვის. უკვე შეუძლებელია ამდენი მთვრალი ადამიანის ატანა. მიხვალ ოჯახში და დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად მთვრალები არიან... ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან... დღეს კურიოზული ამბავიც მოხდა, რომელიც საბედნიეროდ, მშვიდობიანად დამთავრდა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა (ინტერვიუ ჩაწერილია 3 იანვარს - ავტ). ერთი მთვრალი პაციენტი საკაცით კიბეზე ჩამოგვყავდა, რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. მეზობელმა მამაკაცმა მოხმარება გადაწყვიტა. ბუნებრივია, რომ ისიც მთვრალი იყო და მოხმარების მაგივრად ხელს გვიშლიდა. მერე უცებ მესამე სართულის კიბის უჯრედიდან ისკუპა და პირველ სართულზე მოადინა ტყაპანი.

- რატომ გადახტა?

- თავისი ჭკუით, ქვევით უნდა დაგვხვედროდა, რომ პაციენტის მანქააში შეყვანაში დაგვხმარებოდა. ცოტა დაიჟეჟა, თან მისი ხელის მტევანიც არ მომეწონა, მოტეხილი თუ არა, ნაღრძობი მაინც ექნებოდა. თვითონ კი ამბობდა, - არ მტკივაო, მაგრამ სასმლით ისე იყო გაბრუებული, რომ ვერ გრძნობდა. ასე, უცებ დავიმატეთ ერთი პაციენტიც და 2 ადამიანი შევმატეთ კლინიკას.

დღეს კიდევ ერთ ოჯახში გამოგვიძახეს, სადაც 29 დეკემბერსაც ვიყავით გამოძახებული და მაშინ ძალიან სასიხარულო ფაქტის მომსწრენი და მონაწილენი გავხდით. ამჯერად ერთ-ერთი ოჯახის წევრს მაღალი სიცხე ჰქონდა და ამის გამო მივდით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ორსულთან გამოგვიძახეს, - მუცელი სტკივა და სამშობიაროში გადაყვანაში დაგვეხმარეთო. მომავალი დდა 27 წლის ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა და პირველ შვილზე იყო ორსულად. მშობიარობა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ წინასამშობიარო ტკივილები ჰქონდა. ვენის კათეტერი ჩავდგით და მანანაში ჩავიყვანეთ, რომ ჩაჩავას კლინიკაში გადაგვეყვანა, მაგრამ გზაში დაეწყო მშობიარობა. მანქანა გავაჩერეთ, მძღოლი ისე შეშინდა, ახლოს არ გაგვკარებია. მშობიარეს დედა ახლდა და ის ქალბატონიც მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. თავად პაციენტიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მშობიარობა იყო და გამოცდილება არ ჰქონდა, პანიკაში არ ჩავარდნილა, გვიჯერებდა, რასაც ვეუბნებოდით, უსიტყვოდ ასრულებდა. 1-2-ჯერ წამოიყივირა, მე მგონი ჩვენი ხათრით, რადგან ვეუბნებოდით, _ იყვირეო და საუცხოო გოგონა გააჩინა. გაგვიმართლა, რომ გართულების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია