გადაცემა "მძიმე კაცი" რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მასპინძლობდა. წამყვანის კითხვაზე, თუ რა თანხა გადაუხადა მან მოსკოვში გამართულ "თბილისობაზე" საქართველოდან ჩასულ მომღერლებს, ხუბუტია პასუხობს:
"წურწუმია ნათესავებთან ჩამოვიდა და როდესაც გაიგო, რომ თხუთმეტ ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს, კაციშვილს არ უთხოვია, ისე მოვიდა თავისი სურვილით. ნინო ჩხეიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად ძალიან ხშირად დადიან კორპორატიულ ღონისძიებებზე, ასევე შემთხვევით დაესწრო ღონისძიებას, თუმცა არ აუღია ფული და საჩუქარზეც კი უარი მითხრა, და რაც შეეხება ნინი ბადურაშვილს, ძალიან საყვარელი ახალგაზრდა გოგოა და მე ვოცნებობ კიდეც, რომ ჩემი რძალი გახდეს, - განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.
ნახეთ| როგორ გამოიყურება ხუბუტია ვაჟი, რომლისთვისაც ბიზნესმენს ბადურაშვილი უნდა ცოლად
იხილეთ| რას პასუხობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ ხუბუტიას შეთავაზებს, გახდეს მისი რძალი