პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან
კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე ნი­კუ­შა ნატ­როშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ერ­თი­ან­დე­ბი­ან. მე­გობ­რე­ბის­გან გან­წი­რუ­ლი 24 წლის ნი­კუ­შას შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. მას კი­კეთ­ში მე­გო­ბარ­მა ავ­ტო­მა­ტის ჯერი და­ა­ხა­ლა და მი­ი­მა­ლა. ის იყო, თვითმხილ­ვე­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, რომ გზა­ზე მან­ქა­ნა შე­ნიშ­ნეს და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეს. მძღოლ­მა დაჭ­რი­ლი მა­შინ­ვე თა­ვის მან­ქა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და თბი­ლი­სის­კენ დიდი სიჩ­ქა­რით და­იძ­რა. წყნე­თის გზა­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და შე­მოხ­ვდათ და დაჭ­რი­ლი მან­ქა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ნიკა და­ღუ­პუ­ლი­ყო.

"ნი­კო­ლოზ ნატ­როშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნეს - ჭრი­ლო­ბე­ბით მუც­ლის არე­ში, ერთი ჭრი­ლო­ბა ბარ­ძა­ყის მი­და­მო­შიც ჰქონ­და, ნაწ­ლა­ვე­ბი გა­მოყ­რი­ლი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ სი­ცო­ცხლე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ", - იხ­სე­ნებს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნატა ხურ­ცი­ძე.

რა გახ­და მე­გობ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი, ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ძა­ლო­ვა­ნე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა, მას ეძე­ბენ...

მა­რი­ამ ბე­ჟი­აშ­ვი­ლი, ნიკა ნატ­როშ­ვი­ლის მე­უღ­ლე: - ეს უბე­დუ­რე­ბა ნი­კუ­შას მე­გობ­რის, გი­ორ­გი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ეზო­ში მოხ­და. ერთ-ერთი მე­გობ­რის ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ამის გამო შე­ლა­პა­რაკ­დნენ. ბი­ჭე­ბი შოკ­ში არი­ან, ვე­რაფ­რით ივი­წყე­ბენ, რო­გორ ეჭი­რათ ხელ­ში ნი­კუ­შას ნაწ­ლა­ვე­ბი. ვინც დაჭ­რა, ნი­კუ­შა მას­თა­ნაც მე­გობ­რობ­და, ერ­თმა­ნე­თი ცოტა ხნის წინ გა­იც­ნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, სა­ბურ­თა­ლო­ზე ცხოვ­რობს, ნა­სა­მარ­თლე­ვი არას­დროს ყო­ფი­ლა...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე ნი­კუ­შას და­სახ­მა­რებ­ლად ერ­თი­ან­დე­ბი­ან. "ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ნი­კუ­შა ნატ­როშ­ვილს", - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ჯგუფ­ში ქველ­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნე­ბენ.

ადა­მი­ა­ნებს ნი­კუ­შას და­სახ­მა­რებ­ლად მო­უ­წო­დებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც:

"კი­კეთ­ში ჩა­ცხრი­ლეს. დე­და­მისს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავს. გა­ყი­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ ნი­კუ­შა გა­და­ერ­ჩი­ნა. გა­სა­ყი­დი არა­ფე­რი აღარ აქვს! არა და სჭირ­დე­ბა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია. სო­ლი­დუ­რი თან­ხა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ბიჭს გა­და­ვარ­ჩენთ! ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რე­კავს, ამი­ტომ შე­ფერ­ხე­ბაა. რამ­დე­ნი­მე­ჯერ სცა­დეთ", - წერს ნა­ნუ­კა Facebook-ზე.

რეკ­ვი­ზი­ტე­ბი დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის:

0901700165 - "მაგ­თის" და "ბი­ლა­ი­ნის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის, ზარი - 1 ლარი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის ერთიანდებიან. მეგობრებისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

"ნიკოლოზ ნატროშვილი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს - ჭრილობებით მუცლის არეში, ერთი ჭრილობა ბარძაყის მიდამოშიც ჰქონდა, ნაწლავები გამოყრილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ", - იხსენებს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ხურციძე.

რა გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე არავინ საუბრობს. ძალოვანებისა და ახლობლებისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, მას ეძებენ...

მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე: - ეს უბედურება ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო შელაპარაკდნენ. ბიჭები შოკში არიან, ვერაფრით ივიწყებენ, როგორ ეჭირათ ხელში ნიკუშას ნაწლავები. ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, საბურთალოზე ცხოვრობს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა...

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნიკუშას დასახმარებლად ერთიანდებიან. "ჩვენ გადავარჩენთ ნიკუშა ნატროშვილს", - ამ სახელწოდების ჯგუფში ქველმოქმედ ადამიანებს აერთიანებენ.

ადამიანებს ნიკუშას დასახმარებლად მოუწოდებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც:

"კიკეთში ჩაცხრილეს. დედამისს ერთადერთი შვილი ჰყავს. გაყიდა ყველაფერი, რომ ნიკუშა გადაერჩინა. გასაყიდი არაფერი აღარ აქვს! არა და სჭირდება სასწრაფო ოპერაცია. სოლიდური თანხა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭს გადავარჩენთ! ბევრი ადამიანი რეკავს, ამიტომ შეფერხებაა. რამდენიმეჯერ სცადეთ", - წერს ნანუკა Facebook-ზე.

რეკვიზიტები დახმარების მსურველთათვის:

0901700165 - "მაგთის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის, ზარი - 1 ლარი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია