არქეოლოგი - ყოველთვის ვამბობდი, რომ საყდრისში სამუშაოები უნდა განახლებულიყო და ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნათ

არქეოლოგი - ყოველთვის ვამბობდი, რომ საყდრისში სამუშაოები უნდა განახლებულიყო და ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნათ

არქეოლოგი თემურ ბიბილური საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოების უცაბედად დაწყების მიზეზს ვერ ხსნის, თუმცა აცხადებს, რომ ობიექტს ძეგლის სახე დაკარგული ჰქონდა. როგორც ბიბილურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის ეთანხმება, რომ გერმანელი და ბულგარელი ექსპერტების მოსაზრებას, რომ თვისობრივად ახალი აღმოჩენები იქ მოსალოდნელი არ არის და ახლა უმჯობესია, მოვუაროთ არტე ფაქტებს და თავი დავანებოთ იმას, რასაც არ ეშველება.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საყდრისში უნდა განახლებულიყო სამუშაოები, ყოველ შემთხვევაში, ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნათ. ასეთი უცაბედი დაწყება სამუშაოების რამდენად მართებულია, ვერ გეტყვით, მარგამ სტატუსი უნდა ყოფილიყო მოხსნილი, რადგან თავიდანვე უმართებულოდ იყო მინიჭებული. ამ ობიექტს ძეგლის სახე დაკარგული ჰქონდა. ყველა არგუმენტი, მათ შორის ეროვნული მუზეუმის გაფართოებული საბჭოს წერილობითი დასკვნა, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, მათ შორის ორივე დაინტერესებული მხარის ექსპერტების და ნეიტრალური ექსპერტების დასკვნებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ არათუ ძეგლის შენარჩუნება, არამედ მომეტებული საფრთხის გამო, იქ ფიზიკური სამუშაოების განახლება შეუძლებელი იყო", - განაცხადა ბიბილურმა.

მისივე თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ვერ მოხდა ობიექტის სრული შესწავლა, მაშინ, როდესაც ხელისშემშლელი პრობლემები მაშინ არ იყო და როგორც მაშინდელი მენეჯმენტის ხელშეწყობა, ისე გერმანული გრანტი არსებობდა.

"ბევრი საკითხი ჩემთვის გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა, სიმართლე გითხრათ. დიახ, ეს არქეოლოგიური ობიექტი, უდავოდ საინტერესოა, მაგრამ ვეთანხმები "იუნესკოს" გერმანელი და ბულგარელი ექსპერტების დასკვნას, რომ თვისობრივად ახალი აღმოჩენები იქ მოსალოდნელი აღარ არის. სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, მე ვგულისხმობ "არემჯი გოლდის" ქმედებებს, მეორე მხრივ, თვითონ არქეოლოგების ქმედებებმა და ეროზიულმა პროცესებმა მიიყვანა იქამდე, რომ ობიექტმა ძეგლის თვისებები დაკარგა და მისი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია. იუნესკოს ბულგარელი და გერმანელი ექსპერტები ამბობენ, რომ მოვუაროთ ახლა არტე ფაქტებს, რაც მოპოვებულია, მათ რენტაბელურობაზე ვიფიქროთ და დავანებოთ თავი იმას, რასაც არ ეშველება", - განაცხადა ბიბილურმა.

რაც შეეხება საყრდრისი-ყაჩაღიანში მუზეუმის გაკეთებას და არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებას, ბიბილურის თქმით, ეს ვერ მოხერხდებოდა.

"როგორ წარმოგიდგენიათ მუზეუმი, რომლიდანაც კილომეტრში თუ კილომეტრ-ნახევარში ღია კარიერული წესით, აფეთქებებით ხდება ქანების დამუშავება? მაშინ უნდა გამოაცხადონ, რომ მთელი ეს ლოკალური რაიონი - საყდრისი-ყაჩაღიანის 1-ლი და მე-2 უბანი დაიხუროს წარმოებისთვის. ესეც აბსურდია, იმიტომ რომ ათეულობით მილიონი უნდა იზარალოს ქვეყანამ და რატომ, როცა ალტერნატივები არსებობს", - განაცხადა თემურ ბიბილურმა.

კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გუშინ განაახლა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია