მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ვარაზაშვილი - საყდრისის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ადამიანის საქმიანობისთვის საშიშია
ზურაბ ვარაზაშვილი - საყდრისის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ადამიანის საქმიანობისთვის საშიშია

საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის მა­ღა­როს სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნის ავ­ტო­რის ზუ­რაბ ვა­რა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბან­ზე სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­ში­შია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვა­რა­ზაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მას არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია და კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მიმ­დი­ნა­რე და­ვებ­ზე, თუმ­ცა ობი­ექ­ტი სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით შეს­წავ­ლი­ლი აქვს.

"სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი უბა­ნი, სა­დაც ძა­ლი­ან ღრმა ტექ­ტო­ნი­კუ­რი რღვე­ვე­ბია, რომ­ლებ­მაც ამ მა­სი­ვის სირ­თუ­ლე გა­ნა­პი­რო­ბა. იქ არის ღია ნაპ­რა­ლე­ბი, რო­მელ­თა სიღ­რმე არ არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი და ქმნის ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს ადა­მი­ა­ნე­ბის იქ საქ­მი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით. შევ­ხვდე­ბით ისეთ ად­გი­ლებს, სა­დაც ლო­დე­ბი თით­ქმის მოძ­რავ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რაც ქვა­თაც­ვე­ნას იწ­ვევს და სა­ში­შია იქ ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ორი შტოლ­ნა, რო­მე­ლიც მე და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, ჩა­მონ­გრე­ვის პირ­ზეა და ესეც თა­ვი­სე­ბურ საფრ­თხეს წარ­მო­შობს. გარ­და ამი­სა, იქ არის ტექ­ნო­გე­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის, შეყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ფერ­დო­ბე­ბის მოჭ­რა. ეს არ­ღვევს ფერ­დო­ბის მდგრა­დო­ბას და შე­იძ­ლე­ბა ქა­ნე­ბის და­ცუ­რე­ბა გან­ვი­თარ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის სა­ერ­თო სუ­რათს, რომ სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი იქ ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით საკ­ვლე­ვი უბ­ნე­ბი სამ კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა: პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე. მე­სა­მე არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­შიც ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბა­ნი ექ­ცე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ საფრ­თხე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბობს, უკვე უნდა იმუ­შა­ოს ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც საფრ­თხე­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ის გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ვა­რა­ზაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან სწო­რად უნდა იყოს შერ­ჩე­უ­ლი დამ­ცა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბ­ნის და­მუ­შა­ვე­ბას ოქ­როს მო­პო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვა­რა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ნა­ი­რი უბ­ნის და­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იყოს გათ­ვლი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზურაბ ვარაზაშვილი - საყდრისის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ადამიანის საქმიანობისთვის საშიშია

ზურაბ ვარაზაშვილი - საყდრისის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ადამიანის საქმიანობისთვის საშიშია

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის ავტორის ზურაბ ვარაზაშვილის თქმით, ყაჩაღიანის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ადამიანის საქმიანობისთვის საშიშია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვარაზაშვილმა განუცხადა, მას არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და კომენტარს ვერ გააკეთებს არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით მიმდინარე დავებზე, თუმცა ობიექტი საინჟინრო-გეოლოგიური კუთხით შესწავლილი აქვს.

"საინჟინრო-გეოლოგიური კუთხით ეს არის ძალიან რთული უბანი, სადაც ძალიან ღრმა ტექტონიკური რღვევებია, რომლებმაც ამ მასივის სირთულე განაპირობა. იქ არის ღია ნაპრალები, რომელთა სიღრმე არ არის გამოკვლეული და ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს ადამიანების იქ საქმიანობის თვალსაზრისით. შევხვდებით ისეთ ადგილებს, სადაც ლოდები თითქმის მოძრავ მდგომარეობაშია, რაც ქვათაცვენას იწვევს და საშიშია იქ ადამიანის საქმიანობისთვის. ორი შტოლნა, რომელიც მე დავათვალიერე, ჩამონგრევის პირზეა და ესეც თავისებურ საფრთხეს წარმოშობს. გარდა ამისა, იქ არის ტექნოგენური ჩარევები ადამიანის, შეყვანილია გზები, რამაც გამოიწვია ფერდობების მოჭრა. ეს არღვევს ფერდობის მდგრადობას და შეიძლება ქანების დაცურება განვითარდეს. ეს ყველაფერი ქმნის საერთო სურათს, რომ საინჟინრო-გეოლოგიური პირობები იქ ძალიან რთულია. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების მიხედვით საკვლევი უბნები სამ კატეგორიად იყოფა: პირველი, მეორე და მესამე. მესამე არის ყველაზე რთული კატეგორია, რომელშიც ყაჩაღიანის უბანი ექცევა. აქედან გამომდინარე, ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით არსებობს, უკვე უნდა იმუშაოს ჯგუფმა, რომელიც საფრთხეების შეჩერების და რეგულაციის გეგმას შეიმუშავეს", - განაცხადა ვარაზაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ძალიან სწორად უნდა იყოს შერჩეული დამცავი ღონისძიებები.

რაც შეეხება ყაჩაღიანის უბნის დამუშავებას ოქროს მოპოვების თვალსაზრისით, ვარაზაშვილის თქმით, ყველანაირი უბნის დამუშავება შეიძლება თუ უსაფრთხოების ზომები მიღებულია. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომლის საფუძველზეც დაგეგმილი ღონისძიებები ძალიან კარგად უნდა იყოს გათვლილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"