პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები
ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები

ქვე­ყა­ნა­ში დიდი აურ­ზა­უ­რია. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პიკს აღ­წევს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე ელო­დე­ბი­ან. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ახლო მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ გუნდში ცვლი­ლე­ბებს არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

დე­პუ­ტა­ტე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ბი­უ­ჯე­ტო-სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, მთავ­რო­ბა­ში ცვლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რობს ხალ­ხი - ვის აკის­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და რო­მე­ლი მი­ნის­ტრი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას.

მარი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, იტა­ლი­უ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, 26 წლის:

- დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას წი­ნას­წარ არ ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს, მაგ­რამ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­უ­რე­ბის და ზო­გა­დად, სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის მოქ­მე­დე­ბებ­ში ბევ­რი რამ არის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. აქე­დან გა­ომ­დი­ნა­რე, მი­ჭირს პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, - თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა ემსხვერ­პლოს იმას, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხსმგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრებ­მა უნდა აი­ღონ. მთავ­რო­ბის მე­თა­ურს აქამ­დეც უნდა ეზ­რუ­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი შე­ერ­ჩია. რაც შე­ე­ხე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, არ ვფიქ­რობ, რომ ამ ეტაპ­ზე, იმის დრო იყო, ცვლლი­ე­ბე­ბი მაგ უწყე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. არც იმის დროა, რომ ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­იყ­ვა­ნონ ახა­ლი კად­რე­ბი, როცა ასე­თი კრი­ზი­სია. გუნ­დმა, რომ­ლის დრო­საც მოხ­და ამ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა, სრუ­ლი მო­ბი­ი­ზე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს, რომ პრობ­ლე­მა და­იძ­ლი­ოს.

- გა­მო­ვალთ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან?

- არ ვიცი, რთუ­ლი შე­კი­თხვაა. მგო­ნია, რომ ლა­რის კურ­სი მივა გარ­კვე­ულ ზღავრზე და იქ გა­ი­ყი­ნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, არც იმას ვფიქ­რობ, რომ 2 ლარს გას­ცდეს. თუმ­ცა მე­ეჭ­ვე­ბა, რა ნიშ­ნულ­ზეც იყო, იმას და­უბ­რუნ­დეს.

ვაჟა ბაქ­რა­ძე, შემ­დუ­ღე­ბე­ლი, 37 წლის:

- ინფლა­ცია მა­შინ ხდე­ბა, როცა პრო­დუქტს არ ქმნი, ეკო­ნო­მი­კა არ გა­გაჩ­ნია, ვე­რაფ­რით სწევ ლა­რის კურსს, ასეთ დროს ის უფა­სურ­დე­ბა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დო­ლარ­ზე ჯდე­ბი. ახლა ვის შე­ა­ხო­ცა­ვენ ხელს ამ ყვე­ლაფ­რის გამო, მე-10 და მე-100-ხა­რის­ხო­ვა­ნია. ეს რი­გით მოქ­ლა­ქეს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლის.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. ქვე­ყა­ნა­სი კვერ­ცხიც კი შე­მო­გაქვს და სხვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, ვერ აგ­ვა­რებ ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მას და მთლი­ა­ნად სხვა­ზე ხდე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა უკე­თე­სად იცის, რა პრობ­ლე­მე­ბის გა­მოც მოხ­და და რა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მოხ­დეს.

გა­მო­ვალთ თუ არა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამა­ზე ეკო­ნო­მის­ტებ­მა უნდა იმ­სჯე­ლონ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს და თვი­დან თვემ­დე გა­წე­რი­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი, რაში რა სჭირ­დე­ბა და უნდა და­ხარ­ჯოს, სწო­რედ მას ცელი გა­მო­უს­ვეს და მოკ­ლეს. ისე­დაც რა ხელ­ფა­სე­ბია და წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დღე­შია ხალ­ხი?! დღეს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არი­ან მი­ლი­არ­დე­რე­ბი და ღა­ტა­კე­ბი, შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი აღარ არ­სე­ბობს. ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ხდე­ბა, თუ შე­უგ­ნებ­ლად, სხვა სა­კი­თხია. ყვე­ლა­ფე­რი მო­ნათ­მფლო­ბე­ლო­ბის­კენ მი­დის, ფული მაქვს და გიმო­ნებ! 

მარი ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი, 30 წლის:

- ვი­თა­რე­ბა, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მძი­მე და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი რომ მე­ტად გაღ­ვივ­დე­ბა, უფრო აქეთ­კენ მივ­დი­ვართ. სი­ტუ­ა­ცია თან­და­თან რთულ­დე­ბა... რაც სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლი­ე­ბებს შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ნისტრს გა­და­ა­ყე­ე­ნე­ბენ. თუ ვის, ამის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- ფიქ­რობთ, რომ მი­ნის­ტრე­ბის მოხ­სნა გა­მო­სა­ვა­ლია?

- "იგი წავა და სხვა მოვა", - ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვე­ი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც შეხ­ხე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, რამ­დე­ნად მალე გა­მოს­წორ­დე­ბა, ჩემი აზ­რით, არც თუ სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზია.

კოკა კვირ­კვე­ლია, "რა­დიო პა­ლიტ­რის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად ეკო­ნო­კი­კურ პო­ლი­ტი­კას მი­ვიჩ­ნევ, რა­შიც ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი, მი­ნის­ტრე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან. არა მგო­ნია, საქ­მე მთლად კვი­რი­კაშ­ვი­ლამ­დე მი­ვი­დეს, მაგ­რამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს, ფი­ნანსთა მი­ნისტრს ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სა­მი­ნის­ტროს.

მა­შინ, როცა ბი­უ­ჯე­ტი გაქვს სავ­სე თან­ხით და მის ხარ­ჯვას ვერ ახერ­ხებ, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. პრობ­ლე­მას მე­ნე­ჯმენ­ტში, მი­ნის­ტრებ­ში ეძე­ბენ. როცა ფული გაქვს, მისი ნორ­მა­ლუ­რად ხარ­ჯვა უნდა მო­ა­ხერ­ხო.

- ლარს რა ეშ­ვე­ლე­ბა?

- ლარ­ზე გვი­თხრეს უკვე, რომ ძველ ნიშ­ნულს არ და­უბ­რუნ­დე­ბაო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ლარი და 85-დან 90-ის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს. მგო­ნია, რომ ეს და­წე­ვა დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები

ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები

ქვეყანაში დიდი აურზაურია. ლარის გაუფასურება პიკს აღწევს, მოქალაქეები შეწუხებულები არიან. მმართველ უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებს მინისტრების დონეზე ელოდებიან. უმრავლესობის წევრები კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ახლო მომავალში მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

დეპუტატები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საბიუჯეტო-საფინანსო-ეკონომიკური პროცესების ფონზე, მთავრობაში ცვლებები იქნება.

Ambebi.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი - ვის აკისრებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე და რომელი მინისტრი შეიძლება შეეწიროს ლარის გაუფასურებას.

მარი გიორგობიანი, იტალიური ენის სპეციალისტი, 26 წლის:

- დღევანდელ სიტუაციას წინასწარ არ ვიცი, ვინ შეიძლება შეეწიროს, მაგრამ ამ ხელისუფლების მეთაურების და ზოგადად, სამთავრობო გუნდის მოქმედებებში ბევრი რამ არის გაუაზრებელი და არაადეკვატური. აქედან გაომდინარე, მიჭირს პროგნოზის გაკეთება, - თუ ვინ შეიძლება ემსხვერპლოს იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე პასუხსმგებლობა საკუთარ თავზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა უნდა აიღონ. მთავრობის მეთაურს აქამდეც უნდა ეზრუნა, რომ ამ მიმართულებით უფრო კვალიფიციური კადრები შეერჩია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, იმის დრო იყო, ცვლლიებები მაგ უწყებაში განხორციელებულიყო. არც იმის დროა, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში მოიყვანონ ახალი კადრები, როცა ასეთი კრიზისია. გუნდმა, რომლის დროსაც მოხდა ამ შეცდომების დაშვება, სრული მობიიზება უნდა მოახდინოს, რომ პრობლემა დაიძლიოს.

- გამოვალთ მდგომარეობიდან?

- არ ვიცი, რთული შეკითხვაა. მგონია, რომ ლარის კურსი მივა გარკვეულ ზღავრზე და იქ გაიყინება. საბოლოოდ, არც იმას ვფიქრობ, რომ 2 ლარს გასცდეს. თუმცა მეეჭვება, რა ნიშნულზეც იყო, იმას დაუბრუნდეს.

ვაჟა ბაქრაძე, შემდუღებელი, 37 წლის:

- ინფლაცია მაშინ ხდება, როცა პროდუქტს არ ქმნი, ეკონომიკა არ გაგაჩნია, ვერაფრით სწევ ლარის კურსს, ასეთ დროს ის უფასურდება და თავიდან ბოლომდე დოლარზე ჯდები. ახლა ვის შეახოცავენ ხელს ამ ყველაფრის გამო, მე-10 და მე-100-ხარისხოვანია. ეს რიგით მოქლაქეს ვერაფერს უშველის.

მოკლედ, ყველაფერი არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანასი კვერცხიც კი შემოგაქვს და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ვერ აგვარებ ეკონომიკურ პრობლემას და მთლიანად სხვაზე ხდები დამოკიდებული.

ალბათ ეს ყველაფერი ეკონომიკის მინისტრმა უკეთესად იცის, რა პრობლემების გამოც მოხდა და რა შეიძლება კიდევ მოხდეს.

გამოვალთ თუ არა მდგომარეობიდან, ამაზე ეკონომისტებმა უნდა იმსჯელონ. ადამიანი, რომელიც მუშაობს და თვიდან თვემდე გაწერილი აქვს საკუთარი ხარჯები, რაში რა სჭირდება და უნდა დახარჯოს, სწორედ მას ცელი გამოუსვეს და მოკლეს. ისედაც რა ხელფასებია და წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ხალხი?! დღეს ჩვენს ცხოვრებაში არიან მილიარდერები და ღატაკები, შუალედური რგოლი აღარ არსებობს. ეს შეგნებულად ხდება, თუ შეუგნებლად, სხვა საკითხია. ყველაფერი მონათმფლობელობისკენ მიდის, ფული მაქვს და გიმონებ! 

მარი ქართლელიშვილი, მხატვარი, 30 წლის:

- ვითარება, რაც ახლა საქართველოში, მძიმე და დამაფიქრებელია. ეკონომიკური კრიზისი რომ მეტად გაღვივდება, უფრო აქეთკენ მივდივართ. სიტუაცია თანდათან რთულდება... რაც სამთავრობო ცვლილიებებს შეეხება, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მინისტრს გადააყეენებენ. თუ ვის, ამისგან თავს შევიკავებ.

- ფიქრობთ, რომ მინისტრების მოხსნა გამოსავალია?

- "იგი წავა და სხვა მოვა", - ეს არ არის გამოსავალი, თუმცა კადრების დეფიციტი ნამდვილად არსებობს და ესეც გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ ვეითარებაზეა დამოკიდებული. რაც შეხხება სიტუაციას, რამდენად მალე გამოსწორდება, ჩემი აზრით, არც თუ საიმედო პროგნოზია.

კოკა კვირკველია, "რადიო პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:

- ამ ყველაფრის მიზეზად ეკონოკიკურ პოლიტიკას მივიჩნევ, რაშიც ეკონომიკური გუნდის წევრები, მინისტრები მოიაზრებიან. არა მგონია, საქმე მთლად კვირიკაშვილამდე მივიდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეეხება ცვლილება და კიდევ რამდენიმე საკვანძო სამინისტროს.

მაშინ, როცა ბიუჯეტი გაქვს სავსე თანხით და მის ხარჯვას ვერ ახერხებ, სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდია. პრობლემას მენეჯმენტში, მინისტრებში ეძებენ. როცა ფული გაქვს, მისი ნორმალურად ხარჯვა უნდა მოახერხო.

- ლარს რა ეშველება?

- ლარზე გვითხრეს უკვე, რომ ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდებაო. სავარაუდოდ, ლარი და 85-დან 90-ის ფარგლებში იმერყევებს. მგონია, რომ ეს დაწევა დღესასწაულების შემდეგ მოხდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია