საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან
პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე მაკა ჩი­ჩუა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "დღის შოუს" სტუმ­რობ­და. ორ­სულ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ აღ­ნიშ­ნა, რომ მას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბას დუ­შეთ­ში, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია. ჩი­ჩუ­ას თქმით, ის პა­ტა­რას გაზ­რდას დუ­შეთ­ში აპი­რებს. ამი­ტომ ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რის­თვის ოთა­ხი საჩ­ქა­როდ მო­ა­წყვეს.

"სიყ­ვა­რუ­ლი და ლტოლ­ვა მი­წის, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ბავ­შვო­ბი­დან მაქვს. გა­მი­მარ­თლა, რომ გი­ორ­გი აღ­მოჩ­ნდა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გიჟ­დე­ბა დუ­შეთ­ზე. თა­ვის ხე­ლით აქვს აწყო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. პა­ტა­რა სახ­ლია და იქ გა­ვა­კე­თეთ ბავ­შვის­თვის ოთა­ხი. ბავ­შვი გა­იზ­რდე­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იქ­ნე­ბა ცხო­ვე­ლებ­თან და ფრინ­ვე­ლებ­თან, იქ­ნე­ბა მა­უ­გლი... არ გვქონ­და იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი ბავ­შვის­თვის და ახლა ჩქარ-ჩქა­რა გა­ვა­კე­თეთ ბავ­შვის ოთა­ხი. პა­ტა­რას ოთახს უზარ­მა­ზა­რი ფან­ჯა­რა აქვს, რომ­ლი­და­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დია, - მთე­ლი დუ­შე­თი ჩანს".

პირ­ვე­ლი ლედი ამ­ბობს, რომ მის მე­ზობ­ლებს უკ­ვირთ, რომ მცი­რე ბი­ნა­ში ცხოვ­რობს პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი. "რომ შე­მო­დი­ან გვე­უბ­ნე­ბი­ან, უი, თქვენც კარ­გად გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი გაქვთ სახ­ლიო", - ხუმ­რობს მაკა ჩი­ჩუა.

იხი­ლეთ ვი­დეო

პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან

პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია "იმედის" "დღის შოუს" სტუმრობდა. ორსულმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მას რეზიდენციაში ცხოვრებას დუშეთში, ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. ჩიჩუას თქმით, ის პატარას გაზრდას დუშეთში აპირებს. ამიტომ ოჯახის ახალი წევრისთვის ოთახი საჩქაროდ მოაწყვეს.

"სიყვარული და ლტოლვა მიწის, ბუნებისა და ცხოველების მიმართ ბავშვობიდან მაქვს. გამიმართლა, რომ გიორგი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც გიჟდება დუშეთზე. თავის ხელით აქვს აწყობილი ყველაფერი. პატარა სახლია და იქ გავაკეთეთ ბავშვისთვის ოთახი. ბავშვი გაიზრდება სუფთა ჰაერზე, იქნება ცხოველებთან და ფრინველებთან, იქნება მაუგლი... არ გვქონდა იზოლირებული ოთახი ბავშვისთვის და ახლა ჩქარ-ჩქარა გავაკეთეთ ბავშვის ოთახი. პატარას ოთახს უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედია, - მთელი დუშეთი ჩანს".

პირველი ლედი ამბობს, რომ მის მეზობლებს უკვირთ, რომ მცირე ბინაში ცხოვრობს პრეზიდენტის ოჯახი. "რომ შემოდიან გვეუბნებიან, უი, თქვენც კარგად გასარემონტებელი გაქვთ სახლიო", - ხუმრობს მაკა ჩიჩუა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია