მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე გვერ­დი სა­ხელ­წო­დე­ბით "თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი" რუს­თავ­ში, ადა­მი­ა­ნის მიერ ძაღლზე სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს. ტექსტს თან­დარ­თუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­მა­სა­ლა.

"ადა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კეს რომ სა­ზღვა­რი არ აქვს, ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით...

რუს­თა­ვი­დან და­რე­კა ქალ­ბა­ტონ­მა და გვაც­ნო­ბა, რომ შარ­ტა­ვას ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძაღ­ლი სა­ჭი­რო­ებ­და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას.

ად­გილ­ზე მი­სულ ჩვენს ბრი­გა­დას, შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდა...

ქარ­თუ­ლი ქო­ფა­კი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­უ­მე­ტე­ბია არა­ა­და­მი­ანს...

გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, ძაღ­ლი იყო ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი, ყელ­ზე ემ­ჩნე­ო­და ღრმა ჭრი­ლო­ბის კვა­ლი და ქვე­და ყბა მთლი­ა­ნად დამ­სხვრე­უ­ლი ჰქონ­და...

უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ძაღ­ლი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩვენს თავ­შე­სა­ფარ­ში და არ­მო­უ­ჩი­ნეთ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა...

ამის შემ­დეგ კი, მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ ვეტ–ექიმს აკა­კი რუ­ა­ძეს...

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტონ­მა აკა­კიმ სა­ი­მე­დო ვე­რა­ფე­რი გვი­თხრა: "ურ­თუ­ლე­სი პა­ცი­ენ­ტია, გარ­და იმი­სა რომ სხე­უ­ლის უამ­რავ ად­გილ­ზე აქვს ჭრი­ლო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, ქვე­და ყბა­ზე ძვა­ლი სა­ერ­თოდ არ არის შერ­ჩე­ნი­ლი, რო­გორც გავს პირ­და­პირ ყბა­ში ეს­რო­ლა, ენაც კი შუ­ა­ზეა გაჭ­რი­ლი... ამ საბ­რა­ლო ცხო­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი, ნო­ლის ტო­ლია... უკი­დუ­რე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გვაქვს მი­სა­ღე­ბი, უნდა ვიხ­სნათ ძაღ­ლი ტან­ჯვის­გან, მოგ­ვი­წევს და­ვა­ძი­ნოთ"...

რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა ექიმ­მა...

ეს იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, ჩვენს თვალ­წინ, სიკ­ვდილს ებ­რძო­და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი ძაღ­ლი და ფეხ­ზე დად­გო­მას ლა­მობ­და, გაქ­ცე­ვა უნ­დო­და, სიკ­ვდი­ლის­გან გაქ­ცე­ვა...

ჩვენ კი, ვი­დე­ქით და ვუ­ყუ­რებ­დით ჩვე­ნი­ვე მოდ­გმის სი­სას­ტი­კის კვალს... ჩვე­ნი­ვე მოდ­გმის უგუ­ლო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის უტყუ­არ მა­გა­ლითს...

იმ წუთ­ში არ მინ­დო­და ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა...

ჩვენ­თვის არა­ხა­ლია, ადა­მი­ნის ასეთ სი­სას­ტი­კეს­თან პი­რის­პირ დგო­მა, ჩვენს თავ­შე­საფრ­ში ხომ ასო­ბით ძაღ­ლია ადა­მი­ნის­გან გა­მე­ტე­ბუ­ლი...

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მკვდა­რი ძაღ­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად რუს­თა­ვის მე­რი­ის წინ დაგ­ვე­დო...

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორი­ო­დე სა­ა­თის წინ, რუს­თა­ვის მე­რი­ას­თან დავ­ტო­ვეთ ძაღ­ლის ცხე­და­რი და თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე სა­ხელ­და­ხე­ლოდ ამო­ბეჭ­დი­ლი "კმა­რა რუს­თა­ვი!!!"

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნიც მო­ვი­და,ერთ–ერ­თმა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხა...

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ახლა, ჯერი რუს­თა­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზეა, მო­ახ­დე­ნენ თუ არა ამ ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას", - წერს თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)

"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)

სოციალურ ქსელ Facebook-ზე გვერდი სახელწოდებით "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი" რუსთავში, ადამიანის მიერ ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტის შესახებ წერს. ტექსტს თანდართული აქვს შესაბამისი ფოტომასალა.

"ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...

რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა...

ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...

გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და არმოუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს აკაკი რუაძეს...

სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც გავს პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი, ნოლის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ"...

რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა ექიმმა...

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...

ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...

იმ წუთში არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არახალია, ადამინის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა, ჩვენს თავშესაფრში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან დავტოვეთ ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი!!!''

ცხოველთა უფლებადამცველი რამდენიმე ქალბატონიც მოვიდა,ერთ–ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას", - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია