სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები
რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

"ბუ­ლი­მია" და "ანო­რექ­სია" ის სი­ტყვე­ბია, რო­მელ­თაც ხში­რად ვი­ყე­ნებთ სა­კუ­თა­რი მა­დი­სა თუ უმა­დო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, თუმ­ცა ბევ­რმა არც კი იცის ამ ტერ­მი­ნე­ბის ნამ­დვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

"ბუ­ლი­მია" მგლის მა­დას ნიშ­ნავს. მა­დის ასე­თი უჩ­ვე­უ­ლო მა­ტე­ბა მუდ­მი­ვიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და ეპი­ზო­დუ­რიც. ეპი­ზო­დუ­რი ბუ­ლი­მია, რო­მელ­საც მა­დის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის მა­ტე­ბა ახა­სი­ა­თებს, წე­სი­სა­მებრ, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია:

  • შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი;
  • ინ­სუ­ლი­ნო­მა ანუ ინ­სუ­ლინ­მაპ­რო­დუ­ცი­რე­ბე­ლი სიმ­სივ­ნე;
  • ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პა­თო­ლო­გია, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა სის­ხლში ინ­სუ­ლი­ნის შემ­ცვე­ლო­ბამ მო­ი­მა­ტოს;
  • თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი;
  • გას­ტრი­ტი, კუ­ჭის ან თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი, თუ კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნის წარ­მოქ­მნა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია.

ბუ­ლი­მი­ამ შე­საძ­ლოა თავი იჩი­ნოს მძი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ, გა­მო­ჯან­სა­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის. რო­გორც ექი­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ჩა­მოთ­ვლი­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დროს ბუ­ლი­მი­ის ხა­რის­ხი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - რაც უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­გა­ლი­თად, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ან თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი, მით უფრო მე­ტად ძლი­ერ­დე­ბა მადა.

ბუ­ლი­მია, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას არ ქმნის. მთა­ვა­რია ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც პა­თო­ლო­გი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მადა, სხვა სიმპტო­მე­ბის მსგავ­სად, სუს­ტდე­ბა და ნორ­მას უახ­ლოვ­დე­ბა. მე­დი­კო­სე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის სა­გა­ნი მკვეთ­რი, მუდ­მი­ვი ბუ­ლი­მი­აა. ის შე­საძ­ლოა ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის, ფსი­ქი­კის დარ­ღვე­ვის ან ნევ­რო­ზის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოს. ასეთ ბუ­ლი­მი­ას ფსი­ქი­კურ დარ­ღვე­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ბუ­ლი­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­მართ სა­ო­ცარ ლტოლ­ვას გა­ნიც­დის. ჭა­მის სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ ადა­მი­ა­ნი შე­უ­ჩე­რებ­ლად, უზო­მოდ და უსას­რუ­ლოდ ჭამს და აზ­რა­დაც არ მოს­დის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა შე­დე­გი. შე­დე­გი კი ასე­თია: სიმ­ძი­მე კუჭ­ში, გუ­ლის ფრი­ა­ლი, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, სი­სუს­ტე, გო­ნის წას­ვლა, ძი­ლად მი­ვარ­დნა, სიმ­ძი­მე მთელ სხე­ულ­ში. რაც მთა­ვა­რია, ჭა­მის შემ­დეგ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა სინ­დი­სის ქენ­ჯნა სა­კუ­თა­რი მუ­ცელღმერ­თო­ბის, უნე­ბის­ყო­ფო­ბის, გა­უ­მა­ძღრო­ბის გამო. ჭარ­ბი საკ­ვე­ბის­გან სწრა­ფად რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ღე­ბი­ნე­ბას იწ­ვევს და სა­კუ­თარ თავს სი­ტყვას აძ­ლევს, რომ ეს აღარ გა­მე­ორ­დე­ბა, თუმ­ცა გა­დის რამ­დე­ნი­მე ხანი, ბუ­ლი­მი­ით შე­პყრო­ბი­ლი ყვე­ლა­ფერს ივი­წყებს და კვლავ იწყებს უზო­მო ჭა­მას.

ბუ­ლი­მია უპი­რა­ტე­სად ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს ემარ­თე­ბათ. დად­გე­ნი­ლია, რომ მათი 4% ბუ­ლი­მი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

მო­ზარ­დთა ბუ­ლი­მია თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ვი­თარ შეშ­ფო­თე­ბას არ იწ­ვევს - გაძ­ლი­ე­რე­ბულ მა­დას უმა­დო­ბის პე­რი­ო­დი მოს­დევს, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტის წონა არ იც­ვლე­ბა, თუმ­ცა გა­დის დრო, მადა უფრო და უფრო ძლი­ერ­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, წო­ნაც იმა­ტებს. მე­ო­რე პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც სა­ში­შია ბუ­ლი­მი­ის აღ­მო­ცე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, 25-30 წლის ასა­კია. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი ძლი­ერ ნერ­ვულ და­ძა­ბუ­ლო­ბას და სტრესს გა­ნიც­დის და თით­ქოს ცდი­ლობს, უსი­ა­მოვ­ნე­ბა ჭა­მა­ში ჩა­ახ­შოს.

ცნო­ბი­ლია, რომ ბუ­ლი­მია ხში­რად ემარ­თე­ბათ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც წო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გა­მუდ­მე­ბით იცა­ვენ დი­ე­ტას.

ბუ­ლი­მი­ის ნიშ­ნე­ბი

ბუ­ლი­მია სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ის ორ­გა­ნიზ­მში ცვლი­ლე­ბა­თა მთელ წყე­ბას იწ­ვევს, რაც არა მარ­ტო წო­ნის მა­ტე­ბას, არა­მედ სხვა სიმპტო­მებ­საც გა­ნა­პი­რო­ბებს. ბუ­ლი­მი­ის ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბია:

  • დეპ­რე­სია, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი და­ნა­შა­უ­ლი­სა და ზი­ზღის გან­ცდა,
  • თვით­კონ­ტრო­ლის უუ­ნა­რო­ბის შეგ­რძნე­ბა,
  • მკაც­რი თვითკრი­ტი­კა,
  • ირ­გვლივ მყოფ­თა­გან ქე­ბის მოს­მე­ნის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი,
  • სა­კუ­თარ წო­ნა­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა.
  • ჩა­მოთ­ვლილ ფსი­ქო­ლო­გი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­თან ერ­თად მო­სა­ლოდ­ნე­ლია:
  • სხე­უ­ლის მა­სის მკვეთ­რი მერ­ყე­ო­ბა (5-10 კი­ლოგ­რა­მის მა­ტე­ბა და კლე­ბა);
  • დის­კომ­ფორ­ტი ყე­ლის არე­ში;
  • დაღ­ლი­ლო­ბა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი;
  • კბი­ლე­ბის კარ­გვა;
  • ყბა­ყუ­რა ჯირ­კვლე­ბის გა­დი­დე­ბა

შიმ­ში­ლის შე­ტე­ვი­სას და­ა­ვა­დე­ბულ­მა შე­საძ­ლოა ორ კი­ლოგ­რა­მამ­დე საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს. რო­გორც ვთქვით, და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდის გამო ავად­მყო­ფი ცდი­ლობს, ღე­ბი­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სას­წრა­ფოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის­გან, თუმ­ცა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც შე­ი­წო­ვე­ბა, რის გა­მოც წო­ნის მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

ბუ­ლი­მი­ით შე­პყრო­ბილ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია მისი და­ა­ვა­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბუ­ლი­მია, რო­მე­ლიც წლო­ბით გრძელ­დე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­უ­ლი ღე­ბი­ნე­ბა, წო­ნის დაკ­ლე­ბის მიზ­ნით შარ­დმდე­ნე­ბის მი­ღე­ბა და გამ­წმენ­დი ოყ­ნე­ბი საგ­რძნობ­ლად არ­ყევს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას. ღე­ბი­ნე­ბი­სას კუ­ჭის მჟა­ვა შიგ­თავ­სის ხში­რი ამო­ტყორ­ცნა აზი­ა­ნებს საყ­ლა­პავს, ხა­ხას, კბი­ლებს, არ­ღვევს პი­რის ღრუს ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას, შარ­დმდე­ნე­ბის უკონ­ტრო­ლო მი­ღე­ბა იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მის დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ას, რაც შე­საძ­ლოა თირკმლის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცეს. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბუ­ლი­მი­ის დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბი­დან მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ხში­რად წლე­ბი გა­დის, რად­გან ჭა­მის და­უძ­ლე­ველ სურ­ვილს პა­ცი­ენ­ტე­ბი ხა­სი­ა­თის სი­სუს­ტედ თვლი­ან და არა და­ა­ვა­დე­ბად.

გახ­სოვ­დეთ! ბუ­ლი­მია ავად­მყო­ფო­ბაა, მისი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ ამ­ჩნევთ, რომ უზო­მოდ ბევ­რს ჭამთ, დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს!

პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვი­სა და კვლე­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს ბუ­ლი­მი­ის გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. თუ ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც მა­დის მკვეთრ მა­ტე­ბას იწ­ვევს, არ გა­მოვ­ლინ­და, ბუ­ლი­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი­საა და ფსი­ქი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით უნდა წა­რი­მარ­თოს, ვი­ნა­ი­დან და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი სტრე­სია.

ანო­რექ­სია

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ანო­რექ­სია ანუ მა­დის სრუ­ლი უქონ­ლო­ბა ბუ­ლი­მი­ის სა­პი­რის­პი­რო მოვ­ლე­ნაა. მას მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. გა­გაც­ნობთ ზო­გი­ერთ მათ­განს.

ანო­რექ­სი­ის შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბია:

  • ორ­გა­ნიზ­მის მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (მა­გა­ლი­თად, ვერ­ცხლის­წყლის) ზე­მოქ­მე­დე­ბით ან და­ა­ვა­დე­ბით (ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნით);
  • საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამ დროს ანო­რექ­სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ცე­ნე­ბულ დის­კომ­ფორტთან - ტკი­ვილ­თან, მუც­ლის შე­ბერ­ვას­თან, გუ­ლის­რე­ვას­თან. ამ სიმპტო­მე­ბის ში­შით ადა­მი­ა­ნი მკვეთ­რად ზღუ­დავს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­ჭის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დროს ანო­რექ­სია და ზი­ზღი საკ­ვე­ბის მი­მართ შე­საძ­ლოა წინ უძღო­დეს სხვა სიმპტო­მებს;
  • ტკი­ვი­ლის სინ­დრო­მით მიმ­დი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­ე­ბი - მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი, ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან თირკმლის ჭვა­ლი;
  • ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დროს ანო­რექ­სია იშ­ვი­ა­თად არის წამ­ყვა­ნი სიმპტო­მი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

"ბულიმია" და "ანორექსია" ის სიტყვებია, რომელთაც ხშირად ვიყენებთ საკუთარი მადისა თუ უმადობის აღსანიშნავად, თუმცა ბევრმა არც კი იცის ამ ტერმინების ნამდვილი მნიშვნელობა.

"ბულიმია" მგლის მადას ნიშნავს. მადის ასეთი უჩვეულო მატება მუდმივიც შეიძლება იყოს და ეპიზოდურიც. ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს, წესისამებრ, შინაგანი ორგანოების დაავადებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებებია:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;
  • ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.

ბულიმიამ შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე ინფექციური დაავადების შემდეგ, გამოჯანსაღების პერიოდში, როცა ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობების დროს ბულიმიის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული - რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან თირეოტოქსიკოზი, მით უფრო მეტად ძლიერდება მადა.

ბულიმია, რომელიც შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის. მთავარია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც პათოლოგიურად გაძლიერებული მადა, სხვა სიმპტომების მსგავსად, სუსტდება და ნორმას უახლოვდება. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ.

ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი. შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი ყველაფერს ივიწყებს და კვლავ იწყებს უზომო ჭამას.

ბულიმია უპირატესად ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს ემართებათ. დადგენილია, რომ მათი 4% ბულიმიით არის დაავადებული.

მოზარდთა ბულიმია თავდაპირველად არავითარ შეშფოთებას არ იწვევს - გაძლიერებულ მადას უმადობის პერიოდი მოსდევს, რის გამოც პაციენტის წონა არ იცვლება, თუმცა გადის დრო, მადა უფრო და უფრო ძლიერდება და, შესაბამისად, წონაც იმატებს. მეორე პერიოდი, რომელიც საშიშია ბულიმიის აღმოცენების თვალსაზრისით, 25-30 წლის ასაკია. ამ პერიოდში ადამიანი ძლიერ ნერვულ დაძაბულობას და სტრესს განიცდის და თითქოს ცდილობს, უსიამოვნება ჭამაში ჩაახშოს.

ცნობილია, რომ ბულიმია ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც წონის შესანარჩუნებლად გამუდმებით იცავენ დიეტას.

ბულიმიის ნიშნები

ბულიმია სერიოზული მდგომარეობაა. ის ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას, არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

  • დეპრესია, საკუთარი თავისადმი დანაშაულისა და ზიზღის განცდა,
  • თვითკონტროლის უუნარობის შეგრძნება,
  • მკაცრი თვითკრიტიკა,
  • ირგვლივ მყოფთაგან ქების მოსმენის მუდმივი სურვილი,
  • საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.
  • ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:
  • სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);
  • დისკომფორტი ყელის არეში;
  • დაღლილობა და კუნთების ტკივილი;
  • კბილების კარგვა;
  • ყბაყურა ჯირკვლების გადიდება

შიმშილის შეტევისას დაავადებულმა შესაძლოა ორ კილოგრამამდე საკვები მიიღოს. როგორც ვთქვით, დანაშაულის განცდის გამო ავადმყოფი ცდილობს, ღებინების მეშვეობით სასწრაფოდ გათავისუფლდეს მიღებული კალორიებისგან, თუმცა საკვები ნივთიერებების ნახევარი მაინც შეიწოვება, რის გამოც წონის მატება გარდაუვალია.

ბულიმიით შეპყრობილმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად სერიოზულია მისი დაავადება. განსაკუთრებით საშიშია ბულიმია, რომელიც წლობით გრძელდება. ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, წონის დაკლების მიზნით შარდმდენების მიღება და გამწმენდი ოყნები საგრძნობლად არყევს პაციენტის ჯანმრთელობას. ღებინებისას კუჭის მჟავა შიგთავსის ხშირი ამოტყორცნა აზიანებს საყლაპავს, ხახას, კბილებს, არღვევს პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორას, შარდმდენების უკონტროლო მიღება იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, რაც შესაძლოა თირკმლის დაზიანების მიზეზად იქცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბულიმიის დროული მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დაავადების ნიშნების აღმოცენებიდან მკურნალობის დაწყებამდე ხშირად წლები გადის, რადგან ჭამის დაუძლეველ სურვილს პაციენტები ხასიათის სისუსტედ თვლიან და არა დაავადებად.

გახსოვდეთ! ბულიმია ავადმყოფობაა, მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ამჩნევთ, რომ უზომოდ ბევრს ჭამთ, დროულად მიმართეთ ექიმს!

პაციენტის გასინჯვისა და კვლევების მეშვეობით უნდა გამოირიცხოს ბულიმიის გამომწვევი დაავადება. თუ ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას იწვევს, არ გამოვლინდა, ბულიმიის მკურნალობა ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქიატრის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს, ვინაიდან დაავადების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი სტრესია.

ანორექსია

შეიძლება ითქვას, რომ ანორექსია ანუ მადის სრული უქონლობა ბულიმიის საპირისპირო მოვლენაა. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

ანორექსიის შესაძლო მიზეზებია:

  • ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
  • ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ჩამოთვლილი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს ანორექსია იშვიათად არის წამყვანი სიმპტომი წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია