მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის კარუზოს" გულახდილი ისტორია დაკარგულ ცოლსა და სარწმუნოებაზე - გევორქ პეტროსიანი იეღოველების წინააღმდეგ
"ნიჭიერის კარუზოს" გულახდილი ისტორია დაკარგულ ცოლსა და სარწმუნოებაზე - გევორქ პეტროსიანი იეღოველების წინააღმდეგ

მომ­ღე­რა­ლი, ტაქ­სის­ტი გე­ვორქ პეტ­რო­სი­ა­ნი "ნი­ჭი­ე­რის" მეშ­ვე­ო­ბით, გუ­შინ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა სიმ­ღე­რამ ჟი­უ­რი­ზე და მა­ყუ­რე­ბელ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. პეტ­რო­სი­ა­ნი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და მისი კა­რი­ე­რა სწო­რედ ამი­ტომ და­ინ­გრა. მისი თქმით, ჰქონ­და შან­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უხუ­ცე­სი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ამა­ზე უარი თქვა და იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის რი­გე­ბი და­ტო­ვა, რა­საც მისი ოჯა­ხიც შე­ე­წი­რა. ის მე­უღ­ლემ მი­ა­ტო­ვა.

- რა­ტომ მი­ი­ღეთ "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ორი მი­ზე­ზი მქონ­და. მინ­დო­და ჩემი მე­უღ­ლის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ჩემ­ში ნიჭი მოკ­ლეს და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მის­თვის, თუ რის­თვის შე­მეძ­ლო მი­მეღ­წია ამ სექ­ტის მსხვერ­პლი რომ არ გავმხდა­რი­ყა­ვი.

- რო­მელ სექ­ტას გუ­ლის­ხმობთ?

- იე­ღო­ვას, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ აღ­მოვ­ჩნდი. დეპ­რე­სია მქონ­და, ის პე­რი­ო­დი იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კით ვერ იშო­ვი­დი კარგ შე­მო­სა­ვალს. რე­ა­ლუ­რად, კარგ მუ­სი­კო­სებ­საც არ აფა­სებ­დნენ და მეც არ ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი. რომ გა­ი­გო სა­ნა­თე­სა­ომ, კერ­ძოდ, ბი­ცო­ლამ, რო­მე­ლიც მა­შინ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იყო იე­ღო­ვას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მი­თხრა, მე წა­გიყ­ვან იქ, სა­დაც სულ სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სულ სხვა მუხ­ტი­აო და ასე აღ­მოვ­ჩნდი იე­ღო­ვას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­ი­დან ვი­ტყვი, რომ არას­წო­რი კუ­თხით მა­ნა­ხეს წმინ­და წე­რი­ლე­ბი. სა­უ­ბა­რია სა­ხა­რე­ბა­ზე, სა­დაც ქრის­ტე, რო­გორც უფა­ლი არ არის ნახ­სე­ნე­ბი, ეს არის სექ­ტა. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე გა­ვაგ­რძე­ლებ თუ არა სიმ­ღე­რას, უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ მე, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, მოვ­კვდი და რო­გორც პი­როვ­ნე­ბა აღ­მოვ­ჩნდი სექ­ტა­ში.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყა­ვით მა­შინ, როცა სექ­ტის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდით?

- იქ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე, იე­ღო­ვე­ლია ისიც. როცა წა­მო­ვე­დი ამ სექ­ტი­დან, თვი­თონ შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და 6 თვეა, რაც დავ­შორ­დით. ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო ვრწმუნ­დე­ბო­დი იე­ღო­ვას სწავ­ლე­ბის ცდო­მი­ლე­ბა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხა­რე­ბა შედ­გე­ბა 27 წიგ­ნის­გან, მარ­ტო მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში გვევ­ლი­ნე­ბა იმ სა­ხით, რო­გო­რიც დღეს გვაქვს. სა­ნამ ბიბ­ლია შედ­გე­ბო­და ამ სა­ხით, წმინ­და მა­მე­ბი იკ­ვლევ­დნენ, რო­მე­ლია სუ­ლიწ­მინ­და ჩა­ბე­რი­ლი წიგ­ნე­ბი და რო­მე­ლი - არა. რა უფ­ლე­ბა აქვთ იე­ღო­ვე­ლებს, როცა თა­ვის ქა­და­გე­ბა­ში იყე­ნე­ბენ კა­ნონს, როცა ბიბ­ლი­უ­რი კა­ნო­ნი შედ­გე­ნი­ლია წმინ­და მა­მე­ბის მიერ. ისი­ნი სხვის ნაშ­რომს იყე­ნე­ბენ.

- რო­დის და რო­გორ მიხ­ვდით, რომ სექ­ტის მსხვერ­პლი იყა­ვით?

- ბოლო 3 წელი ვი­ყა­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, რაც უფრო იკ­ლებ­და ჩემი ქა­და­გე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა, მე­უღ­ლეს­თან იმა­ტებ­და პრობ­ლე­მე­ბი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ გაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლიო, რად­გან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მქონ­და, რამ­დე­ნი­მე ენას ვფლობ, რე­ა­ლუ­რად შე­მეძ­ლო გავმხდა­რი­ყა­ვი მათი უხუ­ცე­სი, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არ მქონ­და. გარ­და იმი­სა, რომ შენ ეს არ გჯე­რა, დოქ­ტრი­ნა ისე აქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი იე­ღო­ვე­ლებს, რომ ეს არაა საკ­მა­რი­სი. ვი­ცო­დი მე­უღ­ლე დამ­შორ­დე­ბო­და, ბავ­შვს წა­იყ­ვან­და, მაგ­რამ ისი­ნი მა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დნენ, სხვებ­თან მე­ქა­და­გა. ჩემი ტრა­გე­დია ჩემი ტრა­გე­დი­აა და ამის გამო სხვას ვერ მო­ვახ­ვევ­დი თავ­ზე იმას, რაც მე არ მწამს. ამი­ტომ წა­მო­ვე­დი, ვერ ვი­ქა­და­გებ­დი.

- ოპე­რი­დან რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით?

- ორ სპექ­ტაკლში მი­ვი­ღე მო­ნაწლე­ო­ბა, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვიმ­ღე­რე არი­ე­ბი და მერე წა­მო­ვე­დი. მშობ­ლებ­თა­ნაც მქონ­და პრობ­ლე­მა, მი­თხრეს ან ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი აირ­ჩიე, ან დარ­ჩი იე­ღო­ვას­თა­ნო. მი­ხევ­დნენ ჟურ­ნა­ლებს. ტაქ­სის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კი მაქვს და შე­მიძ­ლია, როცა მინ­და მა­შინ წა­ვი­კი­თხო წმინ­და მა­მე­ბის ცხოვ­რე­ბა. სა­ხა­რე­ბის ახ­სნა და ა.შ. წიგ­ნის გა­მო­ცე­მას ვა­პი­რებ "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის ნაპ­რა­ლე­ბი", პატ­რი­არ­ქსაც შევ­ხვდი უკვე და მამა თო­მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჩემი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მი­სია შე­ვას­რუ­ლო.

ტაქ­სა­ო­ბამ გა­და­მარ­ჩი­ნა, როცა ღა­მის სა­ა­თებ­ში ვბრუნ­დე­ბო­დი სახ­ლში, მე­უღ­ლეს იმ დროს ეძი­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, იე­ღო­ვას გარ­და, სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რაც მე­კი­თხა. რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, იმ გრა­ფი­კით რომ მე­მუ­შა­ვა და სახ­ლში 8-9 სა­ათ­ზე დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. გან­გაშს ატე­ხავ­და, 3 წელი ისე ვკი­თხუ­ლობ­დი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მე­უღ­ლე ვერ იგებ­და. რა­ტომ უნდა შე­მიყ­ვარ­დეს უმოქ­მე­დო ღმერ­თი, როცა იე­სომ ამ­დე­ნი სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა. სხვა­ო­ბას ხომ გრძნობთ? იე­ღო­ვამ­დე მო­ნო­ფი­ზი­ტი ვი­ყა­ვი, ახლა კი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვარ, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მწამს. ქრის­ტე მხსნე­ლად უნდა მი­ი­ღოს ყვე­ლა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ გულ­ში. მე თვალ­სა­ჩი­ნო ფი­გუ­რა ვი­ყა­ვი იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის­თვის. სხვებს ჩემ­ზე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მი­ბა­ძეთ მას. ეს სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ორ­გა­ნი­ზა­ცია არ უნდა იყოს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ღმერ­თთან. ანუ მათი დე­ვი­ზია - ჩვენ­თან თუ არ ხარ, ვერ გა­დარ­ჩე­ბი. თუ ვერ იქა­და­გე, ვერ გა­დარ­ჩე­ბი.

- მე­უღ­ლეს არ აქვს თქვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი?

- მას აქვს შე­რი­გე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დავ­ბრუნ­დე­ბი იე­ღო­ვას მოწ­მე­ებ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ნიჭიერის კარუზოს" გულახდილი ისტორია დაკარგულ ცოლსა და სარწმუნოებაზე - გევორქ პეტროსიანი იეღოველების წინააღმდეგ

"ნიჭიერის კარუზოს" გულახდილი ისტორია დაკარგულ ცოლსა და სარწმუნოებაზე - გევორქ პეტროსიანი იეღოველების წინააღმდეგ

მომღერალი, ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი "ნიჭიერის" მეშვეობით, გუშინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ ჟიურიზე და მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. პეტროსიანი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ იეღოვას მოწმეების მსხვერპლი გახდა და მისი კარიერა სწორედ ამიტომ დაინგრა. მისი თქმით, ჰქონდა შანსი ორგანიზაციის უხუცესი გამხდარიყო, მაგრამ ამაზე უარი თქვა და იეღოვას მოწმეების რიგები დატოვა, რასაც მისი ოჯახიც შეეწირა. ის მეუღლემ მიატოვა.

- რატომ მიიღეთ "ნიჭიერში" მონაწილეობის გადაწყვეტილება?

- ორი მიზეზი მქონდა. მინდოდა ჩემი მეუღლისთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემში ნიჭი მოკლეს და მეჩვენებინა მისთვის, თუ რისთვის შემეძლო მიმეღწია ამ სექტის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი.

- რომელ სექტას გულისხმობთ?

- იეღოვას, სადაც დაახლოებით ათი წლის წინ აღმოვჩნდი. დეპრესია მქონდა, ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში მუსიკით ვერ იშოვიდი კარგ შემოსავალს. რეალურად, კარგ მუსიკოსებსაც არ აფასებდნენ და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. რომ გაიგო სანათესაომ, კერძოდ, ბიცოლამ, რომელიც მაშინ გაწევრიანებული იყო იეღოვას ორგანიზაციაში, მითხრა, მე წაგიყვან იქ, სადაც სულ სხვა ფასეულობები და სულ სხვა მუხტიაო და ასე აღმოვჩნდი იეღოვას ორგანიზაციაში. მართალი ადამიანის პოზიციიდან ვიტყვი, რომ არასწორი კუთხით მანახეს წმინდა წერილები. საუბარია სახარებაზე, სადაც ქრისტე, როგორც უფალი არ არის ნახსენები, ეს არის სექტა. არა აქვს მნიშვნელობა, მე გავაგრძელებ თუ არა სიმღერას, უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ მე, როგორც მომღერალი, მოვკვდი და როგორც პიროვნება აღმოვჩნდი სექტაში.

- დაოჯახებული იყავით მაშინ, როცა სექტის მსხვერპლი აღმოჩნდით?

- იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, იეღოველია ისიც. როცა წამოვედი ამ სექტიდან, თვითონ შეიტანა განცხადება სასამართლოში და 6 თვეა, რაც დავშორდით. ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი იეღოვას სწავლების ცდომილებაში. მოგეხსენებათ, სახარება შედგება 27 წიგნისგან, მარტო მე-7 საუკუნეში გვევლინება იმ სახით, როგორიც დღეს გვაქვს. სანამ ბიბლია შედგებოდა ამ სახით, წმინდა მამები იკვლევდნენ, რომელია სულიწმინდა ჩაბერილი წიგნები და რომელი - არა. რა უფლება აქვთ იეღოველებს, როცა თავის ქადაგებაში იყენებენ კანონს, როცა ბიბლიური კანონი შედგენილია წმინდა მამების მიერ. ისინი სხვის ნაშრომს იყენებენ.

- როდის და როგორ მიხვდით, რომ სექტის მსხვერპლი იყავით?

- ბოლო 3 წელი ვიყავი მართლმადიდებელი, რაც უფრო იკლებდა ჩემი ქადაგების ინტენსიურობა, მეუღლესთან იმატებდა პრობლემები. მეუბნებოდნენ, შენ გაქვს პოტენციალიო, რადგან კარგი განათლება მქონდა, რამდენიმე ენას ვფლობ, რეალურად შემეძლო გავმხდარიყავი მათი უხუცესი, მაგრამ სურვილი არ მქონდა. გარდა იმისა, რომ შენ ეს არ გჯერა, დოქტრინა ისე აქვთ დაყენებული იეღოველებს, რომ ეს არაა საკმარისი. ვიცოდი მეუღლე დამშორდებოდა, ბავშვს წაიყვანდა, მაგრამ ისინი მავალდებულებდნენ, სხვებთან მექადაგა. ჩემი ტრაგედია ჩემი ტრაგედიაა და ამის გამო სხვას ვერ მოვახვევდი თავზე იმას, რაც მე არ მწამს. ამიტომ წამოვედი, ვერ ვიქადაგებდი.

- ოპერიდან რატომ წამოხვედით?

- ორ სპექტაკლში მივიღე მონაწლეობა, ვანო მაჭავარიანის სპექტაკლებში ვიმღერე არიები და მერე წამოვედი. მშობლებთანაც მქონდა პრობლემა, მითხრეს ან ჩვენი სიყვარული აირჩიე, ან დარჩი იეღოვასთანო. მიხევდნენ ჟურნალებს. ტაქსის მძღოლად ვმუშაობ რამდენიმე წელია, თავისუფალი გრაფიკი მაქვს და შემიძლია, როცა მინდა მაშინ წავიკითხო წმინდა მამების ცხოვრება. სახარების ახსნა და ა.შ. წიგნის გამოცემას ვაპირებ "იეჰოვას მოწმეების ნაპრალები", პატრიარქსაც შევხვდი უკვე და მამა თომასთან ერთად ვმუშაობ წიგნზე. ჩემთვის მთავარია ჩემი მართლმადიდებლური მისია შევასრულო.

ტაქსაობამ გადამარჩინა, როცა ღამის საათებში ვბრუნდებოდი სახლში, მეუღლეს იმ დროს ეძინა და საშუალება მქონდა, იეღოვას გარდა, სხვა ლიტერატურაც მეკითხა. როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, იმ გრაფიკით რომ მემუშავა და სახლში 8-9 საათზე დავბრუნებულიყავი, ამას ვერ მოვახერხებდი. განგაშს ატეხავდა, 3 წელი ისე ვკითხულობდი მართლმადიდებლურ ლიტერატურას, მეუღლე ვერ იგებდა. რატომ უნდა შემიყვარდეს უმოქმედო ღმერთი, როცა იესომ ამდენი სიკეთე და სიყვარული დათესა. სხვაობას ხომ გრძნობთ? იეღოვამდე მონოფიზიტი ვიყავი, ახლა კი მართლმადიდებელი ვარ, ძალიან ძალიან მწამს. ქრისტე მხსნელად უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა საკუთარ გულში. მე თვალსაჩინო ფიგურა ვიყავი იეღოვას მოწმეებისთვის. სხვებს ჩემზე ეუბნებოდნენ, მიბაძეთ მას. ეს სხვანაირად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ორგანიზაცია არ უნდა იყოს გაიგივებული ღმერთთან. ანუ მათი დევიზია - ჩვენთან თუ არ ხარ, ვერ გადარჩები. თუ ვერ იქადაგე, ვერ გადარჩები.

- მეუღლეს არ აქვს თქვენთან დაბრუნების სურვილი?

- მას აქვს შერიგების სურვილი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავბრუნდები იეღოვას მოწმეებში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ