"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა

"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა

გადაცემამ "იმედის კვირა" გუშინ ის კადრები გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, თუ რა ხდებოდა უკრაინაში მაშინ, როცა თბილისში, რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობდა.  კადრებში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამზადისი პირდაპირი ჩართვისთვის.  აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროების გამო გადაცემის წამყვანებს სააკაშვილმა "მუმიფიცირებულები" უწოდა (იხილეთ განცხადება).

"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Ambebi.ge კომენტარისთვის გადაცემის წამყვან  შალვა რამიშვილსა და გადაცემის პროდუსერ სოფო ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა.

შალვა რამიშვილი:

- გავეცანი სააკაშვილის განცხადებას. ნერვული კრიზისის ზღვარზე მყოფი ადამიანის განცხადებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ტერმინ "მუმიფიცირებას" რაც შეეხება, ის 2012 წლის არჩევნების წინაც ეძახდა ვიღაცებს მუმიებს და ვამპირებს, რომლებმაც მოუგეს არჩევნები და იძულებული გახდა გაძევებულიყო საქართველოდან.

- თქვენი აზრით, რამ გააღიზიანა სააკაშვილი?

- ზოგადად გაღიზიანებულია, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა - არა. რომელმა დეტალმა გაუღვივა ფსიქიკური კრიზისი, არ ვიცი, ეს ფსიქოლოგებს უნდა ჰკითხოთ.

- გაეცანით სააკაშვილის განცხადებას? მან თქვა, რომ თქვენს გადაცემაში ნაჩვენები იყო სხვა არხის კადრები და მუმიფიცირებული უწოდა წამყვანებს...

სოფო ნიკოლაიშვილი ("იმედის კვირის" მთავარი პროდუსერი):

- სააკაშვილი თუ არ არის მუმია, ჩვენ რატომ ვართ? თუ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური მუმია, მე და ჩემი წამყვანები, რომლებიც სააკაშვილზე რამდენიმე წლით პატარები ვართ, რატომ ვართ მუმიები? ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის წყობიდან გამოსვლა, მე მესმის. ნებისმიერი ჟურნალისტი გაუშვებდა ამ კადრებს, ეს არ იყო ანგარიშსწორება, ყოველთვის საინტერესოა კულუარული კადრები.

- ის განცხადებაში აკონკრეტებს, რომ კადრები "რუსთავი 2"-ს მოპარეთ, მართალია?

- სიგნალი მოდის ყველგან და ჩემი უფლებაა, სად გამოვიყენებ. "რუსთავი 2"-მა რაც ჩართო, ყველამ ნახა და ჩვენ კულუარული კადრები ვაჩვენეთ. ჩვენი გადაცემა ყოველთვის ასეთ კადრებს აჩვენებს და დაელოდოს მაყურებელი ამას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ამავე თემაზე| "ცხვირსახოცი მიშოვნე" - ვინ არის გოგონა, რომელიც სააკაშვილს თმას უსწორებს და ჩართვისთვის ამზადებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია