პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები
კახა ბენდუქიძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები

კახა ბენ­დუ­ქი­ძე 1956 წლის 20 აპ­რილს ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 55-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1977 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ამა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში. მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1981 წლი­დან კახა ბენ­დუ­ქი­ძე მუ­შა­ობ­და ჯერ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მთა ბი­ო­ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, ხოლო შემ­დეგ ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გედ. მისი კვლე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და რე­კომ­ბი­ნან­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნა­ზე.

1990 წლი­დან და­ი­წყო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა, ხოლო 1993 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო რუ­სე­თის ინ­დუსტრი­ის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ი­სა და კონ­სო­ლი­და­ცი­ის პრო­ცეს­ში. 1996 წელს შექ­მნა მძი­მე ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნია – "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნათმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი". მისი შექ­მნის დღი­დან 2004 წლამ­დე კახა ბენ­დუ­ქი­ძე იყო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წლებ­ში "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნათმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი" გა­და­იქ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ად, რო­მე­ლიც თა­ვის სა­წარ­მოო საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მარ­თავ­და რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. კომ­პა­ნი­ამ გა­ი­ა­რა ლის­ტინ­გი ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე.

ასე­ვე იხი­ლეთ| "გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ" - სა­ა­კაშ­ვი­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს

2002 წლი­დან იყო ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლე­სი სკო­ლის (მოს­კო­ვი) ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი. 2004 წლის მა­ი­სამ­დე იყო რუ­სე­თის მე­წარ­მე­თა და მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­გა­და­სა­ხა­დო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტეტს. 2004 წლის და­სა­წყის­ში იგი ჩა­მო­შორ­და აქ­ტი­ურ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას.

2004 წლის ივ­ნი­სი­დან გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რი – ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, შემ­დგომ - ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი. 2004 წლის ბო­ლოს იგი და­ი­ნიშ­ნა რე­ფორ­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად. კახა ბენ­დუ­ქი­ძე ით­ვლე­ბა ბოლო წლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ რე­ფორ­მა­ტო­რად. მისი უშუ­ა­ლო ავ­ტო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ეკო­ნო­მი­კის დე­ლე­გუ­რი­ლე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, სა­ნე­ბარ­თვო-სა­ლი­ცენ­ზიო სის­ტე­მის, ენერ­გე­ტი­კი­სა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მი­რე­ბა, შრო­მის ბაზ­რი­სა და სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. გა­ნახ­ლდა პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. მას­ვე ეკუთ­ვნის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფრა­ზა – "იყი­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, სინ­დი­სის გარ­და".

2007 წელს და­ა­ფუძნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია ცოდ­ნის ფონ­დი

2008-2009 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი.

იყო თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს

თავ­მჯდო­მა­რე.

ასე­ვე იხი­ლეთ| "ერთი სი­ნათ­ლეც გაქ­რა" - კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

საქ­მი­ა­ნო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში

2014 წლის სექ­ტემ­ბრი­დან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­ი­წყო. რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო რე­ფორ­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის შე­იქ­მნა და მას უშუ­ა­ლოდ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტ­ში შე­დი­ან უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი და საკ­ვან­ძო მი­ნის­ტრე­ბი.

რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მრჩე­ველ­თა ჯგუფ­ში მოწ­ვე­უ­ლი არი­ან აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ცნო­ბი­ლი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი - ვალ­დას დომ­ბროვ­სკი­სი (ლატ­ვი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 2009-2013 წელი), ლე­შეკ ბალ­ცე­რო­ვი­ჩი (პო­ლო­ნე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი და ვიცე-პრე­მი­ე­რი 1989-1991 წლებ­ში, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თავ­მჯო­მა­რე 2001-2007 წლებ­ში), ივან მიკ­ლო­ში (სლო­ვა­კე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი 2004-2006 წლებ­ში) და კახა ბენ­დუ­ქი­ძე.

რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო 2020 წლამ­დე უკ­რა­ი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა.

კახა ბენ­დუ­ქი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა 2014 წლის 13 ნო­ემ­ბერს, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით. მა­ნამ­დე იგი სამ­კურ­ნა­ლოდ შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ასე­ვე იხი­ლეთ| ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

შვე­ი­ცა­რი­ა­ში კახა ბენ­დუ­ქი­ძე ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ექიმ­მა ფრე­ნის ნება დარ­თო, თუმ­ცა, ლონ­დონ­ში ჩაფ­რე­ნის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და ცოტა ხან­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი თეგ­ზე #კახა ბენ­დუ­ქი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კახა ბენდუქიძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები

კახა ბენდუქიძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე.

1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები". მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები" გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ასევე იხილეთ| "გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ" - სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

2002 წლიდან იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას.

2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ - ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. კახა ბენდუქიძე ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგურილების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – "იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა".

2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდი

2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს

თავმჯდომარე.

ასევე იხილეთ| "ერთი სინათლეც გაქრა" - კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

საქმიანობა უკრაინაში

2014 წლის სექტემბრიდან უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის შეიქმნა და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები - ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მთავარი ამოცანა იყო 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ| ცნობილი ადამიანები კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურებიან

შვეიცარიაში კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია