"მამას ერთდროულად დაეწყო დევნის და განდიდების მანია - გამუდმებით ჰგონია, რომ ვიღაცეები დევნიან, ყველაზე ეჭვიანობს. ერთხელ პატრულმაც კი დამირეკა, თურმე მამას უთქვამს, გაზით მომწამლესო"
ყოფილი მეუღლეების, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განსკუთრებულად პოპულარული იყო. მათი ზოგიერთი სიმღერა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, შესაბამისად, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილობის ზღვარზეა, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერლის ქალიშვილი ირმა ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მამას მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ირმა ჩიხლაძე:
- ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რეალობა ნამდვილად არ არის. მამას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ არაფრით მომყვება ფსიქიატრთან. ნევროპათოლოგთან კი მყავდა, მაგრამ მის მიერ გამოწერილი ყველა წამალი გადაყარა. მამას ერთდროულად დაეწყო დევნის და განდიდების მანია. გამუდმებით ჰგონია, რომ ვიღაცეები დევნიან, ყველაზე ეჭვიანობს. ერთხელ პატრულმაც კი დამირეკა, თურმე მამას უთქვამს, გაზით მომწამლესო. პატრულის თანამშრომლებს რომ ავუხსენი მამის მდგომარეობა, მითხრეს, ჩვენც შეგვეპარა ეჭვიო.
- ისიც არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მას მატერიალურად ძალიან უჭირს?
- მამას აქვს 150 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური დახმარება. ასევე აქვს 2 ბინა, რომელთაგან ერთს აქირავებს, ამას ემატება ის შემოსავალი, რომელსაც მისი სიმღერის გამოყენებისთვის უხდიან (ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ფილმში, "ნაღმი" გამოიყენეს მამას სიმღერა და მისცეს 250 ლარი). განაგრძეთ კითხვა