პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...
დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

"პირ­ველ არხზე" და­ვით მი­ნაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ("არე­ნა") დატ­რი­ა­ლე­ბულ ხმა­უ­რი­ან ამ­ბებ­ზე დღეს ლა­მის მთე­ლი ქვე­ყა­ნა ლა­პა­რა­კობს.

პირ­და­პირ უნდა ვთქვათ - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის საქ­ცი­ე­ლით ყვე­ლა სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი უზო­მოდ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია...

11 ნო­ემ­ბერს "ლე­ლოს" რე­დაქ­ცი­ა­ში სტუმ­რად და­ვით მი­ნაშ­ვი­ლი მო­ვიწ­ვი­ეთ - სპორ­ტუ­ლი თოქ-შოუ "არე­ნის" წამ­ყვა­ნი, რო­მელ­საც თა­ვის­სა­ვე გა­და­ცე­მა­ში თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ბრალ­დე­ბებ­ზე მო­უხ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზე მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო და იოლი მი­სახ­ვედ­რია თა­ვად თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს...

- ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ. აქ არ იყო აგ­რე­სია მხო­ლოდ ჩემ მი­მართ. ეს ყვე­ლა ქარ­თველ სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლისტს ეხე­ბა. მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ თა­ნად­გო­მის­თვის...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ქეც­ბა­ია?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მან სა­უ­ბა­რი მშვი­დად და­ი­წყო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად თქვა, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­მო­კი­თხვის ფორ­მატ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. იქ ასე იყო კი­თხვა დას­მუ­ლი - "რო­გორ აფა­სებთ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში"? მგო­ნი, ამ კი­თხვა­ში არა­ე­თი­კუ­რი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ასეთ ინ­ტე­რაქ­ტი­ვებ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი კი­თხვით, უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­საც აფა­სე­ბენ...

კი­დევ ვი­მე­ო­რებ და ალ­ბათ, თქვენც და­მე­თან­ხმე­ბით, რომ კი­თხვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯდე­ბო­და ეთი­კის ფარ­გლებ­ში. სხვა საქ­მეა ის, მა­გა­ლი­თად, ასე რომ დაგ­ვეს­ვა - "უნდა გა­დად­გეს თუ არა პოს­ტი­დან თე­მურ ქეც­ბა­ია"?

- რამ­დე­ნად სწო­რია ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის დაქ­ცე­ვა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ გა­მოყ­ვა­ნა მა­შინ, როცა თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი თით­ქმის არ ეს­წრე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს?

- მარ­ტო მე ხომ არ ვამ­ბობ ამას? მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ცხოვ­რობ­დეს. ეს აქ­სი­ო­მაა. ის არაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი შიდა პრო­ცე­სებ­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე... მა­გა­ლი­თად, არ იცის, რა ხდე­ბა ფო­თის სტა­დი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დავ­დი­ვართ თა­მა­შებ­ზე, ვა­შუ­ქებთ ჩემ­პი­ო­ნატს ისე, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია...

ქეც­ბა­ი­ამ ისიც თქვა, ფი­ფას რე­ი­ტინ­გში სა­დღაც მე­ა­სე ად­გილ­ზე ვარ­თო. მგო­ნია, რომ ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რო­მელ ად­გილ­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი რე­ი­ტინ­გში. 117-ე ად­გილ­ზე ვართ, ეს ყვე­ლამ იცის. ამის ნახ­ვა და გა­და­მოწ­მე­ბა რთუ­ლი სუ­ლაც არ არის. ბო­ლოს და ბო­ლოს, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს ხე­დავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­და­დის შე­ტე­ვა­ში, არ ურტყამს კარ­ში... სა­ხელ­გან­თქმულ­მა ბრა­ზი­ლი­ელ­მა მწვრთნელ­მა ტელე სან­ტა­ნამ და­წე­რა - ფეხ­ბურ­თი კარ­ში დარ­ტყმის გა­რე­შე დი­ვერ­სი­ა­აო...

არ მეს­მის, რა მოს­წონს გულ­შე­მატ­კი­ვარს ქეც­ბა­ი­ას მუ­შა­ო­ბა­ში?

მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გიჟი ოპ­ტი­მის­ტი, სულ მჯე­რა, რომ მო­ვი­გებთ და ყვე­ლა რე­პორ­ტაჟს ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­წყებ - აი, ეს არის ჩემი "და­ნა­შა­უ­ლი". აგერ, ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მაც ხომ თქვა - დათო მი­ნაშ­ვი­ლის ბრა­ლი ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი...

- ქეც­ბა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა­თა­გა­ნი ისიც იყო, რომ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცუ­დად აშუ­ქე­ბენ ქარ­თულ ფეხ­ბურთს...

- პრობ­ლე­მა არის, ამას ვინ უარ­ყოფს? "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" აქვს ტურ­ში ერთი პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟი და რვა მი­მო­ხილ­ვა. პირ­და­პირ ვი­ტყვი, ამა­ში ფე­დე­რა­ცი­ას ფულს არ ვუხ­დით. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეს სე­რი­ო­ზულ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რვა მივ­ლი­ნე­ბა, მოძ­რა­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სად­გუ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი...

- ქეც­ბა­ი­ამ ისიც თქვა, ნაკ­რე­ბის გას­ვლით შეხ­ვედ­რებს ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ეს­წრე­ბი­ა­ნო. ეტყო­ბა, მან არ იცის, რომ ეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი... თუმ­ცა სა­ეჭ­ვოა, მას ეს რე­ა­ლუ­რად ადარ­დებ­დეს...

- მეც ეჭვი მე­პა­რე­ბა, გას­ვლი­თი თა­მა­შე­ბის დროს ქეც­ბა­ი­ამ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ი­სურ­ვოს. იყო რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი და ამი­ტომ ვერ გაჰ­ყვა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს... სა­ერ­თოდ, ფეხ­ბურ­თი ვრცლად კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გა­სა­შუ­ქე­ბე­ლია. ასეა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, ასეა რუ­სეთ­შიც, სა­დაც HTB აშუ­ქებს რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­იქ­მნას ერთი სპორ­ტუ­ლი არხი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­სურ­სზე. მან მხო­ლოდ ქარ­თულ სპორ­ტში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბი უნდა გა­ა­შუ­ქოს. "სილქ TV"-ს დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ, მაგ­რამ ქარ­თულ სპორ­ტს სჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი ყუ­რა­დღე­ბა.

დღეს რაც კეთ­დე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მხრი­დან, ესეც საქ­მეა ამ ეტაპ­ზე. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ისიც, რომ დღეს ფეხ­ბურთში არ გვაქვს წარ­მა­ტე­ბა. სხვა სა­ხე­ო­ბებ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა. ავი­ღოთ რაგ­ბი, კა­ლათ­ბურ­თი, წყალ­ბურ­თი, ძი­უ­დო... ყუ­რა­დღე­ბა ხომ ყვე­ლას სჭირ­დე­ბა?

- ხომ არა­ვის და­უ­რე­კავს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან? ალ­ბათ, ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ. ქეც­ბა­ი­ას ეს გან­ცხა­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფაა...

- ლე­ვან სა­ლუქ­ვა­ძემ და­მი­რე­კა და გა­მამ­ხნე­ვა. არ ვიცი, არის თუ არა ის ამ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. ძა­ლი­ან ბევ­რმა და­რე­კა... ქუ­თა­ი­სელ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მაც გა­მო­მი­ცხა­დეს თა­ნად­გო­მა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ჰგო­ნია ქეც­ბა­ი­ას, რომ ის ერ­თა­დერ­თია, ვინც ქარ­თულ ფეხ­ბურთზე ზრუ­ნავს?

- აბა, რა გი­თხრათ... არ მაქვს ამა­ზე პა­სუ­ხი. მაგ­რამ ფაქ­ტია, მარ­თლაც ასე ჰგო­ნია. ქეც­ბა­ია დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს, თუმ­ცა ჯერ და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი აქვს, რომ დიდი მწვრთნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­როვ­ნულ მხა­რეს, თქვე­ნის ნე­ბარ­თვით, ამა­ზე აღარ ვი­სა­უბ­რებ...

- სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში მწვრთნე­ლე­ბად სხვა დიდი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც გვი­ნა­ხავს, ქარ­თვე­ლე­ბიც და უცხო­ე­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად - ჟი­რე­სი. თუმ­ცა ისი­ნი ასე არ მოქ­ცე­უ­ლან...

- ჟი­რე­სი სხვა შემ­თხვე­ვა იყო...

- იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქეც­ბა­ია ნაკ­რებ­ში ვერ იტანს პი­როვ­ნე­ბებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გუნდს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­მო­ა­შო­რეს ლი­დე­რე­ბი...

- ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა, ალ­ბათ, ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ში­შით თა­მა­შობს - ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს ეში­ნია, რომ ბურ­თი არ და­კარ­გოს... გახ­სოვთ, რა ქნა ქეც­ბა­ი­ამ, როცა და­ვით თარ­გა­მა­ძემ ირ­ლან­დი­ას­თან მატჩში და­კარ­გა ბურ­თი? ან როცა შოტ­ლან­დი­ას­თან, თუ არ ვცდე­ბი - ლობ­ჟა­ნი­ძემ, არა­ზუს­ტი პასი გა­ა­კე­თა?

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

"პირველ არხზე" დავით მინაშვილის საავტორო გადაცემაში ("არენა") დატრიალებულ ხმაურიან ამბებზე დღეს ლამის მთელი ქვეყანა ლაპარაკობს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქციელით ყველა სპორტული ჟურნალისტი უზომოდ შეურაცხყოფილია...

11 ნოემბერს "ლელოს" რედაქციაში სტუმრად დავით მინაშვილი მოვიწვიეთ - სპორტული თოქ-შოუ "არენის" წამყვანი, რომელსაც თავისსავე გადაცემაში თემურ ქეცბაიას ბრალდებებზე მოუხდა პასუხის გაცემა...

- ეს ყველაფერი ძალზე მძიმე საყურებელი იყო და იოლი მისახვედრია თავად თქვენი მდგომარეობა პირდაპირი ეთერის დროს...

- ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თემურ ქეცბაიამ აგრესია გამოავლინა ჟურნალისტების მიმართ. აქ არ იყო აგრესია მხოლოდ ჩემ მიმართ. ეს ყველა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს ეხება. მადლობა მინდა გითხრათ თანადგომისთვის...

- ყველაზე მეტად რამ გააღიზიანა ქეცბაია?

- თავდაპირველად, მან საუბარი მშვიდად დაიწყო. როგორც მოგვიანებით თავად თქვა, ინტერაქტიული გამოკითხვის ფორმატმა გააღიზიანა. იქ ასე იყო კითხვა დასმული - "როგორ აფასებთ თემურ ქეცბაიას მუშაობას საქართველოს ნაკრებში"? მგონი, ამ კითხვაში არაეთიკური არაფერი ყოფილა. ასეთ ინტერაქტივებში, ანალოგიური კითხვით, უმაღლეს სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობასაც აფასებენ...

კიდევ ვიმეორებ და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ კითხვა აბსოლუტურად ჯდებოდა ეთიკის ფარგლებში. სხვა საქმეა ის, მაგალითად, ასე რომ დაგვესვა - "უნდა გადადგეს თუ არა პოსტიდან თემურ ქეცბაია"?

- რამდენად სწორია ქართული ფეხბურთის დაქცევაში ჟურნალისტების მთავარ დამნაშავედ გამოყვანა მაშინ, როცა თავად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თითქმის არ ესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს?

- მარტო მე ხომ არ ვამბობ ამას? მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ეს აქსიომაა. ის არაა ინფორმირებული შიდა პროცესებზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე... მაგალითად, არ იცის, რა ხდება ფოთის სტადიონთან დაკავშირებით.

ჩვენ, ჟურნალისტები დავდივართ თამაშებზე, ვაშუქებთ ჩემპიონატს ისე, როგორც შეგვიძლია...

ქეცბაიამ ისიც თქვა, ფიფას რეიტინგში სადღაც მეასე ადგილზე ვართო. მგონია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ ადგილზეა საქართველოს ეროვნული გუნდი რეიტინგში. 117-ე ადგილზე ვართ, ეს ყველამ იცის. ამის ნახვა და გადამოწმება რთული სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ყველა ყველაფერს ხედავს.

საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, არ გადადის შეტევაში, არ ურტყამს კარში... სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ტელე სანტანამ დაწერა - ფეხბურთი კარში დარტყმის გარეშე დივერსიააო...

არ მესმის, რა მოსწონს გულშემატკივარს ქეცბაიას მუშაობაში?

მე ვარ საქართველოს ნაკრების გიჟი ოპტიმისტი, სულ მჯერა, რომ მოვიგებთ და ყველა რეპორტაჟს ოპტიმისტურად ვიწყებ - აი, ეს არის ჩემი "დანაშაული". აგერ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ხომ თქვა - დათო მინაშვილის ბრალი ყოფილა ყველაფერი...

- ქეცბაიას ერთ-ერთი ბრალდებათაგანი ისიც იყო, რომ ქართველი ჟურნალისტები ცუდად აშუქებენ ქართულ ფეხბურთს...

- პრობლემა არის, ამას ვინ უარყოფს? "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს ტურში ერთი პირდაპირი რეპორტაჟი და რვა მიმოხილვა. პირდაპირ ვიტყვი, ამაში ფედერაციას ფულს არ ვუხდით. ამის მიუხედავად, ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რვა მივლინება, მოძრავი სატელევიზიო სადგურის გადაადგილების ხარჯები...

- ქეცბაიამ ისიც თქვა, ნაკრების გასვლით შეხვედრებს ქართველი ჟურნალისტები არ ესწრებიანო. ეტყობა, მან არ იცის, რომ ეს ჟურნალისტებზე არ არის დამოკიდებული... თუმცა საეჭვოა, მას ეს რეალურად ადარდებდეს...

- მეც ეჭვი მეპარება, გასვლითი თამაშების დროს ქეცბაიამ ჩვენთან ურთიერთობა მოისურვოს. იყო რაღაც პრობლემები და ამიტომ ვერ გაჰყვა ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს ნაკრებს... საერთოდ, ფეხბურთი ვრცლად კერძო ტელევიზიების გასაშუქებელია. ასეა ყველა ქვეყანაში. შორს რომ არ წავიდეთ, ასეა რუსეთშიც, სადაც HTB აშუქებს რუსეთის ჩემპიონატს.

საქართველოში უნდა შეიქმნას ერთი სპორტული არხი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთ-ერთი ტელევიზიის რესურსზე. მან მხოლოდ ქართულ სპორტში შექმნილი მდგომარეობა და სიახლეები უნდა გააშუქოს. "სილქ TV"-ს დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ქართულ სპორტს სჭირდება გაცილებით მეტი ყურადღება.

დღეს რაც კეთდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან, ესეც საქმეა ამ ეტაპზე. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ დღეს ფეხბურთში არ გვაქვს წარმატება. სხვა სახეობებში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ავიღოთ რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ძიუდო... ყურადღება ხომ ყველას სჭირდება?

- ხომ არავის დაურეკავს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციიდან? ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ქეცბაიას ეს განცხადება თითოეული სპორტული ჟურნალისტის შეურაცხყოფაა...

- ლევან სალუქვაძემ დამირეკა და გამამხნევა. არ ვიცი, არის თუ არა ის ამ ასოციაციის წევრი. ძალიან ბევრმა დარეკა... ქუთაისელმა გულშემატკივრებმაც გამომიცხადეს თანადგომა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონია ქეცბაიას, რომ ის ერთადერთია, ვინც ქართულ ფეხბურთზე ზრუნავს?

- აბა, რა გითხრათ... არ მაქვს ამაზე პასუხი. მაგრამ ფაქტია, მართლაც ასე ჰგონია. ქეცბაია დიდი ფეხბურთელი იყო, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ჯერ დასამტკიცებელი აქვს, რომ დიდი მწვრთნელია. რაც შეეხება მის პიროვნულ მხარეს, თქვენის ნებართვით, ამაზე აღარ ვისაუბრებ...

- საქართველოს ნაკრებში მწვრთნელებად სხვა დიდი ფეხბურთელებიც გვინახავს, ქართველებიც და უცხოელებიც, მაგალითად - ჟირესი. თუმცა ისინი ასე არ მოქცეულან...

- ჟირესი სხვა შემთხვევა იყო...

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქეცბაია ნაკრებში ვერ იტანს პიროვნებებს. ყოველ შემთხვევაში, გუნდს მიზანმიმართულად ჩამოაშორეს ლიდერები...

- ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები შიშით თამაშობს - ყველა ფეხბურთელს ეშინია, რომ ბურთი არ დაკარგოს... გახსოვთ, რა ქნა ქეცბაიამ, როცა დავით თარგამაძემ ირლანდიასთან მატჩში დაკარგა ბურთი? ან როცა შოტლანდიასთან, თუ არ ვცდები - ლობჟანიძემ, არაზუსტი პასი გააკეთა?

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია