პეკინის #14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შსს-მ 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. დააკავა, რომელმაც ტრანსგენდერი "საბი" დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.
მომხდარს ეხმაურება მსახიობი თინა მახარაძე, რომელმაც მოსაზრება Facebook-ზე ვიდეოპოსტში დააფიქსირა. მსახიობი მაყურებლის წინაშე ბიბლიით ხელში წარსდგა და განაცხადა, რომ "იმ კაცმა" მიაფუჩეჩა...
"მე მგონი, იცით მაგ კაცს რა შეეშალა თავის დროზე? მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო: აი, რომ დაეწერა - არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ - კლა, მაშინ O.K., გავიგებდი, მაგრამ მიაფუჩეჩა...", - ამბობს მსახიობი.
ასევე დაგაინტერესებთ| პეკინზე მოკლული ტრანსგენდერის უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ