მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ბატონის მსახური ვარ" – როგორ შეხვდა ემიგრანტი შვილი "ნიჭიერიდან" მიძღვნილ მამის ემოციურ საჩუქარს
"ორი ბატონის მსახური ვარ" – როგორ შეხვდა ემიგრანტი შვილი "ნიჭიერიდან" მიძღვნილ მამის ემოციურ საჩუქარს

"ნი­ჭი­ე­რის" მე­სა­მე ტუ­რის კონ­კურ­სან­ტებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა 47 წლის გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძემ მი­იქ­ცია. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი წარ­მო­ად­გი­ნა, რი­თაც დარ­ბაზ­ში მყო­ფი მა­ყუ­რე­ბე­ლი და ჟი­უ­რი აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა.

Ambebi.ge ბა­ტონ გო­ჩას და­უ­კავ­შირ­და.

- მე უფრო პი­ა­ნის­ტი ვარ, კლა­ვი­შებ­ზე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე მომ­ღე­რა­ლი. რო­დე­საც მუ­სი­კა კო­მერ­ცი­ა­ში გა­და­ეშ­ვა, აი, მა­შინ მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ რეს­ტო­რან­ში და დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თან­ხმე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ოჯა­ხის გამო გა­ვა­კე­თე, რად­გა­ნაც სხვა გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. ისე მოხ­და, რომ ბოლო წლებ­ში უცხო­უ­რი რე­პერ­ტუ­ა­რი გახ­და სა­ჭი­რო. მეც ერთხელ გავ­რის­კე და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვი­და...

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ?

- კი, აკორ­დე­ო­ნის ხუ­თწლე­დი და სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე.

- რუს­თავ­ში ცხოვ­რობთ?

- არა, თბი­ლის­ში, უბ­რა­ლოდ იქ ("ნი­ჭი­ე­რის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი. - ავტ.) რომ მკი­თხეს, - სა­და­უ­რი ხარო, ვუ­პა­სუ­ხე, რომ რუს­თავ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე-მეთ­ქი.

- რო­გორც შო­უ­დან შე­ვი­ტყვეთ, ორი შვი­ლი (გო­გო­ნა) გყავთ. რამ­ხე­ლაა გო­გო­ნა, რო­მელ­საც შოუშ ნო­მე­რი მი­უ­ძღვე­ნით?

- 25 წლის არის, უმ­ცრო­სი - 14 წლის.

- დიდი ხა­ნია თქვე­ნი შვილ არ გი­ნა­ხავთ?

- თით­ქმის ორი წე­ლია, მხო­ლოდ ერთხელ იყო ჩა­მო­სუ­ლი. ბავ­შვი სა­ნამ წლის არ გახ­დე­ბა, მა­ნამ­დე ვერ შეძ­ლებს ჩა­მოს­ვლას.

- სიძე ფრან­გი გყავთ?

- არა, ქარ­თვე­ლია, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტორ შალ­ვა და­ვი­თაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. უბ­რა­ლოდ, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, შე­უყ­ვარ­და ჩემი გო­გო­ნა და და­ქორ­წინ­დნენ. ახლა მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვამ­ყა­რებთ კონ­ტაქტს. იმ დღეს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში პა­ტა­რა ბავ­შვს მო­ვე­ფე­რე, ჩვენს პა­ტა­რას მი­ვამ­სგავ­სე... ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ასა­კის იქ­ნე­ბო­და.

- თქვენ­მა გა­მოს­ვლამ გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია. რა­ტომ­ღაც არ ელოდ­ნენ ასეთ შე­დეგს. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არც მე ვე­ლო­დი. იცით, რა­ტომ ვი­კა­ვებ­დი ხოლ­მე "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მოს­ვლა­ზე თავს? იმ ზარს რომ ურტყა­მენ ხელს, მა­გის მე­ში­ნო­და,- ამ სი­ბე­რე­ში სირ­ცხვი­ლი არ ვჭა­მო-მეთ­ქი. ისე რომ, წარ­მა­ტე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ მი­თხრა, რომ ასე აღელ­ვე­ბულს ჯერ არ გიმ­ღე­რი­აო...

- რეს­ტო­რან­ში უცხო­ე­ნო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი გაქვთ?

- კი, უცხო­ურ რე­პერ­ტუ­არს ვას­რუ­ლებ. ქარ­თუ­ლად, როცა სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, მა­შინ ვმღე­რი.

- კუ­ლი­სებ­ში და დარ­ბაზ­ში არა­ვინ გე­ლო­დე­ბო­დათ. თქვენს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ არა­ვინ იყო მო­სუ­ლი. შინ, მე­უღ­ლემ რო­გორ შე­გა­ფა­სათ?

- მე ვარ კაცი-სი­ურპრი­ზი და ყვე­ლას ჩემი გა­მოს­ვლა სი­ურპრი­ზად მო­ვუ­წყე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). გუ­შინ ჩემს მე­უღ­ლეს, რომ მის­მენ­და, თვალ­ზე სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლი ჰქონ­და.

- უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხართ. ყვე­ლა თქვენს ნამ­ღერს იწო­ნებს და "ფე­ის­ბუქ-გვერ­დებ­ზე" ტვირ­თა­ვენ...

- დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას.

- რო­გორც გა­ირ­კვა, გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავ­ხართ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ასეც ყო­ფი­ლა - მე­და­ვით­ნე ხართ...

- რა არის იცით? ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ ბა­ტონს - ეკ­ლე­სი­ა­სა და რეს­ტო­რანს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ იმ რეს­ტო­რან­შიც, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ბა­ტო­ნის, უფ­ლის რჩე­ვა-და­რი­გე­ბას მივ­ყვე­ბი, - რა საქ­მე­საც არ ას­რუ­ლებ­დე, გა­ა­კე­თე მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სა­კე­თილ­დღე­ოდ. არ იყო ან­გა­რე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი გა­მოს­ვლი­სას თით­ქოს უფა­ლი მა­რი­გებს და მმო­ძღვრავს, თუ რო­გორ მო­ვიქ­ცე, რო­გორ დავძლიო პრობ­ლე­მე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა­ნაც მი­წევს შე­ხე­ბა. სა­ერ­თოდ, ერი­დან მინ­დო­და გას­ვლა, მაგ­რამ ჩემ­მა პირ­ველ­მა მო­ძღვარ­მა კურ­თხე­ვა არ მომ­ცა. ერი­დან რომ გახ­ვი­დე და ბერ­ში და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა, ოჯახ­ზე დარ­დი და ფიქ­რი შე­გა­წუ­ხებს. ჯერ ოჯა­ხი და­ა­ყე­ნე ფეხ­ზე და მერე გა­კურ­თხე­ბო. რად­გა­ნაც მსა­ხუ­რე­ბა მინ­დო­და, ეკ­ლე­სი­ა­ში ჯერ მგა­ლობ­ლად ვი­ყა­ვი და მერე ჩემ­მა მე­ო­რე მო­ძღვარ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯვა­რი გა­დამ­სა­ხა და მი­თხრა, შენ დღე­ი­დან მე­და­ვით­ნე იქ­ნე­ბიო.

- ახლა სად მსა­ხუ­რებთ?

- მუ­ხი­ა­ნის სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში არის დიდ­მო­წა­მე ეკა­ტე­რი­ნეს ტა­ძა­რი, მამა ილია ჩაკ­ვე­ტა­ძის მრევ­ლი გახ­ლა­ვართ.

- კი­დევ ფიქ­რობთ, რომ ოდეს­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი გახ­დეთ?

- სხვა­თა შო­რის იცით, რას ვაკ­ვირ­დე­ბი? არ არ­სე­ბობს რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც მი­მუ­შა­ვია, რომ გზის გა­დაღ­მა ეკ­ლე­სია არ იდ­გეს. ე.ი. უფა­ლი მა­ნიშ­ნებს, რომ ეს ორი გზა გაქვს და აირ­ჩიე ერთ-ერ­თიო. მაგ­რამ ჯერ ვერ ვირ­ჩევ ბო­ლომ­დე უფ­ლის გზას, სა­ნამ შვი­ლებს სა­ბო­ლო­ოდ ფეხ­ზე არ და­ვა­ყე­ნებ, მერე აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღა­ცას გა­დავ­წყვეტ.

- უმ­ცრო­სი შვი­ლი ჯერ პა­ტა­რა გყო­ლი­ათ...

- სხვა­თა შო­რის, ისიც წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრებ­თან ერ­თად უკ­რავს. სა­ოც­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლია. "იუ­თუ­ბი­ზე" დევს მისი გა­მოს­ვლე­ბი. უფ­რო­სი გო­გო­ნაც მო­ცეკ­ვა­ვეა.

- მე­უღ­ლე?

- მე­უ­ღე "მთავ­რი დი­რი­ჟო­რია" ოჯახ­ში (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ყვე­ლა მან და­ა­ყე­ნა ფეხ­ზე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სმე­ნა აქვს.

- პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ?

- არ ვიცი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ჩემი ბედ-იღ­ბა­ლი, მაგ­რამ ერთი ვიცი, რომ ეკ­ლე­სი­ას არას­დროს დავ­ტო­ვებ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ, უფ­ლის შემ­წე­ო­ბით და­ვა­ბა­ლან­სო.

- და რა გი­თხრათ გო­გო­ნამ, ვი­საც მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი მი­უ­ძღვე­ნით?

- ტი­რი­ლით და­რე­კა საფ­რან­გე­თი­დან, - მამა, არ ვიცი, რო­გო­რი მად­ლო­ბე­ლი ვარ, ვინ აღარ მი­რე­კავს, მწერს, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბიო. ხომ გი­თხა­რით, თვი­თო­ნაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ასეთ და ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დი... სულ ბო­ლოს კი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ოთო ნემ­სა­ძეს, მან ჩემს "ნი­ჭი­ერ­ში" მის­ვლას დიდი ბიძ­გი მის­ცა. ერთხელ რეს­ტო­რან­ში შემ­თხვე­ვით მო­მის­მი­ნა, მერე სცე­ნა­ზე ამო­ვი­და და მი­თხრა, კონ­კურ­სში უნდა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლა­დო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

"ორი ბატონის მსახური ვარ" – როგორ შეხვდა ემიგრანტი შვილი "ნიჭიერიდან" მიძღვნილ მამის ემოციურ საჩუქარს

"ორი ბატონის მსახური ვარ" – როგორ შეხვდა ემიგრანტი შვილი "ნიჭიერიდან" მიძღვნილ მამის ემოციურ საჩუქარს

"ნიჭიერის" მესამე ტურის კონკურსანტებს შორის განსაკუთრებული ყურადღება 47 წლის გოჩა ჭაბუკაიძემ მიიქცია. მან შესანიშნავი მუსიკალური ნომერი წარმოადგინა, რითაც დარბაზში მყოფი მაყურებელი და ჟიური აღტაცებაში მოიყვანა.

Ambebi.ge ბატონ გოჩას დაუკავშირდა.

- მე უფრო პიანისტი ვარ, კლავიშებზე შემსრულებელი, ვიდრე მომღერალი. როდესაც მუსიკა კომერციაში გადაეშვა, აი, მაშინ მივედი სამუშაოდ რესტორანში და დაკვრა და სიმღერა ერთმანეთს შევუთანხმე. ეს ყველაფერი ოჯახის გამო გავაკეთე, რადგანაც სხვა გადარჩენის საშუალება არ იყო. ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში უცხოური რეპერტუარი გახდა საჭირო. მეც ერთხელ გავრისკე და რაღაცნაირად გამოვიდა...

- მუსიკალური განათლება გაქვთ?

- კი, აკორდეონის ხუთწლედი და საესტრადო სასწავლებელი დავამთავრე.

- რუსთავში ცხოვრობთ?

- არა, თბილისში, უბრალოდ იქ (''ნიჭიერის'' შემოქმედებითი ჯგუფი. - ავტ.) რომ მკითხეს, - სადაური ხარო, ვუპასუხე, რომ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე-მეთქი.

- როგორც შოუდან შევიტყვეთ, ორი შვილი (გოგონა) გყავთ. რამხელაა გოგონა, რომელსაც შოუშ ნომერი მიუძღვენით?

- 25 წლის არის, უმცროსი - 14 წლის.

- დიდი ხანია თქვენი შვილ არ გინახავთ?

- თითქმის ორი წელია, მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული. ბავშვი სანამ წლის არ გახდება, მანამდე ვერ შეძლებს ჩამოსვლას.

- სიძე ფრანგი გყავთ?

- არა, ქართველია, გიორგი დავითაშვილი, კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შვილიშვილია. უბრალოდ, საფრანგეთში ცხოვრობს, შეუყვარდა ჩემი გოგონა და დაქორწინდნენ. ახლა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვამყარებთ კონტაქტს. იმ დღეს სამარშრუტო ტაქსიში პატარა ბავშვს მოვეფერე, ჩვენს პატარას მივამსგავსე... ჩემი შვილიშვილის ასაკის იქნებოდა.

- თქვენმა გამოსვლამ გაოცება გამოიწვია. რატომღაც არ ელოდნენ ასეთ შედეგს. რამ განაპირობა ეს?

- სიმართლე რომ გითხრათ, არც მე ველოდი. იცით, რატომ ვიკავებდი ხოლმე "ნიჭიერში" გამოსვლაზე თავს? იმ ზარს რომ ურტყამენ ხელს, მაგის მეშინოდა,- ამ სიბერეში სირცხვილი არ ვჭამო-მეთქი. ისე რომ, წარმატებაზე არც მიფიქრია. ძალიან ვღელავდი, ვინც მიცნობს, ყველამ მითხრა, რომ ასე აღელვებულს ჯერ არ გიმღერიაო...

- რესტორანში უცხოენოვანი რეპერტუარი გაქვთ?

- კი, უცხოურ რეპერტუარს ვასრულებ. ქართულად, როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ ვმღერი.

- კულისებში და დარბაზში არავინ გელოდებოდათ. თქვენს საგულშემატკივროდ არავინ იყო მოსული. შინ, მეუღლემ როგორ შეგაფასათ?

- მე ვარ კაცი-სიურპრიზი და ყველას ჩემი გამოსვლა სიურპრიზად მოვუწყე (სიცილით ამბობს). გუშინ ჩემს მეუღლეს, რომ მისმენდა, თვალზე სიხარულის ცრემლი ჰქონდა.

- უკვე ძალიან პოპულარული ხართ. ყველა თქვენს ნამღერს იწონებს და "ფეისბუქ-გვერდებზე" ტვირთავენ...

- დიდი მადლობა ყველას.

- როგორც გაირკვა, გარეგნულად ძალიან ჰგავხართ ეკლესიის მსახურს და აღმოჩნდა, რომ ასეც ყოფილა - მედავითნე ხართ...

- რა არის იცით? ფაქტობრივად, ორ ბატონს - ეკლესიასა და რესტორანს ვემსახურები, მაგრამ იმ რესტორანშიც, ჩემთვის მთავარი ბატონის, უფლის რჩევა-დარიგებას მივყვები, - რა საქმესაც არ ასრულებდე, გააკეთე მოყვასის სიყვარულითა და საკეთილდღეოდ. არ იყო ანგარებაზე დამოკიდებული.

თითოეული გამოსვლისას თითქოს უფალი მარიგებს და მმოძღვრავს, თუ როგორ მოვიქცე, როგორ დავძლიო პრობლემები და სირთულეები, რომელთანაც მიწევს შეხება. საერთოდ, ერიდან მინდოდა გასვლა, მაგრამ ჩემმა პირველმა მოძღვარმა კურთხევა არ მომცა. ერიდან რომ გახვიდე და ბერში დაიწყო საქმიანობა, ოჯახზე დარდი და ფიქრი შეგაწუხებს. ჯერ ოჯახი დააყენე ფეხზე და მერე გაკურთხებო. რადგანაც მსახურება მინდოდა, ეკლესიაში ჯერ მგალობლად ვიყავი და მერე ჩემმა მეორე მოძღვარმა მოულოდნელად ჯვარი გადამსახა და მითხრა, შენ დღეიდან მედავითნე იქნებიო.

- ახლა სად მსახურებთ?

- მუხიანის სამხედრო დასახლებაში არის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი, მამა ილია ჩაკვეტაძის მრევლი გახლავართ.

- კიდევ ფიქრობთ, რომ ოდესმე სასულიერო პირი გახდეთ?

- სხვათა შორის იცით, რას ვაკვირდები? არ არსებობს რესტორანი, სადაც მიმუშავია, რომ გზის გადაღმა ეკლესია არ იდგეს. ე.ი. უფალი მანიშნებს, რომ ეს ორი გზა გაქვს და აირჩიე ერთ-ერთიო. მაგრამ ჯერ ვერ ვირჩევ ბოლომდე უფლის გზას, სანამ შვილებს საბოლოოდ ფეხზე არ დავაყენებ, მერე აუცილებლად რაღაცას გადავწყვეტ.

- უმცროსი შვილი ჯერ პატარა გყოლიათ...

- სხვათა შორის, ისიც წარმატებულია თავის საქმიანობაში. სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად უკრავს. საოცრად წარმატებულია. "იუთუბიზე" დევს მისი გამოსვლები. უფროსი გოგონაც მოცეკვავეა.

- მეუღლე?

- მეუღე "მთავრი დირიჟორია" ოჯახში (სიცილით ამბობს). ყველა მან დააყენა ფეხზე. არაჩვეულებრივი სმენა აქვს.

- პროფესიულ სცენაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი ბედ-იღბალი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეკლესიას არასდროს დავტოვებ. ჯერჯერობით კი ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უფლის შემწეობით დავაბალანსო.

- და რა გითხრათ გოგონამ, ვისაც მუსიკალური ნომერი მიუძღვენით?

- ტირილით დარეკა საფრანგეთიდან, - მამა, არ ვიცი, როგორი მადლობელი ვარ, ვინ აღარ მირეკავს, მწერს, ნაცნობი თუ უცნობიო. ხომ გითხარით, თვითონაც გაოგნებული ვარ. ასეთ და ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი... სულ ბოლოს კი მადლობა მინდა გადავუხადო ოთო ნემსაძეს, მან ჩემს ''ნიჭიერში'' მისვლას დიდი ბიძგი მისცა. ერთხელ რესტორანში შემთხვევით მომისმინა, მერე სცენაზე ამოვიდა და მითხრა, კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა აუცილებლადო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"