პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში
რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ნო­ემ­ბერ­ში პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა და 2015 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სი ექ­ნე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე bpn.ge ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სივ­რცი­თი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სამ­შე­ნებ­ლო პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს - და­ვით გი­გი­ნე­იშ­ვილს ესა­უბ­რა. რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ცოტა გა­ი­წე­ლა, ლა­მის ყვე­ლა მუხ­ლი კა­მა­თი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ბა­ტე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა, ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც "ჩიტი ბდღვნად ღირს".

და­ვით გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი: ეს არ არის მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სი - ეს სივ­რცი­თი მო­წყო­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის კო­დექ­სია. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს: ჯერ არ გვქო­ნია კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო და ურ­ბა­ნუ­ლი სექ­ტო­რის პრობ­ლე­მებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და და ერთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში მო­აქ­ცევ­და, რაც თა­ვის­თა­ვად წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ გვაქვს რამ­დე­ნი­მე კა­ნო­ნი, რამ­დე­ნი­მე ბრძა­ნე­ბა და დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ებს არე­გუ­ლი­რებს. ახა­ლი კო­დექ­სი კი, ამ ყო­ვე­ლი­ვეს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და თა­ნაც, არა­ერთ სი­ახ­ლეს და­ნერ­გავს.

- პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის დროს, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­ნიშ­ვნებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დით?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, ამ კო­დექსზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩაგ­ვერ­თო. კო­დექსზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, მერე შე­ჩერ­და, მერე ისევ გა­ნახ­ლდა და მხო­ლოდ შარ­შან, ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო მას­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია GIZ-ი, ავიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი, მათ შო­რის - გერ­მა­ნე­ლე­ბიც, მაგ­რამ კო­დექ­სის სტრუქ­ტუ­რა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შედ­გა. გერ­მა­ნუ­ლი კო­დექ­სი და­წე­რი­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ის დან­გრე­უ­ლი გერ­მა­ნი­ი­სათ­ვის იქნა შედ­გე­ნი­ლი და საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა გერ­მა­ნე­ლე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა ჩვენს ახალ კო­დექსში მხო­ლოდ 20-30%-ია გერ­მა­ნუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი მთლი­ა­ნად ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ზეა აგე­ბუ­ლი. კო­დექ­სი იწყე­ბა ქვეყ­ნის სივ­რცი­თი მო­წყო­ბის სა­კი­თხით, იქ ყვე­ლა­ფე­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი: რო­გო­რი უნდა იყოს ამა თუ იმ ქა­ლა­ქის, ან და­სახ­ლე­ბის გეგ­მა, რას უნდა მო­ი­ცავ­დეს, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მის შედ­გე­ნა­ზე და ა.შ... ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, ქა­ლა­ქე­ბის, და­ბე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის დო­ნე­ზე. სივ­რცი­თი მო­წყო­ბის ნა­წი­ლის შემ­დეგ კო­დექ­სი გა­და­დის უშუ­ა­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე: რო­გო­რი უნდა იყოს შე­ნო­ბა, ეს ერთი სა­კი­თხია, მაგ­რამ სად უნდა იდ­გეს, რა პა­რა­მეტ­რე­ბი უნდა ჰქონ­დეს, რა სი­მაღ­ლე, ან სი­გა­ნე - ეს ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მებ­ში დგინ­დე­ბა. ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას მრა­ვა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი ეს­წრე­ბო­და, ლა­მის ყვე­ლა მუხ­ლი სა­თი­თა­ოდ გან­ვი­ხი­ლეთ და ამ გან­ხილ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა, ვი­საც უმუ­შა­ვია სა­ერ­თოდ ურ­ბა­ნის­ტი­კის პრობ­ლე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი გვყავ­და არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­ში­რი, მშე­ნე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი მაქ­სი­მა­ლუ­რი­ად იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

- ამ­ბობთ, რომ ახა­ლი კო­დექ­სი არა­ერთ სი­ახ­ლეს გვთა­ვა­ზობს. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ მათ­განს გა­მო­ყოფ­დით?

- სი­ახ­ლე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, დღეს ჩვენ­თან დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ასე­თი პრაქ­ტი­კა: მა­გა­ლი­თად, თბი­ლისს აქვს პერ­სპექ­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა - ქა­ლა­ქის გენ­გეგ­მა. ამ გენ­გეგ­მა­ში თი­თო­ე­ულ უბან­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი, რაც ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე, ტრან­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, გამ­წვა­ნე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტზე და ა.შ... ეს პა­რა­მეტ­რე­ბი დად­გე­ნი­ლია ურ­ბა­ნის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მაგ­რამ ამა­ვე დროს, არ­სე­ბობს ზო­ნა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის საბ­ჭო. თუ თქვენ ხართ მშე­ნე­ბე­ლი და იტყვით, რომ ეს პა­რა­მეტ­რე­ბი არ გა­წყობთ და მათ შე­საც­ვლე­ლად თან­ხა­საც გა­და­იხ­დით, მათ შეც­ვლი­ან. ასე­თი რამ თბი­ლის­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში აღარ მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გენ­გეგ­მა კარ­გავს თა­ვის აზრს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი სამშენებლო კოდექსის პროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ნოემბერში პროექტი პარლამენტს გადაეგზავნება და 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს უკვე ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება. ამის თაობაზე bpn.ge ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს - დავით გიგინეიშვილს ესაუბრა. როგორც რესპონდენტი ამბობს, პროექტზე მუშაობა ცოტა გაიწელა, ლამის ყველა მუხლი კამათისა და სერიოზული დებატების შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ჩიტი ბდღვნად ღირს".

დავით გიგინეიშვილი: ეს არ არის მხოლოდ სამშენებლო კოდექსი - ეს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსია. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს: ჯერ არ გვქონია კანონი, რომელიც სამშენებლო და ურბანული სექტორის პრობლემებს გააერთიანებდა და ერთ საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევდა, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს რამდენიმე კანონი, რამდენიმე ბრძანება და დადგენილება, რომელიც ამ სფეროებს არეგულირებს. ახალი კოდექსი კი, ამ ყოველივეს გააერთიანებს და თანაც, არაერთ სიახლეს დანერგავს.

- პროექტზე მუშაობის დროს, სამშენებლო კომპანიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს თუ ითვალისწინებდით?

- მაქსიმალურად ვცდილობდით, ამ კოდექსზე მუშაობის პროცესში, ფართო საზოგადოება ჩაგვერთო. კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მერე შეჩერდა, მერე ისევ განახლდა და მხოლოდ შარშან, ოქტომბერში დაიწყო მასზე ინტენსიური მუშაობა. ამ პროცესში ჩაერთო დონორი ორგანიზაცია GIZ-ი, ავიყვანეთ რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის - გერმანელებიც, მაგრამ კოდექსის სტრუქტურა ქართული რეალობის გათვალისწინებით შედგა. გერმანული კოდექსი დაწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის დანგრეული გერმანიისათვის იქნა შედგენილი და საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა გერმანელებისათვის, თუმცა ჩვენს ახალ კოდექსში მხოლოდ 20-30%-ია გერმანული, დანარჩენი მთლიანად ქართულ სინამდვილეზეა აგებული. კოდექსი იწყება ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხით, იქ ყველაფერია გათვალისწინებული: როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქის, ან დასახლების გეგმა, რას უნდა მოიცავდეს, ვინ არის პასუხისმგებელი მის შედგენაზე და ა.შ... ეს საკითხი განიხილება ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების დონეზე. სივრცითი მოწყობის ნაწილის შემდეგ კოდექსი გადადის უშუალოდ მშენებლობებზე: როგორი უნდა იყოს შენობა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ სად უნდა იდგეს, რა პარამეტრები უნდა ჰქონდეს, რა სიმაღლე, ან სიგანე - ეს ყველაფერი ქალაქმშენებლობის გეგმებში დგინდება. ამ საკითხების განხილვას მრავალი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ლამის ყველა მუხლი სათითაოდ განვიხილეთ და ამ განხილვებში მონაწილეობდა ყველა, ვისაც უმუშავია საერთოდ ურბანისტიკის პრობლემებზე საქართველოში, და არა მარტო საქართველოში. მუშაობის პროცესში ჩართული გვყავდა არქიტექტორთა კავშირი, მშენებელთა ასოციაცია და საზოგადოების აზრი მაქსიმალურიად იქნა გათვალისწინებული.

- ამბობთ, რომ ახალი კოდექსი არაერთ სიახლეს გვთავაზობს. კონკრეტულად, რომელ მათგანს გამოყოფდით?

- სიახლეებს რაც შეეხება, დღეს ჩვენთან დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა: მაგალითად, თბილისს აქვს პერსპექტიული განვითარების გეგმა - ქალაქის გენგეგმა. ამ გენგეგმაში თითოეულ უბანზე გათვალისწინებულია განსხვავებული პარამეტრები, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული: განაშენიანების ინტენსივობაზე, ტრანსპორტის რაოდენობაზე, გამწვანების კოეფიციენტზე და ა.შ... ეს პარამეტრები დადგენილია ურბანისტების მუშაობის შედეგად, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ზონალური შეთანხმების საბჭო. თუ თქვენ ხართ მშენებელი და იტყვით, რომ ეს პარამეტრები არ გაწყობთ და მათ შესაცვლელად თანხასაც გადაიხდით, მათ შეცვლიან. ასეთი რამ თბილისში წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ მომავალში აღარ მოხდება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გენგეგმა კარგავს თავის აზრს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია