ბოლო განახლება| "მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ
39 წლის რუსთაველი ამალია ჯიბლაძე ლამის მთელმა საქართველომ ერთხმად აღიარა მეგაშოუ "ნიჭიერის" აღმოჩენად. თუმცა, თვითნასწავლ მომღერალს ფონოგრამით სიმღერაში სდებენ ბრალს. ერთ-ერთი ასეთი მომღერალი ანრი ჯოხაძეა, რომელიც Facebook-ზე წერს:
"მგონი, ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია. მაკააააარრრრ, მოგვატყუეს მაკაააარრ !!!
ადამიანებო, ფონოგრამით სიმღერა არ არის კატასტროფა; საწყენი ამ ქალის ყალბი ემოციებია, არადა როგორ აღვფრთოვანდი თავიდან. ეჰ, ამალია, ამალია...
ალბათ ამალიას შეუძლია ცოცხლად ნორმალურად სიმღერა, მაგრამ ეს გამოსვლა აშკარად ფონოგრამაა. ასე რომ ამით არ კნინდება ამალიას "ნიჭიერება " (მათთვის ვისაც მაინც სჯერა რომ ცოცხლად მღერის ). უბრალოდ, უხერხულობას ჰქმნის ამხელა თამაში "სიდან ამდენი არტისტიზმი, სიდან", - წერს მომღერალი.
ამალიას გამოსვლის შემდეგ მსგავსი აზრი ფორუმის მომხმარებლებსაც გაუჩნდათ. "ეგ ნამღერი ფონოგრამა იყო და თანაც სხვისი სიმღერის. ბოლო აკორდი ნახეთ, ეს მოთქვამს რაღაცას, სიმღერას ხმა კიდევ მშვიდი ტურურათი ამთავრებს. თავისი ნამღერი ფონოგრამა რომ ყოფილიყო, მაგ შეცდომას არ დაუშვებდა და თან ორი ხმა ერთად ისმის, ეტყობა მიკროფონი ჩაურთეს ბოლოს კომენტარებისთვის და მაგიტომ".
მოსაზრება სხვა ფორუმელმაც დაადასტურა: "არა მართლა ფონოგრამა იყო... მეც გადავახვიე და ბოლოს მგონი მართლა 2 ხმა იყო, "ნაუშნიკებით" ვუსმენდი".
ზოგმა კიდევ ეს ხარვეზი მონტაჟს დააბრალა: "ბოლოსკენ ხმა გრძელდება, ეს მიკროფონს უშვებს და ტირილს იწყებს. შეიძლება მონტაჟის ბრალია".
თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"