პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარაზიტებად გვთვლიან, თავს კი ზეპურ ერად მიიჩნევენ" - როგორ ექცევიან ქართველ გოგონას რუსეთში
"პარაზიტებად გვთვლიან, თავს კი ზეპურ ერად მიიჩნევენ" - როგორ ექცევიან ქართველ გოგონას რუსეთში

თბი­ლი­სე­ლი ნატო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. ახ­ლად ჩა­სულ­მა სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხა ჩვე­ნი "დიდი მე­ზო­ბე­ლი" და სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე Ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა.

- სა­ნამ აქ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბევ­რის­გან მქონ­და გა­გე­ბუ­ლი, რომ რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ მო­ნატ­რე­ბის გან­ცდა აქვთ. დიდი ხა­ნია აქ არ ვარ, მაგ­რამ 4 თვის მან­ძილ­ზე არა­ვინ შემ­ხვედ­რია, ვი­საც ქარ­თვე­ლე­ბი ენატ­რე­ბო­დეს. ძა­ლი­ან ცუ­დია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ბევ­რი რუსი ქარ­თველს და მეგ­რელს ერ­თმა­ნე­თის­გან ჰყოფს, ხში­რია კი­თხვა - ქარ­თვე­ლი ხარ, თუ მეგ­რე­ლი?! თუ ეტყვი მეგ­რე­ლიო, გიფრ­თხი­ან და აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უცი­ლობ­ლად უნდა მო­ა­ტყუო. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი იმის­თვის, რომ თავი გა­ი­ტა­ნოს ძა­ლი­ან ცუდ რა­ღა­ცე­ებ­საც აკე­თებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ქარ­თვე­ლებს გვი­ყუ­რე­ბენ რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ერს, ხოლო ესე­ნი ზე­პუ­რი ერია. აი, რო­გორც ნა­ცის­ტე­ბი თვლიდ­ნენ არი­ულ რა­სას ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად, თით­ქმის ისე არი­ან ესე­ნიც.

- ანუ რუ­სე­ბი თვლი­ან, რომ ყვე­ლა სხვა ერი თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ?

- ვერ გე­ტყვი მა­გას რამ­დე­ნად ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს პა­რა­ზი­ტე­ბად გვთვლი­ან. თურ­მე ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სე­ბი გვარ­ჩენ­დნენ და მა­გათ უნდა ვუ­მად­ლო­დეთ სა­ერ­თოდ რომ ვარ­სე­ბობთ, თურ­მე რუ­სე­ბის ხარ­ჯზე ვცხოვ­რობ­დით, რუსი იკ­ლებ­და იმის გამო, რომ ქარ­თველს ეარ­სე­ბა და სხვა. ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვთვლი­ან უმა­დუ­რე­ბად, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ და­ვუ­ფა­სეთ.

- ქარ­თულ კულ­ტუ­რას არ იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე?

- ქარ­თვე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლი რაც ახ­სენ­დე­ბათ, არის სა­ა­კაშ­ვი­ლი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ადრე იყო სტა­ლი­ნი და ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­გორც ჩანს 21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი კარ­გად ებეჭ­დე­ბათ გო­ნე­ბა­ში. აქ ძა­ლი­ან დიდი პრო­პა­გან­და მი­დის სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ ის ძა­ლი­ან ცუდი ტი­პია. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს ვა­ლა­გებ­თო, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ვის არ ახ­სოვს, ან უბ­რა­ლოდ, არ უნ­დათ რომ იცოდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე ასო­ცირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ უყ­ვართ და ბევ­რს უთ­ქვამს კი­დეც - გი­ლო­ცავთ, რომ მო­ი­შო­რე­თო. სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდი მხარ­დამ­ჭე­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­გან, მით უფრო, თუ ეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ჩემი ქვეყ­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტის ასე მოხ­სე­ნი­ე­ბა ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია.

- ის, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პან­ტია, ამა­ზე თუ აკე­თებს ვინ­მე აქ­ცენტს?

- რა სი­სუ­ლე­ლეა, პი­რი­ქით. უმე­ტე­სო­ბა თვლის, რომ ჩვენ აფხა­ზებს მო­ვუ­წყვეთ გე­ნო­ცი­დი და რუ­სებ­მა ისი­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის­გან, ანუ ჩვენ ვართ ბო­რო­ტი ხალ­ხი და რუ­სე­ბი მხსნე­ლე­ბი. ასე ფიქ­რობს თით­ქმის ყვე­ლა. ერთი ნაც­ნო­ბი ქა­ლია, რო­მე­ლიც 30 წე­ლია ქარ­თვე­ლი კა­ცის ცო­ლია, ქმა­რი სულ უხ­სნის იმას, თუ რაა რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ ის ისევ ასე ფიქ­რობს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ ეს ვერ გე­ბუ­ლობს, სხვა რუსს რა უნდა მოვ­თხო­ვოთ?! უკ­რა­ი­ნის ამ­ბებ­ზეც თვლი­ან, რომ რუ­სე­თი კე­თი­ლი მიზ­ნე­ბით შე­ვი­და იქ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ მე­დია პრო­პა­გან­დის შე­დე­გი.

- ნატო, ჩვენ­თან დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია "მე­ო­რე რუ­სე­თის" თემა, რო­გორ ფიქ­რობ არ­სე­ბობს "მე­ო­რე რუ­სე­თი?

- პო­ლი­ტი­კო­სებ­თან არა­ვის­თან მი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ის პე­რი­ო­დი, რაც აქ ვარ და ვი­საც შევ­ხვედ­რილ­ვარ იმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, "მე­ო­რე რუ­სე­თი" ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მითი, თუმ­ცა მითი ზოგ­ჯერ კი­დევ უფრო რე­ა­ლო­ბაა ხოლ­მე. აქ მე არა­ვის­გან გა­მი­გია პრე­ტენ­ზია არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, პი­რი­ქით, უმე­ტე­სო­ბას ძა­ლი­ან მოს­წონს კი­დეც და თვლი­ან, რომ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის­თვის ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. პუ­ტინ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, მე­ო­რე შვილ­ზე საკ­მა­ოდ დიდ დახ­მა­რე­ბას აძ­ლე­ვენ ოჯა­ხებს და სხვა. და ხალ­ხს ეს ძა­ლი­ან მო­წონს და პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას და­ი­პყრობს თუ სა­ქარ­თვე­ლოს, ეს სრუ­ლე­ბით არ ანაღ­ვლებთ, მათ­თის მთა­ვა­რია, რომ თვი­თონ არი­ან კარ­გად. ერ­თა­დერ­თი, რაც არ მოს­წონთ, საგ­ზაო პო­ლი­ცი­აა. აქაც პრე­ტენ­ზი­ას მხო­ლოდ იმით გა­მო­ხა­ტა­ვენ, რომ ფა­რუ­ლად უღე­ბენ ხოლ­მე ვი­დე­ო­ებს და ავ­რცე­ლე­ბენ, მაგ­რამ არ­ცერ­თხელ ასეთ ვი­დე­ოს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. სხვა­თა შო­რის, თუ გზა­ზე გამ­ხდა­რი მი­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ნა­ხეს, ხუმ­რო­ბენ, რო­გორც ჩანს, ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს მუ­შა­ო­ბაო.

- ქარ­თვე­ლი მომღრე­ლე­ბი რომ იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, მო­გე­წო­ნა მათი ეს ქმე­დე­ბა?

- აქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქალ­ქე­ე­ბი არი­ან, მე­სი­ჯე­ბი და­იგ­ზავ­ნა და ყვე­ლას ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ კონ­ცერ­ტზე (მგო­ნი მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს მი­უ­ვი­დათ ეს მე­სი­ჯე­ბი). აქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ერ­თა­დერ­თი გან­ცდა დაგ­ვე­უფ­ლა, რომ ოკუ­პანტს დი­თირ­ამ­ბე­ბი არ უნდა უმ­ღე­რო. თუმ­ცა აქ მცხოვ­რებ ბევრ ქარ­თველს ასე­თი ნი­უ­ან­სე­ბი სა­ერ­თოდ აღარ აინ­ტე­რე­სებს, ეგ კი არა, ერ­თმა­ნე­თი აღარ აინ­ტე­რე­სებთ. თუ შემ­თხვე­ვით გა­ი­გეს, რომ ქარ­თვე­ლი ხარ, ცდი­ლო­ბენ მო­გე­რი­დონ და შენ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ იქო­ნი­ონ.

- ქარ­თვე­ლო­ბის გამო ჩაგ­ვრა თუ გიგ­რძვნია?

- პი­რა­დად მე არა და არც ჩემს ახ­ლობ­ლებს, თუმ­ცა აქ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ ვინც რუ­სია თვლის, რომ მას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს, რად­გა­ნაც ის რუ­სია. სხვა­თა შო­რის, აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვას ქარ­თვე­ლებ­თან უფრო ერი­დე­ბი­ან, ვიდ­რე სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რად­გან იცი­ან, რომ ქარ­თვე­ლე­ბი პა­სუხს და­უბ­რუ­ნე­ბენ და ცოტა მში­შა­რა ტი­პე­ბი არი­ან. 

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.BE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"პარაზიტებად გვთვლიან, თავს კი ზეპურ ერად მიიჩნევენ" - როგორ ექცევიან ქართველ გოგონას რუსეთში

"პარაზიტებად გვთვლიან, თავს კი ზეპურ ერად მიიჩნევენ" - როგორ ექცევიან ქართველ გოგონას რუსეთში

თბილისელი ნატო ნიკოლეიშვილი რამდენიმე თვეა მოსკოვში ცხოვრობს. ახლად ჩასულმა სხვანაირად დაინახა ჩვენი ”დიდი მეზობელი” და საკუთარ შთაბეჭდილებებზე Ambebi.ge-ს ესაუბრება.

- სანამ აქ ჩამოვიდოდი, ბევრისგან მქონდა გაგებული, რომ რუსებს ქართველების მიმართ მონატრების განცდა აქვთ. დიდი ხანია აქ არ ვარ, მაგრამ 4 თვის მანძილზე არავინ შემხვედრია, ვისაც ქართველები ენატრებოდეს. ძალიან ცუდია ის გარემოებაც, რომ ბევრი რუსი ქართველს და მეგრელს ერთმანეთისგან ჰყოფს, ხშირია კითხვა - ქართველი ხარ, თუ მეგრელი?! თუ ეტყვი მეგრელიო, გიფრთხიან და აგრესიას გამოხატავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ უცილობლად უნდა მოატყუო. სამწუხაროა, მაგრამ აქ ბევრი ქართველი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს ძალიან ცუდ რაღაცეებსაც აკეთებს და ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს რეპუტაციაზე. ქართველებს გვიყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ერს, ხოლო ესენი ზეპური ერია. აი, როგორც ნაცისტები თვლიდნენ არიულ რასას ყველაზე აღმატებულად, თითქმის ისე არიან ესენიც.

- ანუ რუსები თვლიან, რომ ყველა სხვა ერი თავისი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენონ?

- ვერ გეტყვი მაგას რამდენად ფიქრობენ, მაგრამ ქართველებს პარაზიტებად გვთვლიან. თურმე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რუსები გვარჩენდნენ და მაგათ უნდა ვუმადლოდეთ საერთოდ რომ ვარსებობთ, თურმე რუსების ხარჯზე ვცხოვრობდით, რუსი იკლებდა იმის გამო, რომ ქართველს ეარსება და სხვა. ყოველივე აქედან გამომდინარე გვთვლიან უმადურებად, რადგან ეს ყველაფერი ვერ დავუფასეთ.

- ქართულ კულტურას არ იხსენებენ ხოლმე?

- ქართველის ხსენებაზე პირველი რაც ახსენდებათ, არის სააკაშვილი. როგორც მეუბნებიან, ადრე იყო სტალინი და ახლა სააკაშვილია, როგორც ჩანს 21 დეკემბერს დაბადებულები კარგად ებეჭდებათ გონებაში. აქ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ ის ძალიან ცუდი ტიპია. ჩვენი ხელისუფლება ხომ ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობებს ვალაგებთო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება არავის არ ახსოვს, ან უბრალოდ, არ უნდათ რომ იცოდნენ. საქართველო დღემდე ასოცირდება სააკაშვილთან, რომელიც ძალიან არ უყვართ და ბევრს უთქვამს კიდეც - გილოცავთ, რომ მოიშორეთო. სააკაშვილის დიდი მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, მით უფრო, თუ ეს რუსეთის მოქალაქეა, ჩემი ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ასე მოხსენიება ძალიან გულსატკენია.

- ის, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ამაზე თუ აკეთებს ვინმე აქცენტს?

- რა სისულელეა, პირიქით. უმეტესობა თვლის, რომ ჩვენ აფხაზებს მოვუწყვეთ გენოციდი და რუსებმა ისინი გადაარჩინეს სრული განადგურებისგან, ანუ ჩვენ ვართ ბოროტი ხალხი და რუსები მხსნელები. ასე ფიქრობს თითქმის ყველა. ერთი ნაცნობი ქალია, რომელიც 30 წელია ქართველი კაცის ცოლია, ქმარი სულ უხსნის იმას, თუ რაა რეალობა, მაგრამ ის ისევ ასე ფიქრობს და წარმოიდგინეთ, თუ ეს ვერ გებულობს, სხვა რუსს რა უნდა მოვთხოვოთ?! უკრაინის ამბებზეც თვლიან, რომ რუსეთი კეთილი მიზნებით შევიდა იქ. ეს ყველაფერი არის სატელევიზიო თუ მედია პროპაგანდის შედეგი.

- ნატო, ჩვენთან დღემდე აქტუალურია "მეორე რუსეთის" თემა, როგორ ფიქრობ არსებობს "მეორე რუსეთი?

- პოლიტიკოსებთან არავისთან მისაუბრია, მაგრამ ის პერიოდი, რაც აქ ვარ და ვისაც შევხვედრილვარ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "მეორე რუსეთი" ესაა ჩვეულებრივი მითი, თუმცა მითი ზოგჯერ კიდევ უფრო რეალობაა ხოლმე. აქ მე არავისგან გამიგია პრეტენზია არსებული ხელისუფლების მიმართ, პირიქით, უმეტესობას ძალიან მოსწონს კიდეც და თვლიან, რომ პუტინი რუსეთისთვის ღვთის საჩუქარია. პუტინმა სოციალური პირობები გააუმჯობესა, მეორე შვილზე საკმაოდ დიდ დახმარებას აძლევენ ოჯახებს და სხვა. და ხალხს ეს ძალიან მოწონს და პუტინი უკრაინას დაიპყრობს თუ საქართველოს, ეს სრულებით არ ანაღვლებთ, მათთის მთავარია, რომ თვითონ არიან კარგად. ერთადერთი, რაც არ მოსწონთ, საგზაო პოლიციაა. აქაც პრეტენზიას მხოლოდ იმით გამოხატავენ, რომ ფარულად უღებენ ხოლმე ვიდეოებს და ავრცელებენ, მაგრამ არცერთხელ ასეთ ვიდეოს შედეგი არ მოჰყოლია. სხვათა შორის, თუ გზაზე გამხდარი მილიციელი დაინახეს, ხუმრობენ, როგორც ჩანს, ახალი დაწყებული აქვს მუშაობაო.

- ქართველი მომღრელები რომ იყვნენ ჩამოსული, მოგეწონა მათი ეს ქმედება?

- აქ მცხოვრებ ქართველებთან, რომლებიც რუსეთის მოქალქეები არიან, მესიჯები დაიგზავნა და ყველას ეპატიჟებოდნენ კონცერტზე (მგონი მხოლოდ ქართველებს მიუვიდათ ეს მესიჯები). აქ მცხოვრებ ქართველებს ერთადერთი განცდა დაგვეუფლა, რომ ოკუპანტს დითირამბები არ უნდა უმღერო. თუმცა აქ მცხოვრებ ბევრ ქართველს ასეთი ნიუანსები საერთოდ აღარ აინტერესებს, ეგ კი არა, ერთმანეთი აღარ აინტერესებთ. თუ შემთხვევით გაიგეს, რომ ქართველი ხარ, ცდილობენ მოგერიდონ და შენთან არავითარი კავშირი არ იქონიონ.

- ქართველობის გამო ჩაგვრა თუ გიგრძვნია?

- პირადად მე არა და არც ჩემს ახლობლებს, თუმცა აქ ისეთი სიტუაციაა, რომ ვინც რუსია თვლის, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, რადგანაც ის რუსია. სხვათა შორის, აგრესიის გამოხატვას ქართველებთან უფრო ერიდებიან, ვიდრე სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან, რადგან იციან, რომ ქართველები პასუხს დაუბრუნებენ და ცოტა მშიშარა ტიპები არიან. 

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.BE

"ჯერ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმიც არ გამომივლენია" - როგორ მოხვდა მეგობრის საგულშემატკივროდ მისული ნიკა შუბითიძე "მხოლოდ ქართულში"

"ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო... 12 საათისკენ დამირეკეს, ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო" - პროფესიები, რომლებიც დღესასწაულს არ ცნობს

"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება