საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" - რა უნდა იცოდეთ ქართულ ზღაპრებზე, ვიდრე თქვენს შვილს წაუკითხავთ
"შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" - რა უნდა იცოდეთ ქართულ ზღაპრებზე, ვიდრე თქვენს შვილს წაუკითხავთ

ზღა­პა­რი მი­თო­ლო­გი­ის ნა­ში­ე­რია და სიმ­ბო­ლო­ე­ბის ენით მე­ტყვე­ლებს. ეს ენა კი ბავ­შვებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მით.

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის სა­გა­ნა­ძუ­რია. მას აქ­ტუ­ა­ლო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ და­უ­კარ­გავს. ქარ­თულ ხალ­ხურ ზღაპ­რებ­ში არის ეპი­ზო­დე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად მშო­ბელ­თა გუ­ლის­წყრო­მას იწ­ვევს.

რო­გორ იქ­მნე­ბო­და ეს ზღაპ­რე­ბი და რო­გორ უნდა გა­ი­გოს ბავ­შვმა ესა თუ ისე ეპი­ზო­დი, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კოსს, ლე­ვან ბრე­გა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი (ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა ხალ­ხის ზღაპ­რე­ბი, მი­თო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა, ანუ კა­ცობ­რი­ო­ბის უშო­რეს წარ­სულ­ში აქვთ ფეს­ვი გად­გმუ­ლი. ბევრ მათ­გან­ში შე­იძ­ლე­ბა ამო­ვიც­ნოთ ესა თუ ის მი­თო­ლო­გი­უ­რი სი­უ­ჟე­ტი, ან მი­თო­ლო­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი საგ­ნებ­სა თუ მოვ­ლე­ნებ­ზე.

იმა­ვე საგ­ნებ­სა თუ მოვ­ლე­ნებ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს უკვე სულ სხვაგ­ვა­რი, ანუ მეც­ნი­ე­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. თუ ასეა, რა გა­ნა­პი­რო­ბებს ზღაპ­რე­ბი­სად­მი იმ ინ­ტე­რესს, რაც დღემ­დე შე­მოგ­ვრჩა? თუკი ად­რე­ულ ასაკ­ში ზღაპ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იმით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რომ ბავ­შვი სამ­ყა­როს მი­თო­ლო­გი­უ­რი თვალ­თა­ხედ­ვით აღიქ­ვამს, რისი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა თუნ­დაც ის არის, რომ უსუ­ლო საგ­ნებ­საც სუ­ლი­ერ არ­სე­ბე­ბად მი­იჩ­ნევს, ზრდას­რულთ რა­ტომ­ღა უნდა იტა­ცებ­დეთ ეს ჟან­რი, - მა­ინ­ცდა­მა­ინც ხალ­ხუ­რი ზღა­პა­რი თუ არა, მის ყა­ი­და­ზე შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბი ხომ დი­დე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­კი­თხა­ვიც არის, ვთქვათ, ან­დერ­სე­ნი­სა, ოს­კარ უა­ილ­დი­სა თუ ჰოფ­მა­ნი­სა?

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ მი­თო­ლო­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან მთლი­ა­ნად როდი გა­თა­ვი­სუფ­ლდა ადა­მი­ა­ნი (მთლი­ა­ნად ამის­გან ვერც ვე­რა­სო­დეს გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მოკ­ვდა­ვი), - მი­თო­ლო­გია გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას ჩვენს არაც­ნო­ბი­ერ­ში, - რო­გორც პი­როვ­ნულ, ასე­ვე კო­ლექ­ტი­ურ არაც­ნო­ბი­ერ­ში; გა­ნაგ­რძობს ე. წ. არ­ქე­ტი­პე­ბის სა­ხით (კარლ გუს­ტავ იუნ­გის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნია). აი ეს არ­ქე­ტი­პე­ბი საზ­რდო­ო­ბენ ზღაპ­რე­ბით და ზღაპ­რებ­საც თა­ვის მხრივ ამ არ­ქე­ტი­პე­ბით უდ­გათ სული.

- რამ­დე­ნად სწო­რია, რო­დე­საც ზღაპ­რებ­ში უხ­ვა­დაა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის მო­მენ­ტე­ბი?

- ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბით მოგ­ვრილ შიშს არ უნდა ვუფრ­თხო­დეთ, ეს სა­ჭი­რო ში­შია - იგი კა­თარ­სისს იწ­ვევს. ჯერ კი­დევ რო­დის, არის­ტო­ტე­ლემ შე­ნიშ­ნა, რომ ტრა­გე­დია აღ­ძრავს თა­ნა­გან­ცდას (სიბ­რა­ლულს) და შიშს, ხოლო ესე­ნი კა­თარ­სისს, ანუ ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ გან­წმენ­დას, იწ­ვევს.

- რამ­დე­ნად სწო­რად გა­ი­გებს პა­ტა­რა ჩიტი-ჩი­ო­რას მიერ მე­ლას­თვის შვი­ლის გა­დაგ­დე­ბის მო­ნაკ­ვეთს?

- ზღა­პა­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის ენით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა. ბავ­შვი, რო­გორც ვთქვით, სამ­ყა­როს მი­თო­ლო­გი­უ­რი თვალ­თა­ხედ­ვით აღიქ­ვამს, ანუ ბავ­შვის აზ­როვ­ნე­ბა სიმ­ბო­ლუ­რია. ამ­რი­გად, ბავ­შვი და ზღაპ­რე­ბი ერთ ენა­ზე მე­ტყვე­ლე­ბენ, რის გა­მოც ისი­ნი კარ­გად უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს. ასე რომ, ზღაპ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით ბავ­შვე­ბის დარ­დი ნუ გვექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ზღა­პარს, "ჩიტი და მე­ლია" რომ ჰქვია და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილს თა­ვის "დედა ენა­შიც" რომ ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი, იგი ისე კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ფსი­ქო­ლოგ­მა ნანა ჩა­ჩუ­ამ ერთ-ერთ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში, რომ მე ისღა დამ­რჩე­ნია მისი ნათ­ქვა­მი გა­ვი­მე­ო­რო: ხე, რო­მელ­ზე­დაც ჩიტს ბუდე გა­უ­კე­თე­ბია, აქ აშ­კა­რად სამ­შობ­ლოს სიმ­ბო­ლოა; ხოლო მე­ლია სიმ­ბო­ლოა სამ­შობ­ლოს შე­მო­სე­უ­ლი მტრი­სა, და მისი მუ­ქა­რა - "ხე­საც მოვ­ჭრი, ხის ძირ­სა­ცა, შენც შეგ­ჭამ და შენს შვილ­სა­ცა" - ასე ითარ­გმნე­ბა: სამ­შობ­ლოს აგი­ოხ­რებ, გა­გი­ნად­გუ­რებ და შვი­ლე­ბი­ა­ნად ამოგ­ხო­ცა­ვო. სამ­შობ­ლოს დაც­ვა მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს. ძვე­ლად სპარ­ტა­ში დედა ომში მი­მა­ვალ შვილს ფარს მი­ა­წო­დებ­და და ეუბ­ნე­ბო­და: "ამით ან ამა­ზე". ეს ნიშ­ნავ­და: ან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დი, ან გმი­რუ­ლად შე­აკ­ვდი მტერ­სო. ილი­ას ქარ­თვლის დე­დის სი­ტყვე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ: "ერთი შვი­ლი მყავს, საყ­ვა­რე­ლი და სა­ნატ­რე­ლი, იგია მარ­ტო თა­ვის დე­დის ნუ­გეშმ­ცე­მე­ლი, (...) მაგ­რამ, მა­მუ­ლო, წა­იყ­ვა­ნე, დღეს ის შე­ნია" - და დე­დი­სერ­თას სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის საბ­რძოლ­ვე­ლად ის­ტუმ­რებს. სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნის ცნო­ბი­ლი ლექ­სი ასე იწყე­ბა: "ცხრა ძე ჰყავ­და, ცხრა ვაჟ­კა­ცი დე­დას, მო­კაზ­მუ­ლი ხმლით და მუ­ზა­რა­დით. ქარ­თლის დრო­შა და­უ­ლო­ცა მხე­დართ, როს დაგ­ვეს­ხა მტე­რი მუ­ხა­ნა­თი". ჩი­ტი­სა და მე­ლი­ის ზღა­პა­რიც ამა­ზეა, სამ­შობ­ლო­სათ­ვის მსხვერ­პლის გა­ღე­ბა­ზეა. ოღონდ ზღა­პა­რი მი­თო­ლო­გი­ის ნა­ში­ე­რია და სიმ­ბო­ლო­ე­ბის ენით მე­ტყვე­ლებს. ეს ენა კი ბავ­შვებს, რო­მელ­თა აზ­როვ­ნე­ბაც, რო­გორც უკვე ვთქვით, მი­თო­ლო­გი­უ­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მით.

- მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი უცხო ქვეყ­ნის ზღაპ­რე­ბის­თვის თუა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი?

- რა თქმა უნდა. ქარ­თუ­ლად მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ზღაპ­რე­ბია თარ­გმნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი და თუ მათ გა­დავ­ხე­დავთ, ამა­ში ხე­ლად დავ­რწმუნ­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიკ­ვირ­დეს კი­დეც, იმ­დენ მსგავ­სე­ბას აღ­მო­ვა­ჩენთ სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ზღაპ­რებს შო­რის. ქარ­თულ ან სხვა ხალ­ხის ფოლკ­ლორ­ში ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბა ვერც მო­ვი­ძი­ოთ, რაც ყო­ველ­თვის ურ­თი­ერ­თგავ­ლე­ნე­ბით არ აიხ­სნე­ბა. კარლ გუს­ტავ იუნ­გი ამას კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რის "მუ­შა­ო­ბით" ხსნის: მსგავ­სი მო­ტი­ვე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ფოლკ­ლორ­ში, იმი­ტომ, რომ ზღაპ­რე­ბის "ავ­ტო­რი" კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რია, ანუ ის, რაც ყვე­ლას­თვის სა­ერ­თოა.

- ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი მშობ­ლებს რიგი ზღაპ­რე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბას ურ­ჩევს. რამ­დე­ნად სწო­რია ეს?

- ერთი ქარ­თვე­ლი ფსი­ქო­ლო­გი უკვე ვახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც ასე არ იქ­ცე­ვა. არა მგო­ნია, პრო­ფე­სი­ო­ნალ ფსი­ქო­ლო­გებს ყვე­ლა­ზე უკეთ არ მო­ეხ­სე­ნე­ბო­დეთ ის, რაც ზე­მოთ ვთქვით ზღაპ­რე­ბის, კერ­ძოდ, მათ­ში მო­თხრო­ბი­ლი "სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ.

- რა გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია ზღაპ­რებს პა­ტა­რებ­ზე?

- ძა­ლი­ან დიდი და სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. ზღაპ­რე­ბი პა­ტა­რა­ო­ბი­სას გვეხ­მა­რე­ბი­ან სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა­ში, გვი­მახ­ვი­ლე­ბენ ავი­სა და კარ­გის, კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის გარ­ჩე­ვის უნარს, გვი­ცხო­ვე­ლე­ბენ ფან­ტა­ზი­ას, ხელს გვი­წყო­ბენ გა­ვერ­კვეთ ჩვენს გრძნო­ბებ­სა თუ გან­ცდებ­ში, გვი­ვი­თა­რე­ბენ ინ­ტე­ლექტს, გვაყ­ვა­რე­ბენ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას... ზღაპ­რე­ბის სამ­ყა­როს­თან ზი­ა­რე­ბა კარ­გად ნა­ცა­დი ფორ­მაა აღ­ზრდი­სა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" - რა უნდა იცოდეთ ქართულ ზღაპრებზე, ვიდრე თქვენს შვილს წაუკითხავთ

"შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" - რა უნდა იცოდეთ ქართულ ზღაპრებზე, ვიდრე თქვენს შვილს წაუკითხავთ

ზღაპარი მითოლოგიის ნაშიერია და სიმბოლოების ენით მეტყველებს. ეს ენა კი ბავშვებს შესანიშნავად ესმით.

ქართული ხალხური ზღაპრები ქართული ზეპირსიტყვიერების საგანაძურია. მას აქტუალობა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში არის ეპიზოდები, რომელიც ხშირად მშობელთა გულისწყრომას იწვევს.

როგორ იქმნებოდა ეს ზღაპრები და როგორ უნდა გაიგოს ბავშვმა ესა თუ ისე ეპიზოდი, ამაზე კომენტარი ლიტერატურის კრიტიკოსს, ლევან ბრეგაძეს ვთხოვეთ:

- ქართული ზღაპრები (ჯადოსნური ზღაპრები მაქვს მხედველობაში), ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხის ზღაპრები, მითოლოგიური წარმომავლობისაა, ანუ კაცობრიობის უშორეს წარსულში აქვთ ფესვი გადგმული. ბევრ მათგანში შეიძლება ამოვიცნოთ ესა თუ ის მითოლოგიური სიუჟეტი, ან მითოლოგიური წარმოდგენები საგნებსა თუ მოვლენებზე.

იმავე საგნებსა თუ მოვლენებზე თანამედროვე ადამიანს უკვე სულ სხვაგვარი, ანუ მეცნიერული შეხედულებები აქვს შემუშავებული. თუ ასეა, რა განაპირობებს ზღაპრებისადმი იმ ინტერესს, რაც დღემდე შემოგვრჩა? თუკი ადრეულ ასაკში ზღაპრების სიყვარული იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბავშვი სამყაროს მითოლოგიური თვალთახედვით აღიქვამს, რისი გამოხატულება თუნდაც ის არის, რომ უსულო საგნებსაც სულიერ არსებებად მიიჩნევს, ზრდასრულთ რატომღა უნდა იტაცებდეთ ეს ჟანრი, - მაინცდამაინც ხალხური ზღაპარი თუ არა, მის ყაიდაზე შექმნილი ლიტერატურული ზღაპრები ხომ დიდების საყვარელი საკითხავიც არის, ვთქვათ, ანდერსენისა, ოსკარ უაილდისა თუ ჰოფმანისა?

საქმე ის გახლავთ, რომ მითოლოგიური წარმოდგენებისგან მთლიანად როდი გათავისუფლდა ადამიანი (მთლიანად ამისგან ვერც ვერასოდეს გათავისუფლდება მოკვდავი), - მითოლოგია განაგრძობს არსებობას ჩვენს არაცნობიერში, - როგორც პიროვნულ, ასევე კოლექტიურ არაცნობიერში; განაგრძობს ე. წ. არქეტიპების სახით (კარლ გუსტავ იუნგის მიერ დამკვიდრებული ტერმინია). აი ეს არქეტიპები საზრდოობენ ზღაპრებით და ზღაპრებსაც თავის მხრივ ამ არქეტიპებით უდგათ სული.

- რამდენად სწორია, როდესაც ზღაპრებში უხვადაა საშინელებათა ჟანრის მომენტები?

- ხელოვნების ნაწარმოებით მოგვრილ შიშს არ უნდა ვუფრთხოდეთ, ეს საჭირო შიშია - იგი კათარსისს იწვევს. ჯერ კიდევ როდის, არისტოტელემ შენიშნა, რომ ტრაგედია აღძრავს თანაგანცდას (სიბრალულს) და შიშს, ხოლო ესენი კათარსისს, ანუ ადამიანის სულიერ განწმენდას, იწვევს.

- რამდენად სწორად გაიგებს პატარა ჩიტი-ჩიორას მიერ მელასთვის შვილის გადაგდების მონაკვეთს?

- ზღაპარი სიმბოლოების ენით გველაპარაკება. ბავშვი, როგორც ვთქვით, სამყაროს მითოლოგიური თვალთახედვით აღიქვამს, ანუ ბავშვის აზროვნება სიმბოლურია. ამრიგად, ბავშვი და ზღაპრები ერთ ენაზე მეტყველებენ, რის გამოც ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს. ასე რომ, ზღაპრებთან მიმართებით ბავშვების დარდი ნუ გვექნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ზღაპარს, "ჩიტი და მელია" რომ ჰქვია და იაკობ გოგებაშვილს თავის "დედა ენაშიც" რომ ჰქონდა შეტანილი, იგი ისე კარგად გააანალიზა ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, რომ მე ისღა დამრჩენია მისი ნათქვამი გავიმეორო: ხე, რომელზედაც ჩიტს ბუდე გაუკეთებია, აქ აშკარად სამშობლოს სიმბოლოა; ხოლო მელია სიმბოლოა სამშობლოს შემოსეული მტრისა, და მისი მუქარა - "ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" - ასე ითარგმნება: სამშობლოს აგიოხრებ, გაგინადგურებ და შვილებიანად ამოგხოცავო. სამშობლოს დაცვა მსხვერპლს მოითხოვს. ძველად სპარტაში დედა ომში მიმავალ შვილს ფარს მიაწოდებდა და ეუბნებოდა: "ამით ან ამაზე". ეს ნიშნავდა: ან გამარჯვებული დაბრუნდი, ან გმირულად შეაკვდი მტერსო. ილიას ქართვლის დედის სიტყვები გავიხსენოთ: "ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი, იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი, (...) მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია" - და დედისერთას სამშობლოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად ისტუმრებს. სიმონ ჩიქოვანის ცნობილი ლექსი ასე იწყება: "ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას, მოკაზმული ხმლით და მუზარადით. ქართლის დროშა დაულოცა მხედართ, როს დაგვესხა მტერი მუხანათი". ჩიტისა და მელიის ზღაპარიც ამაზეა, სამშობლოსათვის მსხვერპლის გაღებაზეა. ოღონდ ზღაპარი მითოლოგიის ნაშიერია და სიმბოლოების ენით მეტყველებს. ეს ენა კი ბავშვებს, რომელთა აზროვნებაც, როგორც უკვე ვთქვით, მითოლოგიურია, შესანიშნავად ესმით.

- მსგავსი ფაქტები უცხო ქვეყნის ზღაპრებისთვის თუა დამახასიათებელი?

- რა თქმა უნდა. ქართულად მრავალი ქვეყნის ზღაპრებია თარგმნილი და გამოცემული და თუ მათ გადავხედავთ, ამაში ხელად დავრწმუნდებით. შეიძლება გაგვიკვირდეს კიდეც, იმდენ მსგავსებას აღმოვაჩენთ სხვადასხვა ხალხის ზღაპრებს შორის. ქართულ ან სხვა ხალხის ფოლკლორში ორიგინალური მოტივი შეიძლება ვერც მოვიძიოთ, რაც ყოველთვის ურთიერთგავლენებით არ აიხსნება. კარლ გუსტავ იუნგი ამას კოლექტიური არაცნობიერის "მუშაობით" ხსნის: მსგავსი მოტივები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩნდება სხვადასხვა ხალხის ფოლკლორში, იმიტომ, რომ ზღაპრების "ავტორი" კოლექტიური არაცნობიერია, ანუ ის, რაც ყველასთვის საერთოა.

- ბევრი ფსიქოლოგი მშობლებს რიგი ზღაპრებისგან თავშეკავებას ურჩევს. რამდენად სწორია ეს?

- ერთი ქართველი ფსიქოლოგი უკვე ვახსენეთ, რომელიც ასე არ იქცევა. არა მგონია, პროფესიონალ ფსიქოლოგებს ყველაზე უკეთ არ მოეხსენებოდეთ ის, რაც ზემოთ ვთქვით ზღაპრების, კერძოდ, მათში მოთხრობილი "საშინელებების" სასარგებლოდ.

- რა გავლენის მოხდენა შეუძლია ზღაპრებს პატარებზე?

- ძალიან დიდი და სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია. ზღაპრები პატარაობისას გვეხმარებიან სამყაროს შეცნობაში, გვიმახვილებენ ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარს, გვიცხოველებენ ფანტაზიას, ხელს გვიწყობენ გავერკვეთ ჩვენს გრძნობებსა თუ განცდებში, გვივითარებენ ინტელექტს, გვაყვარებენ მხატვრულ ლიტერატურას... ზღაპრების სამყაროსთან ზიარება კარგად ნაცადი ფორმაა აღზრდისა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია