პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი მამაა თორნიკე შენგელია
როგორი მამაა თორნიკე შენგელია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი - კა­ლათ­ბურ­თე­ლი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია ბი­ჭის მამა გახ­და. სი­ახ­ლე­ე­ბია მის კა­რი­ე­რა­შიც.

თუ რო­გო­რი მა­მაა თორ­ნი­კე და ვინ ეხ­მა­რე­ბა წყვილს შვი­ლის გაზ­რდა­ში, ამა­ზე კა­ლათ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე გვი­ამ­ბობს. სა­ლო­მე ჯუ­ღელს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რის და­ბა­დე­ბას გი­ლო­ცავთ!

- დიდი მად­ლო­ბა! ჩვენს შვილს თო­კოს მა­მის სა­ხე­ლი - კახა და­ვარ­ქვით. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­ი­ზარ­დოს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთი კახი შენ­გე­ლია ვი­ხი­ლოთ მო­ე­დან­ზე.

- თორ­ნი­კე თუ ეს­წრე­ბო­და შვი­ლის და­ბა­დე­ბას?

- დიახ, ეს­წრე­ბო­და, გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია.

- მისი სურ­ვი­ლი იყო, მშო­ბი­ა­რო­ბის დროს შენ გვერ­დით ყოფ­ნა თუ ეს თა­ვად სთხო­ვე?

- ეს ორი­ვეს სურ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან მინ­დო­და, როცა ჩვე­ნი შვი­ლი ამ ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნე­ბო­და, დე­დაც და მა­მაც გვერ­დით ჰყო­ლო­და.

- შვი­ლი ხელ­ში რომ აიყ­ვა­ნა, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. ამ­ბობ­და: სა­კუ­თარ თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ მე­ნა­ხა და შე­მეგ­რძნო. ერთ ცხოვ­რე­ბად ღირს შენი შვი­ლის და­ბა­დე­ბის ყუ­რე­ბაო.

- ვის ჰგავს თქვე­ნი პა­ტა­რა?

- ზედ­გა­მოჭ­რი­ლი თორ­ნი­კეა. ყვე­ლა ნაკ­ვთი მა­მის აქვს, რაც სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- წი­ნას­წარ იცო­დით ბავ­შვის სქე­სი?

- დიახ. ერთი სული მქონ­და, შვი­ლის სქესს რო­დის გა­ვი­გებ­დი. ამ ცდუ­ნე­ბას მთე­ლი 9 თვე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი (იცი­ნის).

- ოჯახ­ში ბი­ჭის და­ბა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­კა­ცებს ახა­რებთ ხოლ­მე...

- ვიდ­რე ბავ­შვის სქესს გა­ვი­გებ­დით, ამ­ბობ­და: მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ბიჭი იქ­ნე­ბა თუ გოგო, მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­დო­სო... მაგ­რამ როცა გა­ი­გო, რომ ბი­ჭის მამა გახ­დე­ბო­და, სი­ხა­რუ­ლის­გან ჭკუ­ა­ზე აღარ იყო. იმ წა­მი­დან­ვე და­სა­ხა გეგ­მე­ბი, თუ რას გა­ა­კე­თებ­და შვილ­თან ერ­თად, რას ას­წავ­ლი­და, რო­გორ აღ­ზრდი­და და ა.შ.

გაგ­რძე­ლე­ბა

როგორი მამაა თორნიკე შენგელია

როგორი მამაა თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - კალათბურთელი თორნიკე შენგელია ბიჭის მამა გახდა. სიახლეებია მის კარიერაშიც.

თუ როგორი მამაა თორნიკე და ვინ ეხმარება წყვილს შვილის გაზრდაში, ამაზე კალათბურთელის მეუღლე გვიამბობს. სალომე ჯუღელს ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით.

- პირველ რიგში, ოჯახის ახალი წევრის დაბადებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! ჩვენს შვილს თოკოს მამის სახელი - კახა დავარქვით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ კალათბურთელი გაიზარდოს და მომავალში კიდევ ერთი კახი შენგელია ვიხილოთ მოედანზე.

- თორნიკე თუ ესწრებოდა შვილის დაბადებას?

- დიახ, ესწრებოდა, გვერდიდან არ მომშორებია.

- მისი სურვილი იყო, მშობიარობის დროს შენ გვერდით ყოფნა თუ ეს თავად სთხოვე?

- ეს ორივეს სურვილი იყო. ძალიან მინდოდა, როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, დედაც და მამაც გვერდით ჰყოლოდა.

- შვილი ხელში რომ აიყვანა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ძალიან ბედნიერი იყო. ამბობდა: საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, ეს ყველაფერი რომ არ მენახა და შემეგრძნო. ერთ ცხოვრებად ღირს შენი შვილის დაბადების ყურებაო.

- ვის ჰგავს თქვენი პატარა?

- ზედგამოჭრილი თორნიკეა. ყველა ნაკვთი მამის აქვს, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მახარებს.

- წინასწარ იცოდით ბავშვის სქესი?

- დიახ. ერთი სული მქონდა, შვილის სქესს როდის გავიგებდი. ამ ცდუნებას მთელი 9 თვე ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი (იცინის).

- ოჯახში ბიჭის დაბადება განსაკუთრებით, მამაკაცებს ახარებთ ხოლმე...

- ვიდრე ბავშვის სქესს გავიგებდით, ამბობდა: მნიშვნელობა არ აქვს, ბიჭი იქნება თუ გოგო, მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოსო... მაგრამ როცა გაიგო, რომ ბიჭის მამა გახდებოდა, სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო. იმ წამიდანვე დასახა გეგმები, თუ რას გააკეთებდა შვილთან ერთად, რას ასწავლიდა, როგორ აღზრდიდა და ა.შ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია