პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"
შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

გუ­შინ თბი­ლის­ში, 31-ე ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ის ძარ­ცვის ფაქ­ტი მოხ­და. ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლია ტაძ­რის ერთ-ერთ კე­დე­ლი, უშუ­ა­ლოდ ტა­ძარ­ში კი, ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლია. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, 17 და 15 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი.

ეს ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­აჟ­ღე­რეს. გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის ატეხ­დნენ გან­გაშს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ჩვენს დიად პო­ლი­ტი­კო­სებ­საც ვე­ლო­დი, რომ ერთ-ორ სი­ტყვას გად­მოგ­ვიგ­დებ­დნენ და დაგ­ვამ­შვი­დებ­დნენ მრევლს, მაგ­რამ ამა­ოდ.

გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მათი ლა­პა­რა­კი ამ ფაქ­ტით მი­ყე­ნე­ბულ გან­ცდას ოდ­ნა­ვა­დაც ვერ შე­მიც­ვლი­და, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ და მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას იტყოდ­ნენ. ალ­ბათ, ბევ­რს გა­უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ ელო­დიო. რა­ტომ და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფის­სა თუ სა­ლო­ცავს, ქუ­ჩა­ში მო­თა­მა­შე ბავ­შვებ­მა შემ­თხვე­ვით დარ­ტყმუ­ლი ბურ­თით ფან­ჯა­რა რომ ჩა­უ­ტე­ხონ, მა­შინ­ვე გან­გა­შის ზა­რებს ჩა­მოკ­რა­ვენ - რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვაო. ჰოდა, ამ ხალ­ხმა წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ხდარ ვან­და­ლურ ფაქ­ტზე პა­ტა­რა გან­ცხა­დე­ბაც კი არ გა­ავ­რცე­ლეს. თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, დი­დად რომ არ გა­დარ­დებთ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ბედი, ფაქ­ტია, მაგ­რამ სხვი­სი თვა­ლის ასახ­ვე­ვად მა­ინც გა­ა­კე­თეთ რამე გან­ცხა­დე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მერე, თუ ვინ­მე გე­ტყვით, რომ სხვა რე­ლი­გი­ებს იმი­ტომ იცავთ, რომ მათ­გან ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან და­ფი­ნან­სე­ბას ელი­თო, ნუ გე­წყი­ნე­ბათ.

შე­იძ­ლე­ბა ზოგ­მა ისიც თქვას, რომ რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვით არ იყო დარ­ბე­უ­ლი და ყვე­ლა­ნა­ირ კრი­მი­ნალ­ზე კო­მენ­ტარს ხომ არ გა­ვა­კე­თებ­თო. ერ­თია რომ, კაც­მა არ იცის, რა მო­ტი­ვით იყო დარ­ბე­უ­ლი (რო­გორ წესი, ძარ­ცვი­სას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი მი­აქვთ და არ არ­ბე­ვენ ხოლ­მე), და მე­ო­რეც, რო­მე­ლი­მე მე­ჩე­თი თუ გა­ძარ­ცვეს, ვინ­მე და­ი­წყებს მო­ტი­ვე­ბის გარ­კვე­ვას?! პირ­ველ რიგ­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს­კენ გა­იშ­ვე­რენ ხელს, რა­ტომ არ გმობთ ასეთ ფაქ­ტებ­სო, მერე მოყ­ვე­ბი­ან და სულ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლებს და­უ­ძა­ხე­ბენ ყვე­ლას, ვინც კი რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებს იცავს და ბო­ლოს ამ ფაქტს ქვეყ­ნის ირა­ნი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად შე­ა­ფა­სე­ბენ, მაგ­რამ მე ის მა­ინ­ტე­რე­სებს, ახლა სად ხართ, პა­ტივ­ცე­მუ­ლე­ბო?!

სულო ცოდ­ვი­ლო, იქ­ნე­ბა და არც გა­გი­გი­ათ და მე გაბ­რა­ლებთ თვა­ლის და­ხუჭ­ვას, მაგ­რამ დაბ­ლა ჭი­ან­ჭვე­ლას ვერ გა­უვ­ლია და ცაში ჩიტს ვერ გა­უ­ნა­ვარ­დია ისე, თქვენ რომ არ გა­ი­გოთ და ეს გა­მო­გე­პა­რე­ბო­დათ?!

სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ის ხალ­ხი ვნა­ხე გუ­შინ, ვინც სა­პატ­რი­არ­ქოს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უთ­ვლის სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ღე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბას. ჰო, ვერც ომ­ბუდსმე­ნი ვნა­ხე, არა­და ვე­ლო­დი.

ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი, რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი რომ და­არ­ღვი­ოს სხვა რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, არ­სე­ბობს ვინ­მე, ვინც და­მი­ცავს?! აუ­ცი­ლებ­ლად რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა ვიყო, რომ ჩემი ჭირი სხვი­სი ღო­ბის ჩხი­რი გახ­დეს?!

ცოტა ხნის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში მშე­ნე­ბა­რე მედ­რე­სე წა­ბილ­წეს. ამან ზე­პუ­რი ერის შვი­ლე­ბი ისე აღაშ­ფო­თა, რომ ბევ­რმა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ას­ტა­ტუ­სა კი­დეც, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ უნდა. და­წე­რა, რომ ჩვენ აღა­რა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბნე­ლა, რომ აქ ცხოვ­რე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია და კი­დევ ბევ­რი "რომ", მაგ­რამ გუ­შინ ყვე­ლა­ნი დუმ­დნენ.

ლადო გო­გო­ლა­ძის სვე­ტი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: ტაძ­რე­ბის ძარ­ცვი­სა და დარ­ბე­ვის გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

გუშინ თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ძარცვის ფაქტი მოხდა. ვანდალური ქმედების შედეგად დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულები არიან არასრულწლოვნები, 17 და 15 წლის ახალგაზრდები.

ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გააჟღერეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდი, როდის ატეხდნენ განგაშს ადამიანის უფლებათა დამცველები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენს დიად პოლიტიკოსებსაც ველოდი, რომ ერთ-ორ სიტყვას გადმოგვიგდებდნენ და დაგვამშვიდებდნენ მრევლს, მაგრამ ამაოდ.

გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ლაპარაკი ამ ფაქტით მიყენებულ განცდას ოდნავადაც ვერ შემიცვლიდა, მაგრამ ჟურნალისტები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ და მაინტერესებდა, რას იტყოდნენ. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ ელოდიო. რატომ და საქართველოში არსებულ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის ოფისსა თუ სალოცავს, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებმა შემთხვევით დარტყმული ბურთით ფანჯარა რომ ჩაუტეხონ, მაშინვე განგაშის ზარებს ჩამოკრავენ - რელიგიური უმცირესობის უფლებები ირღვევაო. ჰოდა, ამ ხალხმა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პატარა განცხადებაც კი არ გაავრცელეს. თქვე დალოცვილებო, დიდად რომ არ გადარდებთ მართლმადიდებლობის ბედი, ფაქტია, მაგრამ სხვისი თვალის ასახვევად მაინც გააკეთეთ რამე განცხადება. ამ ყველაფრის მერე, თუ ვინმე გეტყვით, რომ სხვა რელიგიებს იმიტომ იცავთ, რომ მათგან ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსებას ელითო, ნუ გეწყინებათ.

შეიძლება ზოგმა ისიც თქვას, რომ რელიგიური მოტივით არ იყო დარბეული და ყველანაირ კრიმინალზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებთო. ერთია რომ, კაცმა არ იცის, რა მოტივით იყო დარბეული (როგორ წესი, ძარცვისას ძვირადღირებული ნივთები მიაქვთ და არ არბევენ ხოლმე), და მეორეც, რომელიმე მეჩეთი თუ გაძარცვეს, ვინმე დაიწყებს მოტივების გარკვევას?! პირველ რიგში, საპატრიარქოსკენ გაიშვერენ ხელს, რატომ არ გმობთ ასეთ ფაქტებსო, მერე მოყვებიან და სულ ჩამორჩენილებს დაუძახებენ ყველას, ვინც კი რელიგიურ ტრადიციებს იცავს და ბოლოს ამ ფაქტს ქვეყნის ირანიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასებენ, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ახლა სად ხართ, პატივცემულებო?!

სულო ცოდვილო, იქნება და არც გაგიგიათ და მე გაბრალებთ თვალის დახუჭვას, მაგრამ დაბლა ჭიანჭველას ვერ გაუვლია და ცაში ჩიტს ვერ გაუნავარდია ისე, თქვენ რომ არ გაიგოთ და ეს გამოგეპარებოდათ?!

სამწუხაროდ, ვერც ის ხალხი ვნახე გუშინ, ვინც საპატრიარქოს ყოველდღიურ რეჟიმში უთვლის სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებას. ჰო, ვერც ომბუდსმენი ვნახე, არადა ველოდი.

ძალიან მაინტერესებს, ჩემი, როგორც მართლმადიდებლის უფლებები რომ დაარღვიოს სხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენელმა, არსებობს ვინმე, ვინც დამიცავს?! აუცილებლად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა ვიყო, რომ ჩემი ჭირი სხვისი ღობის ჩხირი გახდეს?!

ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესე წაბილწეს. ამან ზეპური ერის შვილები ისე აღაშფოთა, რომ ბევრმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაასტატუსა კიდეც, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა. დაწერა, რომ ჩვენ აღარაფერი გვეშველება, რომ ქვეყანაში ძალიან ბნელა, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია და კიდევ ბევრი "რომ", მაგრამ გუშინ ყველანი დუმდნენ.

ლადო გოგოლაძის სვეტი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია