საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას
ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას

ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ნა­ხავს, სად არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხო­ველ­ში, ტაძ­რის დღე­სას­წა­ულ­ზე, წირ­ვის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილთ დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ნა­ხავს, სად არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა.

"ეს გზა ყო­ველ­მან ადა­მი­ან­მა უნდა იპო­ვოს. ხში­რად ეს გზა არის ვიწ­რო, გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სე, მაგ­რამ ეს არის ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი გზა", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა. ილია მე­ო­რემ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს სვე­ტი­ცხო­ველ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო ათო­ნის მთა­ზე და­წე­რი­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ეს კი­დევ ერთი ნი­შა­ნია, რომ უფა­ლი ჩვენ­თან არის.

უწ­მინ­დეს­მა დას­ძი­ნა, რომ ღვთის ძა­ლი­თა და შე­წევ­ნით გან­საც­დე­ლე­ბი დაძ­ლე­უ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი მი­ე­სალ­მა ასე­ვე ტა­ძარ­ში მყოფ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, მთავ­რო­ბის წევ­რებს და აღ­ნიშ­ნა - მო­ხა­რუ­ლია, რომ ისი­ნი ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და უსურ­ვა, "ღმერ­თმა მის­ცეს ძალა, გა­უ­ძღვეს ამ დიდ საქ­მეს".

პატ­რი­არ­ქმა, ასე­ვე, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­ა­ჯილ­დო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას

ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ტაძრის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტების გზა.

"ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის.

უწმინდესმა დასძინა, რომ ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება. საქართველოს პატრიარქი მიესალმა ასევე ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და აღნიშნა - მოხარულია, რომ ისინი ტაძარში იმყოფებოდნენ. პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, "ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს".

პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია