საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპარატი კვერცხზე მიკროსკოპული ბზარების აღმოსაჩენად და "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" - ახალგაზრდა ქართველების გამოგონებები
აპარატი კვერცხზე მიკროსკოპული ბზარების აღმოსაჩენად და "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" - ახალგაზრდა ქართველების გამოგონებები

სამ­მა ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ ევ­რო­კავ­ში­რის ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­ვით ჩხე­ი­ძემ, ნიკა ალა­ვი­ძემ და გი­ორ­გი ჭე­ლი­ძემ პო­ლო­ნეთ­ში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ორი პრო­ექ­ტი - კვერ­ცხზე ბზა­რე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი აპა­რა­ტი და ე.წ. "ჭკვი­ა­ნი მწო­ლი­ა­რე პო­ლი­ცი­ე­ლი" წა­რად­გი­ნეს.

კვერ­ცხზე ბზა­რე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი აპა­რა­ტის ავ­ტო­რი ნიკა ალა­ვი­ძეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტი მიკ­როს­კო­პუ­ლი სი­დი­დის ბზარ­საც კი პო­უ­ლობს კვერ­ცხზე და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა­ში. აპა­რა­ტი ფერ­მერს ფრინ­ვე­ლის კვერ­ცხე­ბის გა­დარ­ჩე­ვა­სა და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბის გა­და­ხა­რის­ხე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე გა­მო­გო­ნე­ბას, ის და­ვით ჩხე­ი­ძე­სა და გი­ორ­გი ჭე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის და მისი მთა­ვა­რი იდეა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: "ჭკვი­ა­ნი მწო­ლი­ა­რე პო­ლი­ცი­ე­ლი" არის ბავ­შვე­ბი­სა და ქვე­ი­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, გზებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი "მწო­ლი­ა­რე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის" ორი­გი­ნა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. მას­ზე ნელა გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მან­ქა­ნის მძღო­ლი სა­ერ­თოდ ვერ იგ­რძნობს მის არ­სე­ბო­ბას. ხოლო ის, ვინც "ჭკვი­ან მწო­ლი­ა­რე პო­ლი­ცი­ელს" სწრა­ფად გა­დაკ­ვეთს, ავ­ტო­მან­ქა­ნას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

ახალ­გაზ­რდე­ბი "ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კლუ­ბის" წევ­რე­ბი არი­ან. რო­გორც კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მი­ხე­ილ კო­ტი­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კლუბს 7-8 წლის ის­ტო­რია აქვს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კლუბ­მა სამი გა­მო­გო­ნე­ბა და­ა­პა­ტენ­ტა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 5 ოქ­როს მე­და­ლი, ასე­ვე 4 - ვერ­ცხლი­სა და 4 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი. გარ­და ამი­სა, კლუ­ბის წევ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის" კონ­კურ­სზე და მთა­ვა­რი პრი­ზით გა­ემ­გზავრნენ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მსოფ­ლიო ფო­რუმ­ზე.

კლუ­ბის წევ­რე­ბი ბევ­რი სხვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან. მაგ­რამ, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვერ ახერ­ხე­ბენ ყვე­ლა გა­მო­გო­ნე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბას. რო­გორც მი­ხე­ილ კო­ტი­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ადრე გა­მო­გო­ნე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბა მაქ­სი­მუმ, 100 ლარი ჯდე­ბო­და. დღეს კი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 300-დან 500 დო­ლა­რამ­დე თან­ხაა სა­ჭი­რო.

მი­სი­ვე თქმით, კლუ­ბის წევ­რე­ბის მიერ შექ­მნილ პრო­ექ­ტებს შო­რის, ერთ-ერთი რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო ჯავ­შან-ჟი­ლე­ტე­ბის იდე­ე­ბი: "რამ­დე­ნი­მე ჯავ­შან-ჟი­ლე­ტი გა­ვა­კე­თეთ, მათ­გან ერთი და­პა­ტენტდა, მე­ო­რე და­პა­ტენ­ტე­ბის პრო­ცეს­შია, ხოლო მე­სა­მე, რო­მელ­მაც ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე, არ დაგ­ვი­პა­ტენ­ტე­ბია. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ჯავ­შან-ჟი­ლეტ­მა ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ცოტა ხან­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-ში მუ­შა­ო­ბენ სწო­რედ ამ ტი­პის ჯავ­შან-ჟი­ლე­ტის შექ­მნა­ზე. ეს არის თხე­ვა­დი ჯავ­შან-ჟი­ლე­ტი და მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი აქ არა­ნი­უ­ტო­ნი­სებ­რი სი­თხე­ე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ კო­ტი­შა­ძე.

კლუ­ბის წევ­რე­ბის გა­მო­გო­ნე­ბებს შო­რის არის ორი­გი­ნა­ლუ­რი ფილტრი ქარ­ხნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჰა­ერს და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან იცავს. ასე­ვე, ნიკა ალა­ვი­ძის მიერ შექ­მნი­ლი წყალ­ქვე­შა სუნ­თქვის აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც აკ­ვა­ლან­გის მცი­რე ზო­მის, მო­სა­ხერ­ხე­ბელ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენს.

მი­ხე­ილ კო­ტი­შა­ძის თქმით, სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სებ­ში. იქ­ნე­ბა ეს მსგავ­სი კლუ­ბე­ბის შექ­მნა, მათ გან­სა­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, თუ სხვა­დას­ხვბა პრო­ქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რათა ეს სფე­რო უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს.

გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კლუ­ბი კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ქე­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს. იმე­დია, სა­ხელ­მწი­ფო ხელს შე­უ­წყობს არა მხო­ლოდ მათი გა­მო­გო­ნე­ბე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

აპარატი კვერცხზე მიკროსკოპული ბზარების აღმოსაჩენად და "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" - ახალგაზრდა ქართველების გამოგონებები

აპარატი კვერცხზე მიკროსკოპული ბზარების აღმოსაჩენად და "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" - ახალგაზრდა ქართველების გამოგონებები

სამმა ქართველმა ახალგაზრდამ ევროკავშირის ახალგაზრდა გამომგონებელთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. დავით ჩხეიძემ, ნიკა ალავიძემ და გიორგი ჭელიძემ პოლონეთში გამართულ ჩემპიონატზე ორი პროექტი - კვერცხზე ბზარების აღმომჩენი აპარატი და ე.წ. "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" წარადგინეს.

კვერცხზე ბზარების აღმომჩენი აპარატის ავტორი ნიკა ალავიძეა. აღნიშნული აპარატი მიკროსკოპული სიდიდის ბზარსაც კი პოულობს კვერცხზე და მისი გამოყენება აქტიურად შეიძლება მეფრინველეობაში. აპარატი ფერმერს ფრინველის კვერცხების გადარჩევასა და დაზიანებული კვერცხების გადახარისხებაში დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე გამოგონებას, ის დავით ჩხეიძესა და გიორგი ჭელიძეს ეკუთვნის და მისი მთავარი იდეა შემდეგში მდგომარეობს: "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" არის ბავშვებისა და ქვეითების უსაფრთხოების დასაცავად, გზებზე დამონტაჟებული "მწოლიარე პოლიციელების" ორიგინალური ალტერნატივა. მასზე ნელა გავლის შემთხვევაში მანქანის მძღოლი საერთოდ ვერ იგრძნობს მის არსებობას. ხოლო ის, ვინც "ჭკვიან მწოლიარე პოლიციელს" სწრაფად გადაკვეთს, ავტომანქანას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

ახალგაზრდები "ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბის" წევრები არიან. როგორც კლუბის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი, მიხეილ კოტიშაძე აღნიშნავს, გამომგონებელთა კლუბს 7-8 წლის ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში კლუბმა სამი გამოგონება დააპატენტა. საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს დაახლოებით 5 ოქროს მედალი, ასევე 4 - ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა გაიმარჯვეს საქართველოს ახალგაზრდა გამომგონებელთა "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე და მთავარი პრიზით გაემგზავრნენ ლოს-ანჯელესში მსოფლიო ფორუმზე.

კლუბის წევრები ბევრი სხვა საინტერესო გამოგონების ავტორები არიან. მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებენ ყველა გამოგონების დაპატენტებას. როგორც მიხეილ კოტიშაძე აღნიშნავს, ადრე გამოგონების დაპატენტება მაქსიმუმ, 100 ლარი ჯდებოდა. დღეს კი ამ ყველაფრისთვის 300-დან 500 დოლარამდე თანხაა საჭირო.

მისივე თქმით, კლუბის წევრების მიერ შექმნილ პროექტებს შორის, ერთ-ერთი რეზონანსული იყო ჯავშან-ჟილეტების იდეები: "რამდენიმე ჯავშან-ჟილეტი გავაკეთეთ, მათგან ერთი დაპატენტდა, მეორე დაპატენტების პროცესშია, ხოლო მესამე, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო ერთ-ერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, არ დაგვიპატენტებია. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ერთ-ერთმა ჯავშან-ჟილეტმა ოქროს მედალი მოიპოვა, ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მუშაობენ სწორედ ამ ტიპის ჯავშან-ჟილეტის შექმნაზე. ეს არის თხევადი ჯავშან-ჟილეტი და მთავარი პრინციპი აქ არანიუტონისებრი სითხეებია", - აღნიშნავს მიხეილ კოტიშაძე.

კლუბის წევრების გამოგონებებს შორის არის ორიგინალური ფილტრი ქარხნებისთვის, რომელიც ჰაერს დაბინძურებისგან იცავს. ასევე, ნიკა ალავიძის მიერ შექმნილი წყალქვეშა სუნთქვის აპარატი, რომელიც აკვალანგის მცირე ზომის, მოსახერხებელ ალტერნატივას წარმოადგენს.

მიხეილ კოტიშაძის თქმით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა ამ პროცესებში. იქნება ეს მსგავსი კლუბების შექმნა, მათ განსავითარებაზე ზრუნვა, თუ სხვადასხვბა პროქტების ორგანიზება, რათა ეს სფერო უფრო წარმატებული გახდეს.

გამომგონებელთა კლუბი კიდევ ბევრი საინტერესო პროქეტის განხორციელებას გეგმავს. იმედია, სახელმწიფო  ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მათი გამოგონებების დაპატენტებასა და რეალიზებას, არამედ საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანის საქმიანობას.

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია