სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამაზ ნოზაძეს ამ საქმეში ქალების ჩარევა რაში დასჭირდა?" - რას პასუხობს კურტანიძის ყოფილი მეუღლე ხატია სიჭინავას
"რამაზ ნოზაძეს ამ საქმეში ქალების ჩარევა რაში დასჭირდა?" - რას პასუხობს კურტანიძის ყოფილი მეუღლე ხატია სიჭინავას

რა­მაზ ნო­ზა­ძის მე­უღ­ლემ, ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ გუ­შინ ღა­მით "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, რომ მათ ოჯახს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ყო­ფი­ლი ცოლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ კურ­ტა­ნი­ძემ სა­კუ­თა­რი ცოლ-შვი­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ყა­რა. Ambebi.ge ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნანა კურ­ტა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, მარ­თლა და­უ­კავ­შირ­დით ნო­ზა­ძე­ე­ბის ოჯახს და უთხა­რით, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სახ­ლი­დან გა­მოგ­ყა­რათ და ალი­მენ­ტის სიძ­ვი­რის გამო აპი­რებს შვი­ლე­ბიც ჩა­მო­მარ­თვა­სო?

- არ ვიცი, სა­ი­დან და­ვი­წყო, და რო­გორ გი­თხრათ, მაგ­რამ ლუ­კას ყო­ფი­ლი ცოლი ვარ მე. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ლუ­კას­თან და მის მე­უღ­ლეს­თან, ხა­თუ­ნა მა­ქა­ცა­ძეს­თან. ზუს­ტად ვიცი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მე და ჩემი შვი­ლე­ბი ვცხოვ­რობთ აბა­ში­ძე­ზე, საკ­მა­ოდ დიდ და კომ­ფორ­ტულ სახ­ლში, სა­ი­და­ნაც არა­ვის არ გა­მო­ვუყ­რი­ვართ. ეს დღის წეს­რიგ­შიც არ ყო­ფი­ლა. 5 წე­ლია მე და ლუკა დავ­შორ­დით, მაგ­რამ დღემ­დე მის გვარ­ზე ვრჩე­ბი. ჩვენს მიერ ერ­თად შე­ძე­ნილ აგა­რაკ­ზეც ნე­ბის­მი­ერ დროს შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვი­დეთ და და­ვის­ვე­ნოთ. ამა­ზე არც ლუ­კას და არც მის მე­უღ­ლეს არ აქვს პრე­ტენ­ზია. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რომ მე ხა­ტი­ას­თან და­მე­რე­კა მსგავს თე­მებ­ზე. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ნო­ზა­ძე და სი­ჭი­ნა­ვა რა­ზეც სა­უბ­რო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­გათ სი­სუს­ტე­ზე მი­უ­თი­თებს. სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში ლუ­კას ვე­რა­ვინ ვერ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს. არ არ­სე­ბობს ასე­თი ფაქ­ტე­ბი.

- ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, თქვენ თით­ქოს ისიც უთხა­რით ნო­ზა­ძე­ებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს მო­ძღვა­რიც კი არ ჰყავს და მას ფა­რი­სე­ვე­ლი უწო­და...

- ჩვენ ოჯა­ხის მო­ძღვა­რი გვყავს, ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა ჩვე­ნი მო­ძღვა­რი. ლუკა რო­გო­რი მლოც­ვე­ლი და რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია, ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის. მე და ლუკა 6 წლი­დან ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 21 წელი რო­გორც ცოლ-ქმარ­მა ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. კარ­გი მა­მაა. მე არას­დროს მი­სა­უბ­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ რად­გან ახლა ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, ვსა­უბ­რობ.

ბა­ტონ რა­მაზს შე­ეძ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვად მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს საქ­მე, ქა­ლე­ბის ჩა­რე­ვა რაში დას­ჭირ­და? ეს არის მდა­ბიო, ჭო­რიკ­ნუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, არც კი ვიცი რა და­ვარ­ქვა. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მაგ­რამ მე კონ­ფლიქ­ტი რომ მქონ­დეს ლუ­კას­თან და ხა­თუ­ნას­თან, მაგ ოჯახს ნამ­დვი­ლად არ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი.

სა­ღა­მოს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვეც­ნო­ბი რა­მა­ზის და ხა­ტი­ას მო­საზ­რე­ბებს. ჩემი სა­ხე­ლით სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. ლუ­კას საქ­მეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის უტყუ­ა­რი და იგი­ვეს ითხოვს ყვე­ლას­გან, გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, მოვა დრო, ლუკა და­ა­სა­ხე­ლებს ამ გვა­რებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ლუ­კას საქ­მე­ში რომ ჩა­ი­ხე­დონ, ნაკლს ვერ უპოვ­ნი­ან. 10-15 წელი სკან­და­ლე­ბი იმი­ტომ იყო ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ლუკა მაქ­სი­მა­ლურს მო­ი­თხოვ­და ყვე­ლას­გან, სხვა­ნა­ი­რად საქ­მე არ გა­მო­დის.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს შვი­ლი ჰყავს ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­თან, გა­მო­რი­ცხავთ რომ მას და­ე­რე­კა ნო­ზა­ძე­ებ­თან?

- მე არა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვი. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ 1989 წელს და­ვამ­თავ­რეთ სკო­ლა და ლუ­კას კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი 21 წელი, დღეს კი მისი მე­უღ­ლეა ხა­თუ­ნა მა­ქა­ცა­ძე. სხვა ცოლი ლუ­კას არ ჰყო­ლია. მად­ლო­ბა, რომ ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით.

Ambebi.ge ნანა კურ­ტა­ნი­ძეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას ოჯახს და­უ­კავ­შირ­და, ხა­ტი­ას დე­დამ­თი­ლის ლალი ნო­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­ხე­ლით მის მე­უღ­ლეს, ჯე­მალ ნო­ზა­ძეს და­უ­კავ­შირ­დნენ და სწო­რედ მას­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მარ­თლა და­გი­კავ­შირ­დათ? ის ამას უარ­ყოფს.

- ეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და რა უფ­ლე­ბა გაქვთ, რომ და­წე­როთ?

- თქვენ­მა რძალ­მა და­წე­რა ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე"...

- ჯე­მალ ნო­ზა­ძემ ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას სტა­ტუსს, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლეც, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "რთუ­ლია უყუ­რო, რო­გორც ეს­ვრი­ან ტა­ლახს ჭა­ობ­ში ჩაფ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ 20 წლის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში გა­აჟ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა: "ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ცოლი და შვი­ლე­ბი გა­მო­ყა­რა და სახ­ლი უცხო­ე­ლებ­ზე გა­ა­ქი­რა­ვა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"რამაზ ნოზაძეს ამ საქმეში ქალების ჩარევა რაში დასჭირდა?" - რას პასუხობს კურტანიძის ყოფილი მეუღლე ხატია სიჭინავას

"რამაზ ნოზაძეს ამ საქმეში ქალების ჩარევა რაში დასჭირდა?" - რას პასუხობს კურტანიძის ყოფილი მეუღლე ხატია სიჭინავას

რამაზ ნოზაძის მეუღლემ, ხატია სიჭინავამ გუშინ ღამით "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მათ ოჯახს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კურტანიძემ საკუთარი ცოლ-შვილი სახლიდან გამოყარა. Ambebi.ge ლუკა კურტანიძის ყოფილ მეუღლეს, ნანა კურტანიძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ნანა, მართლა დაუკავშირდით ნოზაძეების ოჯახს და უთხარით, რომ ლუკა კურტანიძემ სახლიდან გამოგყარათ და ალიმენტის სიძვირის გამო აპირებს შვილებიც ჩამომართვასო?

- არ ვიცი, საიდან დავიწყო, და როგორ გითხრათ, მაგრამ ლუკას ყოფილი ცოლი ვარ მე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ლუკასთან და მის მეუღლესთან, ხათუნა მაქაცაძესთან. ზუსტად ვიცი, როგორი ადამიანები არიან. მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ აბაშიძეზე, საკმაოდ დიდ და კომფორტულ სახლში, საიდანაც არავის არ გამოვუყრივართ. ეს დღის წესრიგშიც არ ყოფილა. 5 წელია მე და ლუკა დავშორდით, მაგრამ დღემდე მის გვარზე ვრჩები. ჩვენს მიერ ერთად შეძენილ აგარაკზეც ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავიდეთ და დავისვენოთ. ამაზე არც ლუკას და არც მის მეუღლეს არ აქვს პრეტენზია. გამორიცხული იყო, რომ მე ხატიასთან დამერეკა მსგავს თემებზე. ძალიან გამიკვირდა, ნოზაძე და სიჭინავა რაზეც საუბრობენ, ეს ყველაფერი მაგათ სისუსტეზე მიუთითებს. სამსახურეობრივ გულგრილობაში ლუკას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს. არ არსებობს ასეთი ფაქტები.

- ხატია სიჭინავას განცხადებით, თქვენ თითქოს ისიც უთხარით ნოზაძეებს, რომ ლუკა კურტანიძეს მოძღვარიც კი არ ჰყავს და მას ფარისეველი უწოდა...

- ჩვენ ოჯახის მოძღვარი გვყავს, ჩემი შვილის ნათლიაა ჩვენი მოძღვარი. ლუკა როგორი მლოცველი და როგორი ადამიანია, ჩემზე კარგად არავინ იცის. მე და ლუკა 6 წლიდან ერთად გავიზარდეთ. 21 წელი როგორც ცოლ-ქმარმა ერთად ვიცხოვრეთ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. კარგი მამაა. მე არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე, მაგრამ რადგან ახლა ასეთი განსხვავებული შემთხვევაა, ვსაუბრობ.

ბატონ რამაზს შეეძლო სამსახურეობრივად მოეგვარებინა ეს საქმე, ქალების ჩარევა რაში დასჭირდა? ეს არის მდაბიო, ჭორიკნული საქციელი, არც კი ვიცი რა დავარქვა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე კონფლიქტი რომ მქონდეს ლუკასთან და ხათუნასთან, მაგ ოჯახს ნამდვილად არ დავუკავშირდებოდი.

საღამოს აუცილებლად გავეცნობი რამაზის და ხატიას მოსაზრებებს. ჩემი სახელით საუბრის უფლება არავის  აქვს. ლუკას საქმესთან დამოკიდებულება არის უტყუარი და იგივეს ითხოვს ყველასგან, გვარების დასახელებაც შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, მოვა დრო, ლუკა დაასახელებს ამ გვარებს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ლუკას საქმეში რომ ჩაიხედონ, ნაკლს ვერ უპოვნიან. 10-15 წელი სკანდალები იმიტომ იყო ფედერაციაში, ლუკა მაქსიმალურს მოითხოვდა ყველასგან, სხვანაირად საქმე არ გამოდის.

- არსებობს მოსაზრება, რომ ლუკა კურტანიძეს შვილი ჰყავს ერთ-ერთ ქალბატონთან, გამორიცხავთ რომ მას დაერეკა ნოზაძეებთან?

- მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 1989 წელს დავამთავრეთ სკოლა და ლუკას კანონიერი მეუღლე ვიყავი 21 წელი, დღეს კი მისი მეუღლეა ხათუნა მაქაცაძე. სხვა ცოლი ლუკას არ ჰყოლია. მადლობა, რომ ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მომეცით.

Ambebi.ge ნანა კურტანიძესთან საუბრის შემდეგ ხატია სიჭინავას ოჯახს დაუკავშირდა, ხატიას დედამთილის ლალი ნოზაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლის სახელით მის მეუღლეს, ჯემალ ნოზაძეს დაუკავშირდნენ და სწორედ მასთან გადაგვამისამართა.

- ბატონო ჯემალ, ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე მართლა დაგიკავშირდათ? ის ამას უარყოფს.

- ეს არაოფიციალური ინფორმაციაა და რა უფლება გაქვთ, რომ დაწეროთ?

- თქვენმა რძალმა დაწერა ამის შესახებ "ფეისბუქზე"...

- ჯემალ ნოზაძემ ტელეფონი გაგვითიშა და ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ხატია სიჭინავას სტატუსს, ლუკა კურტანიძის ახლანდელი მეუღლეც, ხათუნა მიქაცაძე გამოეხმაურა: "რთულია უყურო, როგორც ესვრიან ტალახს ჭაობში ჩაფლული ადამიანები. ლუკა კურტანიძემ 20 წლის მანძილზე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გააჟღერა საქართველოს ჰიმნი".

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ასევე: ხატია სიჭინავა: "ლუკა კურტანიძემ ცოლი და შვილები გამოყარა და სახლი უცხოელებზე გააქირავა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია